გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
841210018002567442
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

841210018002567442

საქმე N2/140-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი 2018 წელი ქ. ტყიბული

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ტყიბულის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე.

სხდომის მდივანი - ფატმან მინდიაშვილი.

მოსარჩელე - ნ--ო გ------ძე;

მოპასუხე - კ---ა გ------ძე;

წარმომადგენელი - გ--–ა ჩ---ძე;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე კ---ა გ------ძეს არასრულწლოვანი შვილის მ---ე გ------ძის (დაბადების თარიღი 17 ა--------- 20-- წელი) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 75 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ საქმის სასამართლო მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა ალიმენტი თვეში 50 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. კ---ა გ------ძემ და მისმა წარმომადგენელმა გ--–ა ჩ---ძემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და თანხმობა განაცხადა ალიმენტის სახით 50 ლარის გადახდაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ მ---ე გ------ძე დაბადებულია 20-- წლის 17 ა---------, მისი მშობლები არიან დედა ნ--ო გ------ძე და მამა კ---ა გ------ძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა;

3.1.2. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ---ე გ------ძე ცხოვრობს დედასთან და იმყოფება მის კმაყოფაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს - 50 ლარის მოცულობით და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 50 ლარის ოდენობით 2018 წლის 30 ივლისიდან (სარჩელის აღძვრის დღიდან) მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1198-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მ---ე გ------ძე არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - მ---ე გ------ძის სასარგებლოდ, იქნება თვეში - 50 ლარი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და კ---ა გ------ძეს არასრულწლოვანი შვილის - მ---ე გ------ძის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 30 ივლისიდან ყოველთვიურად ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში კ---ა გ------ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, ხოლო მოსარჩელე ამავე მუხლის „გ“ პუნქტით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ნ--ო გ------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. კ---ა გ------ძეს არასრულწლოვანი შვილის მ---ე გ------ძის (დაბადების თარიღი 17 ა--------- 20-- წელი) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დღიდან - 2018 წლის 30 ივლისიდან, მ---ე გ------ძის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

3. მხარეები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქტყიბული, თაბუკაშვილის ქ. №4) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის №4) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. /კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით/.

 

მოსამართლე : ციცინო კიკვაძე