განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100116001418364
N1-676/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
13 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - თ--------------–---–ი
ადვოკატი - ბ------------ე
ბრალდებული: ქ-----------–--–--- (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: ნ-----–----ი
პ-----------------------------
დაბადებული: 31.01.1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–----------–--ე
განათლება: ს-–----–-----------–-----------
რეგისტრაციის მისამართი: ქ.----------------------------
მცხოვრები: ქ--------------------–--------------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ-----------–--–---მ ჩაიდინა ი-–----------------–--ს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–------------–-, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ------–---------–---–---–-------------–- მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლში, ი-–---------------–--ს საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქ-----------–--–---მ ფეხის დარტყმებით ი-–---------------–--ს წვივების არეში მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე ქ-----------–--–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
ქ-----------–--–---ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:
1.1 მოწმე ე-----------–---ს ჩვენების თანახმად, 2016 წელს ცხოვრობდა ქ---------–------–---–---–-------------ში. მისი მეზობელი იყო ი-–----------------–--, რომელთანაც ღამის საათებში ხშირად მოდიოდა მთვრალი ქ-----------–--–---, რ-----–-–---–----- არყოფნის შემთხვევაში აბრახუნებდა კარებზე და გამოხატავდა აგრესიას. აღნიშნულის გამო უსაყვედურა ი-–---ს, რაზედაც მან უთხრა, რომ ქ--------- იყო მასზე გადაკიდებული და ვერ იშორებდა ამ ქალს.
1.2 მოწმის სახით დაკითხული ი-–---------------–--ს (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მისი მეგობარი გოგონა იყო ქ-----------–--–---, რომელიც სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს და საკუთარ თავს აყენებდა თვითდაზიანებებს. ამ ყველაფრის გამო მოსდიოდათ კამათი. ერთმანეთს დაშორდნენ. ერთი თვის შემდეგ დაურეკა ქ---------ს ბავშვის მომვლელმა და უთხრა, რომ იქნებ საჭმელი მოეტანა, რადგან არაფერი ჰქონდათ. მარკეტში იყიდა პროდუქტები და მიუტანა. სახლში ქ--------- დახვდა მთვრალი. დაუწყო კამათი და ესროლა საფერფლე, რომელიც მოხვდა ტელევიზორს. იქიდან მალე წამოვიდა. 2016 წლის 26 აპრილს ქ--------- მასთან მივიდა სახლში. ამ დროს სახლში იყო საცოლესთან ერთად, რომელმაც კარი გააღო. შემოვიდა მთვრალი ქრისტინა და ფული მოსთხოვა, რაზედაც უარი უთხრა. ქრისტინა ემუქრებოდა თვითდაზიანებით და პოლიციის გამოძახებით. წასვლაზე უარს ამბობდა და იატაკზე დანარცხებას და თვითდაზიანებას ცდილობდა. მის შეკავებას და დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ ქ--------- არ ჩერდებოდა და ფეხებს ურტყავდა, რა დროსაც გრძნობდა ტკივილს. ჩანთიდან დანის მაგვარი რაღაც ამოიღო და ცდილობდა თვითდაზიანებას. გამოართვა ეს ნივთი და ჩააგდო ნაგავში. მეგობარ გოგოს, საცოლეს უთხრა, რომ პოლიცია გამოეძახებინა. ამის შემდეგ ქ--------- წავიდა.
1.3 მოწმე მ--------------ს ჩვენების თანახმად, ი-–---------------–-- მისი მეგობარია და 3 წელია რაც იცნობს. თურქულ ენას კარგად ფლობს. 2----–-–------------–- ი-–---თან იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა ნასვამი ქ---------, რომელმაც ი-–---ს თანხაზე დაუწყო საუბარი და ბინის ქირა და ძიძის ფული მოსთხოვა. ი-–---მა უარი უთხრა. ქ---------მ ლანძღვა-გინება დაიწყო. დაეტაკა ი-–---ს და დაუწყო წიხლების რტყმა ფეხების არეში. ი-–---ი მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ქ--------- არ წყნარდებოდა. ძირს გაგორდა. ამბობდა, რომ პოლიციაში წავიდოდა და იტყოდა, რომ ნაცემი იყო. ჩანთიდან ამოიღო დანის მაგვარი რაღაც და დარტყმას აპირებდა. ი-–---მა უთხრა, რომ წასულიყო, მაგრამ ქ--------- არ მიდიოდა. მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, რაც გაიგო, რომ პოლიციაში აპირებდნენ დარეკვას.
1.4 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2----–-–----------------------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ი-–---------------–--ს აღენიშნებოდა ნაჭდევები ორივე წვივის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო განმარტავს, რომ ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად თვლის, ბრალდებულის მიერ ი-–---------------–--ს ცემის ფაქტს და მიაჩნია, რომ ქ-----------–--–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებაა ამახვილებს იმ გარემობაზე, რომ მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით (ძალაშია 2016 წლის 13 დეკემბრიდან), კოდექსიდან ამოღებულია 125-ე მუხლი, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ამ ქმედებამ დაკარგა დანაშაულებრივი ხასიათი და მოხდა მისი დეკრიმინალიზაცია. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ასეთი ქმედების დასჯადობას ითვალისწინებს 126-ე მუხლით.
ქ-----------–--–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), დაკვალიფიცირებული სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.
ამჟამად მოქმედი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) კი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილზე არ შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ქ-----------–--–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს (არ არის ნასამართლევი, ჰყავს შვილი) და თვლის, რომ ქ-----------–--–---ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არსაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა მინიმალური ოდენობით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე-270-ე, 276-ე-277-ე, 280-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ-----------–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, ქ-----------–--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი