განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/29–2018) 090100118002651580
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს----------–ოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - მ---------------–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ მ---------------–-- მიმართ
მამის სახელი: შ--–---
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: ს----------–---------
მოქალაქეობა: ს----------–ო;
განათლება:--–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--
პირადი ნომერი: 3-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-ს----------–ო, რ----------------------–-----–-----
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–ო, რაიონი-ო--- სოფელი - ო------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.მ----------------–--- 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, ო--- რაიო--- სოფელ ო----–-- საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ტაფის სროლით, იძალადა დედამთილზე – ლ--------–--–-–---–--ე, რა დროსაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 11 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.92–96).
3.ს----------–ოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.მ----------------–--- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.ს----------–ოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო--- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 08 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა მ----------------–--- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დედას, ლ--------–--–-–---–ს(ს.ფ.9–11).
6.დაზარალებულ ლ--------–--–-–---–ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. 2018 წლის 08 აგვისტოს, ის და მისი რძალი იმყოფებოდნენ სახლში. საოჯახო საქმის, კერძოდ შინაური ცხოვენლების მოვლის შემდგომ, დაახლოებით 16–17 საათზე შევიდა სახლში. სახლში შესვლისთანვე, მისმა რძალმა მ---------------–-ა სამზარეულოს კარადიდან გამოიღო ტაფა, უთხრა რომ ჩუმად იკეთებდა საჭმელს და ჭამდა, ჭურჭელს კი არ რეცხდა. ტაფაზე იყო შემწვარი კვერცხი, ნახევრად შეჭმული, რომელიც სამი დღის წინ შეუწვა მის შვილიშვილს, მ---------–--–-–---–ს, რომელსაც ნახევარი მიურთმევია და ტაფა ისე შეუნახავს. მათ შორის კონფლიქტი განვითარდა, გაბრაზებულმა რძალს უთხრა, რატომ კადრებდა თითქოს თავის სახლში საჭმელს ჩუმად ჭამდა, ტაფაზე ხელი აუკრა, რა დროსაც ტაფა ხელიდან გაუვარდა და იატაკზე დავარდა. მ----- იატაკიდან აიღო ტაფა და გამიზნულად ესროლა, რაც მოხვდა სახეში, მარჯვენა თვალბუდის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, იფიქრა, რომ თვალი დაკარგა და გაიქცა მეზობლად მცხოვრებ შვილიშვილთან, ლ--------–--–-–---–თან. მოუთხრო მომხდარის შესახებ და სთხოვა დაერეკა 112–ზე. რძალთგან ხშირად აქვს კონფლიქტი.(დაზარალებულის დაკითხვის ოქმები, ს.ფ.6–8).
7.მოწმის სახით დაკითხული ლ--------–--–-–---–ის(დაზარალებულის შვილიშვილი), წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ ო--- რაიო--- სოფელ ონჭევში მდებარე სააგარაკო სახლში დადის სეზონურად ოჯახთან ერთად. ბებია, ლ--------–--–-–---–ი, არის 84 წლის და შეძლებისდაგვარად აქცევს ყურადღებას. რძალი, მ---- მ---------–-, ბებიას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 08 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, ბებიამისი, ლ--------–--–-–---–ი, ავიდა მასთან სახლში შეატყო რომ იყო ნაცემი, მარჯვენა თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და ცხვირიდანაც მოსდიოდა ცოტა სისხლი, იყო ძალიან ანერვიულებული. მოუყვა რომ მისმა რძალმა მ----- ესროლა ტაფა და მოარტყა თვალში. ბებია განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს თვალის არეში და ტკივილისაგან ტიროდა, ძალიან შეეცოდა და წავიდა ბებიას სახლში მ----ს სანახავად და მასთან დასალაპარაკებლად. მ---- ავიდა მეორე სართულზე, კარი ჩაკეტა და არ დაელაპარაკა. ამის შემდეგ დარეკა 112–ში და ითხოვა პოლიციის დახმარება(მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 12–14);
8.მოწმის სახით დაკითხული რ---------------–--–-–---–-- (დაზარალებულის შვილი) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 08 აგვისტოს, დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა. დაბრუნდა დაახლოებით 16–17 საათზე. სახლის წინ, ქუჩაში არემონტებდა მის კუთვნილ ავტომანქანას. სახლში შევიდა ავტომანქანის საჭირო ინსტრუმენტების გამოსატანად, რა დროსაც დედამისმა, ლ--------–--–-–---–მა დაანახა ჩაწითლებული მარჯვენა თვალბუდე და უთხრა როგორ სცემა ტაფით მისმა ცოლმა მ---------------–-ა. რის გამოც მეუღლეს უსაყვედურა. მ----- კი ხმა არ გასცა. ტაფის დარტყმის ფაქტს მისი მეუღლე ადასტურებდა. რძალ–დედამთილს შორის ხშირად არის კონფლიქტი. საოჯახო საქმეების გამო მისდით კამათი და დაპირისპირება.(ს.ფ.37–39).
9.სსიპ ლ----------------–--------–----------------ლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 15 აგვისტოს N--------- ექსპერტის დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის(შ.პ.ს. ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ო--- ცნობა N4-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 09.08.18 წ.)–მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ლ--------–--–-–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 08.08.18 წლის 21 საათიდან –21 საათსა და 20 წუთამდე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა თვალბუდის არეში კანქვეშა ჰემატომა.
დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად(ს.ფ. 47–50)
10.2018 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ მ----------------–--- 2018 წლის 08 აგვისტოს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ტაფის სროლით, იძალადა დედამთილზე – ლ--------–--–-–---–--ე, რა დროსაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.63–65);
11. მ---- მ---------–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 8 აგვისტოს და 30 აგვისტოს ბრალდებულ მ---------------–-- გამოკითხვის ოქმებით; ინფორმაციით ლ--------–--–-–---–ის შესახებ, 2018 წლის 21 აგვისტოს ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან მ---------------–-- შესახებ, 2018 წლის 21 აგვისტოს ცნობით მ---------------–-- ნასამართლობის შესახებ, 2018 წლის 21 აგვისტოს მ---------------–-- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; მ---------------–-- შესახებ 2018 წლის 23 აგვისტოს ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“, 2018 წლის 08 აგვისტოს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1; 2018 წლის 08 აგვისტოს შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2018 წლის 08 აგვისტოს შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, 2018 წლის 09 აგვისტოს ლ--------–--–-–---–ის სამედიცინო ჩანაწერით – ფორმა N 100, 2018 წლის 09 აგვისტოს მ---------------–-- სამედიცინო ჩანაწერით – ფორმა N 100, 2018 წლის 08 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, 2018 წლის 09 აგვისტოს დადგენილებით ლ--------–--–-–---–ის მიმართ სასამართლო –სამდეიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით ლ--------–--–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 09 აგვისტოს ოქმით დაზარალებულ ლ--------–--–-–---–ისათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 30 აგვისტოს ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 2018 წლის 30 აგვისტოს შუამდგომლობით აღკვეთის ღო---ძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღო---ძიების გამოყენების შესახებ, 2018 წლის 30 აგვისტოს გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ.
12.ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა მ---------------–-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
სამართლებრივი შეფასება:
14.სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------–-ა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
15. მ---- მ---------–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
16. მ---------------–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული)არის დაოჯახებული, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ---- მ---------–ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ---------------–-- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური მდგომარეობა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მ---------------–-- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული მ---- მ---------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
2.განაჩენი პირობითი მსჯავრზე რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ მ---------------–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გაუქმდეს ბრალდებულ მ---------------–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღო---ძიება გირაო.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი