გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-1699-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- სა---------–-----------------------------------------------------------ო
მოსარჩელის წარმომადგენელი- ნი---------------ე
მოპასუხე- შპს „ფო-–--------1“
მოპასუხის წარმომადგენელი- არ---–-–---–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1.სასარჩელო მოთხოვნა
შპს ფო-–--------1’’-ს სა---------–----------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 48549.21 ლარის გადახდა;
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 11 მარტს სა---------–-----------------------------------------------------------ოს, სა---------–------------------------------–--------–-------------რს და სს ,,ენ---------I''-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს გადაეცა სს ,,ენ---------I''-ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის შპს „ფო-–--------1-ის’’ მიმართ არსებული ელექტროენერგიის დავალიანების- 48549.21 ლარის მოთხოვნის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, რომ შპს „ფო-–--------1-ს’’ სა---------–----------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 48549.21 ლარის გადახდა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ფო-–--------1-ის’’ წარმომადგენელმა არ---–-–---–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 11 მარტს სა---------–-----------------------------------------------------------ოს, სა---------–------------------------------–--------–-------------რს და სს ,,ენ---------I''-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს გადაეცა სს ,,ენ---------I''-ის დებიტორული დავალიანებები.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, 2010 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი.
3.1.2. სსიპ ,,ს-–----------------------------ოს'' თავმჯდომარის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით, ერთ საზოგადოებად შერწყმული იქნა სს ,,რი------ი'', სს ,,გუ---------ის კ------ი'', სს ,,ლა-----------ი'', სს ,,ძე------–---ი'', სს ,,შა-------ი'', შპს ,,აწ---ი'', სს ,,სა---------–-------------------–----------------–-------------------ია'' და შპს ,,აჭ---------------------ია'', რომლის თანახმად, შეიქმნა სს ,,ენ---------I'';
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, სსიპ ,,ს-–----------------------------ოს'' თავმჯდომარის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ,,ს-–----------------------------ოს'' თავმჯდომარის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით, ერთ საზოგადოებად შერწყმული იქნა სს ,,რი------ი'', სს ,,გუ---------ის კ------ი'', სს ,,ლა-----------ი'', სს ,,ძე------–---ი'', სს ,,შა-------ი'', შპს ,,აწ---ი'', სს ,,სა---------–-------------------–----------------–-------------------ია'' და შპს ,,აჭ---------------------ია'', რომლის თანახმად, შეიქმნა სს ,,ენ---------I'';
2010 წლის 11 მარტს სა---------–-----------------------------------------------------------ოს, სა---------–------------------------------–--------–-------------რს და სს ,,ენ---------I''-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს გადაეცა სს ,,ენ---------I''-ის დებიტორული დავალიანებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომლის თანახმად, 2007 წლის მდგომარეობით შპს ,,ფო-–--------1''-ის დავალიანება შეადგენს 48549.21 ლარს, თუმცა სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს მტკიცებულების ძალას ვერ მიანიჭებს და განმარტავს, რომ წარმოდენილი მტკიცებულებით არ დგინდება მისი გამომცემი ორგანი, ასევე დოკუმენტი არ არის სათანადო წესით დამოწმებული, შესაბამისად არ დგინდება აღნიშნული მტკიცებულების ავთენტურობა, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ მის მიმართ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ ან/და უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს სუბიექტურ მომენტს – იცოდა თუ არა მხარემ ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, რომ დასტურდებოდეს სა---------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ შპს ,,ფო-–--------1''-ის დავალიანება, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, გასულია სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე თანხის მოთხოვნის ვალდებულება, ვინაიდან, 2007 წლიდან დღემდე მოსარჩელეს არ მიუმართავს შპს ,,ფო-–--------1''-სათვის და არ მოუთხოვია დავალიანების გადახდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომლითაც გააქარწყლებდა მოპასუხის პოზიციას, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ''სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან- დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---------–-----------------------------------------------------------ოს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ფო-–--------1’’-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი