განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
010100118002467465
დავის ტიპი
151
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002467465

საქმე N1-473/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10.10.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ-----------------აძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: რო-- სე------ძე

მამის სახელი: სო-–------ი

დაბადებული: 12.07.1974 წელი

პირადი ნომერი: 6---------7

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ქ. ბათუმი, ხელვაჩაური, სოფელი ახ--–-------–------------------.

 

ბრალდებულის ადვოკატი - პა---------–---ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 171300418008

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. წარდგენილი ბრალდების თანახმად

 

2018 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, ტბ--–--------–-------------------------ში მყოფ ქე----------------ძეს, მეუღლემ (ოჯახის წევრმა) რო-- სე------ძემ დაუკავშირდა ტელეფონის საშუალებით და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ქე----------------ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, რო-- სე------ძეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები:

 

დაზარალებულმა ქე----------------ძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 29 აპრილს შეთანხმდნენ მოეხდინათ განქორწინება, 30 აპრილს იუსტიციის სახლში მივიდა, თან ახლდა მამა - ოთ-------------ძე და მეზობელი, განქორწინების რეგისტრაციის მოსაკრებელი - თანხა თავად გადაიხადა, პროცედურის დასრულების შემდეგ სანამ რო-- სე------ძემ არ დატოვა დარბაზი და არ გასცდა შენობას, - არ გამოსულა იუსტიციის სახლიდან; ამის შემდეგ რო-- სე------ძის მხრიდან ზარი არ განხორციელებულა და კავშირი არც ჰქონიათ; იუსტიციის სახლში მივიდა შიშით, ინტერესი ჰქონდა, რომ განცალკევება მოეხდინათ; თავად დაუკავშირდა განქორწინების პროცედურის მოწესრიგების მიზნით, რო-- სე------ძეც დაეთანხმა, რო--ი შვილთან - მა-----თან ერთად იმყოფებოდა იმ დღეს; რო-- სე------ძემ ტელეფონით დაკავშრებისას უთხრა, რომ „თუ შენ ვერ მოგიღო ბოლო პოლიციამ, მე ვარ შენი მომვლელიო, მე მოგხედავო“; შეიძლება მისთვის არ იყო ეს სიტყვები მისაღები და განაცხადა პოლიციაში; განქორწინება, რომ მოხდა, ამის შემდეგ წავიდა, ელოდებოდა განქორწინებას და შემდეგ განაცხადა პოლიციაში; შვილებს ის არ რევს ამ ურთიერთობაში, ბავშვებს აქვთ თავისი ცხოვრება და არ აყენებდა მათ საქმის კურსში;

 

როგორც შვილების მამა, ის კარგად და მყარად დგას; მას რაიმე სახით პრეტენზია არა აქვს; ადასტურებს, რომ ამ ფაქტის შემდეგ რაიმე სახის სატელეფონო და არც სხვაგვარი ურთიერთობა არ ჰქონია; სასამართლოს თხოვს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, ის კონკრეტულად რაიმეს არ ითხოვს;

 

მოგხედავს გენერალურიო - ასე უთხრა ტელეფონში; ეს სიტყვა აღიქვა როგორც საშიში; მუქარად აღიქვა, რადგან ეშინოდა; 30 აპრილს ტელეფონით დაემუქრა და ამის შემდეგ განაცხადა პოლიციაში, ტელეფონი გადასცა გამომძიებელს დატოვა მთელი 5 საათი და გაიშიფრა მისი ტელეფონი. 10-15 გამოტოვებული ზარი იყო, 4 - პასუხით; დათვალიერებას ესწრებოდა და მოაწერა ხელი; (იხ ოქმი, 03.08.2018წ, 15:37:123სთ-16:14:08სთ);

 

ბრალდებულმა რო-- სე------ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ის წარსულში მსჯავრდებულია ოჯახური ძალადობისათვის ტყუილად მოიხადა სასჯელი; ისიც იმ დროს მისი ამჟამად ყოფილი მეუღლის ცრუ ჩვენებებით მოხდა; როცა გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, საერთოდ ცდილობდა რომ არ ჰქონოდა რაიმე სახით კავშირი, თუკი შვილების გადაადგილებას და მათ მიმოსვლას შეეხებოდა მხოლოდ მაშინ უკავშირდებოდა ან თვითონ, ან ქე------ი; წარსულში მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე მან მიმართა გენერალურ ინსპექციას და პოლიციის განყოფილების თანამშრომელზე ჰქონდა საჩივარი, ეს უთხრა მხოლოდ, რომ რაც გაუკეთეს ამაზე უკვე შეიტანა საჩივარი და მოხედავდნენ მას, ამას გულისხმობდა; ქე----------------ძე ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და მასთან მას კავშირი არა აქვს; მისი სურვილიც იყო განქორწინება, უბრალოდ როცა იმ დღეს დაუკავშირდა ქე------ი და შეთავაზა, - თანხა არ ჰქონდა, თუმცა ქე------მა შეთავაზა, რომ ხარჯებს ის გაიღებდა და დაეთანხმა (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 04.10.2018წ);

 

მოწმის სახით დაკითხვისას რუ--–-- სე------ძემ განმარტა, რომ მის მამას რო-- სე------ძესა და ქე----------------ძეს შორის იყო უთანხმოება, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ; თავად მამასთან ერთად მუშაობს კერძო სამუშაოებზე; იმ დღეს 2018 წლის 29 აპრილს დაუკავშირდა მას ქე----------------ძე და უთხრა, რომ ტელეფონზე არ დაერეკა მისთვის რო-- სე------ძეს და მეორე დღეს იუსტიციის სახლში მისულიყვნენ განქორწინებაზე; როცა ქე------ი დაუკავშირდა, მამასთან ერთად იყო, მას მუქარის შესახებ მისთვის ტელეფონით ქე----------------ძეს არაფერი არ უთქვამს, უთხრა, რომ არ პასუხობდა მის ზარებს და აღარ დაერეკა მასთან; მან გამოკითხვისას სწორედ ამ სახით აჩვენა, როცა წამოვიდა, გზაში მსვლელობისას დაურეკეს, რომ გამოკითხვის ოქმში შეცდომა იყო და კვლავ უნდა მისულიყო განყოფილებაში; დაბრუნდა, თავისი გამოკითხვის ოქმი მისცეს, ხელი მოაწერა, თუმცა ის აღარ წაუკითხავს; თავდაპირველად გამოკითხვისას შედგენილი ოქმი კი წაიკითხა და ისე მოაწერა ხელი; (იხ ოქმი 04.10.2018წ; 11:13:19სთ -11:19:56სთ);

 

საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის 30.04.2018წ თანახმად დადგენილია, რომ ქე----------------ძის თანხმობით დათვალიერებული იქნა მობილური ტელეფონი, გამავალი ზარები ფიქსირდება ტელეფონის ნომერზე 557 321132 2018 წლის 29 აპრილს 14 :59 საათიდან 15:01 საათამდე პერიოდში სახელი მითითებულია „ა----------“, ასევე აღნიშნულ ნომერზე დაფიქსირებულია შემომავალი ზარები 15:07 საათიდან 18:08 საათამდე პერიოდში, რაც უპასუხოდ არის დატოვებული; ამავე ოქმის თანახმად ქე----------------ძის განმარტებით ტელეფონის ნომერი ეკუთვნის მის ყოფილ მეუღლეს რო-- სე------ძეს; (იხ ს.ფ.6-8);

 

საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბართით, დანაშაულის გარემოებებში მითითებულია: 2018 წლის 30 აპრილს ქე----------------ძემ განაცხადა, რომ მ/წლის 29 აპრილს მეუღლემ რო-- სე------ძემ მობილური ტელეფონით საუბრისას განახორციელა მუქარა; (ს.ფ.1)

 

