განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
010100118002309532
დავის ტიპი
273
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-156/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ზ-----------–--–---

ადვოკატი - გ---–--------------

 

ბრალდებული: მ--------------

მამის სახელი: ი-----–-

პირადი ნომერი: 2----------

დაბადების თარიღი: 2--0-.1----–--–-

მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

საცხოვრებელი მისამართი: თ-------------------------------–------–----------------------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ--------------- ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, რაც გამოიხატა შემდეგში: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა, მ--------------- ექიმის დანიშნლების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები - კოკაინი და ბუპრენორფინი, ასევე ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც დაუდგინდა 2017 წლის 19 მაისს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

 

მ--------------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

ა) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის დადგენილების თანახმად, მ-------------- ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის, ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად და დაედო ადმინისტრაციულ სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ბ) მოწმე პ------------–---- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, პაატა ჩინჩალაძე მუშაობს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 18 მაისის დილის 10:00 საათიდან, 19 მაისის დილის 10:00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. თავის მეწყვილე ო------------------ ერთად ახორციელებდა ოპერატიულ შემოვლებს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ,,პლაზის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მ--------------, დაბადებული 1992 წლის 20 ივლისს, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, უნდა იმყოფებოდეს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ამის შემდეგ ის თავის თანამშრომელთან, ო------------------, ერთად გავიდა ოპერატიული ინფორმაციის გადასამოწმებლად ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ,,პლაზის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ მ--------------, რომელსაც წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და განუცხადეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ამის შემდეგ, მეჰმედ აიდინი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და თარჯიმნის დახმარებით განუმარტეს უფლება-მოვალეობები. ასევე განუმარტეს, რომ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურ კაბინეტში, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. სამსახურებრივი ავტომანქანით მ-------------- ჯერ გადაყვანეს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, შემდეგ კი ნარკოლოგიურ ცენტრში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, რის შესახებაც მას აცნობა ექსპერტმა. მ-------------- რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს და ყველა დოკუმენტს მოაწერა ხელი.

 

გ) იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა, ო-----------------

 

დ) საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2017 წლის 19 მაისს, გაცემული ექსპერტიზის №901722 დასკვნის თანახმად, 2017 წლის 19 მაისს, ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მ--------------. მას ჩაუტარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, მ-------------- დაუდგინდა ,,ოპიუმის" ჯგუფის ნარკოტიკის, ,,ბუპრენორფინისა“ და ,,კოკაინის მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, რ-------------–--–---

 

ე) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებათა მე-2 სიის მე-10 გრაფაში შეტანილია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, ხოლო 35-ე გრაფაში - კოკაინი.

 

ვ) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ხ'' ქვეპუნქტის თანახმად, უკანონო მოხმარება ნიშნავს სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას.

 

მ-------------- ,,ოპიუმის" ჯგუფის ნარკოტიკის, ,,ბუპრენორფინისა’’ და ,,კოკაინის’’ მოხმარებისათვის, ექიმის სპეციალური ნებართვა არა აქვს.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

მ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ--------------- თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას და მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მისაღწევად, მას უნდა განესაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე- 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, მ-------------- 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძვნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება.

 

3. მსჯავრდებულ მეჰმეთ აიდინს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით, მ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. მსჯავრდებულ მ--------------ს მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი