განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
330100118002514961
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/2----18

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე;

სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–- ქ--------,დაცვის მახრე:

ბრალდებული - ე--------- მ-----–ის ძე ს----------ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, დ---–----------–-------------–-

ადვოკატი: ი----ა ქ-----–---,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 126I-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 11I,126-ე მუხლის 12 -ლი ნაწილი;

 

სხდომის სახე: ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

2012 წლიდან ე--------- ს----------ი და ნ------------–--ე იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ყავთ საერთო შვილები, 5 წლის გ---- ს----------ი, 4 წლის ლ-–- და მ-----– ს----------ები და ასევე 9 თვის ე-–--- სტეფანიაინი. 2015 წლიდან 2--- წლის 17 მაისის ჩათვლით პერიოდში ე--------- ს----------ი თავის მეუღლეს ნ------------–--ეს, გენდერული დისკრინიმაციის მოტივით, ოჯახში საკუთარი უპირატესობის დემონსტრირების სურვილით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ნ------------–--ეზე. კერძოდ ლანძღავდა მას და მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, რის შედეგად ნ------------–--ე განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

 

2--- წლის იანვარში, დაახლოებით 19:30 სთ-ზე, ქ.თბილისში პირველი დ---–----------–-------------–- ე--------- ს----------ის საცხოვრებელ სახლში, ე--------- ს----------მა იმ საფუძვლით, რომ ნ------------–--ემ არ გადასცა მას სოციალური დახმარების შედეგად აღებული თანხის ნაწილი მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზკური ტკივილი.

2--- წლის თებერვალში, დაახლოებით 17 საათზე, პირველი დ---–----------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე--------- ს----------მა მის მეუღლეს - ნ------------–--ეს მოსთხოვა ფული, რათა ეყიდა ალკოჰოლური სასმელი, რაზეც მისგან მიიღო უარი. აღნიშნულის გამო ე--------- ს----------მა გაშლილი ხელი ჩაარტყა ნ------------–--ეს თავის მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2--- წლის მარტში, დაახლოებით 20 საათზე ქ.თბილისში დ---–----------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე--------- ს----------მა, მის მეუღლლეს - ნ------------–--ეს იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა არ გადასცა მას სოციალური დახმარების შედეგად აღებული თანხა, გაშლილი ხელი ჩაარტყა ნ------------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2--- წლის აპრილის ბოლოს, დაახლოებით 15 საათზე, ქ. თბილისში დ---–----------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ე--------- ს----------მა თავის ორსულ მეუღლეს ნ------------–--ეს გაშლილი ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2--- წლის მაისში, თვის პირველ რიცხვებში, დაახლოებით 18 საათზე, ქ.თბილისში დ---–----------–-------------–- მდეარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე--------- ს----------მა წყლით სავსე ბოთლი ესროლა თავის მეუღლეს - ნ------------–--ეს, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა თავს არეში, რის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2--- წლის 17 მაისს, დაალოხებით 12 საათზე, ქ.თბილისში დ---–----------–-------------–- მდეარე საცხოვრებელ სახლში ე--------- ს----------მა მეუღლეს - ნ------------–--ეს მოსთხოვა გაჰყოლოდა ბანკში, რათა გამოეტანა ფული. ნ------------–--ემ აღნიშნულ მოთხოვნაზე მის მეუღლეს განუცხადა უარი, რადგან ფული სჭირდებოდა თავად ბავშვებისთვის ტანსაცმლის საყიდლად და ასევე სჭირდებოდა ექოსკოპიის ჩატარება. უარის მიღების შემდგომ, ე--------- ს----------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ------------–--ეს რის შემდეგ მუშტი ჩაარტყა ყურის მიდამოში. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ------------–--ემ განიცადა ფიზიკურ ტკივილი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ნ------------–--ემ უარი განაცხადა მიეცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, იმავე უფლებით ისარგებლა ბრალდებულის დედამ ე-–--- ს----------მა და არ მისცა შვილის წინააღმდეგ ჩვენება.

 

საასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები.

 

ირ---–- ჩაბრავას გამოკითხვის ოქმით : -2--- წლის 17 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ინფორმაცია, რომ 12.06.1985 წელს დაბადებული ე--------- მ-----–ის ძე ს---------ი იმყოფებოდა ქ.თბილისი, პირველი დ---–----------–-------------–- მდებარე მის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ე---–----------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------–-–--------- განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ, 2--- წლის 17 მაისს, დაკავებული იქნა ე--------- ს----------ი მისი მეუღლის - ნ------------–--ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 18.05.2--- წ. მოქ. ნ------------–--ეს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექნიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

შემთხვევის ადგილის - ქ.თბილისი, დ---–----------–-------------–-, ე-–--- ს----------ის საცხოვრებელი სახლის, დათვალიერების შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, ნივთიერება ან ნივთმტკიცება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შეფასებით, უტყუარად არ დგინდება ე--------- ს----------ის მხრიდან მეუღლის - ნ------------–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. იმის გათვალსიწინებით, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებმა ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სასამართლოს შესაფასებლად რჩება, მხოლოდ გამომძიებელების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც უშაუალოდ არ არინ ე--------- ს----------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის შეემსწრეები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად ე-–--- ს----------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, ნივთიერება ან ნივთმტკიცება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას განმარტებულია, რომ ნ------------–--ეს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექნიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ მოიპოვება აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე--------- ს----------ის დანაშაულს და ის უნდა იქნეს გამართლებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ე--------- ს----------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ე--------- ს----------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გაუქმდეს ე--------- ს----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

1(ერთი) ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/