გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/2377-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - მ----------------–ი
წარმომადგენელი - შ--–------------ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------–---–ი, ლ---------–--ე
მესამე პირი - შპს „T-----“, ს---–--------------ძე
წარმომადგენელი - კ--------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს მიუთითეს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირების - შპს „T-----“-ის და ს---–--------------ძის წარმომადგენელმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის №2/4----2015 გადაწყვეტილებით ს---–--------------ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ----------------–ი გამოწვეულ იქნა შპს „T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შპს „T-----“-ს დირექტორის თანამდებობაზე ს---–--------------ძის დანიშვნის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება მ----------------–ის შპს „T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის №2/4----2015 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 15-46).
4.1.2. 2017 წლის 12 დეკემბერს ს---–--------------ძემ №B1------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (ხელმძღვანელობითი/ წარმომადგენლობითით უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება) მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის №2/4----2015 გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს---–--------------ძის 2017 წლის 12 დეკემბრის №B1------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I. ს.ფ. 141-152).
4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბერის №B1-------/6 გადაწყვეტილებით ს---–--------------ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბერის გადაწყვეტილების (საქმე№2/4----2015) საფუძველზე, მ----------------–ი გათავისუფლდა შპს „T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბერის „რეგისტრაციის შესახებ“ №B1-------/6 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 155).
4.1.4. 2017 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №B1------- სარეგისტრაციო განცხადება არასწორად რეგისტრირებული სუბიექტისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე.
№B1------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ №B1-------/3 გადაწყვეტილებით შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) დაუდგინდა ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელს და გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მისამართსა და პირად ნომერს. ვინაიდან №B1-------/6 გადაწყვეტილებით გათავისუფლებულ იქნა საზოგადოების დირექტორი, შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) მონაცემები არ შეესაბამება მეწარმე სუბიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 დეკემბრის №B1------- სარეგისტრაციო განცხადება (ტ. I. ს.ფ.156-157);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბერის „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ №B1-------/3 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 158-160).
4.1.5. 2018 წლის 09 იანვარს დ-----------------ემ №B1------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
№B1------- სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 იანვრის განჩინება (№5 უზრ/2018), რომლითაც ს---–--------------ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე დავის დასრულებამდე, შპს „ტ-----ა“-ს (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დაინიშნა დ-----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 09 იანვრის №B1------- განცხადება და თანდართულო დოკუმენტაცია (ტ. I. ს.ფ. 163-174).
4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 იანვრის №B1-------/3 გადაწყვეტილებით დ-----------------ის მოთხოვნა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მიეთითა დ-----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 იანვრის №B1-------/3 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 175);
- 2018 წლის 09 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I. ს.ფ. 176-179).
4.1.7. 2018 წლის 09 იანვრის №B1-------/3 გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №B1-------/5 გადაწყვეტილებით შეწყდა №B1------- სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №B1-------/5 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტ. I. ს.ფ. 162).
4.1.8. 2018 წლის 07 თებერვალს მ----------------–მა №B18------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შპს „T-----“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილები მქონე პირის ცვლილება) მოითხოვა.
№B18------ სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის №2/ბ-31-18 განჩინება და 2018 წლის 06 თებერვალს ამავე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის №2/ბ-31-18 განჩინებით მ----------------–ის და შპს „T-----“-ს წარმომადგენლების შ--–------------ის და დ----------–---ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბერის გადაწყვეტილება მ----------------–ის შპს „T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ----------------–ის 2018 წლის 07 თებერვლის №B18------ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I. ს.ფ. 190-207);
- №B18------ განცხადების მიღების ბარათი (ტ. I. ს.ფ 186).
4.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 თებერვლის №B18------/3 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი პირის მიერ დამატებით წარსადგენი იყო დაზუსტებული მოთხოვნა, კერძოდ რის საფუძველზე ითხოვდა დაინტერესებული პირი ცვლილების რეგისტრაციას და ასევე წარსადგენი იყო მოთხოვნის შესაბამისი ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 თებერვლის №B18------/3 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 208-209).
4.1.10. 2018 წლის 08 თებერვალს და 28 თებერვალს მ----------------–მა №B18------ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა დოკუმენტაცია და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინების და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 08.02.2018წ. განცხადების მიღების ბარათი და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I. ს.ფ. 211-219).
- 26.02.2018წ. განცხადების მიღების ბარათი და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I. ს.ფ. 221-227).
4.1.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/7 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/7 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 220).
4.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/8 გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ „ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით (№2/ბ-31-18) გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის №2/4----2015 გადაწყვეტილება მ----------------–ის შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბერის №B1-------/6 გადაწყვეტილების საფუძველს კი წარმოადგენდა აღნიშნული გაუქმებული გადაწყვეტილება, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციის შესახებ №B1-------/6 გადაწყვეტილება და განხორციელდა მ----------------–ის (პ/ნ 6----------) აღდგენა დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის №5უზრ/2018 განჩინების საფუძველზე დავის დასრულებამდე შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) დირექტორად რეგისტრირებულია დ-----------------ე (პ/ნ 6----------).“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/8 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 228);
- 26.02.2018წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I. ს.ფ. 229-232).
4.1.13. 2018 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №B1------- სარეგისტრაციო განცხადება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B1-------/3 გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების (№2/ბ-31-18) საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბერის №B1-------/6 გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 26 თებერვლის №B1------- განცხადება (ტ. I. ს.ფ. 187);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B1-------/3 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 188-189).
4.1.14. 2018 წლის 16 მარტს მ----------------–მა №B1------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
№B1------- სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №2/ბ-148-2018 განჩინება, რომლითაც მ----------------–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დ-----------------ეს მიენიჭა შპს „T-----“-ს სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში დ-----------------ეს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები დარჩა უცვლელი.
აღნიშნული განჩინების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად საწარმო დარჩა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის გარეშე. მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით ზემოხსენებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში გაუქმდა, და ამიტომ, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენა არ გამოუწვევია. ეს ნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების მიუხედავად, საწარმოს პარტნიორთა მიერ არჩეული, რეგისტრირებული დირექტორი აღარ ჰყავს. აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო რეესტრიდან იმგვარი ამონაწერი, რომელიც ადრინდელი რეგისტრაციის აღდგენას დაადასტურებდა, სასამართლოსთვის არც მომჩივანს წარმოუდგენია. ამგვარ მდგომარეობაში მყოფი საწარმო კი სამეწარმეო საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს და გაკოტრდება. ამის გამო, საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად მიიღო გადაწყვეტილება საწარმოში დროებითი დირექტორის, ე.ი. დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ----------------–ის 2018 წლის 16 მარტს №B1------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I. ს.ფ. 238-256).
4.1.15. 2018 წლის 19 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №B1------- სარეგისტრაციო განცხადება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/8 გადაწყვეტილება. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით დგინდება, რომ არ არსებობს მ----------------–ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციის შესახებ №B18------/8 (26.02.2018წ.) გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 19 მარტის №B1------- განცხადება (ტ. I. ს.ფ. 233).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 234-236).
4.1.16. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით მარეგისტირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგინდა, რომ არ არსებობს მ----------------–ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი (პუნქტი: 4.12. 4.13). შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციის შესახებ №B18------/8 (26.02.2018წ.) გადაწყვეტილება. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე (გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დ-----------------ეს მიენიჭა შპს „T-----“-ს სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში დ-----------------ეს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები დარჩა უცვლელი) მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების ფარგლების ცვლილების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 257);
- 19.03.2018წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I. ს.ფ. 258-261).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ----------------–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ნიშნავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს ს---–--------------ძემ №B1------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (ხელმძღვანელობითი/ წარმომადგენლობითით უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება) მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის №2/4----2015 გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბერის №B1-------/6 გადაწყვეტილებით ს---–--------------ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბერის გადაწყვეტილების (საქმე№2/4----2015) საფუძველზე, მ----------------–ი გათავისუფლდა შპს „T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ №B1-------/3 გადაწყვეტილებით შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) დაუდგინდა ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე.
2018 წლის 09 იანვარს დ-----------------ემ №B1------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
№B1------- სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 იანვრის განჩინება (№5 უზრ/2018), რომლითაც ს---–--------------ძის (პ/ნ 61001007599) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე დავის დასრულებამდე, შპს „ტ-----ა“-ს (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დაინიშნა დ-----------------ე, პ/ნ 6----------.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 იანვრის №B1-------/3 გადაწყვეტილებით დ-----------------ის მოთხოვნა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მიეთითა დ-----------------ე.
2018 წლის 09 იანვრის №B1-------/3 გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №B1-------/5 გადაწყვეტილებით შეწყდა №B1------- სარეგისტრაციო წარმოება.
2018 წლის 07 თებერვალს მ----------------–მა №B18------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შპს „T-----“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილები მქონე პირის ცვლილება) მოითხოვა.
№B18------ სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის №2/ბ-31-18 განჩინება და 2018 წლის 06 თებერვალს ამავე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/8 გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ „ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით (№2/ბ-31-18) გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის №2/4----2015 გადაწყვეტილება მ----------------–ის შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბერის №B1-------/6 გადაწყვეტილების საფუძველს კი წარმოადგენდა აღნიშნული გაუქმებული გადაწყვეტილება, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციის შესახებ №B1-------/6 გადაწყვეტილება და განხორციელდა მ----------------–ის (პ/ნ 6----------) აღდგენა დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის №5უზრ/2018 განჩინების საფუძველზე დავის დასრულებამდე შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) დირექტორად რეგისტრირებულია დ-----------------ე (პ/ნ 6----------).“
2018 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №B1------- სარეგისტრაციო განცხადება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B1-------/3 გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების (№2/ბ-31-18) საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბერის №B1-------/6 გადაწყვეტილება.
2018 წლის 16 მარტს მ----------------–მა №B1------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
№B1------- სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №2/ბ-148-2018 განჩინება, რომლითაც მ----------------–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დ-----------------ეს მიენიჭა შპს „T-----“-ს სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში დ-----------------ეს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები დარჩა უცვლელი.
2018 წლის 19 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №B1------- სარეგისტრაციო განცხადება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/8 გადაწყვეტილება. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით დგინდება, რომ არ არსებობს მ----------------–ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციის შესახებ №B18------/8 (26.02.2018წ.) გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით მარეგისტირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგინდა, რომ არ არსებობს მ----------------–ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი (პუნქტი: 4.12. 4.13). შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციის შესახებ №B18------/8 (26.02.2018წ.) გადაწყვეტილება. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე (გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დ-----------------ეს მიენიჭა შპს „T-----“-ს სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში დ-----------------ეს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები დარჩა უცვლელი) მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „T-----“-ს (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების ფარგლების ცვლილების თაობაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება არ წარმოადგენდა „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/8 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივ საფუძველს.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. ამას გარდა, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელმა ორგანომ იხელმძღვანელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის №2/ბ-148-2018 კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლითაც მ----------------–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დ-----------------ეს მიენიჭა შპს „T-----“-ს სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში დ-----------------ეს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებაზე. კერძოდ, სააპელაციო პალატამ ცალსახად აღნიშნა, რომ მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საწარმოს პარტნიორთა მიერ არჩეული, რეგისტრირებული დირექტორი აღარ ჰყავს. ამდენად, 2018 წლის 20 თებერვლის №2/ბ-148-2018 განჩინებით სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინების სამართლებრივ შედეგზე, მიუთითა, რომ საწარმოს პარტნიორთა მიერ არჩეული, რეგისტრირებული დირექტორი არ ჰყავდა და სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით საწარმოში დროებითი დირექტორის, ე.ი. დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება არსებითად სწორად მიიჩნია.
ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება, რომლითაც სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ რადგან 2018 წლის 20 თებერვლის განჩინების გამოტანის მომენტისათვის შპს „T-----“-ს რეგისტრირებული დირექტორი აღარ ჰყავდა, დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია. ხოლო რაც შეეხება შპს „T-----“-ს დირექტორად მ----------------–ის აღდგენის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ საკითხზე 2018 წლის 20 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია და ამიტომ მისი განმარტებაც შეუძლებელია.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირი ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო აქტის გაცნობისთანავე თავის ქმედებები შეუსაბამოს სასამართლო გადაწყვეტილებას და უშუალოდ შეასრულოს გადაწყვეტილება, თუ იგი მას ეხება ან სხვაგვარად შეუწყოს ხელი მის შესრულებას.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 20 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების მიუხედავად, საწარმოს პარტნიორთა მიერ არჩეული, რეგისტრირებული დირექტორი არ ჰყავდა, დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება არსებითად სწორად მიიჩნია, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქმესთან დაკავშირებით გამოვლინდა იმგვარი გარემოებები, რომლებიც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 26 თებერვლის №B18------/8 გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს წარმოდგენდა.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №B1-------/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ არ არის გადახდილი. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ----------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია