განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
090100118002636834
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/24–2018) 090100118002636834

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - კ------------–-----

ადვოკატის - მ----------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ კ------------–----- მიმართ

მამის სახელი: ვ---------

დაბადებული: 1--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–------------–-------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ს-–----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

პირადი ნომერი: 0-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–-----------------------–---------------–-----------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–----------------------–---------------–------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. კ------------–----ა, 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე, ა-------–--------------------------–---------–ი, ა-–--–------–----ს საცხოვრებელ სახლში, ჩაიდინა ძალადობა დედის, ა-–--–------–----ს მიმართ. კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების გამო ხელი დაარტყა მას სახის არეში. კ------------–----- ქმედების შედეგად ა-–--–ა ავალიანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 29 სექტემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.119–123).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. კ------------–----ა სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 16 სექტემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ კ------------–----- მიერ, ა-–--–------–----ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვეპრლი იმყოფება, (ს.ფ.9–10).

 

6.დაზარალებულ ა-–--–------–----ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ჰჯავს ორი შვილი; კ--- და ე-------–---ები. კ--- ოჯახთან ერთად ცხოვრობს იტალიაში. შემთხვევადმდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა სოფლად სახლში, რომელიც აჩუქა მისმა ძმამ. ხოლო მეორე სახლი, სადაც თვითონ ცხოვრობს ეკუთვნის მეორე შვილს, ე---------- ა---–----. 2018 წლის 11 აგვისტოს, შუადღით, კ--- მის სანახავად ნასვამი მივიდა. საერთო ოთახში საუბრისას მოიკითხეს ერთმანეთი. მოულოდნელად კ---მ უთხრა: ,,რატომ გძულვარ, რა დაგიშავე ასეთიო“. უპასუხა, რომ არ სძულდა და თუ მისგან არაფერი ახსოვდა, ცხრა თვე მუცლით ხომ ატარა და ამისთვის მაინც უნდა დაეფასებინა. ამის თქმაზე მარჯვენა ხელი მოულოდნელად ლოყაში გაარტყა, რაც ეტკინა. ეზოში გავიდა და უშვერი სიტყვებით იგინებიდა. რუსთავიდან მისი ქალიშვილი ე---------- დაუკავშირდა, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ და მან აცნობა 112–ს, რის შემდეგ მივიდა პოლიცია. აღნიშნული ინციდენტის დროს მარტო იმყოფებოდნენ და არავის შესწრებია. (ს.ფ.3–5).

 

7.ბრალდებულ კ------------–----- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენება ადასტურებს, რომ იტალიიდან ოჯახთან ერთად დაბრუნებული კ------------–---- 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე მივიდა დედასთან ა-–--–ა ა---–------- ნახვის მიზნით. მოიკითხა დედა და მთელი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ერთად ტიროდნენ. შემდეგ სთხოვა შეეწყვიტა მისი ცოლ–შვილის შეურაყოფა, ლანძღვა, დამთავრებულიყო მისგან ასეთი ქმედება, რაზედაც ყვირილი ატეხა და დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება, რაც ვერ მოითმინა და ხელი მოუქნია მარცხენა ლოყაში. შემდეგ გავიდა გარეთ, სადაც ესმოდა დედამისი როგორ ლანძღავდა მის ოჯახს, როგორ დაურეკა დას, ე-------–---ს და როგორ სთხოვდა პოლიციაში დაერეკა. დედის ქმედების მიუხედავად ნანობს მის ქმედებას (ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, ს.ფ.23–27);

 

8.2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ კ------------–----ა დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 11 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე, ა-------–--------------------------–---------–ი (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.37–39);

 

9.სსიპ ლ----------------–--------–----------მართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აგვისტოს №0-------- დასკვნით, 11.08.2018 წ. 20:35–20:48 სთ–ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე ა-–--–ა ა---–---- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით.

 

დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს(61–64).

 

10. კ------------–----- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 15 აგვისტოს მოწმე გ---–--------------ს გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 15 აგვისტოს მოწმე ა---------------–---ს გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ კ------------–----- დაკავების ოქმით; 2018 წლის 11 აგვისტოს ოქმით ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ; 2018 წლის 11 აგვისტოს ოქმით სამედიცინო შემოწმებაზე უფლების განმარტების შესახებ; 2018 წლის 11 აგვისტოს ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით; 2018 წლის 11 აგვისტოს ოქმით ბრალდებულის დაკავების შესახებ ოჯახის წევრისავის შეტყობინებაზე; 2018 წლის 13 აგვისტოს ოქმით დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2018 წლის 13 აგვისტოს ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2018 წლის 15 აგვისტოს გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ; 2018 წლის 15,17,21,24,28 31 აგვისტოსა და 7,11, 14 სექტემბრის ოქმებით ბრალდებულის გამოცხადებისა და მასთან გასაუბრების შესახებ; 2018 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 13 აგვისტოს ცნობით კ------------–----- ნასამართლობის შესახებ; 2018 წლის 11 აგვისტოს ცნობით კა---------–----ს ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2018 წლის 14 აგვისტოს ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან კ------------–----- შესახებ; 2018 წლის 20 აგვისტოს ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან კ------------–----- შესახებ, 2018 წლის 11 აგვისტოს შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ; 2018 წლის 11 აგვისტოს ფორმა N1–თ; 2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 13 აგვისტოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2018 წლის 14 აგვისტოს ადვოკატის განცხადებით თანდართული მასალებით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; 2018 წლის 15 აგვისტოს საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე; 2018 წლის 24 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლით კ------------–----- მიმართ.

 

11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა კ------------–----ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13.სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------------–----ა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14. კ------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

15.კ------------–----- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დაოჯახებული, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ------------–---- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ------------–----- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური მდგომარეობა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო კ------------–----- მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას ყურადღებას მიაქცევს ა-–--–ა ა---–----- და მის ქალიშვილს, ე---------- ა---–---- შორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რაც საფუძველი გახდა კ------------–----- მშობლიური სახლიდან მოკვეთისა, ამ რწმენას განამტკიცებს ბრალდებულ კ------------–----- დის, ე---------- ავალიანის ქმედება დედისაგან ინფორმაციის მიღების შემდგომ კ------------–----- მის მიმართ გამოვლენილი ქმედების გამო, როცა ე---------- შემოიფარგლა მხოლოდ დედის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და არც მოინდომა ძმასთან გასაუბრება, გარკვევა ფაქტობრივ გარემოებაში, ისე მიმართა 112–ს, და რომ არა ბრალდებულის გულწრფელი აღიარება და მონანიება ჩადენილი ქმედების გამო, საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელი გახდებოდა.

 

სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულ ა-–--–------–----ს ჩვენების იმ ნაწილს, რომ მოკითხვის დროს, მისი ხმის ტემბრით ამოიცნო ე---------- ავალიანმა დედის მდგომარეობა და თავისი ინიციატივით აცნობა პოლიციას მომხდარის შესახებ, ამავდროულად იზიარებს ბრალდებულის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებას, რომ ა-–--–------–---- აგრესიულად არის განწყობილი მისი ცოლ–შვილის მიმართ და ბრალდებულთან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ისინი შემთხვევამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კ------------–----- მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული კ------------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 11 აგვისტოდან, 14 აგვისტოს ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს 20 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130(ასოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ერთ წლის ვადით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ კ------------–----- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ კ------------–----- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ კ------------–----- მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად კ------------–----- (პ/ნ 0----------)სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000(ხუთიათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ამ------–-------------------------–------რა, საცხოვრებელ სახლს 2----- კვ.მ. და მიწის ნაკვეთს (დაზუსტებული ფართობი 1--- კვადრატული მეტრი, ზონა – 86, სექტორი –05, კვარტალი – 25, ნაკვეთი –----) საკადასტრო კოდი N8-----------);

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი