განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002624327
N1/265-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
31 ოქტომბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----- გ---–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ------- პ-----–---–ი
ბრალდებული: ა---- თ--------–---–ი
მამის სახელი: ხ------
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ.ახმეტა, თ----------ის ქუჩა N3
მცხოვრები: ქ.ახმეტა, თ----------ის ქუჩა N3
დაკავების თარიღი: 16. 08. 2018 წელი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 13 ივლისს, მთვრალი ა---- თ--------–---–ი მართავდა „სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით T-------- და გადაადგილდებოდა ახმეტის რაიონიდან თელავის რაიონის მიმართულებით, რა დროსაც, თელავის რაიონის სოფელ რ--------ში ა---- თ--------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე ქვეპუნქტი. მას გაცნობიერებული ჰქონდა რა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სხენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა და გადავიდა გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში, რა დროსაც შეეჯახა მ----- პ----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ მერივას“ მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით M--------, შემდეგ შეეჯახა საპირისპირო ზოლში მარჯვენა გვერდულზე მდგარ კაკლის ხეს. შედეგად, ა---- თ--------–---–ის ავტომობილში მყოფი მგზავრი მ------------------ი გარდაიცვალა, ხოლო მგზავრმა უ------------ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ უ------------ის ჩვენებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის გ-------------------ის ჩვენებით, მოწმეების მ-----------------–---–ის, თ-------------–---–ის, ნ---------------–---–ის, ზ------------–---–ის, მ----- პ----–-–---–ის, გ----------------–---–ის და ნ-------–------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, ამოღების ოქმებით, ავტოტექნიკურ - ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---- თ--------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ ა---- თ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6. სასამართლო აქვე განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ ა---- თ--------–---–ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილებით, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული მუხლების მძიმე ნაწილები მოიცავს წინა ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ა---- თ--------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
8. ა---- თ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლით.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 03(სამი) წლით ჩამოერთვას, საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
10. ა---- თ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 აგვისტოდან.
11. ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა „სუბარუს“ სალონიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და სისხლისმაგვარი ლაქები, ავტომანქანა „ოპელის“ სალონიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ა---- თ--------–---–ის სისხლის ნიმუში, უ------------ის სისხლის ნიმუში, მ------------------ის სისხლის ნიმუში, მ----- პ----–-–---–ის სისხლის ნიმუში და ნ-------–------ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
12. ავტომანქანა „სუბარუ“, სახელმწიფო ნომრით T-------- და ავტომანქანა „ოპელი“, სახელმწიფო ნომრით M--------, რაც მოთავსებულია ქ.თელავში, ავტოსაჯარიმო ტერმინალზე, უ------------ის ტანსაცმელი, ა---- თ--------–---–ის ტანსაცმელი, ნ-------–------ის ტანსაცმელი, მ----- პ----–-–---–ის ტანსაცმელი და მ------------------ის ტანსაცმელი, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
15. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეწყალების თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური