განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/211-18 12 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მ--- ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა-–-----------------ი; რ---–-------------–---–ი
ბრალდებული - გ-- ს---–-------ს ძე ჩ-------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 3 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, თავისი არასრულწლოვანი შვილის მ-----მ ჩ-------–---–ის სანახავად მისულმა გ-- ჩ-------–---–მა, ყოფილ მეუღლეს, ქ------ნ ჯ------ს, მოსთხოვა ეჩვენებინა მისთვის მობილურ ტელეფონზე შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რაზედაც ქ------ნ ჯ------მა განუცხადა უარი. ეჭვიანობის ნიადაგზე გაბრაზებულმა გ-- ჩ-------–---–მა, ქ------ნ ჯ------ს სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი, რის შედეგადაც მას დაუზიანდა ზედა ტუჩი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2.1. ბრალდებულმა გ-- ჩ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ქ------ნ ჯ------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში მშობლებთან და შვილთან 3 წლის მ-----მ ჩ------–---–თან ერთად. 2018 წლის 28 ივლისს შვილის სანახავად მივიდა ყოფილი მეუღლე გ-- ჩ-------–---–ი, რა დროსაც ქ------ნ ჯ------ს ტელეფონში მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რის წაკითხვაც უნდოდა გ-- ჩ-------–---–ს, ქ------ნ ჯ------ის პასუხზე, რომ არ წააკითხავდა, რადგან იგი იყო ყოფილი მეუღლე და მასთან აღარ ცხოვრობდა, ამის გამო, გაბრაზებულმა გ-- ჩ-------–---–მა გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა სახის, კერძოდ პირის მიდამოში, რის გამოც გაუსკდა ზედა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი, აღნიშნულის გამო ქ------ნ ჯ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (დაზარალებულ ქ------ნ ჯ------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმის სახით გ-- ჩ-------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმის სახით მ--- ი--–---–-ს გამოკითხვის ოქმი, ჟ--–---ა გ-----–---–ის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ფოტოცხრილით, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემაკავებელი ორდერი, დაბადების მოწმობის ასლი, და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-- ჩ-------–---–მა 2018 წლის 28 ივლისს, ყოფილ მეუღლეს, ქ------ნ ჯ------ს ეჭვიანობის ნიადაგზე სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი, რის გამოც დაუზიანდა ზედა ტუჩი, აღნიშნულის გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.2. შესაბამისად, გ-- ჩ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ გ-- ჩ-------–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან და ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- ჩ-------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-- ჩ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. გ-- ჩ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. გ-- ჩ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.
4. გ-- ჩ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი