გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.10.2018
საქმის ნომერი
140310018002691519
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002691519

საქმე № 3/294-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ

26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

მოსარჩელე: მ------- კ--------–---–ი

მოპასუხე: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი: ნ-----–-- ე----–---–-

მესამე პირი: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ნ---- გ------

დავის საგანი: შემაკავებელი ორდერი გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 23 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

სარჩელის თანახმად, მ------- კ--------–---–ი (პირ. N 5----------) ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-–-----ში მამასთან - ა-–---------- კ--------–---–თან, ძმასთან - გ------ კ--------–---–თან და შვილებთან - 2010 წლის 18 ივლისს დაბადებულ გ------- თ---–--ესა და 2015 წლის 1 ივნისს დაბადებულ თ----- მ---–---–თან ერთად;

 

2018 წლის 15 ოქტომბერს გ------- თ---–--ე გავიდა სახლის ეზოში, რათა მტრედებისთვის დაეკეტა კარი; ცოტა ხანში მოესმა ბავშვის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა; როდესაც მივიდა ადგილზე, დაინახა, რომ მას თავი ჰქონდა გატეხილი და სდიოდა სისხლი; ბავშვის განმარტებით, მტრედებისთვის კარის დაკეტვისას ჩამოვარდა კიბიდან და გაიტეხა თავი; ბავშვს მაშინვე მოუარა, სველი პირსახოცით მოჰბანა სისხლი და რადგან სისხლდენა ვერ შეუჩერა, მეზობლის დახმარებით ბავშვი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

შემდგომ დღეებში მასთან მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები, გამოკითხეს და გ------- თ---–--ე გადაიყვანეს თავშესაფარში, ხოლო მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა შვილთან მიახლოება.

 

მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება პოლიციას მიუღია მისი ძმის - გ------ კ--------–---–ის სატელეფონო ზარის საფუძველზე, თითქოს, მ------- კ--------–---–მა თეფში ესროლა გ------- თ---–--ეს და ჯანმრთელობისათვის ზიანი ამით მიადგა, თითქოს, იგი სისტემატურად ძალადობს ბავშვზე.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება; გ------- თ---–--ე გამოიკითხა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით; ბავშვი იყო ნერვიული, გაურბოდა შეკითხვებზე პასუხის გაცემას, იწყებდა ტირილს; იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იყო დიდი ფსიქოლოგიური წნეხისა და სტრესის ქვეშ. ამავე დროს, წარმომადგენელთან ერთად გამოკითხული იქნა არასრულწლოვანი გ------ კ--------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მ------- კ--------–---–ის მხრიდან სისტემატური ძალადობის ფაქტი შვილის - გ------- თ---–--ის მიმართ.

 

ასევე გამოიკითხა გ------- თ---–--ის კლასის დამრიგებელი - ნ---- თ------ი, რომელმაც განმარტა, რომ პირად საუბარში მ------- კ--------–---–მა გაანდო, რომ რეალურად გ------- თავი გაუტყდა მის მიერ თეფშის სროლის შედეგად.

 

მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, გ------- თ---–--ე არის დათრგუნული, აქვს შიშები, თავდაცვითი რეაქციები და რეფლექსები; იმპულსურია, ხშირად მუჭებს ირტყამს თავში; აუცილებელია, ბავშვი იმყოფებოდეს ფსიქლოგის, ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ, რათა კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს მისი მდგომარეობა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოში 2018 წლის 19 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება მ------- კ--------–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - გ------- თ---–--ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ);

 

მტკიცებულება: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი.

 

3.2.2. გამოძიების ფარგლებში გამოკითხული იქნენ გ------ კ--------–---–ი, გ------- თ---–--ე, მ------- კ--------–---–ი, ნ---- თ------ი და ი---------–---–ი;

 

მტკიცებულება: გამოკითხვის ოქმები.

 

3.2.3. გ------ კ--------–---–ის განმარტებით (მ------- კ--------–---–ის არასრულწლოვანი ძმა, შეტყობინების ინიციატორი), მისთვის შემთხვევით ი---------–---–ისაგან გახდა ცნობილი, რომ მის დის შვილს - გ------- თ---–--ეს დაზიანება მიადგა მ------- კ--------–---–ის მიერ თეფშის სროლის შედეგად. მ------- ნერვიული ადამიანია, ხშირად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის უფროს შვილს - გ-------ს. მომხდარის შესახებ მას გადასცეს, რომ გ------- თავი კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად გაუტყდა, თუმცა მ-------ს მეგობარ - ი---------–---–ისაგან შემთხვევით გაიგო, რომ, თურმე, მ-------ს უსვრია თეფში გ-------სთვის და ამის შედეგად გატყდომია თავი; იგი 2018 წლის 17 ოქტომბერს უშუალოდ ესაუბრა გ-------ს, რომლისგანაც შეიტყო, რომ გ------- თავის პატარა ძმას აწვალებდა, უმატებდა საჭმელს თეფშზე და ამაზე პატარა ტიროდა; სწორედ ამის გამო გაბრაზდა დედა, მაგიდიდან აიღო თეფში და მისკენ ისროლა, რაც მოხვდა თავში და მიიღო დაზიანება. ზამთარში მ-------მ გ-------ს სცემა ღუმელის გამოსაჩხრეკი რკინის ჯოხით, ცხელი რკინის გამო გ-------ს ლოყა დამწვარი ჰქონდა. მ-------მ ადრე მასაც ესროლა უთო, რაც მოხვდა ფეხში.

 

ნ---- თ------ის განმარტებით, იგი გ------- თ---–--ის კლასის დამრიგებელია; იმ დღეს გ------- რომ სკოლაში არ მივიდა, მიზეზი მოიკითხა, გადასცეს, რომ ბავშვი კიბიდან ჩამოვარდნილა და თავი გაუტეხავს; 2018 წლის 18 ოქტომბერს გ------- მივიდა სკოლაში თავზე სამედიცინო სახვევით და განუმარტა, რომ კიბიდან გადმოვარდა; სკოლის ექიმის რეკომენდაცია იყო, რომ სჯობდა, ბავშვს სახლში ემკურნალა; ამის შესახებ დაურეკა მ-------ს, რა დროსაც მოულოდნელად მ-------მ უთხრა, რომ მას ვერ დაუმალავდა, რაც მოხდა, რომ გ-------ს შუბლზე არსებული დაზიანება მან მიაყენა სახლში ყოფნის დროს, ძალიან გააბრაზა, ესროლა თეფში და ამით გაუტყდა თავი.

 

ი---------–---–მა უარყო თეფშის სროლით თავის გატეხვის შესახებ რაიმე ინფორმაციის გ------ კ--------–---–ისათვის მიწოდება; ასევე გ------- თ---–--ემ და მ------- კ--------–---–მა უარყვეს რაიმე ძალადობის განხორციელება.

 

მტკიცებულება: 2018 წლის 20 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმები.

 

3.2.4. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მ------- კ--------–---–ს აეკრძალა არასრულწლოვან შვილთან - 2010 წლის 18 ივლისს დაბადებულ გ------- თ---–--ესთან მიახლოება; აგრეთვე, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც გ------- თ---–--ე ცხოვრობს;

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 001507.

 

3.2.5. შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იფორმაცია;

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ არსებობს ეჭვი გ------- თ---–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში მისი ჯანრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, და, ძმა და სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე გ------- თ---–--ე ცხოვრობდა მ------- კ--------–---–თან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-–-----ში.

 

იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.

 

მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.

 

მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან გ------- თ---–--ეზე თეფშის სროლით ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

 

საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ა-–---------- კ--------–---–ი (მ------- კ--------–---–ის მამა), ი----- ბ---–----–---–ი და ე-–---- მ--–--ე (მ------- კ--------–---–ის მეზობლები).

 

მათი ჩვენებით, ისინი არასდროს შესწრებიან მ------- კ--------–---–ის მხრიდან გ------- თ---–--ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. კონკრეტულ ფაქტის შესახებ კი მათ იციან მხოლოდ გადმოცემით.

 

სასამართლო არ მსჯელობს, ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი (ეს უნდა დადგინდეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში), თუმცა მიუთითებს და განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს გ------- თ---–--ის მიმართ განხორციელებული თუნდაც ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ;

 

ამ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა გამოძიების ფარგლებში გამოკითხულ გ------ კ--------–---–ისა დ ნ---- თ------ის განმარტებები, რომ მ------- კ--------–---–ი ნერვიული ადამიანია, ხშირად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის უფროს შვილს - გ------- თ---–--ეს. 2018 წლის 17 ოქტომბერს უშუალოდ გ-------სგან შეიტყო, რომ დედა გაბრაზდა, მაგიდიდან აიღო თეფში და მისკენ ისროლა, რაც მოხვდა თავში და მიიღო დაზიანება, რომ ზამთარში მ-------მ გ-------ს სცემა ღუმელის გამოსაჩხრეკი რკინის ჯოხით, ცხელი რკინის გამო გ-------ს ლოყა დამწვარი ჰქონდა. მ-------მ ადრე მასაც ესროლა უთო, რაც მოხვდა ფეხში. ასევე, ნ---- თ------ის განმარტებით, ტელეფონით საუბრისას მ-------მ უთხრა, რომ გ-------ს შუბლზე არსებული დაზიანება მან მიაყენა სახლში ყოფნის დროს თეფშის სროლით.

 

აღსანიშნავია, რომ ბავშვის ინტერესების დამცველი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განმარტებით, გ------- თ---–--ე არის დათრგუნული, აქვს შიშები, თავდაცვითი რეაქციები და რეფლექსები; იმპულსურია, ხშირად მუჭებს ირტყამს თავში; აუცილებელია, ბავშვი იმყოფებოდეს ფსიქლოგის, ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ, რათა კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი, მით უფრო არასრულწლოვანი, დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.

 

შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.

 

ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში.

 

ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.

 

ამ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით არასრულწლოვანთან მიმართებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ მ------- კ--------–---–ის მხრიდან ხდება არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა მ------- კ--------–---–ის სარჩელი, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს; შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

მ------- კ--------–---–ის სარჩელი საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიმართ 2018 წლის 23 ოქტომბრის № 001507 შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.

 

გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი