განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100118002553580
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

03 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - მ----------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: უ---------------------------------

დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–--

პირადი ნომერი: 5----------,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: გ-----------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა----------------------–-----------------------------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

უ--------------- 2003 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ---------–-----–---–თან.

 

2016 წლის 28 ივნისს, ქ. თბილისში, ა----------------------–------------------------------ში, გამოვლენილ იქნა უ---------------, რომელმაც მეუღლეს-ნ---------–-----–---–ს, ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ნ---------–-----–---–ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით: დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/ საგნების/მოქმედებით. ზედა ტუჩის ნახეთქი ჭრილობა (ზედა ტუჩზე აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა, პირის ღრუს მხრიდან ვიზუალირდება ვერტიკალური ნახეთქი ჭრილობა) მრავლობითი ესკორაციები სახეზე, ცხავის ძვლის მოტეხილობა აიროვანი უჯრედების დონეზე სახის მიდამოში არსებულ სისხლნაჟღენთებთან და ნაჭდევებთან ერთად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

დანარჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 06 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ უ---------------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს უ---------------- თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, უ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: ნ---------–-----–---–ის, ზ--------------------, შა-–--------–---–-ს, ნ--------------, მ------------------------, ნ--------------------, მ--------------------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ბრალდებულ უ---------------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სამედიცინო დოკუმენტაცია, შემაკავებელი ორდერი, ნივთმტკიცება- დანა, ანაწმენდები შემთხვევის ადგილიდან, ნიმუშის აღების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა უ---------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

უ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც უვლის თავად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უ--------------- უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

უ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.

 

მსჯავრდებულ უ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

უ---------------ს სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ უ--------------- დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

დანა, მოწითალო ფერის ლაქები, ერთი ცალი პირსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე