განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ---------------------------დაბადებული -------–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------
ადვოკატები - გ-----------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–----------------–-- ღამის საათებში, ქ------–--–---------------------------–------------–------------–----------------- ოფისში, შ------------–----------------- პარტნიორის, მ---------------------- შვილმა, დ----------------- რომელსაც თან ახლდა ა-–--------------- და გ------------------, ამავე კომპანიის პარტნიორის, ო----------------- შვილს, მ------------------ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სახეში ჩაარტყა ბროლის ვაზა, რის შედეგადაც მ------------------- მიიღო დაზიანებები, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია.
ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ მ------------------ ჩვენებით, 2----–-–------------–-------–- ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად ჩამოვიდა საქართველოში. მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო შ------------–----------------- მართვაში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ მისი ბიძა და მამა, რომლებმაც კ------------------- ერთად დაარსეს კომპანია და სწორედ კ--------------- ცოლი - მ--------------------- გახდა კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი, ხოლო კ-------------- კომპანის მართავდა მამამისის - ო----------------- მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. 2----–-–-------------------–- კ--------------ს შეუწყვიტეს მინდობილობა, ვინაიდან კომპანიის საქმიანობით უკმაყოფილოები იყვნენ როგორც დამფუძნებელი პარტნიორები, ისე-----------–- მხარე. კ------------------- მინდობილობის შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კომპანიის რამდენიმე წლიანი მუშაობის მიუხედავად მათ არანაირი დივიდენდი მიღებული არ ჰქონდათ, ამასთან კომპანიის მისამართზე ფუნქციონირებდა კ--------------- მიერ დაფუძნებული სხვა კომპანიაც, რომელიც იყო შ------------–----------------- კონკურენტი, ხოლო თავად კ--------------ს „--------–--------------–-- თანამშრომლებად გაფორმებული ჰყავდა ისეთი პირები, რომლებიც იღებდნენ ხელფასს, თუმცა კომპანიის საქმიანობაში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდნენ. საბოლოოდ, კ------------------- მინდობილობის შეწყვეტის შემდეგ, კომპანიის დირექტორი გახდა თავად, რომელმაც 2----–-–-------------------- დ----------------------------- შეუწყვიტა ხელფასების დარიცხვა, იმ საფუძვლით, რომ კომპანიაში არ არსებობდა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ხოლო დ--------------- უარს აცხადებდა ოფისში მისვლაზე.
დ---------------სთან ურთიერთობა დაიძაბა 2----–-–-------–---- როდესაც შეკითხვები გაჩნდა მისი მამის, კ--------------- მისამართით და დაისვა მისი დირექტორობიდან შეცვლის საკითხი, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა დ---------------, ხოლო მისი ქმედებები გახდა აგრესიული მას შემდეგ, რაც მოხდა კ------------------- მინდობილობის გაუქმება. დ--------------- ნ--------------------- მეშვეობით ითხოვდა ხელფასის ჩარიცხვას და მასთან მარტო შეხვედრას. საბოლოოდ, დ---------------სთან შეხვედრა შედგა--------------–-. თუმცა სანამ დ---------------ს შეხვდებოდა ამის თაობაზე უთხრა ადვოკატ თ----------------------, რომელმაც ურჩია შეხვედრის ფარულად ჩაწერა---------------–-, დაახლოებით 19:20 საათზე,-----------------------–- მდებარე ოფისში, დ--------------- მივიდა ბიძაშვილ ა-–---------------სთან და ვინმე ს--------- ერთად. საუბრის დაწყებისთანავე იგი გამოირჩეოდა აგრესიულობით, მიმართავდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ითხოვდა მისგან ახსნას, თუ რატომ არ ურიცხავდა ხელფასს და რატომ ატარებდა აუდიტორულ შემოწმებას. საუბრის პერიოდში დ---------------მ ჩაარტყა ვაზა, რის შედეგადაც დაკარგა გონება. დ.--------ე ცდილობდა მისთვის დარტყმას, თუმცა მისი თანმხლები პირები ცდილობდნენ მის შეკავებას. იმ შემთხვევაში, თუ მეორე დღეს დილის ცხრა საათამდე ანგარიშზე არ ჩაურიცხავდა თანხას, დ--------------- ემუქრებოდა მოკვლით. დ---------------- წასვლის შემდგომ მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა თარჯიმან ს-------------- რომელიც ო-----------------თან, ბიძამისთან და ადვოკატთან ერთად მივიდა ოფისში, სადაც ასევე მივიდა უშიშროების თანამშრომელი მ--------- რომელიც დაინტერესდა მის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერით. პოლიციის განყოფილებაში მისვლისას მ-------- ცდილობდა აუდიო ჩანაწერის დისკზე გადატანას, რაც ვერ შეძლო, რის შემდეგაც იგი წავიდა განყოფილებიდან და მას შემდგომ აღარ დაკავშირებია. მოწმის განმარტებით, ჩანაწერი წაიღო მ--------მ და მისთვის უცნობია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. მოწმის განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ დ----------------- რომელმაც ჩაარტყა ვაზა და ცემა სახის და თავის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე კ--------------- ჩვენებით,------–--–-- ეროვნებით-------- ო----------------- და ე--------------------------- ერთად გადაწყვიტა-----------–- კომპანია „---------- წარმომადგენლობის საქართველოში გახსნა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ კომპანიის 34% იქნებოდა მის საკუთრებაში, ხოლო 66% თანაბრად განაწილდებოდა ო----------------- და ე----------------------- შორის. 2----–--–- ერთობლივად დაარსეს კომპანია „--------–----------------- კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ო----------------- რომელმაც გადასცა მას გენერალური მინდობილობა დაარსებული კომპანიის სრულ მართვაზე. კომპანიის დაარსებისთვის საჭირო ფინანსები მხოლოდ მის მიერ იქნა მოძიებული, ვინაიდან--------- პარტნიორების განცხადებით, იმ მომენტისთვის მათ არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსები. მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო საქმიანობა და გაიზარდა შემოსავალი,--------- პარტნიორები დაინტერესდნენ კომპანიის საქმიანობით და მოულოდნელად,------–-–----------------–- ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს შეტყობინება მინდობილობის გაუქმების თაობაზე. მოწმის განმარტებით, მას კომპანიაში დასაქმებული ყავდა მისი შვილები დ----------------------------- კომპანიის 34% გაფორმებული იყო მისი მეუღლის - მ---------------------- სახელზე, ხოლო თავად იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მოწმის განმარტებით,--------- პარტნიორები ცდილობდნენ კომპანიის ხელში ჩაგდებას, რის გამოც მათ გაითამაშეს აღნიშნული სცენარი და სწორედ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ცდილობენ დაათმობინონ კომპანიაში არსებული წილები. სწორედ ამის გამო, ვინაიდან დ---------------მაც იცოდა თურქი პარტნიორების განზრახვა, მ------------------თან შესახვედრად მივიდა თანმხლებ პირებთან ერთად, რათა თავიდან აერიდებინა მისი მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია.
მოწმე ა-–---------------------- ჩვენებით, ბრალდებული დ--------------- არის მისი დეიდაშვილი, ასევე ნაცნობობა აკავშირებს დაზარალებულ მ------------------თან. 2----–-–------------–--------- ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დ---------------სთან და ს--------- ერთად მივიდა------------------------–- მდებარე „--------–------------------ ოფისში მ------------------ სანახავად. კომპანიის ფინანსურ საქმეებთან დაკავშირებით დ---------------- მიერ დასმულ კითხვებს მ----------------- ვერ სცემდა პასუხებს, რის შემდეგაც დ.--------ემ უთხრა, რომ სასამართლო წესით მოუწევდათ ურთიერთობის გარკევა. მოწმის განმარტებით, კომპანიის ოფისიდან წამოვიდნენ ისე, რომ დ---------------ს და მ------------------ შორის რაიმე სახის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ს--------------- ჩვენებით, 2----–--–- საქართველოში ყოფნის დროს გაიცნო ო----------------, ე---------------------- და კ--------------. გაცნობის შედეგად მათთან ჩამოუყალიბდა ნორმალური ურთიერთობა და მას შემდეგ, რაც დააფუძნეს შპს „--------–----------------- უწევდა მათ სათარჯიმნო მომსახურებას. კომპანიის ხელმძღვანელი მინდობილობის საფუძველზე იყო კ--------------, რომელიც 2----–-–-------------------- ხელმძღვანელობდა კომპანიას. 2----–-–-------–--- გაიცნო ო----------------- შვილი მ-----------------, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ კომპანიის საქმიანობით, ვინაიდან წლების განმავლობაში არანაირი მოგება კომპანიის საქმიანობიდან მიღებული არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ,----------- მ-----------------ებმა კ--------------ს მოსთხოვეს კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემა და შეუწყვიტეს მინდობილობის საფუძველზე გაცემული უფლებამოსილება, რაც საბოლოოდ გახდა მათ შორის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი. ამის შემდგომ, კომპანიის ხელმძღვანელი გახდა მ-----------------, რომელმაც სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციის მიზნით დაიქირავა ადვოკატი თ--------------------- მოწმის განმარტებით, დ--------------- მ------------------აგან ითხოვდა კ--------------- ხელფასის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვას, რაზეც უარს აცხადებდა მ-----------------. მიუხედავად ამისა, იგი დათანხმდა დ---------------ს შეხვედრაზე, რაზეც თ--------------------- ურჩია, რომ მოეხდინა დ---------------სთან შეხვედრის ფარული ჩაწერა, რაშიც დახმარებას გაუწევდა მისი მეგობარი მ--------- რომელიც მუშაობდა უშიშროებაში. საბოლოოდ, მამაკაცმა რომელიც გაეცნო მ--------- სახელით, მ------------------ გადასცა ჩამწერი მოწყობილობა, რითაც უნდა მოეხდინა მას დ---------------სთან შეხვედრის ჩაწერა. 2----–-–----------------–-- სწორედ იმ დღეს, როდესაც მ----------------- შეხვედრა ჰქონდა დანიშნული დ---------------სთან, საქართველოში ჩამოვიდა მ------------------ ბიძა და ერთ-ერთ ბარში ყოფნის დროს, სადაც მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა ო----------------, თ-------------------- და მისი შვილი, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მ----------------- და შეატყობინა მისი ცემის ფაქტი. თანმხლებ პირებთან ერთად გაემართა კომპანიის ოფისში, რომელიც დახვდათ არეულ მდგომარეობაში, ხოლო მ------------------ სახის არეში ეტყობოდა სიწითლე. მოგვიანებით ადგილზე მივიდა მ--------- რომელსაც მ-----------------მ უთხრა, რომ დ---------------სთან შეხვედრის ამსახველი ჩანაწერი ჰქონდა გაკეთებული, რის შემდეგაც მ---------თან და მ------------------თან ერთად წავიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მ-------- ცდილობდა აუდიო ჩანაწერის დისკზე გადატანას, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩანაწერის გადატანა ვერ შეძლო, რის შემდეგაც მ-------- წავიდა პოლიციის განყოფილებიდან, ხოლო მ----------------- დაიკითხა მოწმის სახით, რომლის ჩვენებაშიც საბოლოოდ არ დაფიქსირდა ის გარემოება, რომ მ------------------ ჩაწერილი ჰქონდა დ---------------სთან შეხვედრის აუდიო ჩანაწერი და ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნული ჩანაწერი ჰქონდა მ--------- მოწმის განმარტებით, მ------------------თან დღემდე აქვს საქმიანი ურთიერთობა და როგორც მისგან გახდა ცნობილი, იგი ცემა დ----------------- რომელიც კომპანიის ოფისში მისული იყო ორ თანმხლებ პირთან ერთად.
მოწმე ზ--------------------- ჩვენებით, 2----–-–----- მუშაობს შპს „-------–---ში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.---–------ დირექტორი და დამფუძნებელი იყო კ--------------. „--------–---------------- თავდაპირველად ჰყავდა სხვა ბუღალტერი, გ--------------------- ხოლო შემდგომ, რამდენიმე თვით ლ----------------- ორივე კომპანია მდებარეობდა ერთიდაიგივე მისამართზე. ოფიციალურად „--------–--------------–-- არ მუშაობდა და აღნიშნულ კომპანიაში ხელფასი არ ერიცხებოდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში უწევდა მათ გარკვეულ დახმარებას. საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიურ ოპერაციებს ასრულებდა გ--------------------- კომპანიის თანამშომლებს ხელმძღვანელთან შეთანხმებით ხელფასს ურიცხავდა გ--------------------- ხელფასების ჩარიცხვა ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე.
მოწმე ლ----------------- ჩვენებით, 2----–-–------------------------------–-–------------------------ მუშაობდა „--------–--------------–-- ბუღალტრის თანამდებობაზე. მისი უშუალო უფროსი იყო კ--------------. თანამშრომლების ხელფასის საკითხი შეთანხმებული იყო დირექტორთან და იგი განსაზღვრავდა დასარიცხი ხელფასის ოდენობას. ხელფასის დარიცხვა ხდებოდა „-----------–-- გახსნილ ანგარიშზე. დ---------------- ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1500-2000 ლარს. კომპანიის მეორე დამფუძნებლის მ------------------ გადაწყვეტილებით, კომპანიამ შეიცვალა მისამართი და მას შემდეგ აღნიშნულ კომპანიაში აღარ მუშაობს. დ---------------- და მ------------------ შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მოწმე ნ------------------ ჩვენებით, 2----–-–----- მუშაობს შპს „--------–--------------–-- მენეჯერის თანამდებობაზე. მ----------------- გაიცნო 2----–--–-- კომპანიის ხელმძღვანელი იყო კ--------------, რომელიც სარგებლობდა კომპანიის მფლობელ ო-------------------- გაცემული გენერალური მინდობილობით. კ--------------- შვილთან - დ---------------სთან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. რამდენადაც მისთვის ცნობილია, დ--------------- „--------–--------------–-- არ მუშაობდა. 20---–-–---------------–-- მობილური ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა დ---------------, რომელიც მ------------------გან ითხოვდა კ--------------- კუთვნილი ხელფასის მის ანგარიშზე ჩარიცხვას, რაზეც მ----------------- იყო წინააღმდეგი, ვინაიდან კომპანიის ხელმძღვანელ ო----------------- გადაწყვეტილებით ხელფასები ჩაერიცხებოდათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც მუშაობდა „--------–--------------–-- და გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება, ხოლო ვინაიდან დ--------------- არ მუშაობდა აღნიშნულ კომპანიაში, მის ანგარიშზე ხელფასის დარიცხვა ვერ განხორციელდებოდა, ამასთან კ--------------საც შეწვეტილი ჰქონდა მინდობილობა და სწორედ ამიტომ ითხოვდა დ---------------- ადგილზე მისვლას დეტალების გასარკვევად.--------------–- კვლავ დაუკავშირდა დ---------------, რომელიც ითხოვდა მ------------------თან შეხვედრას იმ პირობით, რომ იგი იქნებოდა ოფისში მარტო. დ---------------სთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა მ-----------------მაც, რის შემდეგაც წამოვიდა ოფისიდან. მეორე დღეს, სამსახურში მისვლისას, ოფისი დახვდა არეულ მდგომარეობაში. სიტუაციის გასარკვევად დაუკავშირდა მ----------------- რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ დ--------------- რამდენიმე პირთან ერთად მისული იყო ოფისში, სადაც იგი ფიზიკურად გაუსწორდა მ------------------, რომელიც გადაყვანილი იყო სამედიცინო დაწესებულებაში. მომხდარი ფაქტიდან 3-4 დღის შემდეგ, პირადად ნახა მ-----------------, რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებების კვალი.
მოწმე მ----------------- ჩვენებით, 2----–-–--------------------- როგორც-----------–- მხარის წარმომადგენელი, მუშაობს შპს „--------–--------------–--. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის სარეალიზაციო საქონლის განბაჟება და მათი დანიშნულების ადგილამდე მიტანა. დ--------------- გაიცნო კომპანიის ოფისში, თუმცა მუშაობდა თუ არა იგი აღნიშნულ კომპანიაში, მისთვის უცნობია. 2----–-–----------------–- ო-----------------თან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ბარში ყოფნის დროს, მის მობილურ ტელეფონზე დარეკა მ-----------------მ, რომელმაც შეატყობინა მისი ცემის ფაქტის შესახებ. ო-----------------თან და იქ მყოფ პირებთან ერთად გაემართა-----------------------–- მდებარე შ------------–----------------- ოფისში, რომელიც იყო მთლიანად არეულ მდგომარებაში, ხოლო ოფისში მყოფ მ------------------ ეტყობოდა ცემის კვალი, კერძოდ მარჯვენა მხარე ჰქონდა გაწითლებული და გასიებული. როგორც მ-----------------მ განუმარტა, ოფისში მისულმა დ----------------- რომელსაც თან ახლდა ა-–--------------------- და კიდევ ერთი პიროვნება, მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება. მ----------------- თავს გრძნობდა შეუძლოდ და აწუხებდა თავის ტკივილები, რის გამოც იგი გადაიყვანეს სამედიცნო დაწესებულებაში.
მოწმე გ--------------------- ჩვენებით, დ---------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები, დაათვალიერა მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილი.
მოწმე ნ---------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება მ------------------ ცემის ფაქტზე. მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული მ----------------- და ბრალდებული დ---------------. ასევე მონაწილეობა მიიღო დაზარალებულის მობილური ტელეფონის დათვალიერებაში.
მოწმე მ---------------------------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა გ--------------------------------------- სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ი-–------------------ ჩვენებით, 2----–-–----------------–- დაწყებული იქნა გამოძიება მ------------------ ცემის ფაქტზე. 16 თებერვალს გამოკითხა დ---------------- ორი მეგობარი, მოწმე ა-–--------------------- და მ----------–--ი. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე რ---------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- დაწყებული იქნა გამოძიება------------- მოქალაქე მ------------------ მიმართ განხორციელებული ცემის ფაქტზე. მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული მ----------------- და ექსპერტ კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა თითის კვლები.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ---–--------------- ჩვენებით, 2----–-–---------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად თ---------- მოქ. მ------------------ 1--------–------ საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით. მ----------------- უჩიოდა ტკივილს ორივე ყურის არეში და სმენის დაკარგვას მარჯვენა ყურიდან. ხერხემლის სვეტის ტკივილს და თავბრუსხვევას. შუბლის მიდამოში მარჯვნივ, მარჯვენა წარბის გარეთა კუთხის გაგრძელებაზე, წარბიდან 1 სმ. ზემოთ აღენიშნებოდა ვერტიკალურად მდებარე, ზოლისებური ფორმის მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 1X0,4 სმ. მარჯვენა თვალის გარეთა კუთხესთან აღენიშნებოდა ირიბად მდებარე, მოგრძო ფორმის მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 0,5X0,2 სმ. მარჯვნივ ყვრიმალის არეში აღენიშნებოდა ირიბად მდებარე, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1X0,2 სმ. შუბლ-საფეთქლის მიდამოში მარჯვნივ, თმოვანი საფარველის მიმდებარედ აღენიშნებოდა ირიბად მდებარე, ზოლისებური ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, ნაზი ფუფხით დაფარული, თითქმის კანის დონეზე მდებარე ნაჭდევი ზომით 0,3X0,2 სმ. კეფის არეში ცენტრალურად აღენიშნებოდა ვერტიკალურად მდებარე, ოვალურთან მიახლოებული ფორმის მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 5X3 სმ. შუბლის მიდამოში მარჯვნივ თმოვან საფარველში ნანახი იქნა ირიბად მდებარე, მოგრძო ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 0,3X0,2 სმ. შუბლ-თხემის საზღვართან მარჯვნივ თმოვან საფარველში აღენიშნებოდა განივრად მდებარე, ზოლისებური ფორმის მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 1X0,5 სმ. სხეულზე სხვა რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მ------------------ 1-------–- მიუმართავს-–---------–---–--------–----------------------------–---------------–------ დეპარტამენტისათვის, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ყურის აპკის პერფორაცია. ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა.
შ------–-------–--------------–-----------------–--–--------------------------–---–-----–------ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #------- თანახმად, მ------------------ მიუმართავს კლინიკისათვის 1----------–--–-, სადაც აღმოუჩინეს დახმარება და დაუსვეს დიაგნოზი: AD-შერეული ტიპის სმენა ნაკლებობა, AS-სმენადობა ნორმა.
მ------------------ 1---------–- ნ-----–----------–--------–------------------------ კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, კისრის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. მარჯვენა ყურის დაფის აპკის პერფორაცია. როგორც ს-------------–------------–---–------ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #------- ირკვევა, მ------------------ 2---------–----------------–- ბინაზე ჩაუტარდა კონსულტაციები და დაესვა დიაგნოზი: სპონდილოზი, კისრის პოლიდისკოპათია. კისრის მალთაშუა დისკის C5-C6 პროლაბირება რადიკულოპათიით.
3--------–- მ------------------ შ---------------–-----–-- ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის მრტ. კვლევა და დაესვა დიაგნოზი: სპონდილოზი, კისრის პოლიდისკოპათია, კისრის მალთაშუა დისკის პროლაბირება რადიკულოპათიით.
2----–-–---------–---- მიმართვის საფუძველზე მ----------------- სმენის მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოსაკვლევად გაიგზავნა „---–-------–------------------–--–---------------------------–---–-----–-----–--. 2----–-–---------–--- მ------------------, კლინიკაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ი------------------ და მედიცინის აკადემიური დოქტორის - აუდიოლოგის ხ----------------- მიერ ჩაუტარდა სათანადო გამოკვლევები. გამოკვლევის შედეგები ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა 2----–-–---------–---- სამედიცინო ჩანაწერების თანახმად:------–--- კლინიკას მიმართა პაციენტმა მ-----------------მ, რომელსაც ჩაუტარდა ყურისა და ზემო სასუნთქი გზების დათვალიერება ზღურბლოვანი ტონალური აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია. შედეგი: რინოსკოპიით და ფარინგოსკოპიით - ნორმალური მდგომარეობა, მიკროსკოპით ყურის დათვალიერებისას დაფის აპკები მთელი, მარჯვენა ჰიპერემიული, მარცხენა დაბურული. 2----–-–----------------–- პაციენტს ჩატარებული ჰქონდა აუდიომეტრიული კვლევა და ყურის მიკროსკოპული დათვალიერება, მაშინ პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენამხრივი მცირე პერფორაცია, რაც ასევე აღნიშნული იყო აუდიოგრამაზე. ტიმპანომეტრიითაც აღინიშნებოდა ჰერმეტიზაციის დარღვევა. აღნიშნულის მიზეზი დაუდგენელია. შემოწმებისას, პაციენტის მდგომარეობა არის ნორმალური, ტონალური აუდიომეტრიით ნორმალური სმენა ორივე ყურზე, ტიმპანომეტრიით შუა ყურის ნორმალური გამტარობა. წარდგენილი აუდიოგრამის (------------–-------–-–---------–---- მონაცემების თანახმად, ორივე ყურიდან სმენადობა არის ნორმის ფარგლებში.
მ------------------ 1---------–- ნ-----–----------–--------–------------------------ კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დასმული დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. თავის ტვინის შერყევის დიაგნოზის დასაზუსტებლად მ------------------ სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლის მიზნით გაეგზავნა------–--------------------------------------–----------–------------–---------------–-----“ დირექტორს ბატონ ნ.-------ეს და დაესვა შემდეგი შინაარსის კითხვები: 1). სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით აღენიშნება თუ არა მ------------------ რაიმე მწვავე ტრავმული ნევროლოგიური პათოლოგია, დადებით შემთხვევაში რა სახის და რით არის აღნიშნული დადასტურებული? 2). მწვავე ტრავმული ნევროლოგიური პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში რა ხანგრძლივობით მკურნალობას საჭიროებდა მ-----------------? 2----–-–---------–--- მიღებული პასუხის თანახმად, „სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ავადმყოფს დასმული აქვს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. დიაგნოზი ემყარება ანამნეზურ მონაცემებს და ჩივილებს: ტრავმის მიღების ფაქტი, გონების ხანმოკლე კარგვის ეპიზოდი, გულისრევა-ღებინება, თავის ტკივილი, ობიექტური მონაცემების და ნევროლოგიური სტატუსის დინამიკა არ არის აღწერილი. ამდენად აღნიშნული დიაგნოზი სარწმუნოდ დადასტურებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების გათვალისწინებით, მ------------------ 2----–-–----------------–- ჩატარებული აუდიომეტრიული კვლევისა და ყურის მიკროსკოპული დათვალიერების შედეგის მიხედვით აღენიშნებოდა მარჯვენამხრივი მცირე პერფორაცია და ჰერმეტიზაციის დარღვევა, რომლის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია. ამრიგად, მარჯვენა ყურის დაფის აპკის პერფორაციის განვითარების გენეზზე (ტრავმულია თუ არა დაზიანება) და აქედან გამომდინარე მიმყენებელ საგანზე და დაზიანების ხარისხზე მსჯელობა შეუძლებელია, რაც შეეხება თავის ტვინის შერყევას, აღნიშნული დიაგნოზის გასაზიარებლად ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან აღნიშნული დიაგნოზი (ნ.-------ის განმარტებით) სარწმუნოდ დადასტურებული არ არის. ამრიგად, მ------------------ სხეულზე განვითარებული დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ----------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ----------------------- ერთად გამოცხადდა-----------------------–-, სადაც ადგილი ჰქონდა მოქალაქის ცემის ფაქტს. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ოთახში მდებარე ერთ-ერთ მაგიდაზე, სადაც კონფლიქტი მოუვიდა ყოფილ ბიზნეს პარტნიორის შვილთან, რომელმაც მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სულ ამოღებული იქნა ხელის კვლები ცხრა ცალ დაქტილოფირზე. კერძოდ, მაგიდის ქვევით დაგდებულ ვაზის ზედაპირიდან აღებული იქნა შვიდი კვალი, ხოლო დანარჩენი ორი კვალი აღებული იქნა ჭიქიდან და კალკულატორიდან.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ--------------------- ჩვენებით, 2----–-–------------–- მის მიერ გაცემული იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #------ დასკვნა, რომლის თანახმად სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8 და #9 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 38X31მმ, 37X32მმ, 38X35მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #6 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წელს დაბადებული დ-------------------------- მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის; კვალი #7 იდენტურია - 1--------- წელს დაბადებული დ-------------------------- მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; კვალი #8 იდენტურია - 1--------- წელს დაბადებული დ-------------------------- მარცხენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის, კვალი #9 იდენტურია - 1--------- წელს დაბადებული დ-------------------------- მარჯვენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის.
კვალი #1, #2, #3, #4, #5 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 1-------- წელს დაბადებული დ-------------------------- და 1--------- წელს დაბადებული ა-–--------------------------------------- ხელის ანაბეჭდის ნიმუშების.
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #1, #2, #3, #4 და #5-ის შედარება ვერ მოხერხდა მ----------–------ის ხელის ანაბეჭდებთან, ვინაიდან აღნიშნული პიროვნების ხელის ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #1, #2, #3, #4 და #5-ის იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს--------–--–------------------------–-- ოფისის სათათბირო ოთახში არეული არის მაგიდა და სკამები. მაგიდიდან ხელმარჯვნივ, იატაკის ზედაპირზე განთავსებულია ხრუსტალის ვაზა, ხოლო მის ირგვლივ სხვადასხვა სახის ტკბილეულობა. შემთხვევის ადგილიდან კერძოდ, ოფისის სათათბირო მაგიდისა და შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელს შორის იატაკზე არსებული მინის ვაზის ზედაპირიდან აღებული იქნა შვიდი ცალი ხელის კვალი, ხოლო სათათბირო მაგიდაზე არსებული ჭიქის ზედაპირიდან და იატაკის ზედაპირზე არსებული გამომთვლელის ეკრანის ზედაპირიდან აღებული იქნა 1-1 ხელის კვალი.
მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ------------------ კუთვნილი „------------ ფირმის მობილური ტელეფონი, სადაც გამოძიებისათვის საინტერესო შეტყობინება თარიღდება 1----------–-–-----------------. კერძოდ, ტელეფონის ნომრიდან +------------, სახელწოდებით დ--------------- იგზავნება შემდეგი სახის შეტყობინება: m------------- მეორე შეტყობინება არის გამოგზავნილი იმავე დღეს 23:53 საათზე შემდეგი ტექსტით:--------------------------------------------------------------------------------------
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, განმეორებით დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს--------–--–---------------------------- მიმდებარე ტერიტორია, პერიმეტრზე სამეთვალყურეო ვიდეო კამერების დაფიქსირების მიზნით. დათვალიერებისას, ხსენებულ მისამართზე მდებარე სასტუმრო “---------- შენობის გარე პერიმეტრზე აღმოჩენილი იქნა სულ სამი სამეთვალყურეო ვიდეო კამერა, რომელთაგან ორი ვიდეო კამერა განთავსებულია სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელთან, ხოლო მესამე ვიდეო კამერა განთავსებულია სასტუმროს უკანა პერიმეტრზე - ეზოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, დ--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-------------------------- განკარგულების საფუძველზე, დ--------------- შეწყალებული იქნა ბათუმის საქალაქო სასმართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, დ--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, დ---------------ს 2----–-–---------------- წარედგინა ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ დ---------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა დ---------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დასჯადია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დ---------------- მიერ მ------------------ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ მ------------------ სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, თუმცა აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მ------------------ აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება მ------------------ მიაყენა დ----------------- უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. რაც შეეხება მ------------------ ჩივილებს ორივე ყურის არეში და სმენის დაკარგვას მარჯვენა ყურიდან, რასთან დაკავშირებითაც 2----–-–----------------–ს-–---------–---–--------–----------------------------–---------------–------ დეპარტამენტის მიერ დაესვა დიაგნოზი - მარჯვენა ყურის აპკის პერფორაცია, ქალა-ტვინის ტრავმა და თავის ტვინის შერყევა, რაც თავის მხრივ მართალია თანხვედრაშია 2----–-–----------------–- ნ-----–----------–--------–------------------------ კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევებს შედეგებთან, რითაც მ------------------ ასევე დაესვა დიაგნოზი ქალა ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის, თუმცა აღნიშნული დიაგნოზი ვერ იქნა სარწმუნოდ დადასტურებული თ---–--------------------------------------–----------–--------- კლინიკის მერ დასმული დიაგნოზით, რითაც დგინდება, რომ მ------------------ მიმართ დასმული დიაგნოზი ემყარება მხოლოდ ანამნეზურ მონაცემებს და ჩივილებს, რაც არ არის საკმარისი აღნიშნული დიაგნოზის სარწმუნოდ მიჩნევისათვის. ამავე დროს ჩატარებული აუდიომეტრიული კვლევისა და ყურის მიკროსკოპული დათვალიერების შედეგების მიხედვით დაუდგენელია მ------------------ სხეულზე აღნიშნული მარჯვენამხრივი მცირე პერფორაციის და ჰერმეტიზაციის დარღვევის გამომწვევი მიზეზი. აქედან გამომდინარე შეუძლებელია მსჯელობა მ------------------ მარჯვენა ყურის დაფის აპკის პერფორაციის განვითთარების გენეზზე (ტრავმულია თუ არა დაზიანება), ასევე მიმყენებელ საგანზე და დაზიანების ხარისზხე. რაც შეეხება თავის ტვინის შერყევას, აღნიშნული დიაგნოზის გასაზიარებლად ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან აღიშნული დიაგნოზი სარწმუნოდ დადასტურებული არ არის.
2----–-–----------------–- დ---------------- მიერ მ------------------ მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ასევე არ დასტურდება თვითმხილველი მოწმე ა-–---------------------- ჩვენებით, რომელმაც მართალია დაადასტურა აღნიშნულ დღეს-----------------------–- მდებარე შ------------–----------------- ოფისში დ---------------- და მ------------------ შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა მათ შორის რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ დ---------------- და მ------------------ საუბარი ეხებოდა კომპანიის ფინანსურ საქმიანობას, რასთან დაკავშირებითაც დ--------------- მ------------------ სთავაზობდა სადავო საკითხების სასამართლო გზით გადაწყვეტას.
იმ ფაქტს, რომ კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორებს შორის ნამდვილად მიდიოდა დავა შ------------–----------------- ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც დავა მიმდინარეობს სასამართლოში სამოქალაქო წესით, დაადასტურა მოწმე კ--------------მ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დეტალუღად აღწერა შ------------–----------------- დაფუძნების და შემდგომ მისი მუშაობის პერიოდი, რაშიც-------- პარტნიორებს არანაირი ფინანსური დახმარება კომპანიის დაფუძნებაში მისთვის არ გაუწევიათ და ო---------------- და ე---------------------- კომპანიის საქმიანობით და მისი განკარგვით დაინტერესდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო საქმიანობა და გაიზარდა მისი შემოსავალი, რის შემდეგაც მოულოდნელად შეუწყვიტეს მინდობილობა კომპანიის მართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, ამასთან შეუწყვიტეს ხელფასის დარიცხვა კომპანიაში დასაქმებულ მის შვილებს ნ----------------------------- და სწორედ ამგვარი მეთოდებით და პროვოკაციული ქმედებებით ცდილობენ--------- პარტნიორები კომპანიის ხელში ჩაგდებას. მოწმის განმარტებით, დ---------------სთვის ცნობილი იყო--------- პარტნიორების პროვოკაციული ქმედებების შესახებ და სწორედ ამიტომ, მ------------------თან შესახვედრად მივიდა თანხმლებ პირებთან ერთად, რათა ამით თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი გაუგებრობები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ დ---------------- ხელის კვალი იდენტურია მხოლოდ შემთხვევის ადგილზე არსებულ მინის ჭიქის გარე ზედაპირიდან და კალკულატორის ეკრანის ზედაპირიდან ამოღებული თითის კვლების. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ მინის ვაზის შიდა და გარე ზედაპირიდან აღებული ხელის კვლები არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული დ---------------- ხელის ანაბეჭდების ნიმუშების. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა---------------------, რაც თავის მხრივ არასარწმუნოს ხდის და წინააღმდეობაში მოდის დაზარალებულ მ------------------ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ვერსიასთან დ---------------- მიერ მისთვის მინის ვაზის სახის არეში ჩარტყმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ დ---------------- ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. დაზარალებულმა მ-----------------მ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში მართალია განმარტა, რომ სწორედ ბრალდებული დ--------------- იყო ის პიროვნება, რომელმაც მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება, რაც გამოიხატებოდა ხელების და ფეხების დარტყმაში და მინის ვაზის სახის არეში ჩარტყმაში, რითაც მიიღო დაზიანებები და განიცადა ტკივილი, რაც ასევე დაადასტურეს მოწმეებმა მ--------------------------------------, თუმცა მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ფაქტის უშუალო თვითმხილველები არ არიან და მომხდარის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულ მ------------------გან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა არ უთითებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ცემას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევიან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ დ---------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც დ--------------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ--------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ დ---------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სამი ცალი დისკი, შემთხვევის ადგილების დათვალიერების ფოტოცხრილებით და ვიდეო ჩანაწერით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი