განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - ი-----–------–----–-ვას,ბრალდებულ - ზ------–-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------–-----ის (პირადი #5----------) - დაბადებულის 1--- წლის 1------ილს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ხ-–------------------------–--–--ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, გ-–----------–-------ნი, კ---------------- შენობაში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ------–-----ემ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ------–-----ემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ------–-----ე, 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
ზ------–-----ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 71 000 აშშ დოლარი, რის შედეგადაც 2014 წლის 18 სექტემბრიდან 2016 წლის 8 აპრილის ჩათვლით მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 14 590 აშშ დოლარი (რაც საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი კურსის გათვალისწინებით შედგენს 32 298 ლარს). აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლის დეკლარირების შემთხვევაში, ზ------–-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 6 495,5 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ------–-----ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ზ------–-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ზ------–-----ისა და მოწმეების: ა-----------–-–-ილის, მ-----–--------------ისა და ქ------–-------–--იას გამოკითხვის ოქმებით; შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2018 წლის 1-------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერის 2018 წლის 7------- წერილებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, თემატური რევიზიის 2018 წლის 2--------- აქტით, 2018 წლის 2--------- დათვალიერების ოქმით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, რომლებიც დაცვის მხარეს (ბრალდებულს) სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ზ------–-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
ამდენად, ზ------–-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, ზ------–-----ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი აღნიშნული კვალიფიკაციით და მითითებული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განესაზღვროს სასჯელი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ზ------–-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ზ------–-----ეს სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა, რომლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მატერიალურ მდგომარეობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე