გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.10.2018
საქმის ნომერი
330310018002684375
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6562-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - ააიპ მ.-------------------–------–-------------ობა’’

წარმომადგენელი-ი-------------–---–-

მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - ი-------–----–---–---------–-------–----------------------–-–---–-

მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გ-------–---–--ე

დავის საგანი - ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’(მისი ხუთივე დანართით) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №--------------------–-ბის ნაწილობრივ(იმ ნაწილთან მიმართებაში, სადაც გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად მითითებულია-,,ე-----------–------–----------------ა’’) ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ(იმ ნაწილთან მიმართებაში, სადაც გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად მითითებულია- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’)

 

ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018წლის 17 ოქტომბრის №--------------------–-ბა ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’, მისი ხუთივე დანართით(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 1-15, მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე, იხ. 2018 წლის 20 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალოს დააკმაყოფილოს მ--------------------–------–-----------------ს’’ მოთხოვნა სახელწოდების შეცვლის თაობაზე და გამოსცეს ახალი განკარგულება ბიულეტენების ფორმების დადგენის შესახებ, რომელიც სრულად გაითვალისწინებს მ--------------------–------–-----------------ს’’ მოთხოვნას სახელწოდების ცვლილების თაობაზე და ბიულეტენებში მითითებული იქნება ,,გაერთიანებული ოპოზიცია-ძალაში ერთობაშია’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 1-15).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გასამართი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციამ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 10 სექტემბრის №-------------------–---თ, ცვლილება შეიტანა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 31აგვისტოს №------- განკარგულებაში და რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო სუბიექტი „გ--------------–----------–--------–-----------–ია“, რითაც დააკმაყოფილა ე-----------–------–----------------ის მოთხოვნა. შესაბამისად, საარჩევნო პროცესის მსვლელობისას ერთგვაროვნებისა და ამომრჩევლის დეზორიენტაციის თავიდან აცილების მიზნით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტინის ფორმის განსაზღვრისას საპრეზიდენტო კანდიდატის - გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად დადგენილიყო ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ სრულიად დაუსაბუთებლად უარი განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების ამ კანონიერ მოთხოვნაზე, რაც მოსარჩელის აზრით, ცალსახად წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანებისთვის მინიჭებული უფლებების შელახვას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამის საწინააღმდეგოდ, ცესკომ 2018 წლის 17 ოქტომბერს მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება - №--------------------–-ბა ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’ და ისე დაამტკიცა ხუთი დანართით საარჩევნო ბიულეტენების ფორმები, რომ არ გაითვალისწინა ე-----------–------–----------------ის მოთხოვნა. შედეგად კი მიიღეს მდგომარეობა, როდესაც ერთსადაიმავე დღეს - 28 ოქტომბერს, ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენსა და ადგილობრივი მაჟორიტარული არჩევნების ბიულეტენებში აღმოაჩენს განსხვავებულ დასახელებებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებულ კანდიდატებთან, რაც მათი აზრით, ცალსახად გამოიწვევს ამომრჩევლის დაბნევასა და დეზორიენტაციას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია ოპოზიციური ძალის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესისათვის სამართლიანი გარემოს არსებობას და ზღუდავს ოპოზიციური პარტიის შესაძლებლობებს თავისუფალ გარემოში თანასწორად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №--------------------–-ბა ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’(მისი ხუთივე დანართი იმ ნაწილთან მიმართებაში, სადაც გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად მითითებულია-,,ე-----------–------–----------------ა’’) და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას დაევალოს დააკმაყოფილოს მ--------------------–------–-----------------ს’’ მოთხოვნა სახელწოდების შეცვლის თაობაზე და გამოსცეს ახალი განკარგულება ბიულეტენების ფორმების დადგენის შესახებ, რომელიც სრულად გაითვალისწინებს მ--------------------–------–-----------------ს’’ მოთხოვნას სახელწოდების ცვლილების თაობაზე და ბიულეტენებში მითითებული იქნება ,,გაერთიანებული ოპოზიცია-ძალაში ერთობაშია’’

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირს - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს გ-------–---–--ეს, ააიპ მ.-------------------–------–-------------ობას’’ მიერ აღძრულ სარჩელზე წერილობითი ფორმით შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 14ივნისის N-------------------–-ბით დგინდება, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’ და მისი წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი და ხათუნა გოგორიშვილი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016წლის 14ივნისის განკარგულება N27/2016 ,,საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8ოქტომბრის არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ე-----------–------–----------------ა და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ’’(ს.ფ. 90)

 

3.1.2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 23აგვისტოს N-------------------–--ით დგინდება, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 142- მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქი/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’ და მისი წარმომადგენლები თ----------------------------–----------–---–--

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017წლის 23 აგვისტოს განკარგულება N23/2017 ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქი/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’ და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ’’(ს.ფ. 101)

 

3.1.3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №01/08/02 განკარგულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018წლის 28 ოქტომბერს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 29 აგვისტოს №-------------------ლების თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.5. ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა - ნიკანორ მელიამ, 2018 წლის 30აგვისტოს №----------–-----ბით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გაეტარებინათ ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ის’’ მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი - გ-------–---–--ე. ამავე განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის-გ-------–---–--ის წარმდგენ პარტიად(საარჩევნო სუბიექტად) მითითებულია - ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 8სექტემბრის №-------------------–ებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტის ,,ე-----------–------–----------------ა’’ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარდა გ-------–---–--ე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის - ნიკანორ მელიას 2018 წლის 30 აგვისტოს №----------–-----ბა (ს.ფ. 102-104)

 

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018წლის 8სექტემბრის №-------------------–ება ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018წლის 28 ოქოტმბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის ,,ე-----------–------–----------------ა’’ პრეზიდენტობის კანდიდატად გ-------–---–--ის რეგისტრაციაში გატარების შესახებ’’ (ს.ფ. 107)

 

3.1.6. ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა - ნიკანორ მელიამ, 2018 წლის 30აგვისტოს №623/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017წლის 21ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციის მოპოვების მიზნით, რეგისტრაციაში გაეტარებინათ ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პოლიტიკური პარტიის სახით.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 31აგვისტოს №------- განკარგულების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო სუბიექტი ,,ე-----------–------–----------------ა“ და მისი წარმომადგენლები თ----------------------------–----------–---–--

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 10სექტემბრის №-------------------–---ს თანახმად, ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–----------------ა“ და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №------- განკარგულების პირველი მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტი „გ--------------–----------–--------–-----------–ია“ და მისი წარმომადგენლები თ------------------------–-------–-–---–---

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის - ნიკანორ მელიას 2018 წლის 30აგვისტოს №----------–-----ბა(ს.ფ. 108-110)

-საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018წლის 31 აგვისტოს №------- განკარგულება ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–----------------ა“ და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ“(ს.ფ. 113-114)

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018წლის 10 სექტემბრის №98/2018 განკარგულება ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს N77/2018 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’(ს.ფ. 115-116)

 

3.1.7. ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა - ნიკანორ მელიამ, 2018 წლის 26სექტემბერს №----------–--დებით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტინის ფორმის განსაზღვრისას საპრეზიდენტო კანდიდატის - გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად დაედგინათ ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის და ცესკოს რეგლამენტის (დამტკიცებული ცესკოს 2015 წლის 25 ნოემბრის N----------------ილებით) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 17ოქტომბრისათვის ცესკოს თავმჯდომარის მიერ მოწვეული იქნა ცესკოს სხდომა.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17ოქტომბრის №--------------მის ოქმის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, დ--------------ემ, როგორც უფლებამოსილმა პირმა, ცესკოს სხდომაზე, კომისიას შესთავაზა ალტერნატიული საკითხის განხილვის წინადადება - თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2018 წლის 28ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’ სახელწოდების მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენის ტექსტშიც, საპრეზიდენტო კანდიდატის, გ-------–---–--ის, წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად, ,,ე-----------–------–----------------ის’’ ნაცვლად, ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’ დადგენის თაობაზე.

 

ამავე ოქმით ირკვევა, რომ კომისიამ კენჭი უყარა ცესკოს წევრის, დ--------------ის მიერ კომისიისათვის შეთავაზებულ ალტერნატიულ წინადადებას, თუმცა კენჭისყრის შედეგად, დ--------------ის ალტერნატიული წინადადება არ იქნა მიღებული (მომხრე - 4; წინააღმდეგი - 2; კენჭისყრას ესწრებოდა კომისიის 12 წევრი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის ექვსმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა). შესაბამისად, 2018 წლის 17 ოქტომბრის ცესკოს სხდომაზე მიღებული, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’ №--------------------–-ბით, ცესკომ დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენის ტექსტები თანდართული ნიმუშების(დანართების) შესაბამისად, სადაც საარჩევნო სუბიექტის ,,ე-----------–------–----------------ის’’ მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - გ-------–---–--ის(რიგითი №5) წარმდგენ საარჩევნო სუბიექტად მითითებულია- ,,ე-----------–------–----------------ა’’.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის - ნიკანორ მელიას 2018 წლის 26სექტემბრის №----------–--დება(ს.ფ. 18)

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17ოქტომბრის №--------------მის ოქმი(ს.ფ. 19-44)

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17ოქტომბრის №--------------------–-ბა ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’, დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5(ს.ფ. 45-51)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო განკარგულების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ააიპ მ--------------------–------–-----------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №--------------------–-ბა ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’(მისი ხუთივე დანართი, გასაჩივრებულ ნაწილში) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს და შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ შესაბამის დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს- მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ ნორმათა თანახმად არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა, სწორედ ამ მიზნით შექმნილია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან. თავის მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან, ბ)უსკოსა და მისი აპარატისგან, გ)საოლქო საარჩევნო კომისიებისგან, დ)საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ამასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მე-7 მუხლი).

 

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №01/08/02 განკარგულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 29 აგვისტოს №-------------------ლების თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს.

 

6.3. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ XIთავი(94-107 მუხლები) არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წესს. აღნიშნული კოდექსის 97.1 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 98-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესს. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის: ა)სახელი, გვარი; ბ)დაბადების თარიღი; გ)პროფესია; დ)თანამდებობა(საქმიანობა); ე)სამუშაო ადგილი; ვ)რეგისტრაციის ადგილი; ზ)პარტიულობა; თ)საქართველოში ცხოვრების ვადა; ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის(საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და 2 ფოტოსურათი, ამავე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა ერთოდეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში ტარდება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 113-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმების წესს. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის(პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში; ბ)პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის(პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში). პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის: ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში; ბ)ხელმძღვანელი პირის(პირების) გვარი, სახელი, მისამართი(რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი(მათი) ხელმოწერის ნიმუში; გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი(რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები; დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე: ა)საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ(შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 114-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმების წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი; ბ) ხელმძღვანელი პირის(პირების) გვარი, სახელი, მისამართი(რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); გ)წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები; დ)რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და არა უგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს − წერილობით აცნობებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ(შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 129-ე მუხლით ასევე განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე პარტიების რეგისტრაციის წესი და ვადა.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 142-ე მუხლი არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის წესს. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის(პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა)საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას; ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში; ბ)მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის(პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის: ა)სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში; ბ)ხელმძღვანელი პირის(პირების) გვარი, სახელი, მისამართი(საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და ხელმოწერის ნიმუში; გ)წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები; დ)რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე: ა)საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ(შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის; გ)ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება, ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და ცესკოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ(შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს, ხოლო ამავე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 154-ე მუხლით ასევე განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედურ არჩევნებზე პარტიების რეგისტრაციის წესი და ვადა.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის(მათ შორის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები), ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს(მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედური არჩევნები) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის წესს, ვადებსა და პროცედურებს, განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას გამოსცეს განკარგულება პარტიების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე და აგრეთვე, ცვლილებების შეტანაზე მის მიერ საპარლამენტო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტიები) რეგისტრაციის თაობაზე უკვე გამოცემულ განკარგულებაში(პარტიების სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით). ამასთან, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტია) და საინიციატივო ჯგუფების როგორც რეგისტრაცია, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტია) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია(საარჩევნო სახელწოდების ცვლილების რეგისტრაცია) შესაძლებელია როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის(მათ შორის პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუალედური არჩევნები), ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების(პარტია) რეგისტრაცია არ ხორციელდება, კანონმდებლობის არც-ერთი მუხლი არ არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების(პარტია) რეგისტრაციისა და უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შეტანის წესსა და პროცედურებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის(ფიზიკური პირი) და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია, შესაბამისად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებად უთითებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების(პარტიის) იმ სახელწოდებას, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა ბოლო საპარლამენტო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების(პარტია) რეგისტრაცია არ ხდება, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ გარდამავალი დებულებების 1853-ე მუხლით კანონმდებელმა მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დაუშვა გამონაკლისი და მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას(პარტია), რომელსაც არ ჰქონდა საარჩევნო რეგისტრაცია ცესკოში და სურდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის წარედგინა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ კანონის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებით უნდა მიემართა ცესკოს თავმჯდომარისათვის, რის შემდეგაც მას უფლება ჰქონდა შეეგროვებინა ამ კანონით დადგენილი რაოდენობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რაც შესაძლებელს გახდიდა მხოლოდ ამ არჩევნებისათვის ერთდროულად გაეარა რეგისტრაცია მას, როგორც საარჩევნო სუბიექტს და მის მიერ წარდგენილ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 14 ივნისის N-------------------–-ბით საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს სარჩევნო კოდექსის’’ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’ და მისი წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 23 აგვისტოს N-------------------–--ით კი, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს სარჩევნო კოდექსის’’ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 142- მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქი/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’ და მისი წარმომადგენლები თ----------------------------–----------–---–--

 

დადგენილია ასევე, რომ ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა - ნიკანორ მელიამ, 2018 წლის 30 აგვისტოს №----------–-----ბით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გაეტარებინათ ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ის’’ მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი - გ-------–---–--ე. ამავე განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის-გ-------–---–--ის წარმდგენ პარტიად(საარჩევნო სუბიექტად) მითითებულია - ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 08 სექტემბრის №-------------------–ებით, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტის ,,ე-----------–------–----------------ა’’ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარდა გ-------–---–--ე. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ დასახელებული განკარგულებები დღეის მდგომარეობით ძალაშია და ისინი ბათილად ან/და ძალადაკარგულად ცნობილი არ არის.

 

6.4. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 63-ე მუხლით განსაზღვრულია საარჩევნო ბიულეტენის და სპეციალური კონვერტის შედგენის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს: ა)არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის ჩატარების თარიღი; ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი(ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე); დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის(მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“; ე)სარეფერენდუმო ბიულეტენში ასევე აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: „დიახ“ და „არა“; ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს: ა)ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერის ადგილი; ბ)ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-14 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, ცეესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/ საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის საარჩევნო ბიულეტენების ტექსტების(ნიმუშების) დადგენის და საარჩევნო ბიულეტენებში საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების მითითების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტია) შესაბამისი განცხადებები(თუ რა სახელწოდებით მოითხოვა რეგისტრაციაში გატარება/რა სახელწოდებით აპირებს არჩევნებში მონაწილეობას) და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტია) რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, კონკრეტული საარჩევნო სახელწოდებით. ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენის ტექსტის დადგენისა და პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების მითითებისთვის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტია) ბოლო საერთო საპარლამენტო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილი განცხადებები(თუ რა სახელწოდებით მოითხოვა რეგისტრაციაში გატარება/რა სახელწოდებით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა) და აგრეთვე აღნიშნულ არჩევნებზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებები(მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების(პარტია) რეგისტრაციაში გატარების თაობაზე კონკრეტული საარჩევნო სახელწოდებით). ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენის ტექსტის დადგენისას ვალდებულია მიუთითოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება, ხოლო თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა - ნიკანორ მელიამ, 2018 წლის 30 აგვისტოს №----------–-----ბით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გაეტარებინათ ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ის’’ მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი - გ-------–---–--ე. ამავე განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის-გ-------–---–--ის წარმდგენ პარტიად (საარჩევნო სუბიექტად) მითითებულია - ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 8 სექტემბრის №-------------------–ებით, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტის ,,ე-----------–------–----------------ა’’ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარდა გ-------–---–--ე.

 

დადგენილია ასევე, რომ ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა - ნიკანორ მელიამ, 2018 წლის 26 სექტემბერს №----------–--დებით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტინის ფორმის განსაზღვრისას საპრეზიდენტო კანდიდატის - გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად დაედგინათ ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის და ცესკოს რეგლამენტის (დამტკიცებული ცესკოს 2015 წლის 25 ნოემბრის N----------------ილებით) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 17ოქტომბრისათვის ცესკოს თავმჯდომარის მიერ მოწვეული იქნა ცესკოს სხდომა. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17ოქტომბრის №--------------მის ოქმის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, დ--------------ემ, როგორც უფლებამოსილმა პირმა, ცესკოს სხდომაზე, კომისიას შესთავაზა ალტერნატიული საკითხის განხილვის წინადადება - თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2018 წლის 28 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’ სახელწოდების მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენის ტექსტშიც, საპრეზიდენტო კანდიდატის, გ-------–---–--ის, წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად, ,,ე-----------–------–----------------ის’’ ნაცვლად, ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’ დადგენის თაობაზე. ამავე ოქმით ირკვევა, რომ კომისიამ კენჭი უყარა ცესკოს წევრის, დ--------------ის მიერ კომისიისათვის შეთავაზებულ ალტერნატიულ წინადადებას, თუმცა კენჭისყრის შედეგად, დ--------------ის ალტერნატიული წინადადება არ იქნა მიღებული(მომხრე - 4; წინააღმდეგი - 2; კენჭისყრას ესწრებოდა კომისიის 12 წევრი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის ექვსმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა). შესაბამისად, 2018 წლის 17ოქტომბრის ცესკოს სხდომაზე მიღებული, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’ №--------------------–-ბით, ცესკომ დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენის ტექსტები თანდართული ნიმუშების(დანართების) შესაბამისად, სადაც საარჩევნო სუბიექტის ,,ე-----------–------–----------------ის’’ მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - გ-------–---–--ის(რიგითი №5) წარმდგენ საარჩევნო სუბიექტად მითითებულია- ,,ე-----------–------–----------------ა’’.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ ის თავი, რომელიც არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესს, პირდაპირ არ კრძალავს პარტიის/ბლოკის სახელწოდების ცვლილებას, შესაბამისად პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენ პარტიას/ბლოკს უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნული უფლებით, საკითხის გადაწყვეტისას კი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ იმ ნორმებით, რომელიც აწესრიგებს პოლიტიკური პარტიების/ბლოკების რეგისტრაციასთან და მათი სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს(113-ე, 114-ე, 142-ე მუხლები) და კანონის ანალოგიის გამოყენების პრინციპით ეხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას,-აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ნორმატიულ აქტში ანალოგიის გამოყენებისათვის, რამეთუ ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა(კანონის ანალოგია). საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე(სამართლის ანალოგია), ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სპეციალური(საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძოსამართლებრივ და საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, ამავე დროს კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კანონმდებელი უშვებს ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის(კანონის ანალოგია) გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასევე უშვებს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე(სამართლის ანალოგია), ხოლო რაც შეეხება საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებს, -აღნიშნულ შემთხვევაში კანონის ანალოგიის გამოყენებას კანონმდებელი უშვებს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თავის მხრივ კი, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’(მე-11 თავი) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის კანონის ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენის ტექსტში - მპგ ,,ე-----------–------–----------------ის’’ მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - გ-------–---–--ის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტად ,,ე-----------–------–----------------ის’’ ნაცვლად ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’ ვერ იქნებოდა დადგენილი, ვინაიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 14 ივნისის №27/2016, 2017 წლის 23აგვისტოს №23/2017, 2018 წლის 08 სექტემბრის №-------------------–ებები(საარჩევნო სუბიექტების სახელწოდებებთან დაკავშირებით) კანონიერ ძალაშია, ბათილად ან/და ძალადაკარგულად არ არის გამოცხადებული და ასევე არ არის შეცვლილი არცერთი სახის(საპარლამენტო, ადგილობრივი და საპრეზიდენტო) არჩევნებზე, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, პრეზიდენტის არჩევნების ბიულეტენში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად მიუთითოს მხოლოდ ის სახელწოდება, რომელი სახელწოდებითაც გატარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება(პარტია) რეგისტრაციაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებით საპარლამენტო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’(მისი ხუთივე დანართით) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №--------------------–-ბა(გასაჩივრებულ ნაწილში, იმ ნაწილთან მიმართებაში, სადაც გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად მითითებულია-,,ე-----------–------–----------------ა’’) შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მოთხოვნებთან, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 10 სექტემბრის №98/2018 განკარგულებაზე და განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ დასახელებული განკარგულებით ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018წლის 31 აგვისტოს №------- განკარგულებაში და რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო სუბიექტი „გ--------------–----------–--------–-----------–ია“, -არ წარმოშობდა იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტინის ფორმის განსაზღვრისას საპრეზიდენტო კანდიდატის - გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად ასევე დადგენილიყო ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’, რამეთუ როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა - ნიკანორ მელიამ, 2018 წლის 30 აგვისტოს №623/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციის მოპოვების მიზნით, რეგისტრაციაში გაეტარებინათ ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ა’’ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პოლიტიკური პარტიის სახით, აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №------- განკარგულების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო სუბიექტი ,,ე-----------–------–----------------ა“ და მისი წარმომადგენლები თ----------------------------–----------–---–-- ხოლო ამის შემდგომ კი ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 10 სექტემბრის №-------------------–---თ ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–----------------ა“ და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 31აგვისტოს №------- განკარგულების პირველი მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თე-------–-----------ნო ოლქის №49.18 ძ-----------ისა და №54 ს----------------------------–--ს №54.01.04 ს------------ ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თ--------–--------------------- მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტი „გ--------------–----------–--------–-----------–ია“ და მისი წარმომადგენლები თინათინ ბოკუჩავა და ლევან ბეჟაშვილი’’.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საბოლოო ჯამში ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 10სექტემბრის №-------------------–---ს მიღების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 142-ე მუხლით განსაზღვრული რეგულაცია და ამასთან, არსებითია ის გარემოება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცვლილება შეტანილი იქნა არა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტში,- არამედ ,,მუნიციპალიტეტებისათვის საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის ,,ე-----------–------–----------------ა’’ და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს გამოცემულ N77/2018 განკარგულებაში.

 

6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალოს დააკმაყოფილოს მ--------------------–------–-----------------ს’’ მოთხოვნა სახელწოდების შეცვლის თაობაზე და გამოსცეს ახალი განკარგულება ბიულეტენების ფორმების დადგენის შესახებ, რომელიც სრულად გაითვალისწინებს მ--------------------–------–-----------------ს’’ მოთხოვნას სახელწოდების ცვლილების თაობაზე და ბიულეტენებში მითითებული იქნება ,,გაერთიანებული ოპოზიცია-ძალაში ერთობაშია’’. აღნიშნულ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-14 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) უფლებამოსილება. დასახელებული მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ცეესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას, ამავე მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, ცეესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/ საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს.

 

დადგენილია, რომ ე-----------–------–----------------ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა - ნიკანორ მელიამ, 2018 წლის 26 სექტემბერს №----------–--დებით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტინის ფორმის განსაზღვრისას საპრეზიდენტო კანდიდატის - გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად დაედგინათ ,,გ--------------–----------–--------–-----------–ია’’.

 

დადგენილია ასევე, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო 2018 წლის 17ოქტომბერს №--------------------–-ბა(გასაჩივრებულ ნაწილში), კერძოდ- ცეესკომ დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენის ტექსტები თანდართული ნიმუშების(დანართების) შესაბამისად, სადაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - გ-------–---–--ის(რიგითი №5) წარმდგენ საარჩევნო სუბიექტად მითითებულია- ,,ე-----------–------–----------------ა’’. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-14 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე არ არსებობს მოპასუხისთვის ახალი განკარგულების გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ააიპ მ--------------------–------–-----------------ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს ააიპ მ--------------------–------–-----------------ს’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, 23-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ააიპ მ--------------------–------–-----------------ს’’ სარჩელი მოპასუხე- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მესამე პირის- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გ-------–---–--ის მიმართ, ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ’’(მისი ხუთივე დანართით) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17ოქტომბრის №--------------------–-ბის ნაწილობრივ(იმ ნაწილთან მიმართებაში, სადაც გ-------–---–--ის წარმდგენი სუბიექტის სახელწოდებად მითითებულია-,,ე-----------–------–----------------ა’’) ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), გადაწყვეტილების გამოტანიდან 02(ორი) კალენდარული დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი