განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივანი თ----- შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ც------ ნ-------ის ძე ნ------ - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისი, ა--------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------ში
ადვოკატი - ა------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, ქ------–--–----------------------------------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ც------ ნ------მ შ---- ნ------–---–ს ზურგის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი იარაღით მიაყენა ჭრილობა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
მოწმე გ------- კ-------ის ჩვენებით, მუშაობდა №----–ინიკურ საავადმყოფოში რეანიმატოლოგად. 2--- წლის 25 ოქტომბერს ასრულებდა მორიგეობას, რა დროსაც კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მიიყვანა პაციენტი შ---- ნ------–---–ი. პაციენტს აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა მარცხნივ ბეჭის ხაზზე (ზურგზე) მეოთხე-მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში და მის ირგვლივ მცირე ჰემატომა. მოწმის განმარტებით, შ.ნ------–---–ს ჩაუტარდა სათანადო კვლევები და სტაბილური მდგომარეობით გაეწერა სახლში.
მოწმე ე---------- მ----–--ის ჩვენებით, მუშაობს კლინიკა „მ---------ში“ ოჯახის ექიმად. შ---- ნ------–---–ი გაიცნო 2--- წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც პაციენტს გაუწია სამედიცინო დახმარება, როგორც ოჯახის ექიმმა. შ---- ნ------–---–მა ოჯახის ექიმს განუმარტა, რომ 2 დღის წინ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა და უჩიოდა ტკივილს მარცხენა ბეჭის მიდამოში, ასევე წარუდგინდა №----–ინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული ფორმა 100. მოწმის განმარტებით, პაციენტს დაუმუშავდა 1სმ-მდე ჭრილობა, რომელიც ჰქონდა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-5 ნეკნთაშუა სივრცეში და 5 დღე გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას. მოწმის ჩვენებით, შ---- ნ------–---–ს კლინიკაში ჰქონდა 3 ვიზიტი, კერძოდ, პირველი ოჯახის ექიმთან - 27.10.2---წ, შემდეგ 2-3- დღეში ქირურგმა დაიბარა და ბოლოს, ისევ ოჯახის ექიმთან - 2.11.2---წ-ს. მოწმემ დაადასტურა, რომ შ--------–--–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია წარუდგინა გამოძიებას.
მოწმე ი---- კ-----ის ჩვენებით, ცხოვრობს მ---------------------------–--------------------------------ში და კუთვნილი სარდაფი დათმობილი ჰქონდა დ------------ის სამსახურის თანამშრომლებისათვის, რომლებიც ფართს იყენებდნენ ტანსაცმლისა და ინვენტარის შესანახად. 2--- წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, კორპუსთან მიახლოვებისას დაინახა ძირს დაგდებული ა-–---------ე გ-------ი, რომელსაც შ---- ნ------–---–ი ურტყამდა წიხლებს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შ---- უშვერი სიტყვებით იგინებოდა და ყვიროდა, ჩემს ბიჭს რატომ დაალევინეო. კონფლიქტი გაანეიტრალეს იქვე მყოფმა შ----- კ-----ემ, მ------ მ----------მა და მ--–---- მ------–---–მა. აღნიშნულის დანახვაზე, ი---- კ-----ი სახლში შევიდა და დაახლოებით 15 წუთში ეზოში გამოსულს, გარეთ დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. მოწმის განმარტებით, პოლიციისაგან შეიტყო შ----ს ნათქვამი, რომ ც------ ნ------ს დაუჭრია. მოწმემ განმარტა, რომ ა-–---------ე გ-------სა და შ---- ნ------–---–ს შორის კონფლიქტის დროს, შემთხვევის ადგილზე შ----ს შვილი და ც------ ნ------ არ შეუნიშნავს.
მოწმე შ----- კ-----ის ჩვენებით, მუშაობდა დ------------ის სამსახურში. 2--- წლის 25 ოქტომბერს დაახლოებით 12 საათზე, მ------ის მ--------, პირველი კორპუსის სარდაფში (რომელიც ეკუთვნის ი---- კ-----ს) შ----- კ-----ემ, ა-–---------ე გ-------მა და შ----- ნ------–---–მა საკვებთან ერთად მიიღეს 1 ბოთლი არაყი. მალევე ც------ ნ------მ, რომელიც იყო მათი ე.წ. „ბრიგადირი“, ჯერ მ--–---- მ------–---–ი და მ------ მ----------ი, შემდეგ კი შ----- კ-----ე წაიყვანა ნ----–---–ის ქუჩაზე სამუშაოს შესასრულებლად. უკან დაბრუნებულმა შ----- კ-----ემ პირველ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა, რომ ძირს დაგდებულ ა-–---------ე გ-------ს წიხლებს ურტყამდა შ---- ნ------–---–ი. შ-----მ გააშველა და ა-–---------ემ შეძლო ადგომა, თუმცა საით წავიდა მოწმეს აღარ დაუნახავს. შემთხვევის ადგილზე მივიდა მანქანით ც------ ნ------ც, რა დროსაც შ---- მისკენ გაემართა გინებით, „ჩემი შვილის უფროსი ხარ და როგორ დაალევინეო.“ შ----- კ-----ის ჩვენებით, მან თვალნათლივ დაინახა როგორ დაარტყა ც------ ნ------ შეკრული მუშტი ორჯერ შ---- ნ------–---–ის ბეჭებში, რატომ მაგინებო. შ---- ყვიროდა ც------მ დამჭრაო, გადაიწია ქურთუკი და შ----- კ-----ესა და იმ მომენტში ადგილზე მისულ მ--–---- მ------–---–ს აჩვენა ჭრილობა, მას ზურგის არეში მოსდიოდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, შემთხვევის ადგილზე კი მივიდა პოლიცია. მოწმის განმარტებით, ც------ს მიერ შ----ს მიმართ განხორციელებული დარტყმების დროს, იდგა მათგან დაახლოებით 4 მეტრში და ისეთი მდებარეობით, რომ ვერ დაინახავდა რა ეჭირა ხელში ბრალდებულს. მოწმის ჩვენებით, წასვლიდან ცოტა ხანში, დაახლოებით 14 საათზე (პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე), შ----- კ-----ეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ც------ ნ------ და გააფრთხილა, რომ არაფერი ეთქვა მომხდარ ჩხუბზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაამწარებდა და ოჯახს ამოუწყვეტდა. მოწმემ განმარტა, რომ პირველი დაკითხვისას სიმართლის თქმა ვერ შეძლო იმის შიშით, რომ ც------, როგორც მისი უფროსი სამსახურს დააკარგინებდა და მისი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩებოდა. შემდეგ განცხადება დაწერა და სწორი ჩვენება მისცა გამოძიებას, ვინაიდან იმ დროისთვის ც------ უკვე დაკავებული იყო. მოწმის განმარტებით, ნომ----, რომელზე დაურეკა ც------მ, ეკუთვნოდა მის მეუღლეს, რომელმაც გააკეთა შემავალი-გამავალი ზარების ამონაწერი და წარუდგინეს გამოძიებას. მოწმის განმარტებით, ი---- კ-----ი შ---- ნ------–---–ის დაჭრის მომენტში არ დაუნახავს.
მოწმე ხ------- კ-----ის ჩვენებით, არის შ----- კ-----ის მეუღლე. მის სახელზე რეგისტრირებული იყო შპს „მ---------ის“ ნომ---- 5--------, რომლითაც 4-5 წლის მანძილზე სარგებლობდა მისი მეუღლე. მოწმის ჩვენებით, გააკეთა ხსენებულ ნომერზე 2--- წლის 25 ოქტომბერს შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერი, რომელიც შ----- კ-----ემ გადასცა გამოძიებას. მოწმემ განმარტა, რომ ზ/აღნიშნული ნომ---- ტელეფონთან ერთად დღეის მდგომარეობით მის მეუღლეს დაკარგული აქვს.
შ.კ-----ის მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით ირკვევა, რომ შ.კ-----ეს ნომერზე 5-------- 2--- წლის 25 ოქტომბერს ფიქსირდება ც--------ს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- ზარები შემდეგ დროებში: 12:19:15 და 14:14:31 საათზე.
მოწმე მ--–---- მ------–---–ის ჩვენებით, მუშაობდა დ------------ის სამსახურში. 2--- წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 12-13 საათამდე პერიოდში, თანამშრომლებთან: მ------ მ----------თან, ა-–---------ე გ-------თან, შ----- კ-----ესთან და შ----- ნ------–---–თან ერთად იმყოფებოდა მ------ის მ--------, პირველი კორპუსის სარდაფში. ც------ ნ------მ, რომელიც იმ დღეს ასრულებდა მათი ბრიგადირის მოვალეობას, მ------ და მ--–----ი წაიყვანა კუთვნილი მანქანით ნ----–---–ის ქუჩაზე მდებარე სკვერის დასასუფთავებლად და დატოვა იქ. სამუშაოს შესრულების შემდეგ, მ------ და მ--–----ი გამოუყვნენ გზას და დაახლოებით 30 წუთში დაბრუნდნენ პირველ კორპუსთან, სადაც დახვდათ აურზაური. შ---- ნ------–---–ი აგინებდა ც------ ნ------ს, „დამჭერი, დამარტყი და არ შეგარჩენო.“ მოწმემ დაადასტურა, რომ შ---- ნ------–---–მა ქურთუკი გაიხადა და მას და შ----- კ-----ეს აჩვენა ზურგზე, უკანა მხარეს ჭრილობა. მოწმის განმარტებით, მოშორებით შენიშნა ა-–---------ე გ-------ი, რომელიც მის მისვლამდე უცემია შ---- ნ------–---–ს და შარვალი სულ ტალახიანი ჰქონდა და რომელმაც დატოვა კონფლიქტის ადგილი. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი თანდასწრებით შ---- ნ------–---–სა და ა-–---------ე გ-------ს შორის ფიზიკური შეხება აღარ ყოფილა, არც წაქცეული უნახავს ეს უკანასკნელი. მოწმის ჩვენებით, შ----ს თანმხლებ პირთან, ს------ კ------–-–---–თან ერთად ჩავიდა სარდაფში, სადაც დახვდა ნასვამ მგომარეობაში მყოფი შ----- ნ------–---–ი, რომელიც გააღვიძეს და ეზოში გამოიყვანეს. მოწმის განმარტებით, შ---- თავად რეკავდა პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში, რა დროსაც ც------ ნ------მ კუთვნილი ა/მანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი. ცოტა ხანში, მ--–---- მ------–---–ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ც------ ნ------ და გააფრთხილა, რომ ეთქვა, თითქოს საერთოდ არ უნახავს შემთხვევის ადგილზე. მოწმემ განმარტა, რომ პირველი დაკითხვისას სიმართლის თქმა ვერ შეძლო იმის შიშით, რომ ც------, როგორც მისი უფროსი, სამსახურს დააკარგინებდა და მისი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩებოდა. შემდეგ განცხადება დაწერა და სწორი ჩვენება მისცა გამოძიებას, ვინაიდან იმ დროისთვის ც------ უკვე აღარ იყო მათი ხელმძღვანელი.
ც--------ს მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით ირკვევა, იგი დაუკავშირდა მ--------–---–ს 2--- წლის 25 ოქტომბერს 14:41:06 საათზე.
ა-–---------ე გ-------ის ჩვენებით, მუშაობდა დ------------ის სამსახურში. 2--- წლის 25 ოქტომბერს, სამუშაოს შესრულების შემდეგ, შ----- ნ------–---–თან ერთად მივიდა მ------ის მ--------, პირველი კორპუსის სარდაფში. მალევე ც------ ნ------მ მ--–---- მ------–---–ი და მ------ მ----------ი წაიყვანა მანქანით სხვა ადგილზე სამუშაოდ. მოწმის განმარტებით, იმ დღეს ციოდა და შ----- ნ------–---–თან ერთად გადაწყვიტა ალკოჰოლური სასმელის მიღება, 1 ბოთლი არაყი შეიძინეს და დალიეს, რა დროსაც შ---- ცუდად გახდა, გაითიშა. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 12 საათზე, მათთან მივიდა შ-----ს მამა, შ---- ნ------–---–ი ნასვამ მდგომარეობაში, ლანძღვა-გინებით. შ---- გაემართა სარდაფიდან გარეთ გასული ა-–---------ე გ-------ის მიმართულებით და თან აგინებდა. მოულოდნელად შ----მ მუშტი დაარტყა, შემდეგ ისევ დაარტყა და წააქცია ა-–---------ე, ძირს დაცემულს კი წიხლებით ცემა დაუწყო. ფიზიკური ძალადობის შედეგად ა-–---------ეს მუხლი ჰქონდა დაზიანებული და ნეკნები ტკიოდა. მოწმის განმარტებით, იგი განარიდეს აგრესიულ შ---- ნ------–---–ს, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი და რა მოხდა, არ იცის. მოწმის ჩვენებით, მას დაურეკა ც------ ნ------მ და დაემუქრა სამსახურიდან გაშვებით, თუკი იტყოდა, რომ ჩხუბის დროს იქ იყო, რის გამოც სიმართლე მხოლოდ მეორედ დაკითხვის დროს განუცხადა გამოძიებას. მოწმის ჩვენებით, ც------ მის სხვა თანამშრომლებსაც დაურეკა იგივე მოტივით. მოწმის ჩვენებით, შ---- ნ------–---–ისათვის ხელიც კი არ დაურტყამს, არათუ დანა.
ალ.გ-------ის მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით ირკვევა, რომ ალ.გ-------ის ნომერზე 5-------- 2--- წლის 25 ოქტომბერს ფიქსირდება ც--------ს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- ზარები შემდეგ დროებში: 14:09:01, 14:12:41, 14:17:08, 14:23:10, 14:26:23 საათზე.
მოწმე შ----- ნ------–---–ის ჩვენებით, მუშაობდა დ------------ის სამსახურში და მისი ბრიგადირი იყო ც------ ნ------. 2--- წლის 25 ოქტომბერს, მ------ის მ--------, პირველი კორპუსის სარდაფში ალკოჰოლური სასმელი მიიღო ა-–---------ე გ-------თან და მ--–---- მ------–---–თან ერთად, რის გამოც ცუდად გახდა და უგონო მდგომარეობაში იყო, არაფერი ახსოვს. სახლში ტაქსით გაუშვეს, თუმცა ვინ და როგორ, არ ახსოვს. ღამით გონს მოსულმა და გამოფხიზლებულმა, დედისაგან შეიტყო, რომ მამამისი შ---- ნ------–---–ი ც------ ნ------ს დაუჭრია და საავადმყოფოში იყო. სახლში დაბრუნებულმა მამამაც დაუდასტურა, რომ ც------ ნ------მ დაჭრა.
დაზარალებულ შ---- ნ------–---–ის ჩვენებით, მუშაობდა დ------------ის სამსახურში. 2--- წლის 25 ოქტომბერს, ტელეფონით შეატყობინა შ----- კ-----ემ, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი შ----- ცუდად იყო და მიეხედა. მ------ში გაემართა ს------ კ------–-–---–თან ერთად და სარდაფში ნახა გათიშულ მდგომარეობაში მყოფი შვილი, რომელიც ბეტონზე ეგდო. ნანახით აღშფოთებული სარდაფიდან ამოვიდა და შეკრებილ პირებს: ა-–---------ე გ-------ს, მ------ მ--------ანს, მ--–---- მ------–---–ს და ც------ ნ------ს უსაყვედურა, თუ რატომ არ მიაქციეს ბავშვს ყურადღება. პირველად კონფლიქტი მოუვიდა ა-–---------ე გ-------თან, რომელიც იმდენად ნასვამი იყო, არაფრის თავი არ ჰქონდა. ა-–---------ემ მას შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დაარტყა და ძირს დააგდო. ა-–---------ე გაარიდეს მას, რის შემდეგაც შ---- ნ------–---–მა შეურაცხყოფა გააგრძელა ც------ ნ------ს მისამართით, რომელსაც ადანაშაულებდა, რომ როგორც ბრიგადირმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია თანამშრომელს. აღნიშნულით გაბრაზებულმა ც------ ნ------მ ჯერ ხელი მოუქნია, რაც აიცილა, შემდეგ კი მანქანიდან აღებული, ვერცხლისფერი, გასახსნელი წვრილი დანა (ტარზე ყვავილებით) ზურგის არეში დაარტყა, მეორედაც მომზადებული ჰქონდა დასარტყმელად, თუმცა შ----ს ყვირილზე, რომ ც------მ დაჭრა, თანამშრომლები, რომლებიც მათთან ახლოს იდგნენ, მივარდნენ გასაშველებლად, ამ მომენტისათვის ა-–---------ე გ-------ი შემთხვევის ადგილზე აღარ იმყოფებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ც------ გაგიჟებული იყო, ველურივით იქცეოდა, რის გამოც შემოეხვივნენ მისი თანამშრომლები და განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულის განმარტებით, დაჭრის ფაქტი მოხდა დაახლოებით 1---------- საათზე, დანის დარტყმის შემდეგ კი ც------ ნ------ მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. დაზარალებულმა კატეგორიულად განმარტა, რომ გ-------ს მისთვის ხელიც კი არ დაურტყამს და დაადასტურა, რომ დანით ჭრილობა ზურგის არეში მიაყენა ც------ ნ------მ („დარწმუნებული ვარ, რომ ც------მ დამჭრა...რატომ არ ვაბრალებ სხვას...ვინც დამჭრა, იმაზე ვამბობ სიმართლეს“), სხვა პირებთან მას კონფლიქტი არ ჰქონია. დაზარალებულის განმარტებით, მიყენებული დაზიანების გამო მკურნალობდა და საავადმყოფო ფურცელზეც იყო.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 25 ოქტომბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ------–--–-----------------------ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი იქნა CD დისკზე და ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი გ.მ--–-–--ე, ექსპერტები: მ-–------–---–ი და ლ.პ---–---–ი).
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 25 ოქტომბერს, დათვალიერდა ქ------–--–-----------------------ის პირველი კორპუსის სარდაფი, რა დროსაც გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი იქნა CD დისკზე და ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი გ.მ--–-–--ე, ექსპერტები: მ-–------–---–ი და ლ.პ---–---–ი, მოწმე ი.კ-----ი).
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 27 ოქტომბერს, დათვალიერდა შ---- ნ------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ტანსაცმელი, კერძოდ:
· პერანგი, რომელსაც ზურგის არეში აღენიშნება 0,5სმ სიგრძის ჰორიზონტალური გაჭრილი, გაჭრის ადგილი შიგნიდან დასვრილია მოწითალო ფერის ლაქით;
· სვიტერი, რომელსაც ზურგის არეში აღენიშნება ჰორიზონტალური გაჭრილი, დასვრილი მოწითალო ფერის ლაქით;
· მაისური, რომელსაც ზურგის არეში აღენიშნება ჰორიზონტალური გაჭრილი, დასვრილი მოწითალო ფერის ლაქით;
· ქურთუკი, რომელსაც ზურგის არეში აღენიშნება 1სმ სიგრძის გაჭრილი, გაჭრის ადგილი დასვრილი მოწითალო ფერის ლაქით;
· ჯინსის შარვალი, რომელიც დასვრილია ტალახით ტოტების არეში;
· მუქი ფერის ბოტასები;
დათვალიერების შემდეგ ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ.მ--–-–--ე).
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 26 ოქტომბერს 0---- საათზე, ქ.თბილისის შს გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ც------ ნ-------ის ძე ნ------.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 3 ნოემბერს, შპს „მ--------ის“ ლაბორატორიაში, ლ----------მა ე------–-–---–მა დაზარალებულ შ---- ნ------–---–ისაგან აიღო სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ.მ--–-–--ე). ჩატარებული საპროცესო მოქმედების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე------–-–---–მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კო----------- ც-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
შპს №----–. საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. შ---- ნ------–---–ს 2--- წლის 25 ოქტომბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის უკანა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკ,ლე მოშლით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: „შ.ნ------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჟაკეტზე (ობ.№1), მაისურზე (ობ.№2), პერანგსა (ობ.№3) და ქურთუკზე (ობ.№4) არსებული მოყავისფრო, გამკვრივებული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№1,2,4-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ---- ნ------–---–ს (ობ.№6 პაკეტი წარწერით „შ--------–-იის სისხლის ნიმუში“) ობ.№3-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
- პაკეტში წარწერით: „მოწითალო ფერის ლაქა ჩხირზე ამოღ №1 კორპუსთან არსებული საცხობის წინ მეტლახის ფილასთან ასფალტის ზედ...“ მოთავსებულ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.№5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და არ ეკუთვნის შ---- ნ------–---–ს (ობ№6);
- შ---- ნ------–---–ის სისხლი (ობ.№6) მიეკუთვნება A(II) ჯგუფს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–------ კ------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
ფუთაში, არსებული წარწერის მიხედვით: „შ.ნ------–---–ის ტანსაცმელი“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ქურთუკი, ჟაკეტი, პერანგი, პრეტელიანი მაისური, ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი ჩექმა) ქურთუკზე, ჟაკეტზე, პერანგსა და ბრეტელიან მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღინიშნება მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით განვითარებული დაზიანება (ქურთუკის უკანა ზედა მხარეს დაახლოებით გულმკერდის შესაბამის უკანა ზედაპირზე, ქვედა კიდიდან ზემოთ 53,5სმ-ზე, საყელოს გადანაკერიდან ქვემოთ 17,6სმ-ზე და მარცხენა სახელოს მინაკერიდან მარჯვნივ 21სმ-ზე აღენიშნება განივად მდებარე 1,5სმ სიგრძის დაზიანება, სარჩულის მხრიდან ასევე განივი გამოსახულების მქონე 0,9სმ სიგრძის დაზიანების ასახვით, ანუ ძირითადი გამჭოლი დაზიანების ზომაა 0,9სმ) და ქურთუკზე ასევე იკვეთება წვეროს მქონე, რაიმე მყარი საგნის (გამოშვერილობის) ზემოქმედების შედეგად ხევით განვითარებული დაზიანებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ------- მ--–-–--ემ, თ----- კ-----–---–--მ, თ-- ბ---------–---–მა, აგრეთვე ექსპერტებმა: მ------ წ------–---–მა დაადასტურეს გ--------------–---–ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია პირის განზრახი ქმედება, შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) და მიზეზობივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულისა მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2--- წლის 25 ოქტომბერს, ქ------–--–----------------------------------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ც------ ნ------მ მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, გულმკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება მიაყენა შ---- ნ------–---–ს. სამედიცინო დასკვნის თანახმად კი, ზ/აღნიშნული დაზიანება კი შეფასდა როგორც მსუბუქი ხარისხის, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. შესაბამისად, სახეზეა ც------ ნ------ს განზრახი ქმედება (მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის დარტყმა) და შედეგი (შ---- ნ------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებში არცერთი ზ/აღნიშნული გარემოება არ დაფიქსირებულა, ყველა მათგანის ჩვენება არის სანდო და გულწრფელი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთშესაბამისი, უფრო მეტიც, 2--- წლის 25 ოქტომბერს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების მათ მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა გამყარებულია ობიექტური მტკიცებულებებით - მობილურ ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებასა და დაცვის მხარის ვერსიას ც------ ნ------ს უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს ბრალდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
· სახეზე არ არის ც------ ნ------ს უდანაშაულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება.
· ბრალდების მხარის მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მიუთითებენ ც------ ნ------ზე, როგორც საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირზე.
· სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობები და განმარტავს, რომ არ არსებობს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების სანდოობასა და გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე სასამართლოს მიაწოდეს ურთიერთშეთანხმებული ინფორმაცია, დაცვის მხარის მიერ მითითებული „აშკარა შეუსაბამობები“ კი რეალურად განპირობებულია შემთხვევის ადგილზე მათი მისვლის თანმიმდევრობით (მაგ: ი.კ-----ი შეესწრო მხოლოდ შ.ნ------–---–სა და ა.გ-------ს შორის კონფლიქტს და არ უნახავს ც--------ს მიერ შ.ნ------–---–ის დაჭრის ფაქტი მაგრამ არა იმიტომ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არამედ იმიტომ, რომ ა.გ-------სა და შ.ნ------–---–ს შორის კონფლიქტის განეიტრალებისას ი.კ-----ი შევიდა სახლში და დაახლოებით 10-15 წუთში გარეთ გამოსულს შ.ნ------–---–ი უკვე დაჭრილი დახვდა, შემთხვევის ადგილზე მისული იყო ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია).
· სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, რომ შ---- ნ------–---–ს დაზიანება მიაყენა სხვა პირმა (ა-–---------ე გ-------მა) და ყველა მოწმემ ბრალი დადო ც------ ნ------ს მისი თავიდან მოშორების მიზნით, რისი საფუძველიც გახდა თითქოსდა ის გარემოება, რომ მოწმეებმა დაარღვიეს სამსახურის შინაგანაწესი და სამუშაო საათებში მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რაც წარმოადგენდა სამსახურიდან მათი გათავისუფლების საფუძველს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:
- გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა.გ-------სა და შ.ნ------–---–ს შორის კონფლიქტის დროს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მხოლოდ შ.ნ------–---–მა (რასაც თავადაც არ უარყოფს) და ეს უკანასკნელი ხელითაც კი არ შეხებია შ.ნ------–---–ს.
- სამუშაო საათებში ალკოჰოლური სასმელის მიღება თუკი წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, ალ.გ-------ის, მ--------–---–ის, შ.ნ------–---–ისა და შ.კ-----ის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო არა ც------ ნ------ (ერთ-ერთი ბრიგადის უფროსი), არამედ ქ.თბილისის მ----ის დ------------ის სამსახურის ხელმძღვანელი; ამასთან, ც--------ს დაკავებისა თუ თავისუფლებაში ყოფნის მიუხედავად, სამსახურებრივი შინაგანაწესის დარღვევა შესაძლოა მაინც გამხდარიყო დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი; შესაბამისად, ალოგიკურია დაცვის მხარის აპელირება, რომ მოწმეებმა ცრუ ჩვენება მისცეს ც--------ს თავიდან მოშორებისა და ამ გზით სამსახურის შენარჩუნების მიზნით.
- დაცვის მხარე ცდილობს მისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს ა.გ-------სა და შ.ნ------–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტი და ყოველგვარი არგუმენტსა და რაიმე დაინტერესებაზე მითითების გარეშე, ც--------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს ა.გ-------ს, თუმცა ეს ვერსია ყოველგვარ ლოგიკასა და საღ აზრს მოკლებულია შემდეგ გარემოებათა გამო: ც------ ნ------ შ---- ნ------–---–ის ბრიგადის ხელმძღვანელიც კი არ არის (არათუ რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი) და ის უსაფუძვლო მიზეზიც კი არაა სახეზე, რომელზე დაცვის მხარე აპელირებდა სხვა მოწმეებთან მიმართებაში; ალოგიკურია მტკიცება იმისა, რომ თითქოსდა შ---- ნ------–---–მა მისთვის ბასრი საგნით დაზიანების მიმყენებელ პირს (როგორც დაცვის მხარე აპელირებს, ალ.გ-------ს) ყოველგვარი მოტივაციის გარეშე აარიდა პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც შეეძლო ამ გარემოების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, რათა თავად არ გასამართლებულიყო ალ.გ-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე (რეალურად კი მას არცერთ ეტაპზე არ უარყვია ალ.გ-------ის ცემა და აღნიშნულისათვის განესაზღვრა შესაბამისი სასჯელიც). აღნიშნული გარემოება ნათლად ადასტურებს დაზარალებულ შ---- ნ------–---–ის გულწრფელობას და მისი ჩვენების სანდოობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც------ ნ------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2--- წლის 25 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ც------ ნ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.
4.2. ც------ ნ------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.
კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:
· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთ-- და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.
· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.
· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.
· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.
მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.
დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.
ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.
სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.
ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, ბრალდებულის პიროვნების (ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მის მიმართ გავრცელებული შეღავათი ამნისტიისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების სახით ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი და კვლავ ჩაიდინა ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესასრულებლად, ც------ ნ------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესით), რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც------ ნ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2--- წლის 25 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ც------ ნ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ც------ ნ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2--- წლის 26 ოქტომბრიდან 2--- წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 7 ნოემბრის №1--------- განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და ც------ ნ------ს მიმართ შეფარდებული 10000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას მოქ. ც------ ნ------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - სხვენის ფართს, მდებარე: თბილისი, დ----------------------------ში, საკადასტრო კოდით 0---------------------- იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 2 (ორი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ც--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობის მოწმობები და ორი მობილური ტელეფონი კვების წყაროსთან ერთად (ინახება ქ.თბილისის გ-–-----------–-----ის შს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- შ.ნ------–---–ის ტანსაცმელი (ინახება ქ.თბილისის გ-–-----------–-----ის შს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია