გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/1612-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - შპს ს-–--------------------------------ი
წარმომადგენელი - ბ-----------–---------------–---
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - თ------–-------
მესამე პირები - მ-----–-------ია, ლ------–-------ია, ნ-----------ა, ლ----------------ია და ლ-----------ია
წარმომადგენელი - მა-–--------------ა
მესამე პირის ლ-----------იას კანონიერი წარმომადგენელი: ფ---------------ია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N596 ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები;
1.2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----–-------იას, ლ------–-------იას, ნ-----------ას, ლ----------------იას და ლ-----------იას რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
მესამე პირები არ დაეთანხმნენ სარჩელს, მიიჩნევენ, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ქ. თბილისში, მ--------------------------–------------------ის ტექნიკური პასპორტის თანახმად, შენობა-ნაგებობის მესაკუთრე არის სახელმწფიფო.
შპსმ ა--------ი შექმნილია შპს ა--------ი 1-სა და შპს ა--------ი 2-ის შერწყმის შედეგად. შპს-ს დამფუძნებელი პარტნიორია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2006 წლის 6 ოქტომბრის N------- ბრძანების თანახმად, შპს ა--------ის საწესდებო კაპიტალიდან შემდგომში პრივატიზების მიზნით, ამოღებულ იქნა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში რიცხული ძირითადი საშუალებები, მათ შორის ქ. თბილიში, ორხევი მ---------------------------------ში შენობა-ნაგებობები ღირებულებით - 7940 ლარი.
ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ა--------ის ქონებას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადასტურებულ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება შპს ა--------ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 5 ოქტომბრის N-------------- წერილის საფუძველზე შპს ა--------ის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, დასახლება ვ---------–------------------------–- მე-6, კორპ. 12, პირველი სართულის 350 კვ.მეტრი.
2016 წლის 22 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა--------მა“ გაყიდა, ხოლო შპს „ს-–--------------------------------მა“ საწარმოს ყველა აქტივის ერთი ოპერაციის ფარგლებში მიწოდების სახით იყიდა უძრავი ქონება. მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლება, მ--------------------–----- კორპუსი 12, I სართულზე მდებარე ფართი: 350.00 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექნიკური პასპორტი (ს.ფ. 252-253);
- ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 27.10.2003 წ. დადგენილება (ს.ფ. 254-);
- სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2006 წლის 6 ოქტომბრის N------- ბრძანება (ს.ფ. 109-110);
- ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება (ს.ფ. 113);
- თბილისის საქალაქო სასასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 114-115);
- სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 5 ოქტომბრის N-------------- წერილი (ს.ფ. 255);
- 18.10.2007 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 250-251);
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 121-126);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32-33);
4.2. მ-----–-------ია, ლ------–-------ია, ნ-----------ა, ლ----------------ია და ლ-----------ია არიან იძულებით გადაადგილებული პირები; აღნიშნული პირები ოთხ ოჯახად ცხოვრობენ შპს ს-–--------------------------------ის საკუთრებაში ქ. თბილისში, ვ---------–----------------------–---, კორპუსი 12, სართული 1, N1ა ფართში. დევნილი პირები აღნიშნულ ფართში რეგისტრირებული არიან 2003-2004 წლებიდან;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 9 იანვრის N 01-0-------6 წერილის მიხედვით, მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 4 ოჯახი, ჯამში 8 პირი: 1. მ------–-------ია შვილთან ლ------–-------იასთან ერთად; 2. ლ----------------ია; 3. ფ---------------ია - შვილებთან ლ---------------------ებთან ერთად; 4. ნ-----------ია - შვილთან პ--–----------–იასთან ერთად; ნ-----------იას ოჯახი არ არის რეგისტრირებული, ხოლო დანარჩენი სამი ოჯახი, დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის მიხედვით, რეგისტრირებულები არიან აღნიშნულ მისამართზე და წარმოადგენენ დაკავებული ფართების მართლზომიერ მფლობელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 9 იანვრის წერილი (ს.ფ. 28);
- იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) საოჯახო ანკეტები (ს.ფ.179-182);
4.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 9 იანვრის წერილის საფუძველზე, შპს საწარმოო გერთიანება ა--------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მათ საკუთრებაში რეგისტირებული დევნილი ოჯახებისათვის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 177);
4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის პირველი ივნისის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, განხორციელდა დანართში მითითებული 79 იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის გადამისამართება, მათ შორის: ნ-----------იას, პ--–----------–იას, მ-----–-------იას, ლ------–-------იას, ნ-----------ას, ლ----------------იას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის პირველი ივნისის მოხსენებითი ბარათი N------------- (ს.ფ. 30);
4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის N01-0---------- წერილის თანახმად, შპს ს-–--------------------------------ს N-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სამინისტრომ დააკმაყოფილა მოთხოვნა იძულებით გადაადგილებული პირების, მათი საკუთრებიდან ამოწერის შესახებ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 28 ნოემბრის N-------------- წერილის თანახმად, სამინისტროს 01.06.2017 წლის N------------- მოხსენებითი ბარათისა და შპს ს-–--------------------------------ის მესაკუთრის წარმომადგენლის 10.03.2017 წლის N-------- და 08.05.2017 წლის N-------- განცხადების საფუძველზე ნ-----------იას, პ--–----------–იას, მ-----–-------იას, ლ------–-------იას, ნ-----------ას და ლ----------------იას გაუუქმდათ რეგისტრაცია მისამართზე ქ. თბილისი ვარკეთილი I-----------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 30-31);
- 2017 წლის 22 ივნისის N01-0---------- წერილი (ს.ფ. 29);
- 2017 წლის 28 ნოემბრის N-------------- წერილი (ს.ფ. 87);
4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 11 დეკემბერს წარედგინა მ-----–-------იას, ლ------–-------იას, ნ-----------ას, ნ-----------იას, ლ----------------იასა და პ--–------------აის ადმინისტრაციული საჩივარი. საჩივრის ავტორებმა 2017 წლის 28 ნოემბრის N-------------- წერილის ბათილად ცნობა და საცხოვრებელ ფართზე რეგისტრაციის აღდგენა მოითხოვეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 22-27);
4.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 12 თებერვლის N596 ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ა) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 1 ივნისის N------------- მოხსენებითი ბარათი და მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის თანხმობა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის თაობაზე ნ-----------ას, მ-----–-------იას, ლ------–-------იასა და ლ----------------იას ნაწილში; ბ) აღდგენილ იქნა ნ-----------ას, მ-----–-------იას, ლ------–-------იას, ლ----------------იასა და ლ-----------იას რეგისტრაცია ქ. თბილისი, ვ---------–--------------------------–------------------ში პირველ სართულზე მდებარე ფართში (ს/კ 0----------------------ა).
აღნიშნული ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით დევნილთა საკითხების დეპარტამენტს დაევალა დევნილთა მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 12 თებერვლის N596 ბრძანება (ს.ფ. 14-15).
4.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ს-–--------------------------------ის სარჩელი მოპასუხეების მ-----–-------იას, ლ------–-------იას, ლ----------------იას, ფ---------------იას, ლ-----------იას, ს-----------ას, ნ-----------იას და პ--–----------–იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 195-206);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „პ“ ქვეპუნქტში განმარტებულია მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი, რომელიც არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.
სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის (09.08.2010 წლამდე მოქმედი კანონი) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: სახელმწიფო ქონება არის საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, რომელთა გამოყოფა შეიძლება დამოუკიდებელ საწარმოებად, ლიკვიდირებას დაქვემდებარებული ან უკვე ლიკვიდირებული საწარმოების ან მათი ქვედანაყოფების შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, წილი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებზედაც განთავსებულია სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო საკუთრებაში ნებაყოფლობით გადაცემული საცხოვრებელი სახლები და ბინები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უმკვიდრო ქონება (მათ შორის, საცხოვრებელი სახლები და ბინები), აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა და განკარგვა და რომლებით სარგებლობა შეუძლია სახელმწიფოს.
უდავოა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე საწარმოს - შპს ა--------ის საწესდებო კაპიტალში რიცხული ძირითადი საშუალებები, მათ შორის ქ. თბილისში, ორხევი მ---------------------------------ში შენობა-ნაგებობები დევნილთა განსახლების დროისათვის - 2003 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. 2016 წლის 22 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ქონება შპს „ა--------მა“ გაყიდა, ხოლო შპს ს-–--------------------------------მა საწარმოს ყველა აქტივის ერთი ოპერაციის ფარგლებში მიწოდების სახით იყიდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-4 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში დევნილის დევნილის რეგისტრაციის ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, რეგისტრაციის ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება. მონაცემთა ბაზაში დევნილის დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება.
სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მესამე პირები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებაში, სწორედ სახელმწიფოს ნებართვით განსახლდნენ, დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ წლებში განხორციელებული მოქმედებით, დევნილთა საყოველთაო რეგისტრაციის პროცედურების მიმდინარეობისას წლების მანძილზე მათი სადავო ფართში რეგისტრაციის დადასტურებით (იხ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 16.05.2014 წ. N827 ბრძანება იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაციის (დამისამართების შესახებ, ს.ფ. 171-172). შპს ს-–--------------------------------ის საკუთრებაში არსებული ქონების დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის ფაქტს ადასტურებს სწორედ ის ორი ძირითად გარემოება, რომ დევნილები მასში შესახლდენენ, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში, სახელმწიფოს თანხმობით და ასევე მათ ცხოვრებას წლების მანძილზე ადასტურებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათი რეგისტრაციის ფაქტი. აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ვერ მიენიჭება მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტად მიჩნევისათვის სამინისტროს მიერ კომუნალური ხარჯების ანაზღაურების საკითხს, ვინაიდან აღნიშნული მოცემულ დავაში გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლოს მოსაზრებით, უდავოა ხსენებულ უძრავ ქონებაზე შპს ს-–--------------------------------ის საკუთრების უფლება, რომელიც წარმოიშვა 2016 წლის 22 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მაგრამ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ის შეიძლება შეიზღუდოს კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შებოჭვით. მოცემულ შემთხვევაში კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებს ადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის დანაწესი, კერძოდ: მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც დევნილები უზრუნველყოფილნი არ არიან შესაბამისი საცხოვრებელი ფართით ან ფართის სანაცვლო კანონით გათვალისწინებული კომპენსაციით, სახეზე არ არის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. შესაბამისად, უსაფუძლოა მოსარჩელის მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო ნაწილის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მესამე პირების რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადავო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა. ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ დამატებით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249 მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ს-–--------------------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე