განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
190100118002511700
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ა-------------------ი, დაბადებული 12.09.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ--------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ადვოკატი - არჩილ ცაგურიას

 

თარჯიმანი - ეკატერინე ჩუბინიძის

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

- ა-------------------ი და ს-----–-------------ა 2018 წლის მარტიდან 2018 წლის მაისამდე დროის შუალედში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 19.05.2018 წელს ა-------------------ი ქ. გ---------ში, გ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მივიდა და ყოფილ მეუღლეს მოსთხოვა თანაცხოვრების გაგრძელება, რაზეც ს-----–-------------ამ მას უთხრა უარი. უარის მიღების შემდეგ, ა-------------------ი ძალის გამოყენებით შევიდა ბინაში და ს-----–-------------ას რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ს-----–-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთანავე, 2018 წლის 19 მაისიდან 2018 წლის 22 მაისამდე დროის შუალედში, ს-----–-------------ა და ა-------------------ი იმყოფებოდნენ ბინაში ერთად, საიდანაც ს-----–-------------ა ვერ გამოდიოდა, ვინაიდან ეშინოდა, რომ ა-------------------ი მას კიდევ ერთხელ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. 21.05.2018 წელს ა-------------------ს ს-----–-------------ამ კიდევ ერთხელ უთხრა, რომ არ სურდა მასთან ცხოვრება, რის გამოც ა-------------------მა მას დაარტყა გაშლილი ხელი რამდენიმეჯერ სახის არეში, რის შედეგადაც ს-----–-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

- ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

3.1. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ს-----–-------------ამ განაცხადა, რომ მ/წლის 19 მაისს ღამე, მისმა მეუღლემ ა-------------------მა კარზე დააკაკუნა, მანამდე ისინი ნაჩხუბრები იყვნენ, მას ნივთები გამზადებული ჰქონდა, ა. ხუბიარვი, რომ დაინახა, გაუტანა ცელოფანშ, რომელშიც მისი ნივთები იყო, უთხრა, რომ წაეღო, რადგან მასთან დაშორება უნდოდა. როცა კარის დახურვა სცადა ბრალდებულმა მას ხელი ჰკრა და შევიდა ოთახში. ცოტა ისაუბრეს, იგი ეუბნებოდა, რომ დაშორება უნდოდა, რაზეც ა. ხ----------მა უთხრა, რომ არ აცოცხლებდა. ამის შემდეგ დაიწყეს ჩხუბი. მეუღლემ მას უმნიშვნელოდ დაარტყა, ხოლო უკვე 20 მაისს საწოლზე წააქცია და სახეში ურტყამდა. ამის შემდეგ მას არსად გასვლა არ შეეძლო. როდესაც მამამისმა დაურეკა მოწმეს და ჰკითხა მისი მეუღლე წავიდა თუ არა მან მოატყუა და უთხრა, რომ წავიდა ვინაიდან ა. ხ----------მა უთხრა, მამამისს თუ ეტყოდა საქმე ცუდად იქნებოდა. სახლში სიგარეტიც არ ჰქონდათ ამის გამოც ბრალდებული მაღაზიაში წავიდა. მან იხელთა დრო და მამამისს დაურეკა, დახმარება თხოხა. მაღაზიიდან დაბრუნების შემდეგ კარზე დააკაკუნეს, მოწმემ კარი გააღო და ნახა რომ მამამისი იყო მისული. იგი სახლში შევიდა და ა-------------------ი სახლიდან, გააგდო. მათ არ უჩხუბიათ, უბრალოდ უთხრა, რომ აეღო თავისი ნივთები და წასულიყო. მოგვიანებით მამამისი მაღაზიაში წავიდა, 2-3 წუთში კარზე მისმა მეუღლემ დააკაკუნა. მან კარი არ გაუღო რადგან შეეშინდა. მამამისს დაურეკა, უთხრა სწრაფად მისულიყო სახლში. სანამ მამა მივიდოდა მან დაინახა რომ ა. ხ----------ი ქვემოდან მიდიოდა. ა-------------------ის დარტყმის შედეგად მას თვალზე შეშუპება ჰქონდა. ბინა სადაც ისინი ცხოვრობდნენ ნაქირავები იყო, ქირას ფულს მამაისი იხდიდა, საჭმმელსაც მამაისი ყიდულობდა, რადგან ა. ხ----------ი არ მუშაობდა. იმ დღს როცა იჩხუბეს სახლში პურიც კი არ ჰქონდათ, რომ ეჭამათ.

3.2. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ტ--–--------------მა განაცხადა, ა-------------------ი მისი ქალიშვილის ს-----–-------------ას მეუღლე იყო. იგი ცხოვრობს სოფელ ჯ-------აში, ამჟამად მისი ქალიშვილიც მასთან ცხოვრობს. მანამდე მისი ქალიშვილი ა-------------------თან ერთად ცხოვრობდა ქ. გ---------ში ნაქირავებ ბინაში. მას ბინა არ უქირავებია, უბრალოდ ეხმარებოდა ქალიშვილს ბინის ქირის გადახდაში, 2 ჯერ მისცა 190 ლარი ქირისთვის. 22 მაისს მას დილით ადრე დაურეკა სვეტლანამ, იგი მანქანაში ჩაჯდა და მივიდა გ---------ში. მისი ვარაუდით ისინი ცხოვრობდნენ შენობის მე-6 სართულზე, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს. როცა იგი კართან მივიდა და დააკაკუნა პირველად არავინ გააღო კარი, ხოლო მეორედ უკვე მისმა ქალიშვიმა გააღო. სახლში შესვლის შემდეგ, ნახა რომ ა-------------------ი საწოლზე იწვა, მისი შველით მის გვერდით იყო და შეატყო, რომ რაღაც ისე ვერ იყო. მოწმემ ანდროს ჰკითხა თუ რატომ იყო სახლში, რაზეც ანდრომ არ უპასუხა ამიტომ ტ--–--------------მა მას უთხრა, რომ დაელია ყავა და წასულიყო სახლიდან. ამის შემდეგ ა-------------------ი ადგა, აიღო თავისი ჩანთა და მშვიდად გავიდა სახლიდან. ტ--–--------------ს მისმა ქალიშვილმა უთხრა, რომ ა-------------------ი მას ტელეფონსაც კი არ აძლევდა რომ მისთვის დაერეკა, სცემდა და დასცინოდა. ტ--–--------------მა შვილს შესთავაზა, რომ წასულიყვნენ პოლიციაში და განეცხადებინათ აღნიშნულის შესახებ. პოლიციაში ისინი დაკითხეს და მათ მოითხოვეს, რომ ა-------------------ი მათთან არ მისულიყო. ა-------------------ი და მისი ქალიშვილის მაისის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ტ--–--------------ს არ უნდოდა მათი ერთად ყოფნა და უთხრა, რომ მაშინ წასულიყვნენ და რაც უნდოდათ ექნათ. ისინი წავიდნენ იქირავეს ბინა და იქ ცხოვრობდნენ. მისმა ქალიშვილმა ტ--–--------------ს 22 მაისს დაურეკა და უთხრა, რომ მალე ჩასულიყო მასთან. როცა მოწმე მივიდა მასთან, მის ქალიშვილს რაიმე სახის დაზიანება არ ემჩნეოდა. ქალიშვილმა მას უთხრა, რომ ის და ა-------------------ი 3 დღე სულ სახლში იყვნენ და ანდრო ეუბნებოდა მე-6 სართულიდან ერთად გადამხტარიყვნენ.

3.5. ბრალდებულმა ა-------------------მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ მანდა მის მეუღლემ ერთად ცხოვრება დაიწყეს 2018 წლის 7 მარტიდან და ცხოვრობდნენ 2018 წლის 4 მაისამდე. 4 მაისს მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება იმის გამო, რომ ა-------------------ის ბავშვობის მეგობარმა იგი დაპატიჟა საშაურმეში, რომელიც იქვე ეზოში მდებარეობს. ა-------------------ს დაახლოებით საათნახევრით დააგვიანდა სახლში მისვლა და როცა მივიდა კარი ჩაკეტილი დახვდა. იქვე წერილი იყო, სადაც ეწერა, „სადაც იყავი იქ დარჩი“, „შენ სხვასთან იყავი“. იგი ურეკავდა მეუღლეს და არ პასუხობდა, ამიტომ დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. ამიტომ მივიდა სახლთან და იქ ელოდებოდა. ჩაკეტილი კარები არის ძველი და ძალით თუ მიაწვები მისი გაღება შესაძლებელია. ამ დროს დაიწყო წვიმა, ა-------------------ს მაისური ეცვა და შესცივდა, ამიტომ კარი გააღო და შევიდა სახლში. დაურეკა ტელეფონზე და უპასუხა ბიჭმა, რომელიც მისი მეუღლის ბიძაშვილი იყო. ა-------------------მა უთხრა, რომ სახლში იყო შესული და გადაეცა მისი მეუღლისათვის, რომ სახლში მისულიყო. ამის შემდეგ მისი მეუღლე სახლში პოლიციასთან ერთად დაბრუნდა და ა-------------------მა გაიგო, რომ მისმა მეუღლემ მას უჩივლა იმის გამო, რომ მან კარი შეამტვრია და ისე შევიდა სახლში. პოლიციამ დაათვალიერა ბინა და ნახა, რომ გაფუჭებული არაფერი არ იყო. ა-------------------ი პოლიციამ გაუშვა და იგი სოფელში წავიდა მამამისთან. 19 მაისამდე იგი არანაირი გზით არ დაკონტაქტებია მის მეუღლეს. 19 მაისს 02:31 საათზე მამამისის ტელეფონზე ზარი შევიდა და მამამისმა უხეშად უპასუხა, რადგან ამ დროს ხალხს სძინავს და ისვენებს. ამის შემდეგ მესიჯი მივიდა სადაც ეწერა, რომ ა-------------------ი უნდა მისულიყო, რადგან კურტკა დაავიწყდა და წაეღო. ა-------------------ი მივიდა მასთან და ნახა, რომ იგი ნასვამი იყო და ლუდს სვამდა. ისინი დაელაპარაკნენ ერთმანეთს და შერიგდნენ, ამიტომ ბრალდებული იქვე დარჩა. 22 მაისს დილით ისინი სამზარეულოში ყავას სვამდნენ, რა დროსაც კარზე კაკუნი იყო და რომ გაიხედეს არავინ იყო. დაახლოებით 5 წუთში ისევ გაიგეს კაკუნის ხმა, ანდროს მეუღლემ გააღო კარი და აღმოჩნდა, რომ მამამისი იყო, რომელმაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო ა-------------------ს. იგი არის 68 წლის და ამიტომ პასუხი არ დაუბრუნა. იგი ანდროს და მისი მეუღლის ერთად ყოფნის წინააღმდეგი იყო, რადგან ბრალდებული ქრისტიანია. მამა პოლიციის გამოძახებით იმუქრებოდა, მას და მის შვილს შორის დაიწყო კამათი, რადგან მის მეუღლეს არ უნდოდა, რომ მამამისს პოლიცია გამოეძახებინა. მან ბრალდებულს უთხრა, რომ დაელია ყავა და წასულიყო. ა-------------------ი ასეც მოიქცა და წავიდა ჯერ მამამისთან და მერე დედამისთან. 22 მაისს დაახლოებით 21:00 საათი იყო, როცა დედამისისგან გამოვიდა და სახლში წავიდა. 21:40 საათზე იგი დაწვა და ჩაეძინა. 23:00 საათი იყო დაწყებული, როცა მამამისმა გააღვიძა და უთხრა, რომ პოლიცია იყო მისული. ა-------------------მა იფიქრა, რომ რადგან ქურდობაზე იყო ნასამართლევი და მაღაზია იყო გაქურდული პოლიციას იგი უნდა დაეკითხა. პოლიციამ იგი დააკავა და წაიყვანეს განყოფილებაში. 19 მაისიდან 22 მაისამდე, როცა ერთად იყვნენ ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის მიმართ. ამ პერიოდში ისინი ლუდს სვამდნენ. ა-------------------ი კარს შიგნიდან მხოლოდ ღამე კეტავდა, დღე გასაღები ყოველთვის კარის საკეტში იყო. დაზარალებულს ჰქონდა საშუალება, რომ დაერეკა პოლიციაში ან მამამისთან. მას მამამისი ურეკავდა და ეკითხებოდა მასთან იყო თუ არა ბრალდებული, რაზეც იგი უარყოფითად პასუხობდა, რადგან იცოდა, რომ მამამისი მივიდოდა მათთან და ანდროს ეჩხუბებოდა. ბრალდებული დაზარალებულს ტელეფონს არ ართმევდა. მათ ერთად ეძინათ და სქესობრივი კავშირი ჰქონდათ ნებაყოფლობით.

3.6. მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, რომ იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ამით დაცვის მხარე ფაქტობრივად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს ისეთ სამართლებრივ მექანიზმს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია სადავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს ან უარყოს მტკიცებულებათა საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევის გარეშე.

 

3.7. დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმის ა-–-–---------------------ის გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შ-------------------------– სამმართველოში. 2018 წლის 22 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დილის საათებში, დაახლოებით 11:50 საათზე გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ს-----–-------------ას მიმართ მისი ყოფილი ქმრის ა-------------------ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტზე. მის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ა-------------------ი, მცხოვრები: ქ. გ---------ში გ----------ის ქ. N53-ში, დაბ: 09.12.1--- წელს, იმყოფებოდა ქ. გ---------ში და ქვეითად მოძრაობდა გ----------ის ქუჩაზე მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რომელიც აპირებდა მიმალვას. ყოველივე აღნიშნული მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირების მიზნით, რის შემდგომაც აღნიშნული საქმის გამომძიებელი ი-----–------------ესთან ერთად დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ ქუჩაზე, რათა დაეკავებინათ ა-------------------ი. იგი მართლა შეხვდათ გ----------ის ქუჩაზე მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და პოლიციის ა/მანქანის დანახვაზე შეეცადა მიმალვას, მაგრამ იგი პოლიციელების მიერ შეჩერებული იქნა და გამომძიებელის მიერ დაკავებული იქნა ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, განუმარტა მისი უფლებები და დაკავების მიზეზი, რის შემდეგაც აღნიშნული პიროვნება გადაყვანილი იქნა გარდაბნის რაიონულ სამმართველოში. ადგილზე მიყვანის შემდეგ ა. ხ----------ს გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. რესურსის სიმწირისა და გადაუდებელი აუცილებლობის გამო შეიქმნა აუცილებლობა იმისა, რომ მას მიეღო მონაწილეობა ბრალდებულის დაკავებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე გარდაბნის რაიონ სოფელ ნაზარლოში, ალიასა მათიევის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ალიასა მათიევმა, მამამისს - სამედ მათიევს, რომელთან ერთადაც ეწევა საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელის მოქაჩვით დაუზიანა მაისური და შემდეგ მუშტები რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, რითაც სამედ მათიევმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის სამედ მათიევის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა-------------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

 

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

 

4.2. ბრალდებულ ა-------------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოქმედი რედაქცია) - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------------------მა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდებული ა-------------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით. ამასთან, ა-------------------ს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის ვადა (2018 წლის 22 მაისიდან 2018 წლის 4 ივლისის ჩათვლით), უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ა-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.

 

2. ა-------------------ს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის ვადა (2018 წლის 22 მაისიდან 2018 წლის 4 ივლისის ჩათვლით), ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

 

3. ა-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი