განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
190100118002438477
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი ცოტნე მატუას

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული: ლ----------------ი

პირადი ნომერი: №3----------;

დაბადებული: 30.08.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: უმაღლესი;

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------------------------

 

ადვოკატი - იამზე ჯღარკავა

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

- ლ----------------ი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი იმის გამო, რომ სახლში ალკოჰოლური სასმელი არ იყო, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა დედას მ-----–------------ს, რომელიც აღნიშნულის გამო განიცდიდა ტანჯვას, ხოლო 2018 წლის 2 მარტს, დაახლეობით 20:30 საათზე ქალაქ რ-------–--------------------------------- ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ----------------მა დედას მ-----–------------ს ზემოაღნიშნული მიზეზით ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და მარცხენა თვალის არეში, ასევე ჰკრა ხელი და დააგდო დივანზე, დივნიდან წამოდგომისას კი კვლავ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის არეში, რის გამოც მ-----–------------ი წაიქცა და დაარტყა მარჯვენა გვერდი. აღნიშნული ქმედებებით მ-----–------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

- ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

3.1. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა მ-----–------------მა განაცხადა, რომ არის ლ----------------ის დედა. ბოლო 1 წლის განმავლობაში მისი შვილი სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ აგრესიული მის მიმართ არასდროს ყოფილა. მ/წლის 3 მარტს, როცა იგი სახლში მივიდა, ლ----------------ს ეძინა, ამიტომ შეეცადა რომ ჩუმად ყოფილიყო და როცა კართან მივიდა ლადოს გაეღვიძა, ადგა და სთხოვა რომ არაყი მიეცა მისთვის. მან უთხრა, რომ წავიდოდა და მოუტანდა. ლ----------------მა ისეთი უცნაური მოძრაობა გააკეთა, რომ დედამისი მიხვდა რომ ლ. ხ---------ი კარგად არ იყო. ლ----------------მა იგი გარეთ არ გაუშვა, ვერ აცნობიერებდა რომ დედამისს სცემდა, ისე იქცეოდა თითქოს ვიღაც უცხო ყოფილიყო. მ-----–------------მა ეზოში დაიძახა მიშველეთო, რა დროსაც ლ----------------მა თავი დაანება და დაჯდა. ამ მომენტში მეზობელთან გაიქცა. მისი განმარტებით, ლ----------------ი მას თვალში საფეთქელთან ახლოს ურტყამდა ხელს, რომელიც დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა. ამის შემდეგ მ-----–------------ი ექსპერტთან წაიყვანეს.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მ-----–------------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, იგი ცხოვრობს ქ----------–-------- მკ/რ კორპ 1 ბინა 49-ში, მის შვილთან ერთად. მუშაობს ქ----------–----–------------–-- სანიტარის თანამდებობაზე. ლ----------------ს ადრე ჰქონდა ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღების გამო პრობლემები, რის გამოც 2016 წლის 5 თებერვალს დაიწყო მკურნალობა ქ-------–--–---------------------ზე არსებულ ნარკოლოგიურ ცენტრში., რათა ალკოჰოლური სასმელისთვის თავი დაენებებინა. ამის შემდეგ ლადომ ცოტა ხნით თავი დაანება ალკოჰოლის მიღებას, მაგრამ შემდეგ ისევ გააგრძელა და გახდა აგრესიული. დედის თხოვნაზე, რომ წასულიყო და ემკურნალა უარს აცხადებდა. ლადოს აგრესიის შესახებ ნათესავებმაც იციან, მათ შორის მ-----–------------ის და ია ჩადუნელმაც. 2018 წლის 02 მარტს დაახლოებით 20:30 საათზე მ-----–------------ი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და დახვდა ლ----------------ი რომელსაც ეძინა. მ-----–------------ი სამზარეულოსთან მივიდა და შეეცადა რომ ჩუმად აეღო ქვაბი, რათა მიცვალებულთა დღე იყო და ხორბალი უნდა მოემზადებინა. უეცრად ლადომ გაიღვიძა და აგრესიული ტონით რამდენჯერმე უთხრა, რომ არაყი მიეცა. მ-----–------------მა განუცხადა, რომ არ ჰქონდა და მოუტანდა. ლ----------------მა დედის მისამართით დაუწყო მას გინება და სამზარეულოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და მარცხენა თვალის არეში. მ-----–------------ი „ლოჯში“ გაიქცა, ამ დროს ლადო მივიდა, ხელი ჰკრა და იგი მდივანზე დაეცა. როდესაც მ-----–------------ი წამოდგომას ცდილობდა, ლადომ კიდევ დაარტყა რამდენჯერმე თავის არეში ხელი, რის შედეგადაც იგი გადმოვარდა დივნიდან და მარჯვენა გვერდით დაეცა. როცა წამოდგა, ლოჯში მდებარე ფანჯარასთან დაიყვირა მიშველეთო. ლადომ ამ დროს ხელი მოჰკიდა მხრებში, ხელი ჰკრა და დივანზე მიაგდო. ამ დროს მ-----–------------მა დრო იხელთა და გაიქცა გვერდით მდებარე სადარბაზოში მდებარე ბინა 24-ში, რომელშიც მისი მეზობელი და მეგობარი ნუნუ გოგოლაძე ცხოვრობდა. მთელი ღამე მასთან გაათენა და მეორე დღეს, 2018 წლის 03 მარტს, როცა სახლში დაბრუნდა რათა საგარეო ტანსაცმელი და ჩანთა აეღო, სახლის კარი ღია დახვდა, ხოლო ლ----------------ი სახლში არ იყო. მ-----–------------ს მასთან დაკავშირება უნდოდა, მაგრამ გაახსენდა რომ ლადოს მობილური ტელეფონი არ ჰქონდა. ამის შემდეგ მ-----–------------ი სამსახურში მივიდა სადაც თანამშრომლებმა მის სახეზე მარცხენა თვალის არეში სილურჯეები შეამჩნიეს. კლინიკა „დ---–-“ მომუშავე ქირურგმა ლია ბ-–--–-–---–მა უთხრა რომ აღნიშნულის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობებინათ პოლიციისათვის. მ-----–------------ს პოლიციაში დარეკვის ეშინოდა, რადგან ლადოს რომ გაეგო აღნიშნულის შესახებ, შეიძლება მოეკლა კიდეც იგი. ამიტომ ლია ბ-–--–-–---–მა დარეკა 112-ზე და მოახსენა განხორციელებული ძალადობის შესახებ. 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე ლ----------------ის მიერ მ-----–------------ის მიმართ განხორციელებული დარტყმების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აგრეთვე როცა გადმოვარდა დივნიდან და დაეცა მარჯვენა გვერდით, წელის ქვევით არეში ასევე ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. სხვა დროს ლ----------------ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაგრამ დაახლოებით ერთი წელია მან ისევ დაიწყო ალკოჰოლის მიღება, რის გამოც გახდა ძალიან აგრესიული. სწორედ ერთი წელია, რაც ლ----------------ი მ-----–------------ის მიმართ გახდა ძალიან აგრესიული და როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა უმიზეზოდ ეჩხუბება, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ კი აგინებს დედის მისამართით და ეუბნება შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ამის შედეგად მ-----–------------ი ძალიან დაძაბულია და სულ იმის შიში აქვს, რომ შეიძლება ლადომ ეჩხუბოს, რადგან იგი ალკოჰოლზე დამოკიდებულია. მან შეიძლება მთელი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე გადააბას დალევა, რის შედეგადაც ხდება არაადეკვატური და ალკოჰოლურ სასმელს ითხოვს. ძირითადად ლადო დედამისს ეჩხუბება იმის გამო თუ რატომ არ არის სახლში არაყი და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ-----–------------ი უკვე ძალიან დაიღალა და ვეღარ უძლებს სულ დაძაბულად შიშში ცხოვრებას, რადგან ლადო როცა ნასვამია ძალიან აგრესიულია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ამის გამო მ-----–------------ი ძალიან ნერვიულობს და ფსიქოლოგიურად იტანჯება. იგი ითხოვს, რომ მიღებულ იქნეს ზომები, რადგან ლადოს 2018 წლის 02 მარტს მის მიმართ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, მ-----–------------ს აქვს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ ლადომ. რომ გაიგოს დედამისის პოლიციაში მისვლის და ჩვენების მიცემის შესახებ შეიძლება იგი მოკლას კიდეც, რადგან იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ როცაა ძალიან აგრესიულია. ლადო, როგორც დედას და ქალს მ-----–------------ს ისე არ ეჩხუბება და არასდროს უგრძვნია მისგან ის ფაქტი, რომ რადგან ქალია მას უნდა მოემსახუროს ან მისი მითითებები შეასრულოს. მხოლოდ ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ხდება არაადეკვატური და მაშინ ეჩხუბება.

დაკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდგომ მ-----–------------მა აღნიშნა, რომ მას ფიზიკური ტკივილი არ უგრძვნია, მან იგრძნო შიში, გაოცება და ფიქრობდა, ამხელა კაცის მიერ დარტყმულმა გაშლილმა ხელმა, რატომ არ გამოიწვია ტკივილი. გამოკითხვის დროს, მ-----–------------ი იმდენად დაბნეული იყო, რომ ვერ აცნობიერებდა თუ რას პასუხობდა დასმულ შეკითხვებზე. მ-----–------------ი უშვებს იმის ალბათობას, რომ სულიერად იმდენად იყო აღელვებული, რომ ტკივილი ვერ აღიქვა და ვერ იგრძნო.

3.2. სასამართლო პროცესზე მოწმე თ----------------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს შსს რ---------------–-----------------–--------–-–---------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. იგი ლადო და მ-----–------------ებს მხოლოდ საქმიდან გამომდინარე იცნობს. 2018 წლის 3 მარტს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ 2 მარტს ლ----------------მა დედამისს მ-----–------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საპატრულო პოლიციიდან, მაგრამ მანამდე 112-ში ზ/აღნიშნულ განაცხადა მ-----–------------ის თანამშრომელმა, კლინიკა „დ----ს“ ექიმმა ლიანა ბ-–--–-–---–მა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა მ-----–------------ი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისმა შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მას აშკარად აღენიშნებოდა სახეზე სილურჯეები, დასიებული ჰქონდა სახე და მარცხენა თვალზე აღენიშნებოდა შეშუპებები. ამის საფუძველზე, თ----------------–--ემ დაუნიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოკითხული მოწმეებიდან გამომდინარე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ----------------ი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ამიტომ ლ----------------ის მიმართ დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის საფუძველზეც დადგინდა რომ ლ----------------ი აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.

3.3. სასამართლო პროცესზე მოწმე ლიანა ბ-–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს კლინიკა „დ---–-“. 2018 წლის 3 მარტს როცა სამსახურში მივიდა მისი თანამშრომელი მ-----–------------ი დახვდა შეშინებული, რომელსაც მარცხენა თვალის მიდამოში აღენიშნებოდა შეშუპებები და ხელი ჰქონდა ნატკენი. როდესაც ჰკითხა თუ რა ხდებოდა, ქალბატონმა მაყვალამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა, რომელიც ნასვამი იყო სცემა იგი. ლიანა ბ-–--–-–---–მა მ-----–------------ს გაუწია პირველადი დახმარება და ამის შემდეგ დარეკა ოჯახური ძალადობის ცენტრში, სადაც განუმარტეს რომ ისინი ვერ დაეხმარებოდნენ და უნდა დაერეკა საპატრულო პოლიციაში.

 

3.4. სასამართლო პროცესზე მოწმე დ------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–---------------------–---ში დეტექტივის თანაშემწის პოზიციაზე. 2018 წლის 3 მარტს იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ-----------–----------------ში მცხოვრები ლ----------------ი გადაადგილდებოდა მე-12 მიკრო რაიონში, რომელმაც წინა დღით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამისს მ-----–------------ს. აღნიშნულის შესახებ მოწმემ მოახსენა ხელმძღვანელობას. დ------------–---–ს რაიმე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.5. სასამართლო პროცესზე მოწმე გ--–-----------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს რ--------------–-–---------------------–---ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. იგი ლადო და მ-----–------------ებს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 3 მარტს შევიდა შეტყობინება, რომ მ-----------ში მცხოვრები მ-----–------------ის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა. მ-----–------------ი მიიყვანეს განყოფილებაში და გამოკითხეს. მან განმარტა, რომ მისმა შვილმა ლ----------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გარდა ამისა, მ-----–------------ს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები თვალის არეში, კონკრეტულად რომელი თვალი იყო არ ახსოვს, მაგრამ დაზიანებები თვალსაჩინო იყო. მ-----–------------ის განმარტებით შემთხვევა მოხდა 2 მარტს, მაგრამ ამის შესახებ მან 3 მარტს განაცხადა. მოგვიანებით დაახლოებით 19:00 საათზე, მოწმისათვის ცნობილი გახდა, რომ ლ----------------ი იმყოფებოდა ქ-----------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მისამართზე სამსახურეობრივი ავტომობილით გავიდა პოლიციის სხვა თანამშრომლებთან თ----------------–--ესთან, დ----------–---სთან და ნ-----–------------ესთან ერთად. მათ ლ----------------ს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, შამოწმეს მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და იგი დააკავეს. დ----------–---მ ბრალდებულს განუმარტა მისი უფლებები. ლ.ხ---------ის დაკავება მოხდა წყნარ, მშვიდ გარემოში, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შემდეგ ლ----------------ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მას ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ და ასევე ასდიოდა ალკოჰოლის სუნი.

 

3.6. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1 დადგენილია, რომ 2018 წლის 03 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ---------------–-----------------–--------–-–---------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ის ფაქტი, რომ ქ. რუსთავში, მ---------- 1/49 მცხოვრებმა 1--- წელს დაბადებულმა მ-----–------------მა განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მისმა შვილმა 1--- წელს დაბადებულმა ლ----------------მა 2018 წლის 02 მარტს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.7. ალკოტესტით შემოწმების შესახებ 2018 წლის 03 მარტის ოქმით დადგენილია, რომ ალკოჰოლური ნივთიერებით თრობის ფაქტზე ალკოტესტით შემოწმებულ იქნა მოქალაქე ლ. ხ---------ი, დაბადებული 1--- წლის 30 აგვისტოს, პ/ნ: 3----------, რა დროსაც დაფიქსირდა 1,633%-ით ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

 

3.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 05 მარტის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ მოქალაქე მ-----–------------ს 03.03.2018 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულზე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3.9 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 ივნისის N--------- დასკვნის მიხედვით ლ----------------ს აღენიშნება ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი - F10.71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა ალკოჰოლის მოხმარებით მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შეურაცხადობა). ზემოთ აღნიშნული აშლილობა ატარებს ქრონიკულ ხასიათს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ლ----------------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება და მას სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში წარმოდგენილ მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული მოსაზრებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ: დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სასამართლომ დაზარალებულის ჩვენება უნდა გაიზიაროს მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც დაზარალებული მიუთითებს, რომ მას მოეჩვენა თითქოს ბრალდებული მას კი არა სხვა ქალს ურტყამდა და ასევე არ განუცდია ფიზიკური ტკივილი, მისი ასეთი აღქმა გამოწვეული იყო ბრალდებულის ფსიქიკური პრობლემებით, რომელიც ცნობილი იყო დაზარალებულისთვისაც. დაცვის მხარემ ასევე ეჭვქვეშ დააყენა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ბრალდებული ამ ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა არა შეზღუდული შერაცხადობის, არამედ შეურაცხად მდგომარეობაში. დაცვის მხარემ ასევე აქცენტი გააკეთა საქმეში არსებულ ირიბ მტკიცებულებებზე და განმარტა, რომ მოწმე ლიანა ბ-–--–-–---–ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან იგი წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულს მ-----–------------ს, არც გამოძიების დროს გამოკითხვისას და არც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას არ უარყვია ლ----------------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. მან დეტალურად აღწერა ლ----------------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედებები. მასზე ფიზიკური ძალადობის კვალი დადასტურებულია როგორც მოწმეების, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ. სწორედ მასზე განხორციელებული ძალადობის კვალი გახდა მიზეზი მოწმე ლიანა ბ-–--–-–---–ს მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ძალადობის კვალი თვალშისაცემი იყო ასევე იმ გამომძიებლისთვის, რომელმაც გამოკითხა დაზარალებული.

რაც შეეხება ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ფსიქიატრიული დასკვნის მიხედვით ლ----------------ს აღენიშნება ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი - F10.71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შეურაცხადობა). ზემოთ აღნიშნული აშლილობა ატარებს ქრონიკულ ხასიათს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ლ----------------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ბრალდებულს აღენიშნება შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ქმედების ჩადენის დროს, იგი ნაწილობრივ, მაგრამ მაინც აცნობიერებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას და მოსალოდნელ თუ დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. დღეის მდგომარეობით კი მისი დაავადება და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გაათავისუფლებს მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. სხვა ალტერნატიული დასკვნა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 ივნისის N--------- დასკვნის ნამდვილობას, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკური ტკივილის განცდა ინდივიდუალური შეგრძნებაა და თითოეული ადამიანი მას აღიქვამს მისი ემოციების, მგრძნობელობის თუ ანატომიური აგებულების შესაბამისად. პირის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში ან ცოტა ხნით შეუძლოდ ყოფნაში გამოიხატოს. თუ ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე დარჩა დაზიანებები, ისინი უნდა შეფასდეს სიმძიმის ხარისხის ზოგადი წესების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით დაზარალებულს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები, რომლებიც თავისი ხასიათით და კატეგორიით გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს.

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ფიზიკური ტკივილის სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ მ-----–------------მა ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა როგორც მოწმე ლიანა ბ-–--–-–---–თან, ასევე, გამომძიებელთან, ისე სამედიცინო ექსპერტთან.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32). დაზარალებულის მ-----–------------ის პოზიციის მიუხედავად, 2018 წლის 2 მარტს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმეების, გამომძიებლის ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მ-----–------------ის მიმართ შვილის ლ----------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის რეალურობა, რაც საკმარისია ბრალდებულის ლ----------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ლ----------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულის ლ----------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ლ----------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ლ----------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ლ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით.

 

2. ლ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 მარტიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი