განაჩენი

სისხლის სამართლის 28.10.2018
საქმის ნომერი
120100118002441804
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
28.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/197-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - ს---------------რ - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.0-.1--- წელს, პ/ნ 3---------- მცხ: ქ.რ--------, ვ-–----–----–-ს 1 გასასვლელი, კორპუსი N3, ბინა N1-.

 

ადვოკატი -კ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის მ------- და ა--------- თვეში, დაბა ა------ში საცხოვრებელ სახლში, ს---------------რმა ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა წინასწარ შეცნობით არასრულწლოვან შვილს ქ-----------–---–ს, კერძოდ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც ბავშვმა მიიღო ჩალურჯება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე ს---------------რმა უდავო გახადა და აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ს---------------რმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ზ-------------–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2013 წლის მაისის თვეში დაქორწინდა ქალაქ რ-------ში მცხოვრებ ს---------------ზე, რომელიც შემდგომ გათხოვდა თურქ----ს მოქალაქეზე და მიიღო მისი გვარი ო---------ი. ერთად თანაცხოვრების პერიოდში 2--- წლის 8--------ს მათ შეეძინათ ქალიშვილი ქ-----------–---–ი. ერთი წლის შემდეგ მათი ურთიერთობა შეიცვალა და ხშირად ჰქონდათ სიტყვიერი კამათი, ხოლო 2017 წლის ა--------- თვეში მისი ოჯახიდან წავიდა, ბავშვი კი მასთან დატოვა. ერთად ცხოვრების პერიოდში მისი მეუღლე ს----- ბავშვს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა და ხშირად სცემდა, რასაც იგი რამოდენიჯერმე შეესწრო. 2017 წლის მ------- თვეში ბავშვს ჰქონდა ლოყა ჩალურჯებული, იგი რამოდენიმეჯერ შეესწრო ს-----ს მიერ ბავშვის ხელით სახისა თუ ტანის სხვადსხვა მიდამოში ცემის ფაქტს. 2017 წლის ა--------- თვეში სახლში მამამისის ფ---------------–--ლის თანდასწრებით მისაღებ ოთახში ჯერ რამოდენიმეჯერ ხელით დაარტყა თავის არეში იმის გამო, რომ ბავშვი არ იძინებდა, ხოლო შემდეგ მან დაინახა მათ საძინებელ ოთახში ს----- ხელით როგორ გამეტებით ურტყამდა ზურგის არეში ბავშვს და თან ხმამაღლა უყვიროდა, რომ ჩქარა დაეძინა, რის შემდგომ დაახლოებით ერთ კვირაში ს---------------რი მისგან სახლიდან წავიდა.

 

იხ. ს.ფ. 11-14; 44-46;

 

ფ---------------–--ლის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად მისი რძალი ს---------------რი, ბავშვს არ უვლიდა და სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. რაც მუშაობა დაიწყო ა------ს რაიონულ საავადმყოფოში დამლაგებლად, სახლში მუდმივად ბრუნდებოდა გაღიზიანებული და ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც შვილს ქ-----------–---–ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მისი თანდასწრებით რამოდენიმეჯერ სცემა ბავშვს გამეტებით, კერძოდ 2017 წლის გაზაფხულზე ისე სცემა და ისე ურტყა ბავშვს სახეში, რომ ერთი კვირა ლოყაზე ბავშვს სილურჯე აშკარად ემჩნეოდა, 2017 წლის ა--------- თვეში საცხოვრებელ სახლში ს-----მ მისი თანდასწრებით სცემა ბავშვს, მას მერე კი მალე 2017 წლის ა--------- თვეში ოჯახიდან წავიდა.

 

იხ. ს.ფ. 24-26; 54-56;

 

დ--–--------–---ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად ს---------------რი სისტემატიურად გამოთქვამდა უთანხოებას მის ოჯახთან დაკავშირებით, აგრეთვე მათთან ერთად ხშირად უყვიროდა ბავშვს და სცემდა გამეტებით, არაფერს არ აკეთებდა და არც ბავშვს აქცევდა ყურადღებას. 2017 წლის აგვისტოში იმდენად აგრესიული გახდა მისი რძალი ს---------------რი, რომ ხშირად გამეტებით ურტყამდა ბავშვს და როგორც სათამაშო ისე აგდება ოთახის კუთხეში, ცელქობისა და ხმაურის გამო. 2017 წლის 27 ა---------, ისე, რომ არავის დაემშვიდობა, სახლიდან წავიდა.

 

იხ. ს.ფ. 17-21; 47-51;

 

არასრულწლოვანი დაზარალებული ქ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობდა ქ-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, გამოკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგი ი-----–----ე და ქ----ს ოჯახის წევრი, ბებია დ--–--------–---ი. გამოკითხვის დაწყებისას და გაცნობის პროცესში ქ-----------–---–ი საუბარში აქტიურად მონაწილეობდა და ხალისით პასუხობდა, რომელიც ეხებოდა მის ყოველდღიურ საქმიანობას, ანუ საბავშო ბაღში ყოფნას და მეგობრებთან ურთიერთობას, თუმცა კითხვაზე რა ჰქვია მის დედას, განაცხადა, რომ დედა არ უყვარს და არ უნდა დედასთან ყოფნა. ამავე განაცხადის პარალელურად ხელების, სათამაშოების და სხვა ნივთების მეშვეობით ცდილობდა სახის და თავის დამალვას. მას შემდეგ რაც საუბარი დაუბრუნდა ოჯახის წევრებს ან სათამაშოებს, ისევ ხალისით ალაპარაკდა, ხოლო კითხვაზე დედის შესახებ ისევ გაჩუმდა, ისევ განაცხადა, რომ დედა არ უნდა და ფიზიკურადაც იგივენაირად მოიქცა. იგი დედის შესახებ არ ამბობდა არანაირ აზრს, აცხადებდა მხოლოდ, რომ არ უყვარს, გააბრაზა დედამ და არ უნდა დედასთან. სხვა ინფორმაციის მიღება ქ-----------–---–ისაგან ვერ მოხერხდა, რაც საქმის შესახებ შეიძლება იქნეს მნიშვნელოვანი.

 

იხ. ს.ფ. 135-138;

 

ლ--–--------–---ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად ცხოვრობს სოფელ ა------ში ყ-----–---–ების ოჯახის მეზობლად. დაახლოებით ხუთი წლის უკან ზ-----ი ყ-----–---–ი დაქორწინდა ქალაქ რ-------ში მცხოვრებ ს---------------ზე, რომელთანაც შეეძინათ შვილი ქ---- ყ-----–---–ი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ესმოდა ზ-----ის და ს-----ს ხმამაღალი ყვირილისა და სიტყვიერი კამათის ხმა. ს----- ბავშვს ქ---- ყ-----–---–ს ხშირად სცემდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის მ------- თვეში, ის იმყოფებოდა მათთან ეზოში, რა დროსაც ბავშვი ქ---- ყ-----–---–ი თამაშის დროს დასველდა, რის გამოც ს-----მ სამი წლის შვილს რამოდენიმეჯერ ჯერ სახის არეში დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ კი საჯდომზე, რასაც მოჰყვა ბავშვის ხმამაღალი ტირილი.

 

იხ. ს.ფ. 34-36; 59-61;

 

თ----- ყ-----–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად მისი რძალი ს---------------რი, ბავშვს არ უვლიდა და სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. რაც მუშაობა დაიწყო ა------ს რაიონულ საავადმყოფოში დამლაგებლად, სახლში მუდმივად ბრუნდებოდა გაღიზიანებული და ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც შვილს ქ-----------–---–ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მისი თანდასწრებით რამოდენიმეჯერ სცემა ბავშვს გამეტებით, კერძოდ 2017 წლის გაზაფხულზე ისე სცემა და ისე ურტყა ბავშვს სახეში, რომ ერთი კვირა ლოყაზე ბავშვს სილურჯე აშკარად ემჩნეოდა, 2017 წლის ა--------- თვეში საცხოვრებელ სახლში ს-----მ მისი თანდასწრებით სცემა ბავშვს, მას მერე კი მალე 2017 წლის ა--------- თვეში ოჯახიდან წავიდა.

იხ. ს.ფ. 29-31;

 

გ------------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად ცხოვრობს სოფელ ა------ში ყ-----–---–ების ოჯახის მეზობლად. რომლებთანაც აქვს კარგი ურთიერთობა და ხშირად მიდის მათ ოჯახში. იგი რამოდენიმეჯერ შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ყ-----–---–ების რძალმა ს-----მ სცემა ბავშვი ქ---- ყ-----–---–ი მათივე საცხოვრებელ სახლში და სახლის ეზოშიც, ასევე დაუნახავს, თუ როგორ დაარტყა ს-----მ ხელი ბავშვს სახეში. 2017 წლის აპრილის თუ მაისის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ეზოდან დაინახა, თუ როგორ სცემდა ს----- თავის სამი წლის ბავშვს ხელით, იგი ბავშვს ურტყავდა ზურგზე და უყვიროდა ხმამაღლა.

 

იხ. ს.ფ. 39-41; 64-65;

 

სასამართლოს დასკვნა ს---------------რის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დამყარებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობებზე: მოწმე - ი------–----ის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ს---------------რის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ს---------------რის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ ს---------------რის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ს---------------რს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ს---------------რის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით,. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ს---------------რს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს---------------რ (პ/№3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

 

2. ს---------------რის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1----------------- 2018 წლის 2--------------- ჩათვლით და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი