განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-174 (130100118002613775)
განაჩენი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ხ-–-----
ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ----------------ე, დაბადებული 1975 წლის 2-----------, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო-ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელი ო--------
ადვოკატი: თ-------–-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი
ბრალდებული - გ---------------–-–---–ი, დაბადებული 1992 წლის 2-----------ს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელი ბ-----, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქალაქი ხ-–-----, ლესელიძის ქუჩა N10
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 მ----------------ემ ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 ივლისს, ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელი დაარტყა სიძეს - გ---------------–-–---–ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ესე იგი მ----------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. გ---------------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 ივლისს, ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი მეუღლის მამას - მ----------------ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულს შეესწრო მ----------------ის არასრულწლოვანი შვილი თეონა ზამბახიძე.
ესე იგი, გ---------------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა მ----------------ისა და გ---------------–-–---–ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის შესახებ, გარდა მათივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია მ----------------ისა და გ---------------–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს: გ---------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მ----------------ემ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ---------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მამუკა ხამბახიძემ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა შეეფარდოთ არასაპატიმრო სასჯელი, კერძოდ, - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ----------------ისა და გ---------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩიათ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა პიროვნებებს, რომ გულწრფელად ნანობენ და განიცდიან ჩადენილს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ----------------ისა და გ---------------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მათ უნდა შეეფარდოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
2. გაუქმდეს მ----------------ის მიმართ ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
3. გ---------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
4. გაუქმდეს გ---------------–-–---–ის მიმართ ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზაზა რამიშვილი