შეტყობინების თანახმად განმცხადებელი ქე----------------ძე 2018 წლის 30 აპრილს ატყობინებს პოლიციის განყოფილებას, რომ მეუღლესთან, რომელიც ორჯერ ნასამართლევია ოჯახური ძალადობისათვის ოფიციალურად განქორწინდა და დღესაც ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, ასევე ძალადობს შვილებზე ; (ს.ფ.2) ;

 

მოწმის სახით დაკითხვისას თამაზ შავაძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა; ასევე აღნიშნა, რომ ტელეფონის დათვალიერება ჩაატარა მესაკუთრის ქე----------------ძის თანხმობით და მისი თანდასწრებით; ტელეფონში დათვალიერებით დადგინდა რომ იყო როგორც შემომავალი , ისე გამავალი რამდენიმე ზარი; (იხ სხდომის ოქმი 04.10.2018წ)

 

სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევით და შეფასებით მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალს;

 

სადავო მტკიცებულებების განხილვით და შესწავლით, უდავოდაა დადასტურებული მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქე----------------ძე და რო-- სე------ძე წარმოადგენდნენ მეუღლეებს, ასევე მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ ისინი მართლაც განქორწინდნენ 2018 წლის 30 აპრილს, რის შემდეგაც იმავე დღეს დაცილდნენ ერთმანეთს ისე, რომ რო-- სე------ძეს, თავად დაზარალებულის განმარტებით, მისთვის რო-- სე------ძეს არაფერი არ უთქვამს, რაც შეეხება განქორწინებამდე - 2018 წლის 29 აპრილს განხორციელებულ სატელეფონო კავშირს, - ისიც დადგენილია და არცერთი მხარე არ უარყოფს, თუმცა დაუდასტურებელი და დაუდგენელია მუქარის - ბრალად შერაცხული მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა რო-- სე------ძის მხრიდან; კერძოდ, 2018 წლის 29 აპრილს რო-- სე------ძე დაემუქრა თუ არა ქე----------------ძეს და ეს მუქარა შეიცავდა თუ არა სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, თუ ქონების განადგურების მუქარას; თავად დაზარალებული თავისი ჩვენებითაც სასამართლოს ვერ აწვდის საკმარის ინფორმაციას ამ კუთხით; კერძოდ ქე----------------ძის განმარტებით მუქარის შემცველი სიტყვა, რამაც მასში შიში გამოიწვია იყო „მოგხედავო, ან/და მოგხედავენო“ ; ბრალდებული საქმის განხილვისას განმარტავდა და არც უარყოფდა, რომ მას საჩივარი ჰქონდა კონკრეტული პირის მიმართ სათანადო ორგანოში წარდგენილი და სწორედ ამას გულისხმობდა, რომ იქ გაირკვეოდა, სიმართლე და სინამდვილით რა მოხდა; აღნიშნულის გარდა სხვა სახით მიმართვის არსებობა არ დაფიქსირებულა; დაზარლებულისვე განმარტება, რატომ არ უნდა შეშინებოდა და განეცადა შიში, - გარკვეულ შეფასებას საჭიროებს პირველ რიგში იმ სახით, რამდენად შესაძლებელია ის აღქმული იქნეს მუქარად და მეორე, - არის კი მუქარა იმ სახის, რაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლითაა განსაზღვრული, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზირებულია ქმედება, რომელიც შეიცავს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების შესახებ მუქარას, ასეთი სახის მუქარის შემდეგ კი შესაფასებელია რამდენად არსებობდა მისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში; დაზარალებულს ასეთი რამ არ დაუდასტურებია; საჩივრის წარდენა სათანადო ორგანოში და საჩივრის ირგვლივ არსებული საკითხების მოკვლევა არცერთი სახით საშიშროებას არ წარმოადგენდა; საფრთხე არც სიცოცხლეს, არც ჯანმრთელობას და არც ქონებას აღნიშნულით არ ემუქრებოდა;

 

მუქარის არსებობას არ ადასტურებს ასევე მოწმის სახით დაკითხული რუ--–-- სე------ძე, მისი განმარტებით ქე----------------ძე მას დაუკავშირდა და მუქარის შესახებ არაფერი უთქვამს, უთხრა მხოლოდ ის, რომ მისთვის რო-- სე------ძეს აღარ დაერეკა; ამ ფაქტსვე თავად დაზარალებულიც ადასტურებს იმ სახით, რომ მისი განმარტებით, ის შვილებს რო-- სე------ძესთან ურთიერთობაში საქმის კურსში არ აყენებდა; ანუ თავადაც გამორიცხა, რომ რაიმე სახის მუქარის შესახებ, თუკი ის განხორციელდა, ეცნობებინა რუ--–-- სე------ძისათვის;

 

ასევე საგულისხმოა, შეტყობინების შინაარსი, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, შეტყობინებით რო-- სე------ძე დასაბუთებული ვარაუდით დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა 2018 წლის 30 აპრილს, რაც ასევე დაზარალებულმა გამორიცხა, მისი განმარტებით განქორწინების შემდეგ უხმოდ დაცილდნენ ერთმანეთს და მის შემდეგ კავშირი არ ჰქონიათ;

 

რაც შეეხება ტელეფონის დათვალიერების ოქმს, საერთოდ დაუდასტურებელია და შესაბამის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის ვის ეკუთვნის შემავალი და გამავალ ზარების სატელეფონო ნომერი; მხოლოდ დაფიქსირებულია რომ არსებობს 2018 წლის 29 აპრილს გამავალი და შემომავალი რამდენიმე ზარი, რომლის არსებობაც თუკი კუთვნილებაც დადგენილი იქნებოდა, თავისთავად არ ადასტურებს, რომ სატელეფონო კავშირით განხორციელდა რაიმე სახის მუქარა; სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა მოცემული საგამოძიებო მოქმედების ოქმის მიხედვით სრულყოფილად გამოეკვლია მითითებული ფაქტი (არ არის წარმოდგენილი მობილური ტელეფონი); შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებაც ამ შინაარსით, როცა დაუდგენელია სრულყოფილად ფაქტები, ვერ გახდებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი;

 

ამდენად, მოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს ზოგადად მუქარა რომელიმე სახით საფრთხის შემქმნელი და შემდეგ სუბიექტურად დაზარალებულის მხრიდან მუქარის რეალურად აღქმის საკითხი; მოცემულ შემთხვევაში კი დაზრალებულისა და მოწმის, ასევე ბრალდებულის პირდაპირი ჩვენებები არ იძლევა ფაქტის უტყუარად დადასტურების საფუძველს. დანაშაულებრივი ფაქტის უტყუარად დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის გამო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რო-- სე------ძე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებაში ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს ამ ნაწილში დაარწმუნებდა რო-- სე------ძის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

ამასთან, მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, - მოცემულ შემთხვევაში კი არ არის დადგენილი, რომ მსხვერპლის მიმართ რომელიმე სახის - სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ან ქონების განადგურების მუქარა განხორციელდა და ასევე არ არის დადგენილი მსხვერპლში ბრალდებულის მიერ მუქარის რეალურად განხორციელების შიშის გაჩენა. შესაბამისად განსახილველ საქმეში ვერ იქნა რა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ფაქტის უტყუარად დასადგენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული რო-- სე------ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

4. ნივთმტკიცების ყადაღის და სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო გე-–-----------------------------------–--------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------–----------------------------------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახ--–-------–ი, საკადასტრო კოდი: 22.29.03.095 ) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს;

 

ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს და საქართველოს სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად ზ/ხსენებულ უძრავ ქონებას უნდა მოეხნსას ყადაღა;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-ე, 276-277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რო-- სე------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

გამართლებულს რო-- სე------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

რო-- სე------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გე-–-----------------------------------–--------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------–----------------------------------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახ--–-------–ი, საკადასტრო კოდი: 22.29.03.095 ) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე