გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
190224018002405299
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2-1168-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

განმცხადებელი - არ-----------ი

მხარდაჭერის მიმღები პირი - ივ----------ი

ადვოკატი - სა-–-------------ა

მესამე პირი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი- ლა–-----------–---–ი

ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი -

თამარ კარბაია

ექსპერტები - მა-----------ი, თი------------ე, ნი-------–------ი

მოთხოვნის არსი: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერად დანიშვნა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 2591-ე, 36317ე, 36324. 36321. 367-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ-----------ის (პ/ნ 3----------- დაბ.:11.02.1959) განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. ივ----------ი (პ/ნ 3----------, დაბ:06.12.1980) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

- მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში, მისთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით;

– სააფთიაქო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში მედიკამენტების მიღების მიზნით (მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება);

– შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შესახებ;

– წვრილმანი გარიგების დადების სფეროში;

– შრომითი საქმიანობის სფეროში;

– საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში;

– სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური დახმარების, სოციალური პაკეტის ფულადი დახმარების დანიშვნის /აღდგენის/ აღების/ გაუქმების/ განკარგვის სფეროში;

– საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის ს.ს. ლიბერთი ბანკში სახელმწიფო გასაცემლის სოციალური პაკეტის/სახელმწიფო პენსიის საბანკო ოპერაციების მართვის (მათ შორის ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშკრულებაზე თანხმობის), პლასტიკური/ელოქტრონული ბარათის დამზადების/აღების/ გაუქმების და საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის მიღების/გადარიცხვის/განკარგვის სფეროში.

- პერსონალური მონაცემებით სარგებლობის სფეროში;

- საქართველოს მოქალაქის ელექტრონული ბარათის დამზადების/აღების (მათ შორის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში საქართველოს მოქალაქის ელექტრონული ბარათის გაცემაზე, განაცხადის გაკეთების, ელექტრონული ბარათის აღების და ხელმოწერის) სფეროში.

- ნებისმიერ სახელმწიფო/საჯარო დაწესებულებაში (მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), კერძო ორგანიზაციაში და ფიზიკურ პირებთან პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვის სფეროში (გარდა უძრავი ქონების განკარგვისა).

 

3. ივ----------ის (პ/ნ 3----------, დაბ:06.12.1980) მხარდამჭერად დაინიშნოს განმცხადებელი არ-----------ი (პ/ნ 3----------- დაბ.:11.02.1959) და მიენიჭოს უფლებამოსილება ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილებები განახორციელოს პირადად, დამოუკიდებლად მხარდაჭერის მიმღების სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად.

 

4. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 4 წლით და 6 თვით.

 

5. განემარტოს არ-----------ის, რომ იგი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

6. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

 

7. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

 

8. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.

 

11. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

12. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

13. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო ონიანი