განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
180100118002639247
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/220-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–ი;

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ-- ა-------ს ძე ჭ---–-–---–ი, დაბადებული 1--- წლის 27 ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, შპს ,,კ-----“ დირექტორი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ყაზბეგის რაიონის, სოფელ ყ-----ში, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის განმავლობაში, ყაზბეგის რაიონის სოფელ ყ-----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ-- ჭ---–-–---–ი მეუღლეს ი----–----–-–---–ს სისტემატურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ი----–----–-–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

 

1. ბრალდებულმა გ-- ჭ---–-–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება.

 

2. დაზარალებულ ი----–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მეუღლესთან გ-- ჭ---–-–---–თან და ოთხ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ყაზბეგის რაიონის სოფელ ყ-----ში. 2018 წლის 15 ი----ს, დაახლოებით 18:00 საათზე, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე გ-- ჭ---–-–---–ი დაბრუნდა სამსახურიდან სახლში, ი----–---–---–მა უთხრა, რომ უნდოდა მშობლებთან, კახეთში წასვლა რამდენიმე დღით, რაზეც გ-- ჭ---–-–---–ი გახდა აგრესიული და რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა მას უშვერი სიტყვებით, ლანძღავდა. დაზარალებულის განმარტებით გ-- ჭ---–-–---–ი მას სისტემატურად კვირაში ორ-სამჯერ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც ხდება უმიზეზოდ აგრესიული. აღნიშნულ ფაქტების გამო ი----–----–-–---–ი ითრგუნება და განიცდის ტანჯვას.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (შეტყობინება; დაზარალებულ ი----–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები; მოწმე ს----- ჭ---–-–---–ის, მ-------------ის გამოკითხვის ოქმები; თავად გ-- ჭ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალების ერთობლიობა, შემაკავებელი ორდერი, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის შესახებ) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-- ჭ---–-–--–-მა 2018 წლის განმავლობაში მეუღლეს ი----–----–-–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

3.2. შესაბამისად, გ-- ჭ---–-–--–-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ გ-- ჭ---–-–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან და ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- ჭ---–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-- ჭ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. გ-- ჭ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. გ-- ჭ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

4. გ-- ჭ---–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი