განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002606508
№1-232/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - თ------ თ----------ე
ადვოკატი - კოტე ნემსიწვერიძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №174110718001 საქმე
ბრალდებულ თ------ თ----------ის მიმართ
მამის სახელი: ა------
დაბადებული: 01.01.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები - ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი: შ----------- (სოფ. ხელვაჩაური).
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 12:00 სათზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში, თ------ თ----------ემ მის საქმიანობასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობითა და ნავის დაზიანებით დაემუქრა ა-–---------- ს--------–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბრალდებულმა თ------ თ----------ემ დაადასტურა, ა-–---------- ს--------–ზე განხორციელებული მუქარის ფაქტი.
4. დაზარალებულ ა-–---------- ს--------–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, ქედის რაიონის სოფელ ქვედა მახუნცეთში მდინარე აჭარისწყლის ნაპირთან, ტურისტების ნავით გასეირნების გამო, თ------ თ----------ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ნავის დაზიანებით და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ თ----------ემ ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა თ------ თ----------ემ, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
9. თ------ თ----------ის მიერ ა-–---------- ს--------–ზე განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის და ქონების დაზიანების მუქარის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
10. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ თ----------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - დანაშაული სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. თ------ თ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება და დაზარალებულთან შერიგება.
12. თ------ თ----------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
13. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, ბრალდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, თ------ თ----------ე არ არის ნასამართლევი, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაულის ჩადენა, იმავდროულად მას ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულში, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ თ----------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბრალდებული თ------ თ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
2.ბრალდებულ თ------ თ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გადახდილი გირაოს თანხა - 1000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
3. საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
4.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი