გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6309 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ხ------- თ---------
წარმომადგენელი თ-- თ----–---–-
მოპასუხე ნ------ დ---------
წარმომადგენელი თ--–---- ჩ------–----
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ------ დ---------სათვის არასრულწლოვანი შვილის, ლ---- დ---------ს (დაბადებული 2--- წლის 1-------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 28 თებერვლიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება.
1.2. მოპასუხე ნ------ დ---------სათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–---- დ---------ს (დაბადებული 2--- წლის 0-----–--ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 28 თებერვლიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება.
მოსარჩელე ხ------- თ--------- და მოპასუხე ნ------ დ--------- 2--- წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ლ---- დ--------- (დაბადებული 2--- წლის 0---------) და ნ-----–---- დ--------- (დაბადებული 2--- წლის 0-----–--ს). მხარეები, 2018 წლის თებერვლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში მდებარე, ო-----------, მ------–-----------. არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ ო------------ მე-4 საჯარო სკოლაში. ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების გაღება უხდება მხოლოდ მოსარჩელე მხარეს მოპასუხე ნ------ დ--------- მუშაობს ს------------------–-. ამასთან, ნ------ დ--------- დასაქმებულია ა----------------–----------- ერთ-ერთ სახელოსნოში და აქვს დამატებითი შემოსავალი. მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებაში და არ უწევს მათ მატერიალურ დახმარებას. იგი ვალდებულია შვილებს შეუქმნას რჩენა-აღზრდის მინიმალური პირობები მაინც.
(სარჩელი, 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. – 2.2. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს არასრულწლოვანი შვილების, ლ---- დ---------ს (დაბადებული 2--- წლის 1-------ს) და ნ-----–---- დ---------ს (დაბადებული 2--- წლის 0-----–--ს) სასარგებლოს ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე მხარეს ამ ეტაპზე არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა იმისა, რომ თითოეული არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდის მიზნით გადაიხადოს თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, მოპასუხეს არ ეძლევა შესაძლებლობა მოინახულოს შვილები. მოპასუხის დედა ხშირად ჩადის ბავშვებთან ო----------–- და ზრუნავს მათზე. ამასთან, მოპასუხეს აქვს ეჭვი, რომ მის მიერ ალიმენტის სახით გადახდილი თანხა არ იქნება გამოყენებული მიზნობრივად და არ მოხმარდება არასრულწლოვანთა აღზრდას;
(შესაგებელი, 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ხ------- თ--------- და მოპასუხე ნ------ დ--------- 2018 წლის თ-------–-- თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. ხ------- თ--------- არასრულწლოვან ლ---- დ--------თან და ნ-----–---- დ--------თან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე ო-----------, მ------–-----------;
არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ ქ. ო------------ N- საჯარო სკოლაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. ხ------- თ--------- დასაქმებულია და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 300 (სამასი) ლარს. მოსარჩელეს არასრულწლოვანი ლ---- დ---------ს და ნ-----–---- დ---------ს აღზრდაში მატერიალურად ეხმარებიან მშობლები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.4. მხარეებს, ხ------- თ---------ს და ნ------ დ--------ს აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა. 2018 წლის 1------------–- მოპასუხე ნ------ დ---------ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი;
ნ------ დ--------ს არასრულწლოვან ლ---- დ--------თან და ნ-----–---- დ--------თან არ აქვს სტაბილური ურთიერთობა. ბავშვებზე ზრუნავს და მათ ხშირად ნახულობს მოპასუხის დედა, ნ----- ჭ-------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_2018 წლის 1------------–- გაცემული შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 22).
3.1.5. მოპასუხე ნ------ დ--------- შრომისუნარიანია. იგი ცხოვრობს მისამართზე თბილისი, დ-----------------------------–-----------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ------- თ---------ს და ნ------ დ--------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1-------ს ლ---- დ--------- და 2--- წლის 2----–--- ნ-----–---- დ---------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის მიერ 2--- წლის 0--------- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 19);
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ 2--- წლის 1-----–--- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 20).
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ხ------- თ---------ს შემოსავალი არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ. 89).
3.2.3. მოპასუხე ნ------ დ--------- დასაქმებული იყო შპს ,,ლ--------“-ში და მისი ყოველთვიური შემოსავალი მერყეობდა 200 (ორასი) ლარიდან 400 (ოთხასი) ლარამდე. ბოლო ჩარიცხვა შპს ,,ლ--------”-ის მიერ მოპასუხის სახელზე დაფიქსირდა 2018 წლის 17 აგვისტოს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,ლ---------------“ ანგარიშის ამონაწერი, პერიოდი 01.04.2017 – 11.03.2018 წელი (ს.ფ. 52-54);
_სს ,,ლ---------------“ ამონაწერი ნ------ დ---------ს ანგარიშიდან, პერიოდი 01.01.2017 – 20.09.2018 წელი (ს.ფ. 219-220).
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენს ა--------------- ხელოსანს და მას აღნიშნული საქმიანობის შედეგად აქვს გარკვეული შემოსავალი, თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმების (თუნდაც პერიოდულობით) და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.
3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, ნ------ დ---------ს მიერ 2017 წლიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 290 ლარს, მარტის თვეში - 380 ლარს, აპრილის თვეში - 380 ლარს, მაისის თვეში - 385 ლარს, აგვისტოს თვეში - 385 ლარს, ოქტომბრის თვეში - 385 ლარს, ნოემბრის თვეში - 470 ლარს, დეკემბრის თვეში - 270 ლარს და 2018 წლის იანვრის თვეში - 370 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტს გაცემული ცნობა N2----------, დანართი (ს.ფ. 89-90).
3.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი ლ---- დ---------ს და ნ-----–---- დ---------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, ხ------- თ--------ის საცხოვრებელი ადგილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება, საქმე N2/6309-18 (ს.ფ. 225-226).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 – 4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის, ალიმენტის ცნების-შინაარსის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება თითოეულისათვის განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2. მოსარჩელე ხ------- თ---------მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: ლ---- დ--------- (დაბადებული 2--- წლის 1-------ს) და ნ-----–---- დ--------- (დაბადებული 2--- წლის 2----–---).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების, ლ---- დ---------ს და ნ-----–---- დ---------ს საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულია დედის, ხ------- თ--------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მხარეები, ხ--------- თ--------- და ნ------ დ--------- 2018 წლის თ-------–-- თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ხ------- თ--------- არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე ო-----------, მ------–-----------. ლ---- დ--------- და ნ-----–---- დ--------- სწავლობენ ქ. ო------------ N- საჯარო სკოლაში (3.1.1., 3.1.2., 3.2.2). მხარეთა განმარტებით, მოპასუხე მხარეს ბოლო პერიოდში არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან და არ ზრუნავს მათზე. ბავშვების მოსანახულებლად ო----------–- ჩადის მოპასუხის დედა ნ----- ჭ-------, რომელიც მატერიალურადაც ეხმარება მათ.
მხარეთა განმარტებით, ხ------- თ--------- დასაქმებულია და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 300 (სამასი) ლარს. მოსარჩელეს არასრულწლოვანი ლ---- დ---------ს და ნ-----–---- დ---------ს აღზრდაში ფინანსურად ეხმარებიან ასევე მშობლები (3.1.3). მხარეეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა.
ალიმენტის მოცულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს გარემოებებათა ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.
დადგენილია, რომ მოპასუხე ნ------ დ--------- შრომისუნარიანია. იგი მარტო ცხოვრობს მისამართზე თბილისი, დ-----------------------------–-----------------------------. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, ნ------ დ---------ს მიერ 2017 წლიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 290 ლარს, მარტის თვეში - 380 ლარს, აპრილის თვეში - 380 ლარს, მაისის თვეში - 385 ლარს, აგვისტოს თვეში - 385 ლარს, ოქტომბრის თვეში - 385 ლარს, ნოემბრის თვეში - 470 ლარს, დეკემბრის თვეში - 270 ლარს და 2018 წლის იანვრის თვეში - 370 ლარს (3.2.4). როგორც მოპასუხე მხარე განმარტავს, ნ------ დ--------- დასაქმებული იყო შპს ,,ლ--------“-ში და მისი ყოველთვიური შემოსავალი მერყეობდა 200 (ორასი) ლარიდან 400 (ოთხასი) ლარამდე. ბოლო ჩარიცხვა შპს ,,ლ--------”-ის მიერ მოპასუხის სახელზე დაფიქსირდა 2018 წლის 17 აგვისტოს (3.2.3). მოპასუხის მითითებით, იგი აღნიშნულ საწარმოში აღარ მუშაობს და 2018 წლის აგვისტოს თვიდან ანაზღაურებას არ იღებს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენს ა--------------- ხელოსანს და მას აღნიშნული საქმიანობის შედეგად აქვს გარკვეული შემოსავალი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის მიერ კერძო საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. საქმის ზეპირი განხილვის მიმდინარეობისას, მოპასუხემ უარყო მითითებული გარემოება, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მომზადების ეტაპზე, თავად მოპასუხე მიუთითებდა, რომ დასაქმებულია ა----------------–----------- ა------------–- და აქვს შემოსავალი თვეში დაახლოებით 600-700 ლარის ოდენობით.
შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
მოპასუხე ნ------ დ--------- არ არის თანახმა გადაიხადოს ალიმენტი, ვინაიდან მისი მოსაზრებით, გადახდილი თანხა არ მოხმარდება არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის ინტერესებს, მათ კეთილდღეობას. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. როგორც უკვე აღინიშნა, ბავშვები არიან სასკოლო ასაკის, სწავლობენ სკოლაში და მათი ასაკის ზრდასთან ერთად გაიზრდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.
სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 27.09.2018წ.). სახელმწიფოში ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის ოდენობა შეადგენდა 2018 წლის თებერვლის თვისათვის - 248.5 ლარი, მარტის თვისათვის - 250.6 ლარს, აპრილის თვისათვის - 250.7 ლარს, მაისის თვისათვის - 251.9 ლარს, ივნისის თვისათვის 245.2 ლარს, ივლისის თვისათვის - 243.1 ლარს, აგვისტოს თვისათვის - 242.9 ლარს და სექტემბრის თვისათვის - 241.1 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საარსებო მინიმუმის გადახდის ვალდებულება აქვს ორივე მშობელს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ორივე მშობელს შესწევს უნარი, უზრუნველყოს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯი.
სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს ქვეყანაში ორსულიანი ოჯახისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საშუალოდ 250 ლარს), ბავშვების ასაკსა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებებს და მიიჩნევს, რომ მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. - 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ხ------- თ--------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ხ------- თ--------ის (პირადი №3----------) სარჩელი მოპასუხე ნ------ დ---------ს (პირადი №2----------) მიმართ:
1.1. დაეკისროს მოპასუხე ნ------ დ--------ს (პირადი №2----------) არასრულწლოვანი ლ---- დ---------ს (დაბადებული 2--- წლის 1-------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 28 თებერვლიდან) ყოველთვიურად 125 (ას ოცდახუთი) ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე ნ------ დ--------ს (პირადი №2----------) არასრულწლოვანი ნ-----–---- დ---------ს (დაბადებული 2--- წლის 2----–---) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 28 თებერვლიდან) ყოველთვიურად 125 (ას ოცდახუთი) ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე ნ------ დ---------ს (პირადი №2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე