განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100118002310435
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

(#------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ხ---------------–---–-ს, მა----------–---–-ს, ნ-----------–---ს,ბრალდებულ _ ბ------------ის,ადვოკატების _ ნ-----------–-----–-ს, თ--------------–-ს, ა---------–-------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ბ--------------------------ის (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ა-------–-------------------------–--------–------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–------------------------------------------–-----------–-------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 12 იანვარს, საღამოს 21:17 საათზე, თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე, „პ--------“ აფთიაქს თავს დაესხა ბ------------ე, რომელმაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ფარმაცევტებს წაართვა ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით:

 

დაზარალებულის წარმომადგენელ გულნარა მიქელაძის ჩვენებით, მუშაობს თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე, შპს „პ---------------ს“ აფთიაქში მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 იანვარს, სამსახურიდან გამოვიდა დაახლოებით 17:00 საათზე, ხოლო აფთიაქში დარჩნენ ფარმაცევტები: ლ--–--------–---–ი და ი---------–--ე, რომელთა სამუშაო საათები იწურებოდა 22:00 საათზე. საღამოს, ცხრა საათის შემდგომ, დაუკავშირდა ლ--–--------–---–ი და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, დანის გამოყენების მუქარით, სალაროდან გაიტაცა ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, აფთიაქის გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები დაათვალიერა მეორე დღეს, სადაც კარგად ჩანდა მამაკაცის აფთიაქში შესვლის და დანის მუქარით თანხის გატაცების ფაქტი.

მოწმე ი---------–--ის ჩვენებით, მუშაობს თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე. 2018 წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, სამსახურში იმყოფებოდა თანამშრომელ ლ--–--------–---–თან ერთად, რა დროსაც, დაახლოებით 21:15 საათზე, აფთიაქში შევიდა ბრალდებული ბ------------ე, რომელიც დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ითხოვდა თანხის გადაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა მოკვლით. გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რის გამოც ლ--–--------–---–მა ბ------------ეს გადასცა სალაროდან აღებული 15 ლარი, რის შემდეგაც ბრალდებულმა დატოვა აფთიაქი. მოწმის განმარტებით, თავდასხმის დროს, ბრალდებულ ბ------------ეს ეცვა კაპიუშონიანი დუტის ქურთუკი, რომელსაც ჰქონდა ნაჭრის მკლავები. ბრალდებულის დამახსოვრება არ გასჭირვებია და დანამდვილებით შეუძლია იმის თქმა, რომ თავდამსხმელი იყო სწორედ ბ------------ე. მისი მონაწილეობით ჩატარდა ვიდეოჩანაწერის დათვალიერება, სადაც აღბეჭდილი იყო ბ.აბუთიძის აფთიაქში შესვლის და დანის მუქარით თანხის გატაცების ფაქტი.

მოწმე ლ--–--------–---–ის ჩვენებით, მუშაობს თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე, „პ---------------ს“ აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე. 2018 წლის 12 იანვარს, თანამშრომელ ი---------–--ესთან ერთად, იმყოფებოდა აფთიაქში. იქნებოდა, დაახლოებით 21:20 საათი, რა დროსაც აფთიაქში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავდაპირველად ითხოვდა თანხის გადაცემას, ხოლო უარის მიღების შემდგომ, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლა სალაროში არსებულ ფულად თანხას 15 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მან დატოვა აფთიაქი. მოწმის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილ იქნა თავდამსხმელი, რომელიც არის ბრალდებული ბ------------ე. მისი მონაწილეობით იქნა დათვალიერებული ვიდეოჩანაწერი, სადაც დეტალურად იყო აღბეჭდილი ბ------------ის მიერ დანის გამოყენების მუქარით, აფთიაქიდან ფულადი თანხის გატაცების ფაქტი.

მოწმე რ---------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 12 იანვარს, „პ---------------ს“ აფთიაქში განხორციელებული ყაჩაღობა ჩადენილი იყო ბ------------ის მიერ, რომელიც იმყოფებოდა თბილისში, ა-----–-------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული ფულადი თანხა, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე მ--------------–--ს ჩვენებით, 2018 წლის 12 იანვარს, მიღებულ იქნა შეტყობინება თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე აფთიაქის ყაჩაღობის ფაქტზე. აღნიშნული ფაქტიდან ნახევარ საათში, მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ყაჩაღობა ჩადენილი ჰქონდა ბ------------ეს, რომელიც უნდა ყოფილიყო თბილისში, ა-----–-------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. თანამშრომლებთან: გ----------------–---–თან და შ------–----–---–---თან ერთად, გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც შეჩერებულ იქნა ბ------------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით და მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ბ------------ე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და აცხადებდა, რომ დანა გადააგდო, თუმცა მიუხედავად მცდელობისა, მისი ამოღება ვერ მოხერხდა.

მოწმე შ------–----–---–---ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით დააკავა ბ------------ე და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით და პირადი ნივთები. ბ------------ის განმარტებით, დანა რომლითაც განახორციელა თავდასხმა, ჰქონდა გადაგდებული.

მოწმე გ-----------------–---–ის ჩვენებით, მუშაობდა შპს „პ---------------ს“ აიტის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 იანვარს, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ასევე მის მიერ იქნა ამოღებული თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე აფთიაქში განთავსებული ვიდეოჩანაწერები, რაც გადასცა გამომძიებელს. ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა აფთიაქის შიდა პერიმეტრს იყო ხმოვანი. ჩანაწერში ფიქსირდებოდა აფთიაქში მამაკაცის მხრიდან თანხის გატაცების ფაქტი.

მოწმე ა-–----–--–------ს ჩვენებით, ბრალდებულის სახით დაკავებულ ბ------------ეს შესთავაზა სამედიცინო შემოწმება, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა შესაბამისი ოქმი. ბრალდებულის თანხმობით და ექსპერტების მონაწილეობით, ბ------------ისგან აღებულ იქნა ნერწყვის, სუნის და ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა შესაბამისი ოქმები.

მოწმე რ----------–-–--–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაკითხა მოწმეები და ბ------------ეს ჩაუტარა ალკოტესტზე შემოწმება, რითაც ბრალდებულს დაუდგინა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

მოწმე ა-–------------------–-----ის ჩვენებით, მოცემულ საქმეზე, დაკითხა მოწმე ი---------–--ე, სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე ლ-–---------ს ჩვენებით, 2018 წლის 12 იანვარს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაწყებულ იქნა გამოძიება თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე, „პ---------------ს“ აფთიაქზე განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტზე. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ხელის კვლების და ანაწმენდის ნიმუშები. დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, დაკითხა მოწმეები და დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-–---------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 12 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე კ------------სთან ერთად, გამოცხადდა თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე, „პ---------------ს“ აფთიაქში, სადაც ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებულ იქნა ორი სუნის ნიმუში, რაც დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაეცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ კ-----------ის ჩვენებით, 2018 წლის 12 იანვარს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ლ-–---------–---–თან ერთად, გამოცხადდა თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში, სადაც ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებულ იქნა ორი სუნის ნიმუში, რაც დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაეცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ------------------–---–ის ჩვენებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში, სადაც ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუში ორ ქილად, ანაწმენდები რვა სტერილურ ჩხირზე და ხელის კვლები ორ დაქტილოფირზე, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაეცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ------------–--ას ჩვენებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე თ------------------–---–თან ერთად, გამოცხადდა თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში, სადაც ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუში ორ ქილად, ანაწმენდები რვა სტერილურ ჩხირზე და ხელის კვლები ორ დაქტილოფირზე, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაეცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ----------------ის ჩვენებით, 2018 წლის 29 იანვარს, მის მიერ გაცემულ იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბ------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ--------–-–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 13 იანვარს, თ---–------------------------------------------–-------------------–-ბიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ბრალდებულ ბ------------ისგან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაეცა გამომძიებელს.

ბრალდებულმა ბ------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ აფთიაქის დაყაჩაღება წინასწარ არ ჰქონდა განზრახული. იყო ნასვამ მდგომარეობაში, სურდა ტაქსით მგზავრობა და უცბად მიიღო გადაწყვეტილება აფთიაქში შესვლის, სადაც 15 ლარზე მეტი არ მოუთხოვია. მისივე ჩვენებით, პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - ათლარიანი და ხუთლარიანი კუპიურების სახით, იყო ის თანხა, რასაც დანის გამოყენების მუქარით, დაეუფლა აფთიაქის სალაროდან. რაც შეეხება დანას, ის იყო ჩვეულებრივი ჯიბის დანა, რომელიც გადააგდო დანაშაულის ჩადენის შემდგომ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ა-----–-------–------------------ში - „პ---------------ს“ აფთიაქში, რომელიც განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. აფთიაქის გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების და კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ, ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები ორ ქილად, ანაწმენდები რვა სტერილურ ჩხირზე და ხელის კვლები ორ დაქტილოფირზე.

პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ბ------------ის ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით - ერთი ათლარიანი და ერთი ხუთლარიანი კუპიურა.

ბრალდებულის დაკავების ოქმის შესაბამისად, ბ------------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 12 იანვარს, 22:27 საათზე.

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ--–--------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, სახის მოყვანილობით, წარბების ფორმით, ცხვირით და ზოგადი იერსახით ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე ადგილზე მდგომი მამაკაცი - ბ------------ე, რომელზეც განმარტა, რომ იგი არის ის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 იანვარს, თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში შეიჭრა დანით შეიარაღებული და გაიტაცა ფულადი თანხა.

პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ი---------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, სახის მოყვანილობით, წარბების ფორმით, ცხვირით და ზოგადი იერსახით ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველ ადგილზე მდგომი მამაკაცი - ბ------------ე, რომელზეც განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 იანვარს, თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში შეიჭრა დანით შეიარაღებული და გაიტაცა ფულადი თანხა.

ალკოტესტით შემოწმების ოქმის შესაბამისად, სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად, ბ------------ეს ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0,941 პრომილი.

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2018 წლის 12 იანვრის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქის გარე და შიდა პერიმეტრს. დათვალიერება განხორციელდა ლ--–--------–---–ის და ი---------–--ის მონაწილეობით, რითაც დგინდება, რომ 21:18:05 საათზე, კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი, თეთრი ფერის ძირებით. აღნიშნული მამაკაცი მოძრაობს აფთიაქის შესასვლელთან და გარედან იყურება აფთიაქში, რითაც შთაბეჭდილება ჩნდება, რომ იგი ხელსაყრელ მომენტს ელოდება აფთიაქზე თავდასხმისათვის. 21:19:40 საათზე კი, იგი შედის აფთიაქში, საიდანაც გამოდის 21:22:54 საათზე და ტოვებს აფთიაქს. რაც შეეხება ვიდეოკამერის ჩანაწერს, რომელიც ასახავს აფთიაქის შიდა პერიმეტრს, ჩანაწერზე, სადაც მითითებულია თარიღი - 2018 წლის 12 იანვარი, ზურგით ვიდეოკამერისკენ, სალაროსთან ზის თეთრ ხალათში ჩაცმული ფარმაცევტი და ემსახურება მომხმარებელს. დათვალიერებაში მონაწილე ლ--–--------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ფარმაცევტი არის თავად. მისივე თქმით, იმ დროს აფთიაქში ასევე იმყოფებოდა ფარმაცევტი ი---------–--ე, რომელიც ზის სხვა სალაროსთან. ვიდეოჩანაწერის დროით, 21:19:40 საათზე, აფთიაქში შედის წინა ვიდეოჩანაწერში აღწერილი კაპიუშონიანი მამაკაცი, რომელზეც დათვალიერებაში მონაწილე ლ--–--------–---–მა განმარტა, რომ იგი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც იმ საღამოს დანის გამოყენების მუქარით, აფთიაქიდან გაიტაცა 15 ლარი. ლ--–--------–---–ის განმარტებით, აღნიშნულმა პიროვნებამ აფთიაქში შესვლისას, მოითხოვა ფულადი თანხის გადაცემა, რაზეც მიიღო უარი. 21:21:13 საათზე, კადრში ჩანს თუ როგორ წევს აღნიშნული პიროვნება მარჯვენა ხელს მაღლა, რომელშიც უჭირავს დანა და ფარმაცევტების დასანახად ახდენს მის დემონსტრირებას, რაზეც ლ--–--------–---–მა განმარტა, რომ ამ დროს იგი აგრძელებს ფულის გადაცემის მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება მათი დაჩეხვით. ამის შემდგომ, იგი გადაინაცვლებს იმ სალაროსთან, რომელთანაც ზის ლ--–--------–---–ი, რაზეც ლ-------–---–მა განმარტა, რომ იგი კვლავ აგრძელებდა ფულის მოთხოვნას. ლ--–- დგება და მიდის იმ სალაროსთან, რომელთანაც არავინ არ ზის. სალაროს უჯრიდან აწვდის მას თანხას, რაზეც ლ-------–---–მა განმარტა, რომ იმ მომენტში მან დანიან თავდამსხმელს გადასცა 15 ლარი, რადგან შეეშინდა მისი. შემდეგ კი თავდამსხმელი გადის აფთიაქიდან.

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2018 წლის 14 იანვარს, ბ------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით.

სასამართლო განმარტავს, რომ ბ------------ის ქმედება შეიცავს დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ბ------------ის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით, ფულადი თანხის დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.

იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 12 იანვარს, თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში ნამდვილად განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, რაც ჩადენილ იქნა ბრალდებულ ბ------------ის მიერ, დასტურდება მოწმეების: ლ--–--------–---–ის და ი---------–--ის ჩვენებებით, რომლებმაც აღნიშნეს, რომ თავდასხმა მოხდა უეცრად, აგრესიული მოქმედებით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რა დროსაც, დაახლოებით 21:20 საათზე, აფთიაქში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლა სალაროში არსებულ ფულად თანხას 15 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მან დატოვა აფთიაქი. მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილია, რომ თავდამსხმელის ამოცნობა არ გასჭირვებიათ, ის იყო ბრალდებული ბ------------ე, რომლის ამოცნობაშიც არიან დარწმუნებულები, რასაც ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი პიროვნების ამოცნობის ოქმებიც, რომლებითაც დადგენილია, რომ ლ--–--------–---–მა და ი---------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, სახის მოყვანილობით, წარბების ფორმით, ცხვირით და ზოგადი იერსახით ამოიცნეს ბრალდებული ბ------------ე, რომელიც მათი განმარტებით, არის სწორედ ის პიროვნება, ვინც 2018 წლის 12 იანვარს, თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ---------------ს“ აფთიაქში შეიჭრა დანით შეიარაღებული და გაიტაცა ფულადი თანხა.

აფთიაქზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმას და ფულადი თანხის გატაცების ფაქტს ასევე ადასტურებს დაზარალებულის წარმომადგენელი გულნარა მიქელაძე, რომელმაც განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, შპს „პ---------------ს“ მიადგა 15 ლარის მატერიალური ზიანი.

მოწმე რ---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, 2018 წლის 12 იანვარს, „პ---------------ს“ აფთიაქში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი იყო ბ------------ის მიერ, რომელიც იმყოფებოდა თბილისში, ა-----–-------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული ფულად თანხა, ხოლო მოწმეების: მ--------------–--ს და შ------–----–---–---ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ თბილისში, ა-----–-------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბრალდებულის სახით დააკავეს ბ------------ე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მის მიერ აფთიაქიდან ყაჩაღური თავდასხმის გზით გატაცებული ათლარიანი და ხუთლარიანი კუპიურები.

დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია თავად ბრალდებულ ბ------------ის ჩვენების იმ ნაწილთან, რითაც დადგენილია, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - ათლარიანი და ხუთლარიანი კუპიურების სახით, არის სწორედ ის კუპიურები, რასაც დაეუფლა აფთიაქის დაყაჩაღების გზით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ----------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რითაც დადგენილია, რომ თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე „პ--------“ აფთიაქში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბ------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.

ბ------------ის მიერ აფთიაქზე განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტს ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული „პ---------------ს“ აფთიაქის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი ბ------------ის ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე კონკრეტულად არის აღწერილი და მითითებული ის ადგილები, სადაც თავდაპირველად ჩერდება მამაკაცი, რომელიც გარედან იყურება აფთიაქში და ელოდება ხელსაყრელ მომენტს აფთიაქზე თავდასხმის განსახორციელებლად. ვიდეოჩანაწერის დროით, 21:19:40 საათზე, აფთიაქში შედის აღნიშნული მამაკაცი, რომელიც მოწმეების: ლ--–--------–---–ის და ი---------–--ის განმარტებით, არის ბრალდებული ბ------------ე. იგი მას შემდეგ, რაც უარს მიიღებს ფულადი თანხის გადაცემაზე, ჩანაწერის დროით 21:21:13 საათზე, მარჯვენა ხელს წევს მაღლა, რომელშიც უჭირავს დანა, ფარმაცევტების დასანახად ახდენს მის დემონსტრირებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ითხოვს თანხის გადაცემას. ლ--–--------–---–ი სალაროს უჯრიდან აწვდის მას ფულად თანხას 15 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თავდამსხმელი გადის აფთიაქიდან.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალურად აღიქვეს მუქარა ლ--–--------–---–მა და ი---------–--ემ და ნამდვილად გაუჩნდათ თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება, დამოკიდებულება მუქარის ობიექტის მიმართ, მუქარის გამოხატვის ხერხი, არაერთგზისობა და სხვა გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, სახეზეა გარემოება, რომ ბრალდებული ბ------------ე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, გამოირჩეოდა აგრესიული დამოკიდებულებით, ემუქრებოდა მათ ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, შეიარაღებული იყო ცივი იარაღით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია შიში, მუქარის რეალურად განხორციელებასთან დაკავშირებით.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება და დასრულებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა თავდამსხმელმა სხვისი ქონების დაუფლება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ბ------------ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, დანის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა შპს „პ---------------ს“ კუთვნილი ფულადი თანხა, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ბ------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ ბ------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. ამასთან, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბ------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ბ------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ფულადი თანხა 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ზ------------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და „მეტრომანი“, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

ანაწმენდები ერთ პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან და ბ------------ისგან აღებული სუნის კვლების ნიმუშები 03 (სამ) ქილად, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, ასევე ბ------------ის ნერწყვის ნიმუში, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო „პ---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 02 (ორ) დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით, ბ------------ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ბ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრის 22:27 საათიდან.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ბ------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ფულადი თანხა 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ზ------------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და „მეტრომანი“, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

ანაწმენდები ერთ პაკეტად; შემთხვევის ადგილიდან და ბ------------ისგან აღებული სუნის კვლების ნიმუშები 03 (სამ) ქილად, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, ასევე ბ------------ის ნერწყვის ნიმუში, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო „პ---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 02 (ორ) დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე