გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
330210018002544577
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21324 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–-

წარმომადგენელი გ-- ფ---–----–---–-

მოპასუხე თ------ გ------–---

წარმომადგენელი ლ---- ჭ----–---

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი რ--------- კ-----–---–-

დავის საგანი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე თ------ გ------–---სათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-–- გ------–---ს (დაბადებული 2--- წლის 7-------–-) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების ნაწილში და მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–-სათვის, მოპასუხე თ------ გ------–---ს თანხმობის გარეშე, 2--- წლის 7-------–- დაბადებული ნ-–- გ------–---ს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ოცდაათი დღის ვადით საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლების მინიჭება;

მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–- და მოპასუხე თ------ გ------–--- დაქორწინდნენ 2011 წლის 1-----–---. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 7-------–- შეეძინათ შვილი ნ-–- გ------–---. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება. მოპასუხე თ------ გ------–---ს არასრულწლოვანი შვილის, ნ-–- გ------–---ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. თ------ გ------–---მ გაიხმო შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით განისაზღვრა ბავშვთან ურთიერთობის წესი. მოპასუხე არ არის თანახმა, დედამ, ნ---- კ----–-–---–მა არასრულწლოვანი ნ-–- გ------–--- დასვენების მიზნით მცირე პერიოდით გაიყვანოს საზღვარგარეთ. მოპასუხე ხელს უშლის პასპორტის აღებასაც. შესაბამისად, იზღუდება ბავშვის ინტერესი და მისი გადაადგილების თავისუფლება. მოპასუხე მხარის პოზიცია გაურკვეველია, ვინაიდან დასვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება დროის მცირე მონაკვეთით და ხელს არ უშლის მამის, როგორც მშობლის უფლებას ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია საქართველოში, აქვს სტაბილური შემოსავალი და იგი არ აპირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ საცხოვრებლად წასვლას.

(სარჩელი, 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება თ------ გ------–---ს ცემის ფაქტზე და მოსარჩელე მხარე ცდილობს მოსალოდნელი დასჯის თავიდან აცილების მიზნით გაემგზავროს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამდენად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსარჩელე არასრულწლოვან ბავშვთან ერთად მუდმივად ან ხანგრძლივი დროით გაემგზავროს საზღვარგარეთ, რაც მამა შვილს შორის გაუცხოვებას გამოიწვევს. მოსარჩელე მხარე ამ ეტაპზეც არ აძლევს უფლებას მოპასუხეს შვილთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს თ------ გ------–---ს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. (შესაგებელი, 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემული შემთხვევაში, არ უნდა დაირღვეს ბავშვის არჩევანის უფლება დაისვენოს დედასთან ერთად საზღვარგარეთ. მათი დასვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება დროის მცირე მონაკვეთით, რაც არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას მამისთვის ურთიერთობა ჰქონდეს თავის შვილთან. ბიოლოგიურ მშობლებს შორის არსებულმა კონფლიქტურმა ურთიერთობამ და უთანხმოებამ არ უნდა იქონიოს გავლენა ბავშვის აღზრდა-განვითარებასა და აქედან გამომდინარე მის უპირატესად გასათვალისწინებელ ინტერესებზე. შესაბამისად, სოციალური სამსახური ეთანხმება ბავშვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და სარჩელში მითითებული დროით საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–- და მოპასუხე თ------ გ------–--- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან მეურნეობას აღარ ეწევიან;

არასრულწლოვანი ნ-–- გ------–--- ცხოვრობს ნ---- კ----–-–---–თან ერთად;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. არასრულწლოვანი ნ-–- გ------–---ს განვითარებისა და აღზრდისათვის ნ---- კ----–-–---–- ოჯახში არის კეთილსაიმედო გარემო. ბავშვს განსაკუთრებული სიახლოვის გრძნობა და მიჯაჭვულობა ჩამოყალიბებული აქვს ნ---- კ----–-–---–-ს და მისი მშობლების მიმართ. ნ-–- გ------–--- სწავლობს სსიპ ქ. თბილისი 2--- საჯარო სკოლაში. იგი არის სეზონის შესაბამისად სუფთად ჩაცმული, აქვს თავისი ოთახი ინდივიდუალური და ასაკობრივი განვითარების ნივთებით. ნ-–- ასაკის შესაბამისად გონებრივად და ფიზიკურად განვითარებულია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 64-65).

3.1.3. მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია გ------- მ--–--------. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

3.1.4. მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–ს და მოპასუხე თ------ გ------–---ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, ნ---- კ----–-–---–-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და თ------ გ------–---ს მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 (ექვსი) თვით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ნ---- კ----–-–---–-ს 2018 წლის 2--------–-- განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე (ს.ფ. 45);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე (ს.ფ. 88-94).

3.1.5. მოპასუხე თ------ გ------–---ს ცემის ფაქტზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება;

2018 წლის 1--------–ის მდგომარეობით, თ------ გ------–---ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა არის შემდეგი სახის: ო-----------–----------------------–----------–-----–--------------------------------–------------------------------------–----–-------------------------–-------------–-------------------–------------------------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_თ------ გ------–---ს ადვოკატის ლ---- ჭ----–--ის 2018 წლის 26 აპრილის განცხადება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას (ს.ფ. 44);

_შპს ,,ჯ---------–------–------ის“ მიერ 2018 წლის 17-------–- გაცემული N--- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 46);

_სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 47).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ---- კ----–-–---–ს და თ------ გ------–---ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 7-------–- შეეძინათ შვილი ნ-–- გ------–---;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის მიერ 2--- წლის 17-------–- გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15).

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით, დამტკიცდა მორიგება ნ---- კ----–-–---–სა და თ------ გ------–---ს შორის შემდეგი პირობებით: 1. შეწყდა ქორწინება ნ---- კ----–-–---–სა და თ------ გ------–---ს შორის, რეგისტრირებული 2011 წლის 1-----–---, სააქტო ჩანაწერი N8----------; 2. მოპასუხე თ------ გ------–---ს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 7-------–- დაბადებულ ნ-–- გ------–---ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 15 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. თ------ გ------–---ს მიერ 2018 წლის 2------------–- წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, დარჩა განუხილველი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტისა და შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 16-18).

3.2.3. მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–- 2017 წლის 1----------–----- სწავლობს შპს ,,წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------ს“ რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების ცენტრში და გადის ,----------------------- სარეზიდენტო პროგრამას, ხანგრძლივობა 3 (სამი) წელი;

ნ---- კ----–-–---–- 2018 წლის მარტის თვიდან მუშაობს ს-----------–--------- კლინიკაში ,,დ---------“-ში (მისამართი ქ. რ--------------------------------) ე---------------------- თანამდებობაზე. ასევე, მოსარჩელე მხარე იმავე პოზიციაზე 2015 წლის მაისის თვიდან დასაქმებულია ს-----------–-------- კლინიკაში ,,ვ-----------------“-ში (მისამართი ქ. თბილისი, ვ-–----–----–-------------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------ს“ მიერ 2018 წლის 1 ოქტომბერს გაცემული ცნობა N-- (ს.ფ. 85);

_ინდ. მეწარმე დ--–--–- ც-------ს მიერ 2018 წლის 1 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 86);

_შ----------ს მიერ 2018 წლის 1 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 87).

3.2.4. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ნ---- კ----–-–---–-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ნ---- კ----–-–---–-ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობა N4----- (ს.ფ. 97);

_სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N4------------------ ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 98).

3.2.5. ზ------- კ----–-–---–- წარმოადგენს შპს ,,ლ----------------------ს“ დირექტორს და 100%-იან წილის მფლობელს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 14.08.2018 (ს.ფ. 99-100).

3.2.6. მოპასუხის დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სოციალური სამსახურის მიერ ვერ შემოწმდა მოპასუხე თ------ გ------–---ს საცხოვრებელი პირობები. სოციალური მუშაკი ტელეფონით გაესაუბრა თ------ გ------–---ს, რომელმაც განმარტა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნ---- კ----–-–---–მა არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველო დატოვოს სამუდამოდ;

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ნ-–- გ------–---ს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ოცდაათი დღით საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრების ხელისშემშლელი გარემოება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 64-65).

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოცემულ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ საფუძვლიანი ეჭვის ან რაიმე სახის საფრთხის არსებობას დაადასტურებდა, რაც სამომავლოდ ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავი ინტერესებისათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

არასრულწლოვანი ნ-–- გ------–---ს უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი მოპასუხე თ------ გ------–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის პასპორტის აღების ნაწილში და მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–ს უნდა მიენიჭოს უფლება თ------ გ------–---ს თანხმობის გარეშე კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს ოცდაათი დღის ვადით, წაიყვანოს არასრულწლოვანი ნ-–- გ------–--- საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1197-ე, 1202-ე, 1205-ე, 1199-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–მა მოითხოვა მოპასუხე თ------ გ------–---სათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-–- გ------–---ს (დაბადებული 2--- წლის 7-------–-) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა პასპორტის აღების ნაწილში და მოპასუხის თანხმობის გარეშე კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ოცდაათი დღის ვადით არასრულწლოვანი ბავშვის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლების მინიჭება.

 

ნ---- კ----–-–---–ს და თ------ გ------–---ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 7-------–- შეეძინათ შვილი ნ-–- გ------–---. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ერთიან მეურნეობას აღარ ეწევიან. არასრულწლოვანი ნ-–- გ------–--- ცხოვრობს დედასთან, ნ---- კ----–-–---–თან ერთად (3.1.1., 3.2.1).

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ნ---- კ----–-–---–სა და თ------ გ------–---ს შორის დამტკიცდა მორიგება ქორწინების შეწყვეტისა და მოპასუხე თ------ გ------–---სათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ამავე განჩინებით, თ------ გ------–---ს მიერ 2018 წლის 2------------–- წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, დარჩა განუხილველი (3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავეს ადგენს კოდექსის 1202-ე მუხლიც: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის შვილის არა ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა, არამედ მან საკითხი დასვა არასრულწლოვანი ნ-–- გ------–---ს პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ კალენდარული წლის არაუმეტეს ოცდაათი დღის ვადით საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.

 

არასრულწლოვანი ნ-–- გ------–--- ცხოვრობს მოსარჩელესთან, ნ---- კ----–-–---–თან, სადაც არასრულწლოვანის აღზრდისა და განვითარებისათვის არის კეთილსაიმედო გარემო. ბავშვს განსაკუთრებული სიახლოვის გრძნობა და მიჯაჭვულობა ჩამოყალიბებული აქვს ნ---- კ----–-–---–-ს და მისი მშობლების მიმართ. ნ-–- გ------–--- სწავლობს სსიპ ქ. თბილისი 2--- საჯარო სკოლაში. იგი არის სეზონის შესაბამისად სუფთად ჩაცმული, აქვს თავისი ოთახი ინდივიდუალური და ასაკობრივი განვითარების ნივთებით. ნ-–- ასაკის შესაბამისად გონებრივად და ფიზიკურად განვითარებულია. მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე ნ---- კ----–-–--–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია გ------- მ--–--------. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ (3.1.2., 3.1.3).

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მიხედვით ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

 

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 1. 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მოპასუხე თ------ გ------–---ს განმარტებით, არსებობს გონივრული ეჭვი და საფრთხე, რომ მოსარჩელემ აღარ დააბრუნოს არასრულწლოვანი საქართველოში და დარჩეს, შვილთან ერთად, საცხოვრებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ. საქმეში არსებული მასალებით, სოციალური სამსახურის მიერ ვერ შემოწმდა მოპასუხე თ------ გ------–---ს საცხოვრებელი პირობები და მასთან პირადად გასაუბრება. ამ უკანასკნელის მიზეზად მოპასუხის მიერ დასახელდა მისივე დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის გართულებულია ურთიერთობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, ნ---- კ----–-–---–-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და თ------ გ------–---ს მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი. სწორედ დაძაბულ ურთიერთობას უკავშირებს თავად მოპასუხე მხარე 2018 წლის აპრილის თვეში მისი ცემის ფაქტს, რაზეც ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება (3.1.4).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 44 და 45. .

 

არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. არასრულწლოვანი ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესურსი. მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა განქორწინების შემდეგ განაპირობებს ბავშვის მიერ ორივე მშობლის დადებითი სახის შენარჩუნებას. საკითხისადმი ჯანსაღი მიდგომის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა იდგეს ბავშვის ინტერესი. არასრულწლოვანის მიმართ მშობლის რომელიმე უფლების შეზღუდვის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობდა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის ასაკი, მისი დამოკიდებულება ორივე მშობლის მიმართ.

 

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასებისას დადგინდა, რომ არასრულწლოვანი ნ-–- გ------–--- იზრდება დედის ოჯახში მისი აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამის და კეთილსაიმედო გარემოში, სადაც მისი საჭიროებები გათვალისწინებული და დაკმაყოფილებულია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სარჩელით დაყენებულია საკითხი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ოცდაათი დღით არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე არა ზოგადად, არამედ კონკრეტული, განსაზღვრული პერიოდით მოითხოვს მისთვის უფლების მინიჭებას მოპასუხის თანხმობის გარეშე შესძლოს არასრულწლოვანის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გაყვანა.

 

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, მოცემულ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ნ-–- გ------–---ს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ოცდაათი დღით საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრების ხელისშემშლელი გარემოება. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალება (3.2.4), არ ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელემ შესაძლოა სამუდამოდ დატოვოს ქვეყანა და შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავროს საცხოვრებლად. აღნიშნულთან დაკავშირებული რაიმე საფუძვლიანი ეჭვის თუ საფრთხის არსებობა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. მოპასუხე ასევე მიუთითებს გარემოებაზედ, რომ მისი ცემის ფაქტზე მიმდინარეობს სათანადო ორგანოში გამოძიება და მოსარჩელეს შესაძლოა აღნიშნულის გამოც სურდეს ქვეყნის დატოვება. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიმე ლოგიკური ბმა, კავშირი სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასა და მოსარჩელის მიერ არასრულწლოვანი ბავშვის მცირე დროით საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ გამოკვეთილა. მით უფრო, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელე მხარის საქმიანობას, კერძოდ, საქმის მასალებით, მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–- 2017 წლის 1----------–----- სწავლობს შპს ,,წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------ს“ რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების ცენტრში და გადის ,----------------------- სარეზიდენტო პროგრამას, ხანგრძლივობა 3 (სამი) წელი. ასევე, ნ---- კ----–-–---–- 2018 წლის მარტის თვიდან მუშაობს ს-----------–--------- კლინიკაში ,,დ---------“-ში (მისამართი ქ. რ--------------------------------) ე---------------------- თანამდებობაზე. ასევე, მოსარჩელე მხარე იმავე პოზიციაზე 2015 წლის მაისის თვიდან დასაქმებულია ს-----------–-------- კლინიკაში ,,ვ-----------------“-ში, მისამართი ქ. თბილისი, ვ-–----–----–-------------. (3.2.3).

 

მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. მართალია მოპასუხე მხარე მიუთითებს გარკვეულ საფრთხეზე არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოცემულ ეტაპზე არასრულწლოვანი ნ-–- გ------–---ს მცირე დროით საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ საფუძვლიანი ეჭვის ან რაიმე სახის საფრთხის არსებობას დაადასტურებდა. ასეთზე, არც სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიუთითებს.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი ბავშვის პასპორტის აღების ნაწილში და მოსარჩელეს უნდა მიენიჭოს თ------ გ------–---ს თანხმობის გარეშე 2--- წლის 7-------–- დაბადებული ნ-–- გ------–---ს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ წაყვანის უფლება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ოცდაათი დღით. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მითითებული პერიოდით საზღვარგარეთ არასრულწლოვანის გამგზავრების შემთხვევაში მამასა და შვილს შორის ურთიერთობის დაკარგვის, გაუცხოვების საფრთხის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებით არ გამოიკვეთა გარემოება, რაც სამომავლოდ ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავი ინტერესებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის მიმართ საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მას უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–- მოვალეა, ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია). ორივე მშობლის მზრუნველობითი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას და სრულყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

შესაბამისად, მოსარჩელე ნ---- კ----–-–---–- განთავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

 

იმის გათვალისწინებით, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ------ გ------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნ---- კ----–-–---–-ს (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე თ------ გ------–---ს (პირადი №0----------) მიმართ:

 

შეეზღუდოს მოპასუხე თ------ გ------–---ს (პირადი №0----------) მშობლის წარმომადგენლობითი უფლება 2--- წლის 7-------–- დაბადებული ნ-–- გ------–---ს მიმართ ამ უკანასკნელის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების ნაწილში და მიენიჭოს ნ---- კ----–-–---–ს (პირადი №0----------), თ------ გ------–---ს (პირადი №0----------) თანხმობის გარეშე, 2--- წლის 7-------–- დაბადებული ნ-–- გ------–---ს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ წაყვანის უფლება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ოცდაათი დღის ვადით;

 

3. დაეკისროს მოპასუხე თ------ გ------–---ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე