განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-440-18
(№021150518003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი: ხატია ხაჩიძე
დაცვის მხარე: ე-–--------–--------ი, პირადი №1----------, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ--------ის რაიონი სოფელი ნ-------–--.
ადვოკატი - მანანა ლიპარტელიანი
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 22 აპრილს გ--------ის რაიონის სოფელ ნ-------–--ში, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, ე-–--------–--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას, ე-–--------–--------მა რ--------------ს სახის არეში მუშტის ერთჯერადი დარტყმის შედეგად, მარჯვენა ქვედა ყბაზე მოტეხა კბილი, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ--------------მა განაცხადა, რომ ე-–--------–--------ი მისი დის მეუღლის ბ---–---–-ა, იგი იმყოფებოდა რუსეთში და მისი დის ოჯახში ცხოვრობდა. მას შემდეგ რაც, ე-–--------–--------ი ჩამოვიდა საქართველოში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ წამოსვლამდე მას უცემია მისი (დაზარალებულის) და, რომელიც იყო ორსულად, ისე უცემია, რომ მისი საავადმყოფოში წაყვანა გამხადარა საჭირო. შესაბამისი საქმეც აღძრულა. ე-–--------–--------ი რ--------------ის დის დედამთილთან ერთად ცხოვრობს და ასევე იმ ეზოში ცხოვრობს მისი დაც თავის ოჯახთან ერთად. შემთხვევის დღეს რ--------------ი მათთან იყო მისული, რათა რამდენიმე კითხვა დაესვა მისი დის ცემასთან დაკავშირებით მის დედამთილთან, რა დროსაც შეხვდა ე-–--------–--------ს და მიესალმა, ჰკითხა თუ რატომ სცემა მისი და. ე-–--------–--------მა მიაძახა სამაგიეროს გადახდა გინდაო და პირველმა დაარტყა ყბაში, რ--------------ი წაიქცა, მაშინვე წამოდგა და ე-–--------–--------მა კიდევ დაარტყა. თავის დაცვის მიზნით რ--------------მაც დაარტყა მას. აღნიშნულის შემდეგ ისინი გააშველეს. ე-–--------–--------მა პოლიციაში დარეკა, პოლიციის მისვლისთანავე იგი გადაიყვანეს გ--------ის საავადმყოფოში. მას რენტგენი გადაუღეს, რადგან თავზე და სახეზე დაზიანებები ჰქონდა. ამის შემდეგ ე-–--------–--------ი აღარ უნახავს. მათ შორის დაპირისპირება რ--------------ის დის ეზოში მოხდა, სადაც მოწმის მეგობარი ე-–-------------იც იმყოფებოდა. მის გარდა კიდევ მეზობელი და ერთი-ორი ქალი იყო, რომელთა ვინაობაც მოწმემ არ იცის. მოწმესა და ე-–--------–--------ს შორის პირველი დარტყმის ფაქტი არავის უნახავს, მათ მხოლოდ კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიგეს აღნიშნულის შესახებ და მივიდნენ გასაშველებლად. ე-–--------–--------მა პირველად დაარტყა მას სახის არეში, რის გამოც კბილი მოსტყდა. ამის გარდა რ--------------ს თავი ჰქონდა გატეხილი. მისი განმარტებით ე-–--------–--------მა დაახლოებით სამჯერ დაარტყა მას. იგი საჩხუბრად არ იყო მისული ე-–--------–--------თან და როცა მათ ოჯახში მივიდა დაიძახა, იფიქრა დის დედამთილი გავიდოდა და მას დაელაპარაკებოდა, მაგრამ ე-–--------–--------ი გამოვიდა. ე-–---ი აგრესიულია და უცებ უთხრა, რომ იგი მასთან სამაგიეროს გადასახდელად იყო მისული და ამიტომ დაარტყა მას. ამასთან, განმარტა რომ ე-–--------–--------ი სადაც ცხოვრობს იმ ოჯახში 7-8 კაცი ცხოვრობს კიდევ და მარტო, მის საცემად ვერ წავიდოდა. ბრალდებული მას სატელეფონო საუბარში დაემუქრა და უთხრა, რომ მისი საქმის დამთავრების შემდეგ, საქმე ცუდად წაუვიდოდა. მოწმეს მხოლოდ ის სურს, რომ ე-–--------–--------მა მისგან თავი შორს დაიჭიროს.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–-------------მა განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ჩაიხანაში, დაახლოებით ათ საათზე გამოვიდა იქიდან, რა დროსაც რ--------------ი მივიდა მასთან „ოპელ ვექტრას“ ფირმის ავტომანქანით და უთხრა რომ საქმე ჰქონდა და გაჰყოლოდა სოფელ ნ-------–--ში. რა საქმე ჰქონდა არ უთქვამს. ასევე სთხოვა საჭესთან დამჯდარიყო, რადგან თვითონ ძალიან დაღლილი იყო. მანქანა ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან გააჩერეს. რ----ი გადავიდა მანქანიდან და „ე-–---ი“ დაიძახა. თვითონ მანქანაში დარჩა და სიმღერებს უსმენდა, ისინი თუ რაზე ლაპარაკობდნენ არ ესმოდა. არც უყურებდა მას იქამდე სანამ ყვირილის ხმას არ გაიგო. გადავიდა მაქნაიდან შევიდა ეზოში და დაინახა, რომ ე-–--------–--------მა დაარტყა რ--------------ს, რომელიც წაიქცა, ამ მომენტში ე-–---მა მას კიდევ დაარტყა. ამის შემდეგ უკვე რ-----ა დაარტყა ე-–---ს და ამ დროს მეზობლები მოვიდნენ. მან რ--------------ი ჩასვა მანქანაში და წამოვიდნენ. ამ დროს ნახა მან, რომ რ--------------ს კბილი ჰქონდა მოტეხილი. აღნიშნული მოხდა დაახლოებით 23:00 საათზე. ე-–---ი კარებთან იდგა და ჭიშკრიდან გარეთ გამოვიდა. მანქანა ეზოს ჭიშკრიდან დაახლოებით 2 მეტრში იდგა.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა მოწმე ი-----–-------------, რომელმაც განაცხადა, რომ ამჟამად მუშაობს ქ-------–--ის პ---–-–------------------------–-----------–--------------------–----------------------–---–- გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის აპრილის თვეში მუშაობდა გ--------ის რაიონის სამმართველოში გამომძიებლად. 2018 წლის 23 აპრილს შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით ე-–--------–--------მა განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა ნაცნობმა რ--------------მა. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება და მოწმის სახით გამოიკითხა ე-–--------–--------ი. რაც შეეხება რ--------------ს, როცა იგი დაბარებული იყო გამოსაკითხად, გაირკვა რომ საავადმყოფოში იყო და ე-–--------–--------ს ჰქონდა მიყენებული მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. როცა სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა რ--------------ს იგი გამოიკითხა და დაადასტურა, რომ ნამდვილად ე-–--------–--------მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და დააფიქსირა, რომ კბილი ჰქონდა მოტეხილი. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა იმავე დღეს, მაგრამ მოტეხილი კბილი ვერ იქნა ნაპოვნი. ამიტომ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ამის შემდეგ მის მიერ გამოკითხული იქნა ე-–--------–--------ის ბებია და მამიდა, ასევე ექსპერტი მ--------–-----------. მისი გამოკითხვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ დასკვნაში კბილის მოტეხვის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით იკვეთებოდა ბუნდოვანება და სწორედ ამის გარშემო დაესვა მას შეკითხვები.
3.4. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----------------მა განაცხადა, რომ მუშაობს გ--------ის რაიონის სამმართველოში დეტექტივის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. მან რ--------------ვს გააცნო პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ თარჯიმნის მეშვეობით, განუმარტა მას როგორც დაზარალებულს მისი უფლება-მოვალეობები და ბრალდებულ ე-–--------–--------ს მისი ადვოკატის და თარჯიმნის მონაწილეობით გააცნო დადგენილებ ბრალის შესახებ.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა ექსპერტი მ--------–-----------, რომელმაც დაადასტურა ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის (დასკვნა N0--------) დასკვნის სისწორე (ტ. 1, ს.ფ 57-59).
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა შემდეგი: შპს ,,ჯეო ჰოსპიტალის“ გ--------ის სამედიცინო ცენტრის ფორმა #100, რეგისტრაციის #7----ის მონაცემებით რ--------------ს 23.04.2018 წ აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახის არეში, ერთი საჭრელი კბილის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ექსკორიაციები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, საჭრელი კბილის მოტეხილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს საერთო შრომის უნარის უმნიშვნელო მყარ დაკარგვის ნიშნით/შრომის უნარის დაკარგვა 5%. სამედიცინო ბარათში არსებული მონაცემებით ხანდაზმულობა ვერ განისაზღვრა.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა მ--------–-----------მ და განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში ექსპერტის პოზიციაზე. მის მიერ ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით. შპს „ჯეო ჰოსპიტალის“ გ--------ის სამედიცინო ცენტრის ფორმა #100, რეგისტრაციის #7----ის მონაცემებით რ--------------ს 23.04.18 წელს აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახის არეში, ერთი საჭრელი კბილის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ექსკორიაციები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, საჭრელი კბილის მოტეხილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს საერთო შრომის უნარის უმნიშვნელო მყარ დაკარგვის ნიშნით/შრომის უნარის დაკარგვა 5%. სამედიცინო ბარათში არსებული მონაცემებით ხანდაზმულობა ვერ განისაზღვრა. პირადად რომ მომხდარიყო რ--------------ის წარდგენა, შესაძლებელი იქნებოდა ხანდაზმულობის დადგენა, ხოლო მკვრივ ბლაგვ საგნად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მუშტი.
3.6. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის ფორმა N1-ის მიხედვით 2018 წლის 22 აპრილს გ--------ის რაიონ სოფელ ნ-------–--ში 1--- წელს დაბადებულ ე-–--------–--------ს შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნაცნობმა 1--- წელს დაბადებულმა რ--------------ვმა.
3.7. შეტყობინება N 9------ის მიხედვით 2018 წლის 23 აპრილს გ--------ის შსს სამმართველოს სამორიგეო ნაწილს დაუკავშირდა გ--------ის რაიონული ჯეოჰოსპიტლის მიმღების ექიმი დ----------- და შეატყობინა, რომ მათ მიმღებში შეიყვანეს გ--------ის რაიონი სოფელ ნ-------–--ში მცხოვრები ე-–--------–--------ი სახეზე ზედაპირული ტრამვებით, რომელიც მიაყენა მისმა თანასოფლელმა.
3.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 23 აპრილის ოქმის მიხედვით, დადგენილია, რომ დათვალიერება ტარდება გ--------ის რაიონ სოფელ ნ-------–--ში ე-–--------–--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეზოს გარეთ, ჭიშკრის ტერიტორიაზე იმ ადგილზე, სადაც 2018 წლის 22 აპრილს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ე-–--------–--------სა და რ--------------ს შორის. ე-–--------–--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლა მოხდა ე-–--------–--------ის მამის (სახლის მფლობელის) რ----------–--------ის წერილობითი თანხმობით. სახლის ეზო არის მიწიანი ნიადაგის, სადაც დაყრილია ხრეში და არის მოსწორებული. სახლის შესასვლელი ჭიშკარი არის ცისფერი ფერის, რკინის, ეზოს გარეთ ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორია ასევე არის ქვიანი და მიწიანი ნიადაგისგან შემდგარი. შემთხვევის ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი რაიმე სახის კვალი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.
3.9. სასამართლოს სხდომაზე ჩვენება მისცა ბრალდებულმა ე-–--------–--------მა და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც დედამისი და მამამისი წავიდნენ, იგი შევიდა სახლში მის მეუღლესთან რადგან ავად იყო. ამ დროს მან დაინახა, რომ კარებთან მივიდა შავი მანქანა. ნ-------------–--------ს სთხოვა, რომ გაჩერებული მანქანის პატრონისთვის ეთქვა, რომ მასთან მისულიყო, მაგრამ რადგან ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული ვერ ადგა, ამიტომ თვითონ მივიდა. მანქანის კარი, რომ გააღო რ----ი სახლში შეიპატიჟა რაზედაც უარი მიიღო. შესთავაზა მანქანაში ჩაჯდომა და გასეირნება რომ დაელაპარაკათ. თავად უარზე იყო, რადგან მეუღლე ავად ჰყავდა და ვერ დატოვებდა, თუ საუბარი უნდოდა დალოდებოდა და როცა მისი მშობლები მივიდოდნენ მაშინ შეძლებდა გაყოლას. რ-----ა უთხრა, რომ თუ ის მართალი კაცი იყო, მაშინ ჩაჯდებოდა მანქანაში და გაჰყვებოდა. რ----ის თქმით, ე-–---ს მისი და ჰყავდა ნაცემი. ე-–--------–--------მა უთხრა, ეს თუ სიმართლე იყო განცხადება დაეწერა პოლიციაში. ამ მომენტში კარები იყო ღია და ორივე შიგნით იყვნენ. რ-----ა მას ყელზე მოუჭირა ხელი და შეაგინა, რაზეც ე-–--------–--------მა მას თავი ჩაარტყა და რ----ი წაიქცა. ამ დროს მივიდა მისი ბ---–---–-, რომელიც იყო მაღალი და შავგვრემანი, ქართულად აგინებდა და გვერდიდან დაარტყა. ბრალდებულმა იგი ფეხით დაიჭირა და წააქცია. ე-–---მა უთხრა, რომ თუ ბ---–---–- იყო დარტყმა არ იყო საჭირო და უნდა გაეშველებინა ისინი. პირველად რ--------------მა დაარტყა მას და ამის შემდეგ ბრალდებულმა საპასუხოდ ჯერ თავი დაარტყა სახის არეში და წამოდგომისას მუშტი დაარტყა. თავის და შემდეგ უკვე მუშტის დარტყმის შედეგად ე-–--------–--------ს რ----ისთვის არანაირი დაზიანება არ შეუნიშნავს, მათ შორის არც სისხლი. პოლიციას თავად დაურეკა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს, ადასტურებს მის მიერ რ--------------ვისთვის დარტყმის მიყენებას ორჯერ, ჯერ თავით, ხოლო შემდეგ მუშტით, სწორედ ამ დარტყმების შედეგად მიიღო რ--------------ვმა ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სასამართლოს მისცემდა მსჯელობის შესაძლებლობას, ემსჯელა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებზე, მაგალითად, როგორიც არის აუცილებელი მოგერიება ან უკიდურესი აუცილებლობა. როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმის ე-–-------------ის და თავად ბრალდებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მან რ--------------ვს დარტყმა მიაყენა წაქცეულზე ჯერ და შემდეგ წამოდგომისას, რაც გამორიცხავს დაზარალებულის მხრიდან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელ მოგერიებას. რაც შეეხება დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულისთვის მიყენებულ დაზიანებებს, აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია და დაზარალებულის რ--------------ვის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ე-–--------–--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს ე-–--------–--------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 22 აპრილს გ--------ის რაიონის სოფელ ნ-------–--ში, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, ე-–--------–--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას, ე-–--------–--------მა რ--------------ს სახის არეში მუშტის ერთჯერადი დარტყმის შედეგად, მარჯვენა ქვედა ყბაზე მოტეხა კბილი, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედებამ უნდა გამოიწვიოს შემდეგი შედეგები: 1) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან 2) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ორი სახისაა: ერთი რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მოშლას (ხანმოკლედ) და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ შედეგად მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, არამყარი დაკარგვა.
სუბიექტური მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულ ე-–--------–--------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რომ ე-–--------–--------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ ე-–--------–--------ის მიმართ სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ე-–--------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–--------–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. ე-–--------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი