განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002647906
N1/275-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
01 ნოემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–---- ტ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ----------–---–ი
ბრალდებული: ჟ--–---- ჯ-----ე
მამის სახელი: შ--–--
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ჩ----–--ი
მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ჩ----–--ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 11:55 საათზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, ბაკურციხის მიმართულებით, მოძრაობდა „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით W--------, რომელსაც მართავდა თ----–--------–---–ი. იმავე დროს საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებოდა „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ჟ--–---- ჯ-----ე. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში მოძრაობისას ჟ--–---- ჯ-----ემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. მას გაცნობიერებული ჰქონდა რა ‘’საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის სხენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, დაიწყო ბაკურციხის მიმართულებით სავალი ნაწილის გადაკვეთა, მაგრამ ვერ შეძლო უსაფრთხოდ გადასვლა, რადგან შეეჯახა თ----–--------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ჰონდას“ მარკის ავტომანქანის მგზავრმა ნ-------------–---–მა და „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის მგზავრმა ჟ---–-----------–---–მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ჟ---–-----------–---–ის ჩვენებით, მოწმეების თ----–--------–---–ის, გ----------------–---–ის, მ--------–--------–---–ის, ი----------ის, ზ--------------ის, ა---------–--–--------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ-----–-----–---–ის, ჯ--------------ის, ჟ--------------ის, ბ--–--------–---–ის და ზ---------------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ტრანსოლოგიურ-ავტოტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჟ--–---- ჯ-----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ ჟ--–---- ჯ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდედ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ჟ--–---- ჯ-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
7. ჟ--–---- ჯ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.
8. ჟ--–---- ჯ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
9. ნივთიერი მტკიცებულებები - „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------, რაც იმყოფება სპეციალურ ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
10. „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით I--------, რაც ხელწერილით ჩაბარდა ჟ--–---- ჯ-----ეს, დარჩეს მის მფლობელობაში.
11. ჟ--–---- ჯ-----ის და თ----–--------–---–ის სისხლის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური