განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ--------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----------------------------------- (დაბადებული ----------------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------------------------–--
ადვოკატები - მ-----------------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
დ------------------- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და ინახავდა 02 (ორი) ერთეულ ყალბ 100 (ასი) აშშ დოლარის კუპიურას. დ------------------ 2----–-–----------------, დაახლოებით 20:15 საათზე, ქ--------–--------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, ზემოაღნიშნული 02 (ორი) ერთეული ყალბი 100 (ასი) აშშ დოლარის ვალუტა, გაასაღა ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართულ პირზე, რის სანაცვლოდაც დ------------------ მიიღო თანხა 60 (სამოცი) აშშ დოლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება.
მოწმე ლ---------------- ჩვენებით, მუშაობს---------------------------------------------------–- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2----–-–------------- თვეში დაუკავშირდა ნაცნობი ი-–----------------, რომელმაც უთხრა, რომ იცნობდა პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ყალბი ფულის კუპიურები და სთხოვდა მის გასაღებაში დახმარებას. ი-–---------------- განუმარტა, რომ აღნიშნული ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ურჩია განცხადებით მიმართვა. ი-–----------------ს მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემდგომ, დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები და 2------------, ი-–------------------- ერთად, წავიდა--------–- დ---------------------- შესახვედრად. შეხვედრა შედგა დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე, რა დროსაც შეთანხმებისამებრ დ------------------ გადასცა მას ყალბი ორი ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მის ნაცვლად დ------------------ გადასცა გამომძიებლის მიერ ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი 60 დოლარი. შეხვედრისას, დ------------------ განუცხადა, რომ ნიმუშის სახით ჰქონდა ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები და სურვილის შემთხვევაში შეძლებდა მის მიერ მოთხოვილი 15000 დოლარის ყალბი კუპიურების მოძიებას, თუმცა ვინაიდან უკვე გადაცემული ფულის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, დ------------------ შესთავაზა შესაძენი თანხის 25%-ის გადახდა, რაზეც ს----------- განუცხადა, რომ აღნიშნული საკითხი იყო შესათანხმებელი და საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდებოდა სამი დღის განმავლობაში. საუბრის დასასრულს, დ------------------ შესთავაზა ყალბი ევროს კუპიურების მიყიდვაც, რაზეც განუცხადა, რომ ევროს შესყიდვით არ იყო დაინტერესებული. მოწმის განმარტებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა დ---------------------- შეხვედრის და მისი მხრიდან ყალბი ფულის კუპიურების გასაღების ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საბოლოოდ, დ--------------------- შეძენილი 200 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები და ოპერატიული მიზნებისთვის მასზე გადაცემული 150 აშშ დოლარიდან დარჩენილი 90 აშშ დოლარი სრულად გადასცა გამომძიებელს.
მოწმე ო---------------- ჩვენებით,------–-–---------------- ი-–----------------ს განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება დ------------------ მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე. დაკითხა მოწმეები, შეადგინა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ოპერატიული ჩართვა და საკონტროლო შესყიდვა. ოპერატიულ ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ ი-–---------------- და ლ---------------- ამასთან, ვინაიდან დაგეგმილი იყო შეხვედრა ერთის მხრივ ტ--------- და ჯ------------ ხოლო მეორეს მხრივ დ------------------ შორის, მოპოვებული იქნა მოსამართლის განჩინება ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის და ფოტოგადაღების შესახებ. 2------------ განხორციელდა შეხვედრა დ------------------, ი-–---------------- და ლ---------------- შორის, რა დროსაც საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში ლ---------------- მიერ დ--------------------- შეძენილი იქნა ორი ცალი 100 დოლარიანი კუპიურა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ---------------- ჩვენებით,------–-–---------------- მის მიერ გაცემული იქნა დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა #---------- რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, ორი ცალი აშშ 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა სერიებითა და ნომრებით: H-------------------------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით და არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.
ბრალდებულ დ------------------ ჩვენებით, დიდ ხნის ნაცნობობა აკავშირებს ლ----------------თან, ასევე იცნობს ი-–----------------, რომელიც არის ლ---------------- ნათესავი. ი-–---------------- არ ენდობოდა ლ---------------- და სწორედ ამიტომ, ნიმუშის სახით ლ------------------ გადასაცემად დაუტოვა 300 აშშ დოლარი, რაც დაუსველდა ა/მანქანის სამრეცხაოზე და სწორედ ამიტომ, 2------------ დაგეგმილ შეხვედრაზე, ი-–----------------- დაასწრო ლ---------------- მასთან მისვლა და ლ------- გადასაცემად მანქანაში დაუტოვა 200 დოლარი, რაც მოგვიანებით ლ---------------- თავად აიღო მანქანიდან. ბრალდებულის ჩვენებით, ლ----------------თვის პირადად არანაირი თანხა არ გადაუცია და თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მისი ქმედება შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმის მცდელობაში, რომ დახმარებოდა ი-–---------------- ისეთ პიროვნებასთან დაკავშირებაში, რომელიც დაეხმარებოდა მას ყალბი ფულის შოვნაში.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - „საკონტროლო შესყიდვის“ ფარგლებში 2----–-–----------------, ღონისძიებაში ჩართული პირის - ლ---------------- მიერ დ--------------------- შეძენილი ორი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურის დათვალიერება. ერთი ცალი 100 აშშ დოლარიანის კუპიურაზე სერიულ ნომრად მითითებულია-------------------, ხოლო მეორე 100 აშშ დოლარიანის კუპიურაზე სერიულ ნომრად მითითებულია------------------
ფულადი თანხის გადაცემის ოქმის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების წარმატებით ჩატარების მიზნით------------–------------------------------------------------------------------------ დეპარტამენტიდან გამოტანილი ფულადი თანხით 2----–-–---------------- მოხდა 150 აშშ დოლარის შეძენა, რაშიც გადახდილი იქნა 402 ლარი. შეძენილი აშშ დოლარიანი კუპიურების ნომრებია: ორი ცალი 50 აშშ დოლარიანი კუპიურების ნომრებია----------------------------, ერთი ცალი 20 დოლარიანი კუპიურას ნომერია -------------- ხოლო სამი ცალი 10 დოლარიანი კუპიურების ნომრებია:--------------------------------------
საკონტროლო შესყიდვის ოქმის თანახმად, 2----–-–---------------- ლ---------------- მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - „საკონტროლო შესყიდვის“ ფარგლებში, ქ--------–------------–---–--------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--------------------- შესყიდული იქნა ყალბი ფული, კერძოდ 2 ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა შემდეგი მონაცემებით: 1). 100 აშშ დოლარის კუპიურა ნომრით -------------- 2). 100 აშშ დოლარის კუპიურა------------- აღნიშნული ყალბი 200 დოლარის შეძენისას გადახდილი იქნა 60 აშშ დოლარი, რომელთა შორისაც იყო ერთი ცალი 50 დოლარიანი კუპიურა ნომრით------------ და ერთი ცალი 10 დოლარიანი კუპიურა ნომრით------------- ყალბი ფულის კუპიურების შესაძენად ლ------------------ გადაცემული 150 აშშ დოლარიდან, საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დარჩენილი გაუხარჯავი თანხა, კერძოდ 90 აშშ დოლარი, უკან იქნა დაბრუნებული გამომძიებელთან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით, დ----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ,------–-–----------------- დ------------------ წარედგინა ბრალდება სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ----------------- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა------–-–----------------------- საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანამად, ჩანაწერი კადრის მიხედვით იწყება 2----–-–---------------- 19:47:51 საათზე და მთავრდება 20:25:47 საათზე. აუდიო-ვიდეო ჩანაწერში ასახულია ერთის მხრივ, დ------------------ა და მეორეს მხრივ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირებს - ლ----------------ა და ი-–---------------- შორის შეხვედრისა და საუბრის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, ლ--------------- და ი-–---------------- შეხვდნენ დ------------------ 2----–-–---------------- საღამოს 20:03:20 საათზე ქ--------–-----------–---–--------- სიახლოვეს. აღნიშნული შეხვედრის დროს, 20:15:12 საათზე დ------------------ ლ---------------- გადასცა ორი ცალი 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა, ხოლო მის ნაცვლად ლ---------------- დ------------------ გადასცა 60 აშშ დოლარი. ჩანაწერის მიხედვით, კერძოდ, შემდგარი საუბრით ირკვევა, რომ დ------------------ ლ---------------- გადასცა ყალბი ფულის კუპიურები, ხოლო ყალბი ფულის კუპიურების ნაწილი კი თავად დაიტოვა.
ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ჩანაწერი კადრის მიხედვით იწყება------–-–------------------------- საათზე, ხოლო დისკზე არსებული ჩანაწერი მთავრდება--------- საათზე. მეორე ჩანაწერი კადრის მიხედვით იწყება 2----–-–---------------- 19:47:51 საათზე და მთავრდება 20:25:47 საათზე. ორივე ჩანაწერი ასახავს ერთი და იგივე შეხვედრას, კერძოდ აღნიშნულ აუდიო -ვიდეო ჩანაწერებში ასახულია ერთის მხრივ დ------------------ა და მეორეს მხრივ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირებს - ლ----------------ა და ი-–---------------- შორის შეხვედრისა და საუბრის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით ლ--------------- და ი-–---------------- შეხვდნენ დ------------------ 2----–-–---------------- საღამოს 20:03:20 საათზე ქ--------–------------–---–--------- სიახლოვეს,------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული შეხვედრის დროს 20:15:12 საათზე დ------------------ ლ---------------- გადასცა ორი ცალი 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა, ხოლო მის ნაცვლად ლ---------------- დ------------------ გადასცა 60 აშშ დოლარი. ამავე შეხვედრის დროს ლ---------------- და დ------------------ ისაუბრეს დ--------------------- შესაძენი ყალბი ფულის დეტალებთან დაკავშირებით. კერძოდ, ლ---------------- დ------------------ თავდაპირველად უთხრა, რომ ესაჭიროებოდა ყალბი ფულის კუპიურები 15000 აშშ დოლარის ოდენობით, რაზეც დ------------------ განუცხადა, რომ სანაცვლოდ ლ---------------- მისთვის უნდა გადაეხადა აღნიშნული თანხის 30% ფულადი თანხა. დ------------------ მხრიდან ლ----------------თვის ზემოაღნიშნული თანხის, ანუ 200 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გადაცემის შემდეგ, ლ---------------- დ------------------ უთხრა, რომ აღნიშნულ კუპიურებს აჩვენებდა თავის ახლობელს და თუ ხარისხი იქნებოდა დამაკმაყოფილებელი, შეიძლება შეეძინა უფრო მეტი რაოდენობის აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, თუმცა რადგანაც უკვე გადმოცემული ყალბი კუპიურების ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ უნდა შეთანხმებულიყვნენ ლ---------------- მხრიდან გადასახდელი თანხის ოდენობაზე, კერძოდ ლ---------------- დ------------------ შესთავაზა, რომ თუკი იგივე ხარისხის ყალბი კუპიურების გადაცემა მოხდებოდა დ------------------ მხრიდან, მაშინ ლ--------------- გადაიხდიდა შეძენილი ყალბი ფულის ოდენობის 25%-ს. საბოლოოდ, ლ---------------- და დ----------------- შეთანხმდნენ, რომ ლ--------------- მეორე დღეს დაუკავშირდებოდა დ------------------ ტელეფონით და წინასწარ შეთანხმებული შენიღბული საუბრით ეტყოდა, თუ მისთვის რა რაოდენობის ყალბი ფული უნდა მიეტანა შესაძენად და რამდენ პროცენტში. ამავე შეხვედრის დროს, დ------------------ ლ---------------- ჰკითხა თუ დაინტერესდებოდა ყალბი ევროს კუპიურების შეძენით, რაზეც ლ---------------- უპასუხა, რომ ჯერ აშშ დოლარის ყალბი კუპიურების შეძენით იყო დაინტერესებული და ევროს ყალბი კუპიურები ამ ეტაპზე არ უნდოდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ დ------------------ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (მოწმეების მ---------------------------------------------------------- ჩვენებები) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ------------------ მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება დ------------------ წინააღმდეგ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიქტური მხარე გამიხატება მოქმედების ჩადენაში შემდეგი ფორმებით: ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება.
შეძენა გულისხმობს ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის მოპოვებას სხვადასხვა გზით - ყიდვით, გაცვლით, პოვნით და სხვა.
შენახვა გულისხმობს ყალბი ფულისათვის ან ფასიანი ქაღალდისათვის ამა თუ იმ ფორმით ადგილსამყოფელის მიჩენას.
ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება გულისხმობს მათ მიმოქცევაში გაშვებას, ე.ი. მათ გამოყენებას როგორც ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ისე ქონებრივი უფლებების უშუალოდ განხორციელებაში, აგრეთვე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება დამთავრებული დანაშაულია მათი ერთჯდერადი გამოყენების ან გადაცემის მომენტიდან.
ქმედების სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იძენს ან ინახავს ყალბ ფულს, ფასიან ქაღალდს ან ვალუტას და სურს მისი გასაღება ან ასაღებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, უტყუარად არის დადასტურებული დ------------------ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. კერძოდ, ის ფაქტი, რომ დ------------------ ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება სრულად დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით. კერძოდ, მოწმე ლ---------------- სრული სიზუსტით აღწერა ბრალდებულ დ------------------ მიერ შესრულებული ქმედებები და განმარტა, რომ 2----–-–------------- თვეში ი-–----------------ს განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა----------–- დ---------------------- შეხვედრა მისგან ყალბი ფულადი კუპიურების შეძენის მიზნით. მტკიცებულებათა მოპოვების და დამნაშავე პირთა მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა დ---------------------- შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და ფოტოგადაღება. შეთანხმებისამებრ, 2------------ ი-–------------------- ერთად გაემგზავრა დ---------------------- შესახვედრად, რა დროსაც დ------------------ გადასცა მას ყალბი ორი ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მის ნაცვლად დ------------------ გადასცა გამომძიებლის მიერ ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი 60 დოლარი. შეხვედრისას, დ------------------ განუცხადა, რომ ნიმუშის სახით ჰქონდა ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები და სურვილის შემთხვევაში შეძლებდა მის მიერ მოთხოვილი 15000 დოლარის ყალბი კუპიურების მოძიებას, თუმცა ვინაიდან უკვე გადაცემული ფულის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, დ------------------ შესთავაზა შესაძენი თანხის 25%-ის გადახდა, რაზეც ს----------- განუცხადა, რომ აღნიშნული საკითხი იყო შესათანხმებელი და საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდებოდა სამი დღის განმავლობაში. ამასთან, საუბრის დასასრულს, დ------------------ შესთავაზა ასევე ყალბი ევროს კუპიურების მიყიდვაც, რაზეც უპასუხა, რომ ევროს შესყიდვით არ იყო დაინტერესებული.
დ------------------ მიერ ყალბი ფულადი თანხის შეძენის და შემდგომ მისი გასაღების ფაქტი სრულად დასტურდება მოწმე ო---------------- ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა 2------------ ქ--------–-- დ------------------, ი-–---------------- და ლ---------------- შორის შეხვედრის ფაქტი, რა დროსაც საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში ლ---------------- მიერ დ--------------------- შეძენილი იქნა ორი ცალი 100 დოლარიანი კუპიურა.
ის, რომ ბრალდებულ დ------------------ მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი ფულის შეძენის, გასაღების მიზნით შენახვის და გასაღების ფაქტს, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, რომლებმაც დეტალურად აღწერს ბრალდებულის მოქმედება ქმედების ჩადენის დროს, ასევე ნათლად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით, სადაც დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი დ------------------ ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს. ასევე კონკრეტულად არის აღწერილი და მითითებული ის დრო და ადგილი, სადაც მოხდა დ------------------ მხრიდან ლ------------------ ყალბი ფულადი კუპიურების გასაღება. კერძოდ, კადრში ასახულია------–-–------------------------- საათიდან 20:26:05 საათის პერიოდში ერთის მხრივ დ------------------ა და მეორეს მხრივ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირებს - ლ----------------ა და ი-–---------------- შორის შეხვედრისა და საუბრის შესახებ ინფორმაცია. ჩანაწერის მიხედვით ლ--------------- და ი-–---------------- შეხვდნენ დ------------------ 2----–-–---------------- საღამოს 20:03:20 საათზე ქ--------–------------–---–--------- სიახლოვეს,------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული შეხვდერის დროს 20:15:12 საათზე დ------------------ ლ---------------- გადასცა ორი ცალი 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა, ხოლო მის ნაცვლად ლ---------------- დ------------------ გადასცა 60 აშშ დოლარი. ამავე შეხვედრის დროს ლ---------------- და დ------------------ ისაუბრეს დ--------------------- შესაძენი ყალბი ფულის დეტალებთან დაკავშირებით. დ------------------ მხრიდან ლ----------------თვის ზემოაღნიშნული თანხის, ანუ 200 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გადაცემის შემდეგ, ლ---------------- დ------------------ უთხრა, რომ აღნიშნულ კუპიურებს აჩვენებდა თავის ახლობელს და თუ ხარისხი იქნებოდა დამაკმაყოფილებელი შეიძლება შეეძინა უფრო მეტი რაოდენობის აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, თუმცა რადგანაც უკვე გადმოცემული ყალბი კუპიურების ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ უნდა შეთანხმებულიყვნენ ლ---------------- მხრიდან გადასახდელი თანხის ოდენობაზე, კერძოდ ლ---------------- დ------------------ შესთავაზა რომ თუკი იგივე ხარისხის ყალბი კუპიურების გადაცემა მოხდებოდა დ------------------ მხრიდან, მაშინ ლ--------------- გადაიხდიდა შეძენილი ყალბი ფულის ოდენობის 25%-ს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ფულადი თანხის გადაცემის და საკონტროლო შესყიდვის ოქმის შინაარსზე, რომლის თანახმად 2----–-–---------------- ლ---------------- მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - „საკონტროლო შესყიდვის“ ფარგლებში, ქ--------–------------–---–--------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--------------------- შესყიდული იქნა ყალბი ფული, კერძოდ 2 ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა შემდეგი მონაცემებით: 1). 100 აშშ დოლარის კუპიურა ნომრით -------------- 2). 100 აშშ დოლარის კუპიურა------------, რაც იდენტურია ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ორი ცალი აშშ 100 (ასი) დოლარიანი კუპიურის სერიების და ნომრების, რაც ასევე დადასტურდა დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, ორი ცალი აშშ 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა სერიებითა და ნომრებით: H-------------------------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი აპარატის გამოყენებით და არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. აღსანიშნავია ასევე შემდეგი გარემოება, გამომძიებელთან წარდგენილი კუპიურები არის სწორედ ის ფულადი კუპიურები, რომელიც გადაცემული იქნა შეხვედრისას დ------------- მიერ, რა დროსაც მიმდინარეობდა ფარული გადაღება, სადაც ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს ნუმერაცია ფულადი კუპიურების, რაც იდენტურია გამომძიებლისათვის და ექსპერტიზაზე წარდგენილი ფულადი კუპიურების.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით და მათი კრებსითი ამონაბეჭდებით, ასევე მოწმეთა ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ დ----------------- მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის №----------ით უკავშირდება ი-–---------------- და ლ---------------- და მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს მათ და გადასცეს ყალბი ფულის კუპიურები. ამავე ჩანაწერებით დასტურდება, რომ დ----------------- ფლობს ყალბი ფულის კუპიურებს და სურს მისი გასაღება, რისთვისაც ითხოვს გაყიდული ყალბი კუპიურების 30% ფულად თანხას.
ბრალდებულ დ------------------ მხრიდან ყალბი ფულადი კუპიურების შეძენის და შემდგომ მისი გასაღების ფაქტი უტყუარად დასტურდება იმ მტკიცებულებათა შინაარსით, რაც მხარეთა მიერ უდაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. კერძოდ, მოწმეების მ---------------------------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ დაახლოებით 16-17 ნოემბერს მათ დაუკავშირდა ბრალდებული დ-----------------, რომელიც ინტერესდებოდა იცნობდნენ თუ არა ისეთ პიროვნებას, რომლისგანაც შეძლებდა ყალბი ფულადი კუპიურების შეძენას. ანალოგიური დასტურდება მოწმე ა------------------ ჩვენებითაც, რომელსაც დ------------------ უთხრა, რომ მისი ნაცნობისთვის სჭირდებოდა ყალბი ფულის კუპიურები და სთხოვა დახმარება ისეთ პირთან დასაკავშირებლად, რომელსაც შეეძლო ყალბი კუპიურების შოვნა. უარის მიღების შემდგომ, დ------------------ განუცხადა, რომ თავად გამონახავდა-------- პირებს ყალბი ფულის შესაძენად, თუმცა ვინაიდან არ შეეძლო-----------– ენაზე საუბარი სთხოვა მისი სახელით-------------- დალაპარაკება. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დ------------------ დავალებით დაუკავშირდა--------ეთში მცხოვრებ პიროვნებას, რომელიც დაკავებული იყო ყალბი ფულის დამზადების და გასაღებით და დ------------------ მოთხოვნით დაუკვეთა 30000 აშშ დოლარიოს ყალბი კუპიურების დამზადება.--------- მამაკაცის განმარტებით იგი შეძლებდა აღნიშნული ყალბი ფულის 2-3 დღეში დამზადებას, რაშიც ითხოვდა 20-30%-ს. ამის შემდგომ, ს----------- თანდასწრებით რამდენჯერმე ესაუბრა აღნიშნულ მამაკაცს, რომელსაც დამზადებული ჰქონდა ყალბი ფული 30000 დოლარის ოდენობით და აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და დ------------------თვის თანხის გადაცემას.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ დ------------------ ჩვენება, თითქოს ი-–----------------- ნიმუშის სახით ლ------------------ გადასაცემად დაუტოვა 300 დოლარი, ხოლო 2------------ დაგეგმილ შეხვედრაზე, ი-–----------------- დაასწრო ლ---------------- მასთან მისვლა და ლ-------- გადასაცემად მანქანაში დაუტოვა 200 დოლარი, რაც პირადად აიღო ლ----------------, რითაც უარყო მისი მხრიდან ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტი არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და სასამართლოს მიერ იგი ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ დ------------------ მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა დ------------------ ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ დ------------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ------------------ რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული ვიდეო ჩაწერა, აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ინფორმაციის ამსახველი 02 (ორი) ცალი კომპაქტ-დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიო ინფორმაციის ამსახველი 01 (ერთი) ცალი კომპაქტ-დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ დ------------------ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, საფულე და სხვა პირადი ნივთები ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
_ 200 (ორასი) აშშ დოლარის ყალბი ფულის კუპიურები ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
დ------------------ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -------–-–---------------------
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული ვიდეო ჩაწერა, აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ინფორმაციის ამსახველი 02 (ორი) ცალი კომპაქტ-დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიო ინფორმაციის ამსახველი 01 (ერთი) ცალი კომპაქტ-დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ დ------------------ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, საფულე და სხვა პირადი ნივთები ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
_ 200 (ორასი) აშშ დოლარის ყალბი ფულის კუპიურები ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი