განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
130100118002616180
დავის ტიპი
187 1
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-178-2018 (130100118002616180)

განაჩენი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი - ირმა ელიაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ---------------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქალაქ ქარელში, 9-------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქარელის მუნიციპალიტეტის ს------–-------–-

ადვოკატი - მ-----------–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. მ---------------–--ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 13 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტის ს------–-------–-, მ---------------–--ემ, რომელიც მართავდა "ფორდ ტრანზიტის" ფირმის ავტომანქანას (სახელმწიფო სანომრე ნიშნით A--------), განზრახ, დაჯახებით დააზიანა ვ----–-------–----ის კუთვნილი "მერსედესის" ფირმის ავტომანქანა (სახელმწიფო სანომრე ნიშნით I-----), რამაც 1 210 (ერთი ათას ორას ათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

ესე იგი, მ---------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა მ---------------–--ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ვ----–-------–----ის, ზ------------–--ის, ნ-----–------------–---–ის, ლ---–--------–---–ის, მ------------–-–---–ის, ნ-------------–--ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია მ---------------–--ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მ---------------–--ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ მ---------------–--ეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ---------------–--ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ---------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დაზრალებულის პოზიციას, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს.

 

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ---------------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ---------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ მ---------------–--ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გაუქმდეს მ---------------–--ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მოეხსნას ყადაღა მ---------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ი-------------–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ 3000 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიაანთკარში (საკადასტრო კოდი 6-----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ნივთიერი მტკიცებულებები ვ----–-------–----ის და მ---------------–--ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის მფლობელებს.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი