განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ც------ ც---–---ის
ბრალდებულ _ ბ---- კ------ის
ადვოკატ _ ლ---- ფ------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ბ---- ტ---------ს ძე კ------ის, დაბადებულის 19---–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ზ----------ის რაიონის სოფელ--------–------–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--ში, მ----------------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---- კ------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
ბ---- კ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 03:15 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----–----------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სლოტ-კლუბ „ფ------------“, ბ---- კ------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ---- ბ---–---–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი თავს დაესხა ბ---- კ------ეს და ძლიერად ურტყამდა ხელებს სახის არეში. ბ---- კ------ე აღმოჩნდა რა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, აშკარად შეუსაბამო თავდაცვის ზომის გადაცილებით - თანნაქონი დანის მეშვეობით, გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ლ---- ბ---–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
ე.ი. ბ---- კ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.
სასამართლოს დასკვნა ბ---- კ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბ---- კ------ის დაკავების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს და ამოღებულ ნივთებს, მათ შორის დანას, მოწმეთა დაკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- და №--------- დასკვნებს, ბიოლოგიური გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნას, შპს „ა------ს“ კუთვნილი სლოტ-კლუბ „ფ---------“-დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ, მართალია, ბ---- კ------ის ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი (დაზარალებულს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულს სამართლებრივი სიკეთის (ჯანმრთელობის) ხელყოფის განზრახვა წარმოეშვა ლ---- ბ---–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის პირობებში და აღნიშნული შედეგი დადგა თავდასხმის მოგერიებისას, რა დროსაც ბ---- კ------ემ გამოიყენა თავდაცვისათვის შეუსაბამო საშუალება, რის გამოც სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბ---- კ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გაცნობიერებული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და შეურიგდა დაზარალებულს. დღეის მდგომარეობით მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და ამ უკანასკნელს ბ---- კ------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რაც დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დაზარალებულ ლ---- ბ---–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. ამასთან, ბ---- კ------ე შეწყალებულია და სამართლებრივად აღარ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებით, იგი საზღვარგარეთ წასვლას აპირებს სამუშაოდ, რის გამოც სასამართლოს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს ასეთ ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რომლის გადახდის შესაძლებლობა ბრალდებულს გააჩნია, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7.000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2018 წლის 17 მარტიდან - 2018 წლის 7 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ბ---- კ------ეს გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ბ---- კ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მზის სათვალე და ბ---- კ------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე ბ---- კ------ისაგან ამოღებული ქურთუკი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.-----–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------– განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ბ---- კ------ეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
– ნ-----–- მ--–------ისაგან ამოღებული ლ---- ბ---–---–ის ტანსაცმელი - ზედა პიჯაკი და შარვალი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.-----–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------– განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ---- ბ---–---–ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
– ზ----- კ--–---ისაგან ამოღებული დანა, ასევე ბ---- კ------ის ნერწყვის ნიმუში და ლ---- ბ---–---–ის სისხლის ნიმუში (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.-----–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------– განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
– 3 (სამი) ცალი დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი