განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100117001922001
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- რ--------ის ძე შ------ი - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, გ----------------–-------------ში

 

ადვოკატები - ი--------–-----------------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

სისხლის სამართლის საქმეზე გ------- შ------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 26 მარტს, ქ.თბილისში, გ----------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- შ------ს შელაპარაკება მოუხდა მეუღლესთან - ქ------- შ------თან. აღნიშნული შელაპარაკების დროს გ------- შ------მა ქ------- შ------ს ჯერ მარცხენა თვალის არეში მიაყენა თავით დაზიანება, შემდეგ კი უკბინა მარჯვენა ხელზე და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც ქ------- შ------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ------- შ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- შ------ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

დაზარალებულ ქ------- შ------ის ჩვენებით, 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- შ------თან და ჰყავთ ორი საერთო შვილი. მეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გაიცნო ა--------ა შ------ა (მეორე მეუღლე), კერძოდ, გ------- შ------ი ქ-------ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, იშვიათად მიდიოდა სახლში და ბავშვებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. 2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 4 საათისთვის, დაზარალებულის თხოვნით, გ------- შ------ი მივიდა სახლში და მიიტანა ბავშვის საკვები, 5 წუთი გაჩერდა და წავიდა, ქ-------ი კი მას უკან გაყვა. გ-------ს მცდელობის მიუხედავად, თავი აერიდებინა ქ-------ისა და ა--------ას შეხვედრა, გარეთ გასულმა დაზარალებულმა დაინახა ბორდიურთან გაჩერებულ ა/მანქანაში ა--------ა შ------ა, რის გამოც პასუხი მოსთხოვა მეუღლეს. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულზე გაღიზიანებულმა გ-------მ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თვალის არეში და თავი - შუბლის მიდამოში. დაზარალებულის ჩვენებით, გაბრაზებულმა ა--------ა შ------ას თმებში ჩაავლო ხელი, გ-------ს მოთხოვნის მიუხედავად, ხელს არ უშვებდა, რის გამოც გ-------მ მას ხელზე უკბინა. დაზარალებულის განმარტებით, მას ა--------ასათვის არ დაურტყამს, თავად კი გ------- შ------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენებით, კონფლიქტის დასაწყისში მეზობლები ა/მანქანასთან არ ყოფილან და ისინი მოგვიანებით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

 

მოწმე ლ--–- პ-------–---–ის ჩვენებით, ბრალდებული და დაზარალებული მისი მეზობლები არიან. 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც დაინახა მერჩულეს ქუჩაზე მიმავალი გ------- და ქ------- შ------ები. ცოტა ხანში შემოესმა კივილის ხმა და რ-------- შ------თან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილისაკენ. მოწმის განმარტებით, დაინახა ბორდიურთან გაჩერებული ა/მანქანა, რომელშიც იჯდა ახალგაზრდა გოგო, ქ------- შ------ი კი ნახევრად შესული იყო მანქანაში, გოგონას თმებში ჰქონდა ხელი ჩავლებული და ცემდა მას, რა დროსაც გ------- ცდილობდა მეუღლის შეკავებას. ქ-------თან ახლო მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით, მოწმემ იფიქრა, რომ შეძლებდა მის შეჩერებას, თუმცა დაზარალებული იმდენად გაავებული იყო, რომ მასაც ძლიერად კრა ხელი და გვერდით გაისროლა. მოწმის ჩვენებით, კონფლიქტის დროს შეიკრიბნენ სხვა მეზობლებიც, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ქ-------ის შეჩერებას, რომელიც საკმაოდ ძლიერი გოგოა და წინააღმდეგობას უწევდა ყველას. მოწმის ჩვენებით, საბოლოოდ, ქ-------ი განარიდეს ა--------ა შ------ას და გვერდით გაიყვანეს, ქ-------ი ძალიან აღშფოთებული და ანერვიულებული იყო, არაფერს ამბობდა. მხოლოდ დაზარალებულის გაყვანის შემდეგ შეძლო ა--------ამ მანქანიდან გადმოსვლა და მანაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ლ--–- პ-------–---–მა დაზარალებული სახლში წაიყვანა, რა დროსაც გზაში ქ-------მა უთხრა, რომ ფეხი გადაუბრუნდა და ტკიოდა, მას არ უთქვამს მოწმისათვის, რომ გ-------მ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმე ლ--–- პ-------–---–მა დაადასტურა, რომ გ------- შ------ს ქ-------ისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იგი მხოლოდ ცდილობდა მეუღლის შეჩერებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცემდა ა--------ას.

 

მოწმე რ-------- შ------ის ჩვენებით, ბრალდებული გ------- შ------ი მისი შვილია. 2017 წლის 26 მარტს, მისი რძლის, ქ------- შ------ის თხოვნით, გ-------მ ბავშვის საკვები მიიტანა სახლში, დაახლოებით 5 წუთი გაჩერდა და წავიდა, ქ-------ი კი მას უკან გაყვა. მოწმის განმარტებით, რამდენიმე წუთში გაიგონა ქალის კივილი რუსულ ენაზე „მიშველეთო“, სასწრაფოდ მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაინახა, რომ ქ-------ს ა/მანქანაში მჯდომი ა--------ას თმებში ჰქონდა ხელი ჩავლებული და ახრჩობდა. მოწმის განმარტებით, კონფლიქტის განეიტრალებას და ქ-------ის გაყვანას ცდილობდა გ------- შ------ი (რომელიც იდგა ქ-------სა და ა--------ას შორის), აგრეთვე მეზობელი ქალბატონები და თავად რ-------- შ------იც, თუმცა დაზარალებული მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, უწევდა მათ წინააღმდეგობას. როგორღაც შეძლეს ქ-------ის მოშორება ა--------ასაგან და სახლში წაიყვანეს, რა დროსაც ა--------ამაც დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმის ჩვენებით, ქ-------ს რაიმე დაზიანების კვალი არ ემჩნეოდა, ა--------ა კი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და ტიროდა. მოწმის განმარტებით, გ-------ს ქ-------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ის მხოლოდ ცდილობდა ქალბატონების გაშველებას. მოწმემ დაადასტურა, რომ 3 დღის შემდეგ შეიტყო, რომ ქ-------ს ტკიოდა ფეხი და ჰქონდა დალურჯებები.

 

მოწმე ა------ მ--–-------ის ჩვენებით, ბრალდებული და დაზარალებული მისი მეზობლები არიან. 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში სახლში მყოფს, მოესმა ქალის კივილის ხმა (ქ----ს ხმა არ იყო, სავარაუდოდ ა--------ა ყვიროდა), რომელიც დახმარებას ითხოვდა. გარეთ გამოსულმა დაინახა ბორდიურთან მდგომი, გ------- შ------ის ავტომანქანა და შემდეგი სიტუაცია: ქ------- შ------ი ნახევარი ტანით შესული იყო ა/მანქანაში და იქ მჯდომი უცნობი გოგონას თმები ეჭირა ერთი ხელით, მეორე ხელით კი ყელში უჭერდა, მათ შორის როგორღაც იდგა გ------- და ცდილობდა დაზარალებულის გაყვანას. განმარტებით, ქ-------ს მანქანასა და ბორდიურს შორის ისე ჰქონდა ფეხი განზრახ ჩაჭედილი, რომ მისი ა/მანქანიდან გაყვანა შეუძლებელი ყოფილიყო. მოწმის განმარტებით, მანქანას მეორე მხრიდან შემოუარა და შეეცადა ა--------ას გაყვანას, რომელიც ყვიროდა „ვიხრჩობი, ვიხრჩობიო“ და ისე აბრიალებდა თვალებს, რომ მართლა იხრჩობოდა, თან ფეხებიც გაასწორა. მოწმის ჩვენებით, მეზობელ ლ--–- პ-------–---–თან ერთად ცდილობდა ქ-------ის განცალკევებას ა--------ასაგან, მხრებში ეკიდათ ხელი და უკან ქაჩავდნენ. ლ--–- ჯანიანია, მაგრამ ქ-------მა ისე ჰკრა ხელი, რომ გვერდზე გადაისროლა. გ-------საც ხელი ეკიდა მეუღლის მკლავებში და აწვებოდა, რომ როგორმე გაეშვებინებინა ხელი ა--------ასაგან, თან თხოვდა „გაუშვი ხელი, მოკლავო.“ მოწმის ჩვენებით, ვინაიდან თავად ფიზიკურად პატარა და სუსტი აღნაგობისაა, შეძლო ქ-------სა და ა--------ას შორის ჩადგომა და როგორღაც ერთობლივი ძალებით, შეძლეს ქ-------ის განცალკევება ა--------ასაგან. მოწმის განმარტებით, ქ-------ი ფეხს იტკივებდა. ა------ მ--–-------მა დაადასტურა, რომ გ-------ს მხრიდან მეუღლის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა არ გამორიცხა ქ-------ის მიერ დაზიანების მიღების შესაძლებლობა გაშველების დროს, როდესაც რამდენიმე ადამიანი ცდილობდა დაზარალებულის განცალკევებას ა--------ასაგან. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ა--------ა გათავისუფლდა ქ-------ისაგან და ა/მანქანიდან გადმოვიდა, ბორდიურზე ჩამოჯდა და თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

 

მოწმე ი----- პ----ის ჩვენებით, ბრალდებული და დაზარალებული მისი მეზობლები არიან.

2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში სეირნობდა შვილიშვილთან ერთად. გაიგონა ქალის კივილის ხმა, „მიშველეთო“ და მოგკლავო“. მიუახლოვდა გ------- შ------ის ა/მანქანას, რომელშიც იჯდა უცნობი გოგონა, გ------- მეუღლე ქ-------ი კი ნახევარი ტანით შესული იყო მანქანაში, თმით ათრევდა და ახრჩობდა ა--------ა, რომელსაც მანქანიდან გადმოსვლის საშუალება არ ჰქონდა და შველას ითხოვდა, დაზარალებული კი რუსულად ეუბნებოდა, მოგკლავო, რა დროსაც გ------- ცდილობდა როგორმე განერიდებინა ქ-------ი ა--------ასაგან. მოწმის განმარტებით, მასთან ერთად ქ-------ის შეკავებას ცდილობდნენ შემთხვევის ადგილზე შეკრებილი პირები: ლ--–- პ-------–---–ი, ა------ მ--–-------ი და რ-------- შ------ი. ყველა მათგანი სთხოვდა ქ-------ს დამშვიდებულიყო და ცდილობდა როგორმე მოეშორებინათ ა--------ასაგან, თუმცა ეს უკანასკნელი იმდენად აღელვებული იყო, რომ მისი შეკავება შეუძლებელი იყო. მოწმის განმარტებით, როგორღაც შეძლეს ქალბატონების ერთმანეთისგან განცალკევება და დაეხმარა ა--------ას მანქანიდან გადმოსვლაში, რომელიც საკმაოდ ნაცემი იყო, ფერი არ ჰქონდა სახეზე, ეტყობოდა დაზიანებები და დასისხლიანებული იყო, შეუძლოდ გრძნობდა თავს და ბორდიურზე ჩამოჯდა. მოწმის განმარტებით, გ-------ს ქ-------ისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა შექმნილ სიტუაციაში, როდესაც რამდენიმე ადამიანი ხელით ცდილობდა მის შეკავებას და თან კონფლიქტი მიმდინარეობდა სივიწროვეში (ბორდიურთან მდგომ ა/მანქანასა და შენობის კედელს შორის), არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულმა მიიღო დაზიანება მით უფრო, რომ თავადაც ყველაფერი ტკიოდა დაზარალებულთან ჭიდილში, განსაკუთრებით კი ხელები და თითები, ასევე ხელი მოხვდა ხან მხარში, ხან თავში. მოწმის ჩვენებით, ქ-------ი ლ--–- პ-------–---–მა წაიყვანა სახლისკენ, რა დროსაც დაზარალებულმა განაცხადა, ფეხი მტკივაო. მოწმის განმარტებით, ჩხუბის განვითარების ადგილზე არსებული სივიწროვის გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია ქ-------ს ფეხი სტკენოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი მისვლის მომენტისათვის, ქ---- „2 წამის“ მისული იყო.

 

მოწმე ა--------ა შ------ას ჩვენებით, გ------- შ------ი მისი მეუღლეა. 2017 წლის 26 მარტს, მეუღლესთან ერთად მიდიოდა საავადმყოფოში მათ საერთო შვილთან, რა დროსაც ბრალდებულს დაურეკა პირველმა მეუღლემ ქ------- შ------მა და სთხოვა ბავშვის საკვების მიტანა სახლში. გ-------მ ა/მანქანა გააჩერა სახლიდან მოშორებით და ავიდა ბინაში საკვების ასატანად, თავად კი იქვე ელოდებოდა. დაახლოებით 5 წუთში, მოულოდნელად ა/მანქანის კარი გაიღო და ა--------ამ დაინახა გ-------ს პირველი მეუღლე ქ-------ი, რომელიც ნახევრად შევიდა ტანით მანქანაში, ერთი ხელით თმებში ეცა, მეორეთი კი - ყელში. ქ-------ს კვალდაკვალ მოყვა გ-------ც, რომელიც ცდილობდა მის მოშორებას ა--------ასაგან, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან დაზარალებული იყო ძალიან აგრესიული და „კაცის ძალა ჰქონდა.“ მოწმის განმარტებით, მის ყვირილზე ხალხი შეიკრიბა და ყველა ცდილობდა დახმარებას. მოწმის ჩვენებით, ქ-------ს ისე ეკიდა მის თმებზე ხელი, რომ გამოგლეჯა შეუძლებელი იყო, რის გამოც სავარაუდოდ გ-------მ ხელზე უკბინა, რომ როგორმე დაზარალებულს შეკრული ხელი გაეხსნა. საბოლოოდ, მეზობლებმა შეძლეს ქ-------ის შეკავება და გვერდით გაყვანა, რითაც ისარგებლა ა--------ამ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევით უშველა თავს. მოწმის ჩვენებით, თავად გახდა დაზარალებულის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი (თმა სულ ამოგლეჯილი ჰქონდა) და განცხადებაც სწორედ მას უნდა დაეწერა პოლიციაში ქ-------ის წინააღმდეგ. მოწმის განმარტებით, გ-------ს ქ-------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხელზე კბენა კი განპირობებული იყო მისი დაცვის აუცილებლობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ------- ე--------მ, რ----------------მ და ქ------- რ-------ემ დაადასტურეს გ------- შ------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო #---------დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

პირადი გასინჯვით, 27.03.2017წ-ს ქ------- შ------ს აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე, მარჯვენა მხრის ქვედა მესამედში გარეთა ზედაპირზე, გარდამავალი მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე და მარცხენა მხრის თავის საპროექციოდ უკანა ზედაპირზე. მარცხენა წვივის ზედა მესამედიდან დისტალურად ტერფის ჩათვლით აღენიშნებოდა თაბაშირის ნახვევი (მიეცა რეკომენდაცია მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის ულტრასონოგრაფიული და/ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების ჩატარების თაობაზე).

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი”-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------------ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N-----ის ჩანაწერების მიხედვით, ქ------- შ------ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2017 წლის 27 მარტს 12:59 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს. დაუდგინდა დიაგნოზი: კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა და გადაძაბვა. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ქ.შ------ს აღენიშნება ჰემატომა მარჯვენა იდაყვის სახსრის და მარცხენა ზედა ქუთუთოს მიდამოში.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ------- შ------ის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ამსახველი CD დისკი შეისწავლა თ.ს.ს.უ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ი. ა-----–---–მა. დასკვნის თანახმად: „შესწავლილ იქნა მოქალაქე ქ------- შ------ის CD დისკზე ჩაწერილი მარცხენა (პროექციის მიხედვით) კოჭ-წვივის სახსრის პირდაპირი რენტგენოგრამა, გადაღებული 27.03.17.წ. წარდგენილ რენტგენოგრამაზე ტრავმული დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები გამოხატული არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა, გადაძაბვის დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს.

 

დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 11 მაისს, დათვალიერდა ქ------- შ------ისა და გ------- შ------ის ქორწინების მოწმობა და სამი ცალი ფოტოსურათი, სადაც ასახულია ქ.შ------ის სხეულსა და სახეზე არსებული დაზიანებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია პირის განზრახი ქმედება, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ:

· 2017 წლის 26 მარტს, ქ.თბილისში, გ------- მ-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- შ------ის ა/მანქანასთან კონფლიქტი მოხდა მის პირველ და მეორე მუღლეებს შორის, რა დროსაც ქ------- შ------მა ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელა ა--------ა შ------ას მიმართ, თმებში ჩაავლო ხელი, ახრჩობდა და ცემდა.

· გ------- შ------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ქ------- შ------ისათვის არ მიუყენებია, მხოლოდ ხელები ჰქონდა ჩაჭიდებული დაზარალებულის მლავებში და ცდილობდა მის უკან გაწევას და ა--------ა შ------ასაგან მოცილებას.

· კონფლიქტი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი.

· აგრესიული ქ------- შ------ას განცალკევებას (ხელის მოკიდებითა და გაქაჩვით) ა--------ა შ------ასაგან ცდილობდა შემთხვევის ადგილზე მყოფი რამდენიმე პირი: გ------- შ------ი, ლ--–- პ-------–---–ი, ა------ მ--–-------ი, რ-------- შ------ი და ი----- პ----ე, თუმცა ქ-------ი მათ უწევდა აქტიურ და სერიოზულ წინააღმდეგობას, რა დროსაც ლ--–- პ-------–---–ის მიმართ ერთგვარი ძალადობაც კი განახორციელა, რაც ხელის კვრაში გამოიხატა, ხოლო ი----- პ----ეს ყველაფერი ტკიოდა, ვინაიდან არაერთხელ მოხვდა ხელი თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

· სამდიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ასახულია ქ------- შ------ას სხეულის დაზიანებები, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად გ------- შ------ის ბრალეულობის დასადასტურებლად, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, პირი მოქმედებდა განზრახ თუ გაუფრთხილებლობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 26 მარტს, ქ.თბილისში, გ------- მ-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის მონაწილეების, მისი მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის, ქ------- შ------ის აგრესიული როლის, კონფლიქტში გასაშველებლად ჩართული პირების აქტიური მოქმედებების და მათთვის მიყენებული დაზიანებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ იქნა გაბათილებული დაცვის მხარის ვერსია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებები ქ------- შ------ს მიადგა არა გ------- შ------ის განზრახი ქმედების შედეგად, არამედ ა--------ა შ------ასაგან მისი განცალკევების მცდელობის დროს გაწეული აქტიური წინააღმდეგობისას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად არ იქნა დადგენილი გ------- შ------ის განზრახი ძალადობრივი ქმედების ფაქტი, რაც მიზნად ისახავდა ქ------- შ------ისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენებას, შესაბამისად, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირიც ბრალდებულის ქმედებასა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახულ დაზიანებებს შორის, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გ------- შ------ის ბრალეულობას საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ამდენად, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- შ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც გ------- შ------ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- შ------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

განემარტოს გ------- შ------ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

გ------- შ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია