გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6416-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ჭალიძე
სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელეები - N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში მპგ ,-------------–------–-------------------- დროებითი წევრი ნ------------–---–ი, მპგ ,-------------–------–-------------------- წარმომადგენელი N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში გ--------------–---–ი
მოპასუხე - ცენტრალური საარჩევნო კომისია,წარმომადგენლები – კ---------------–-–---–ი, გ--------------------ი, მ-----–-------–--ია
მოპასუხე – N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია
დავის საგანი - 2018 წლის 07 ოქტომბრის N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N------- განკარგულების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 13 ოქტომბრის N-------- განკარგულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 07 ოქტომბრის N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N------- განკარგულება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 13 ოქტომბრის N-------- განკარგულება.
როგორც სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, 2018 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელეებს გადაეცათ 2018 წლის 07 ოქტომბერს შედგენილი N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N------- განკარგულება. აღნიშნულ განკარგულებაში მითითებულია, რომ N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნ------------–---–ი და მპგ ,-------------–------–-------------------- წარმომადგენელი ამავე კომისიაში გ--------------–---–ი არ დაემორჩილნენ თავმჯდომარის კანონიერ მოთხოვნას და მოახდინეს მუშაობის პარალიზება, რის გამოც გაძევებული იქნენ კომისიის შენობიდან. ნ------------–---–ი და გ--------------–---–ი მოითხოვდნენ კომისიაში შესული კორესპონდენციების გაცნობის და დამუშავების მიზნით სარეგისტრაციო ჟურნალის ფოტო გადაღებას, რაზეც კომისიის თავმჯდომარის მხრიდან მიიღეს კატეგორიული უარი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას. ნ------------–---–ი და გ--------------–---–ი გამოძევებული იქნენ საარჩევნო უბნიდან. მოსარჩელეების მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მათ მიერ შედგენილი იქნა რეაგირების ოქმი. 2018 წლის 07 ოქტომბერს N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული იქნა განკარგულება N------- გაძევების შესახებ. N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N------- თანდართული აქტით მოსარჩელეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა 2018 წლის 11 ოქტომბერს. აღნიშნული მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს ცესკოში საჩივრით, 2018 წლის 12 ოქტომბერს, აქტის გაცნობიდან ერთი კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 13 ოქტომბრის N-------- განკარგულებით საჩივარი დარჩა განუხილველი N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 07 ოქტომბრის N------- განკარგულების და N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი 2018 წლის 11 ოქტომბრის №------ სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.
მოსარჩელეების – N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში მპგ ,-------------–------–-------------------- დროებითი წევრის ნ------------–---–ის და მპგ ,-------------–------–-------------------- წარმომადგენელ N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში გ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 14 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებული იქნა 2018 წლის 07 ოქტომბრის N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N------- განკარგულება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 13 ოქტომბრის N-------- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს, მხარი დაუჭირეს შესაგებელს და მოითხოვეს სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 07 ოქტომბერს, №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა №------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „------------–------–------------------ წარმომადგენელი №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში გ--------------–---–ი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „------------–------–------------------ დროებითი წევრი №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნ------------–---–ი საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევისათვის გაძევებულ იქნენ №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის №------- განკარგულება;
3.2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს შესული იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „------------–------–------------------ წარმომადგენლის №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში, გ--------------–---–ის და ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ნ------------–---–ის წარმომადგენლის, გ--------–-------–---–ის 2018 წლის 12 ოქტომბრის საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის №----).
საჩივრის ავტორმა მოითხოვა №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 07 ოქტომბრის №------- განკარგულებისა და №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი 2018 წლის 11 ოქტომბრის №------ სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა და ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 13 ოქტომბერს მიღებული იქნა №-------- განკარგულება, რომლის თანახმად, განუხილველი დარჩა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „------------–------–------------------ წარმომადგენლის №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში გ--------------–---–ისა და №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ნ------------–---–ის წარმომადგენლის გ--------–-------–---–ის 2018 წლის 12 ოქტომბრის საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის №----), №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 07 ოქტომბრის №------- განკარგულებისა და №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი 2018 წლის 11 ოქტომბრის №------ სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 13 ოქტომბრის №-------- განკარგულება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა, მათ შორის ვიდეო–აუდიო ჩანაწერის, სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ,,ბ’’ პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”-ს 77-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-10 პრიმა პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.
ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. მოცემული შემთხვევისათვის საარჩევნო კოდექსი სხვა ვადას არ ადგენს.
დადგენილია, რომ 2018 წლის 07 ოქტომბერს, №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა №------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „------------–------–------------------ წარმომადგენელი №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში გ--------------–---–ი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „------------–------–------------------ დროებითი წევრი №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნ------------–---–ი საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევისათვის გაძევებულ იქნენ №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერით, რომელიც ასახავს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან მოსარჩელეების გამოძევების ფაქტს, №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნულთან დაკავშირებით განუმარტავს, რომ შედგენილი იქნება გაძევებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მერვე მუხლის მე–15 პუნქტის თანახმად, – საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.
ამავე ნორმის მე–18 პუნქტის მიხედვით – საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს სარჩელში მითითებულ, მოსარჩელეთა პოზიციას №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის №------- განკარგულების გაცნობის მომენტიდან (2018 წლის 11 ოქტომბერი) გასაჩივრების ვადის ათვლის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელეებისათვის იმთავითვე ცნობილი გახდა რომ გაძევებასთან დაკავშირებით №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემდა აქტს (აღნიშნული დასტურდება ვიდეო–აუდიო ჩანაწერით), რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მერვე მუხლის შესაბამისად.
№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზემოაღნიშნული განკარგულება, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეს შეეძლო ცესკოში გაესაჩივრებინა 1 კალენდარული დღის ვადაში - 2018 წლის 08 ოქტომბერს, საჩივრის ავტორის მიერ კი საჩივარი ცესკოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 12 ოქტომბერს, რითაც დარღვეულ იქნა საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მეხუთე მუხლის თანახმად – ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსი ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადებსა და პროცედურებთან მიმართებაში ითვალისწინებს სპეციალურ ნორმებს, კერძოდ იმავე კოდექსის 77–ე მუხლით განსაზღვრულია საოლქო საარჩევნო კომისიის და ამ კომისიის ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე ცესკოს და ცესკოს ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მეტად მცირე ვადები, რომელთა მაქსიმალური ხანგრძლივობა არ აღემატება ორ დღეს. იმავე კოდექსის 77–ე მუხლის მე–10 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას კი წარმოადგენს, რომ აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრების და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 13 ოქტომბრის №-------- განკარგულება, რომლის თანახმად, განუხილველი დარჩა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „------------–------–------------------ წარმომადგენლის №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში გ--------------–---–ისა და №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ნ------------–---–ის წარმომადგენლის გ--------–-------–---–ის 2018 წლის 12 ოქტომბრის საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის №----), კანონშესაბამისია და გასაჩივრებული სამართლებრივი აქტების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37.2. მუხლით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
ამდენად, მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე, 78-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში მპგ ,-------------–------–-------------------- დროებითი წევრის ნ------------–---–ისა და მპგ ,-------------–------–-------------------- წარმომადგენლის N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში გ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეებს დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა).
მოსამართლე ნინო ჭალიძე