განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
820100118002657969
დავის ტიპი
120
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002657969

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/274-2018 წ

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე

 

დაცვის მხარე - ადვოკატი ზ---------------ე

 

ბრალდებული - ვ-–-----–--ე (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, ს-–----–ო განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხულოს რაიონი, სოფელი ვ------ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 12 ივნის, დაახლოებით 20:00 საათზე, ვ-–-----–--ემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ------–ი, შურისძიების ნიადაგზე, ხელის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ა---------–-----------ეს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ხანმოკლე მოშლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ბრალდებულმა ვ-–-----–--ემ, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, ა---------–-----------ის, დ----------------ის, თ--------------–--ის, მ----------------ის, ზ-------–-----ის, ვ-–-----–--ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომობილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ვ-–-----–--ემ ა---------–-----------ეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ვ-–-----–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. მნიშვნელოვანია, რომ ვ-–-----–--ე არაა ნასამართლევი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, ამავე დროს ბრალდებულის წარსული ცხოვრებიდან რაიმე უარყოფითი გარემოებები არ არსებობს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა მისი იზოლაცია და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის ჯარიმის გამოყენებით, რომლის ზომაც ზემოთ მითითებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა განისაზღვროს მინიმუმზე მცირედ მაღალი ზომით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ვ-–-----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 3 000 ლარის ოდენობით, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფილია თუ არა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების დროს იმსჯელოს ამ საკითხზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 800 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გაუქმდეს ვ-–-----–--ის მიმართ აღკვეთი ღონისძიება გირაო.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი