განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002671124
№1/222-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - ირ---–- ბე---–--ლის
ადვოკატ- მა-- უტ--–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ირ---–- ბე---–--ლი;
მამის სახელი: თა-----;
დაბადებული: 15.03.1----–--–-;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი გ-----------
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი გ----------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ირ---–- ბე---–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათზე, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ზვ---- რა----აშვილი და გი------ მი-----–--ლი სამსახურეობრივ მოვალეობას ანხორციელებდნენ და ავტომანქანით მოძრაობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–-. მოძრაობისას საავტომობილო გზაზე, მათ შენიშნეს წესების დარღვევით გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით----------. ავტომანქანის მფლობელს თა---- ბე---–--ლს, მათ შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის შემდეგაც პოლიციის მუშაკის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ამ დროს პოლიციელებთან მივიდა თა---- ბე---–--ლის შვილი-ირ---–- ბე---–--ლი, რომელმაც პოლიციელს ხელიდან გამოგლიჯა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადახია. ამის შემდეგ იგი გახდა უფრო აგრესიული, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რათა მათ ვერ განეხორციელებინათ მამამისის შს სამმართველოს შენობაში გადაყვანა, ძალადობის გამოყენების მუქარით და პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირების გზით, გადაუღობა გზა პოლიციის ავტომანქანას, ძალის გამოყენებით გადმოიყვანა მამამისი ავტომანქანიდან, რა დროსაც გი------ მი-----–--ლს და ზა------ სა-----–--ლს მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათზე, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ზვ---- რა----აშვილი და გი------ მი-----–--ლი სამსახურეობრივ მოვალეობას ანხორციელებდნენ და ავტომანქანით მოძრაობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–-. მოძრაობისას საავტომობილო გზაზე, მათ შენიშნეს წესების დარღვევით გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით----------. ავტომანქანის მფლობელს თა---- ბე---–--ლს, მათ შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის შემდეგაც პოლიციის მუშაკის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ამ დროს პოლიციელებთან მივიდა თა---- ბე---–--ლის შვილი-ირ---–- ბე---–--ლი, რომელმაც პოლიციელს ხელიდან გამოგლიჯა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადახია. ამის შემდეგ იგი გახდა უფრო აგრესიული, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რათა მათ ვერ განეხორციელებინათ მამამისის შს სამმართველოს შენობაში გადაყვანა, ძალადობის გამოყენების მუქარით და პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირების გზით, გადაუღობა გზა პოლიციის ავტომანქანას, ძალის გამოყენებით გადმოიყვანა მამამისი ავტომანქანიდან, რა დროსაც გი------ მი-----–--ლს და ზა------ სა-----–--ლს მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით,მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების გი------ მი-----–--ლის, ნი-- შე-------ვის, ზა------ სა-----–--ლის, თა---- ბე---–--ლის, გი- ქა--–-–--ლის, ირ---–- ბე---–--ლის გამოკითხვის ოქმები, ირ---–- ბე---–--ლის დაკავების ოქმი, პოლიციელის სამსახურებრივი პერანგის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ამოღების ოქმი, პერანგის ამოღების ოქმი, 2018 წლის 30 აგვისტოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ამოღებული პერანგები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თა---- ბე---–--ლის ადმინისტრაციული დაკავების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ირ---–- ბე---–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ოთხ ძირითად წინაპირობას, კერძოდ, პირი, რომელიც გასცემს განკარგულებას ან მოთხოვნას, უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკი, ეს პირი განკარგულების გაცემის დროს უნდა ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობას, პირის მიერ გაცემული განკარგულება ან მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი და მოქალაქე არ უნდა დაემორჩილოს გამოცემულ განკარგულებას ან მოთხოვნას, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, კანონმდებელი გულისხმობს შესაბამისი პირის მიერ მოთხოვნის უგულებელყოფას, მოთხოვნის რამდენჯერმე წარდგენის მიუხედავად.
ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: მოწმეების გი------ მი-----–--ლის, ნი-- შე-------ვის, ზა------ სა-----–--ლის, თა---- ბე---–--ლის, გი- ქა--–-–--ლის, ირ---–- ბე---–--ლის გამოკითხვის ოქმები, ირ---–- ბე---–--ლის დაკავების ოქმი, პოლიციელის სამსახურებრივი პერანგის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ამოღების ოქმი, პერანგის ამოღების ოქმი, 2018 წლის 30 აგვისტოს გ----------- რაიონული სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ამოღებული პერანგები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თა---- ბე---–--ლის ადმინისტრაციული დაკავების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ირ---–- ბე---–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
ძალადობაში შეიძლება განიხილოს ისეთი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.
ირ---–- ბე---–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დახევაში, პოლიციელებისადმი ფიზიკურ დაპირისპირებაში, ავტომანქანისათვის გზის გადაღობვაში და ძალის გამოყენებით, მამის ავტომანქანიდან გადმოყვანაში, რა დროსაც განახორციელა პოლიციის მუშაკების ფიზიკური შეურაცხყოფა.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–- ბე---–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ირ---–- ბე---–--ლს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ირ---–- ბე---–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ირ---–- ბე---–--ლის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ირ---–- ბე---–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირ---–- ბე---–--ლთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ირ---–- ბე---–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო-4000(ოთხი ათასი) ლარი, გირაოს თანხის სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, ირ---–- ბე---–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო უზრუნველყოფილ იქნა ქონებით და 2018 წლის 3 სექტემბერს ირ---–- ბე---–--ლი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, ყადაღა დაედო ცი--–- ელ---–--ლის (პ/ნ 1----------)უძრავ ქონებას.
ცი--–- ელ---–--ლს (პ/ნ 1----------)სრულად დაუბრუნდეს ირ---–- ბე---–--ლის(პ/ნ 1----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს-4000(ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული უძრავი ქონება- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–- საკადასტრო კოდი №51.10.73.0-- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 427.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1, შენობა ნაგებობის საერთო ფართი152.10, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 7000(შვიდი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ეკვივალენტური წილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართული - პოლიციელის სამსახურებრივი პერანგი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ხოლო ნივთიერი მტკიცებულება - დახეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დალუქული ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ირ---–- ბე---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3300 (სამი ათას სამასი ლარი) ლარი.
2.ირ---–- ბე---–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 აგვისტოს 15:30 საათიდან 2018 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული ჯარიმა შეუმცირდეს 300(სამასი) ლარით და საბოლოოდ, ირ---–- ბე---–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი ლარი) ლარი.
3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.ირ---–- ბე---–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ამ განაჩენის აღსრულბიდან ერთი თვის ვადაში, გაუქმდეს გ----------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ქონებაზე დაებული ყადაღა. ყადაღა მოეხსნას და ცი--–- ელიკაშვილს (პ/ნ 1----------) სრულად დაუბრუნდეს ირ---–- ბე---–--ლის (პ/ნ 1----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს-4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული უძრავი ქონება- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–- საკადასტრო კოდი №51.10.73.0-- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 427.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1, შენობა ნაგებობის საერთო ფართი152.10, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 7000(შვიდი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ეკვივალენტური წილი.
5. ნივთიერი მტკიცებულება -
5.1.პოლიციელის სამსახურებრივი პერანგი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.2. დახეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დალუქული ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7.მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე