განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
330100118002604747
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - ლ-------------–--ის,ადვოკატ - ზ---–-----------ს,ბრალდებულების - ჟ--–---------------–--ის, ც-–-----–-----სა და ზ-----------------–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჟ--–---------------–--ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 9------------ს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, მ-----------ის ქ.#---ში, მცხოვრების თბილისში, შ------ის ქ.#---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

 

ც-–-----–-----ს (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, შ------ის ქ.#-- ბინა #---ში, მცხოვრების თბილისში, შ------ის ქ.#---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით;

 

ზ-----------------–--ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1-----–---, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტირებულის ხ---–-, ჭ----------ს ქ.#--- ბინა #--ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, შ------ის ქ.#---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ჟ--–---------------–--ემ, ც-–-----–-----მ და ზ-----------------–--ემ ჩაიდინეს იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგეს, და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 16 ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ჟ--–---------------–--ე, ზ-----------------–--ე და ც-–-----–-----, იმის გამო, რომ ა-----–--------------- ჟ--–---------------–--ის მცირეწლოვანი შვილის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, აიძულებდნენ არ---–-------------ეს, შ--–--- ფ----------ესა და მათ რძალს - წინასწარი შეცნობით ორსულ თ------------–--ეს, დაეტოვებინათ თბილისში, ზ----ის დასახლებაში, მ–-------ის ქ.#---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და გადასახლებულიყვნენ სხვაგან, უკრძალავდნენ მითითებულ მიწის ნაკვეთზე მისვლას და ხელს უშლიდნენ მათი კანონიერი ინტერესების განხორციელებას.

 

2017 წლის 16 ივნისს, შუადღის საათებში, თბილისში, ზ----ის დასახლებაში, მ–-------ის ქ.#---ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, ა-----– და შ--–--- ფ----------ეების საცხოვრებელი სახლის ეზოში, მივიდა ჟ--–---------------–--ე, რომელიც არ---–-------------ეს, შ--–--- ფ----------ესა და თ------------–--ეს დაემუქრა სოცოცხლის მოსპობით, ქონების განადგურებითა და ოჯახის მცირეწლოვანი წევრების დახოცვით, თუ არ გადასახლდებოდნენ მითითებული ადგილიდან და არ მიატოვებდნენ საცხოვრებელ სახლს. იმავე დღეს, საღამოს საათებში, მითითებულ მისამართზე მივიდნენ ჟ--–---------------–--ე, ზ-----------------–--ე და ც-–-----–-----, რომლებიც შ--–--- ფ----------ესა და თ------------–--ეს დაემუქრნენ სოცოცხლის მოსპობითა და ოჯახის მცირეწლოვანი წევრების დახოცვით.

 

2017 წლის 17 ივნისს ც-–-----–-----, ტელეფონის საშუალებით, დაემუქრა შ--–--- ფ----------ეს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, ხოლო 2017 წლის 18 ივნისს ზ-----------------–--ე, ზემოაღნიშნულ მისამართზე, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ--–--- ფ----------ესა და თ------------–--ეს. ჟ--–---------------–--ის, ზ-----------------–--ისა და ც-–-----–-----ს მუქარა ა-----–---------------, შ--–--- ფ----------ემ და თ------------–--ემ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ზ----ის დასახლებაში, მ–-------ის ქ.#---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ--–--- ფ----------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ჟ--–---------------–--ემ და ც-–-----–-----მ მოსთხოვეს და აიძულეს შ--–--- ფ----------ესა და თ------------–--ეს, დაეტოვებინათ მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ჟ--–---------------–--ემ შ--–--- ფ----------ეს თმებში მოქაჩა, ხელი ჩაარტყა თავში და ხის ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში. შ--–--- ფ----------ე, თავის დაღწევის მიზნით, გადავიდა მეზობლის - ლ----------------–--ის ნაკვეთში, სადაც ჟ--–---------------–--ემ ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა თავსა და ფეხებში შ--–--- ფ----------ეს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ჟ--–---------------–--ის, ც-–-----–-----სა და ზ-----------------–--ის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებებისა და ანგარიშსწორების მუქარის გამო, არ---–-------------ე, შ--–--- ფ----------ე და თ------------–--ე იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სახლი და მიწის ნაკვეთი.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულების - ჟ--–---------------–--ის, ც-–-----–-----სა და ზ-----------------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულების: ჟ--–---------------–--ის, ც-–-----–-----ს, ზ-----------------–--ის, დაზარალებულების: თ------------–--ის, შ--–--- ფ----------ისა და არ---–-------------ის, მოწმეების: გ-----------------–---–ის, ლ----------------–--ის, ი-------------ის, ა-----------------ის, ზ------------–---–ის, ლ------------–---–-სა და თ---------------ის გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით; თ------------–--ის მშობიარობის ისტორიითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, რომლებიც დაცვის მხარეს (ბრალდებულებს) სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ჟ--–---------------–--ის, ც-–-----–-----სა და ზ-----------------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო რაც შეეხება მათ მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას, ასევე, ჟ--–---------------–--ის მიმართ - სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას, უნდა ამოირიცხოთ, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ, იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა. პირის ფიზიკური იძულება გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, გათოკვას, ხელების გაკავებას და ა.შ., ხოლო ფსიქიკური იძლება გამოიხატება მუქარაში, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის, როგორც მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების, ასევე, ბინიდან გაგდების. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. ამასთან, მუქარა შეიძლება მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე - მისი ახლობლისადმი, ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, უტყუარადაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ბრალდებულები - ჟ--–---------------–--ე, ც-–-----–----- და ზ-----------------–--ე, 2017 წლის 16 ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, აიძულებდნენ არ---–-------------ეს, შ--–--- ფ----------ესა და მათ ორსულ რძალს - თ------------–--ეს, დაეტოვებინათ თბილისში, ზ----ის დასახლებაში, მ–-------ის ქ.#---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. მიზნის მისაღწევად, ბრალდებულები მათ ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით. იმავდროულად, 2017 წლის 24 სექტემბერს ჟ--–---------------–--ემ შ--–--- ფ----------ეს თმებში მოქაჩა, ხელი ჩაარტყა თავში და ხის ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დადასტურებულია, რომ აღნიშნული ქმედებების ერთადერთი მიზანი იყო, დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი და მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიი, რაც მიღწეულ იქნა კიდეც მათზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულებით.

 

ამდენად, ბრალდებულებმა - ჟ--–---------------–--ემ, ც-–-----–-----მ და ზ-----------------–--ემ ჩაიდინეს იძულება არ---–-------------ის, შ--–--- ფ----------ისა და ორსულ თ------------–--ის მიმართ, რაც გამოიხატა დაზარალებულებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენით, იმ მიზნით, რომ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რითაც ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით. რამდენადაც მითითებული მუხლი მოიცავს როგორც პირის ფიზიკურ იძულებას (რაც გამოიხატა ძალადობაში), რაშიც დამატებით აქვს ბრალი წარდგენილი ჟ--–---------------–--ეს, ასევე, მოიცავს ფსიქიკურ იძულებას, რაც გამოიხატა მუქარაში სამივე ბრალდებულის მხრიდან, აღნიშნული მუხლები (სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტები) ბრალდებულებს არასწორად აქვთ დამატებით წარდგენილი და უნდა ამოერიცხოთ, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჟ--–---------------–--ის, ც-–-----–-----სა და ზ-----------------–--ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით და სასჯელი განესაზღვროთ მითითებული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტები (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახით ითვალისწინებდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით თვრამეტ თვემდე.

 

ბრალდებულთა მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჟ--–---------------–--ის, ც-–-----–-----სა და ზ-----------------–--ის მხრიდან დაზარალებულების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა ჯგუფურად, 2017 წლის 16 ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, რა დროსაც დაზარალებულებმა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და შიში, დაზარალებულმა შ--–--- ფ----------ემ ჟ--–---------------–--ის ქმედებით, ასევე, განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ჟ--–---------------–--ის, ც-–-----–-----ს და ზ-----------------–--ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჟ--–---------------–--ეს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მათ მიერ დანაშაულის ჩადენა გამოწვეულია, სავარაუდოდ, დაზარალებულის არამართლზომიერი და ამორალური ქმედებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ჟ--–---------------–--ეს, ც-–-----–-----სა და ზ-----------------–--ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოთ პირობით მსჯავრად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ჟ--–---------------–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტები და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ჟ--–---------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჟ--–---------------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ჟ--–---------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ც-–-----–-----ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტები, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ც-–-----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ც-–-----–-----ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ც-–-----–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ზ-----------------–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტები, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ზ-----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ზ-----------------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ზ-----------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, ჟ--–---------------–--ეს, ც-–-----–-----სა და ზ-----------------–--ეს დაევალოთ, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - 3 ცალი დისკი, რაც დართულია საქმეზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე