განაჩენი

სისხლის სამართლის 12.10.2018
საქმის ნომერი
180100118002632402
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/216-18 12 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №------------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ--------------ე;

 

ბრალდებული - მ-------- ა---------–ი, დაბადებული 1--- წლის 21 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, არასრული-საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის, სოფელ ც--------ში, მე-3 კორპ. ბინა N30-ში, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ც----------- დასახლება, კორპუსი N3, ბინა N30 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, მ-------- ა---------–იმ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის, რ------ ა---------–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, მან სავარძელში მჯდომ მეუღლეს, რ------ ა---------–ის, გაშლილი ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტა სახეში,რის შედეგადაც მან მარჯვენა თვალბუდის არეში მიიღო დაზიანება და დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

2.1. ბრალდებულმა მუჰამე ა---------–იმ სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება.

 

2.2. დაზარალებულ რ------ ა---------–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მეუღლესთან მ-------- ა---------–ისთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხეთის რაიონის სოფელ ც--------ში. 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, სამივე შვილს ეძინა, ხოლო დაზარალებული რ------ ა---------–ი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ მისაღებ ოთახში, რა დროსაც რ------ ა---------–ი მესიჯობდა მეგობარ ბიჭთან, როდესაც მ-------- ა---------–იმ დაინახა, რომ მისი მეუღლე მესიჯობდა, წაართვა ტელეფონი და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში სამ -ოთხჯერ, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (დაზარალებულ რ------ ა---------–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ მ-------- ა---------–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმის სახით გ-----------------ს, გ---–------------------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ რ------ ა---------–ის განცხადება, შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ფოტოცხრილით, ბრალდებულის დაკავების ოქმი, დახასიათება, დაბადების მოწმობის ასლები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-------- ა---------–იმ 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლის რ------ ა---------–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.2. შესაბამისად, მ-------- ა---------–იმ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ მ-------- ა---------–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულთან და ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------- ა---------–ის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-------- ა---------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. მ-------- ა---------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. მ-------- ა---------–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.

4. მ-------- ა---------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი