გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 02031--18002704372 (3/195- 18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.11.2--- ქ. ზ--გდიდი
შესავალი ნაწილი
ზ--გდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ა(ა)იპ სა---------–--------–---------------------------–--–-ა
წარმომადგენელი ჯ----–--------ა, კე------------ა, ინ-----–-----–-ა
მოპასუხე # 6--------------------–----------------------ია,კომისიის თავმჯდომარე მი-----------ხი
წარმომადგენელი ას---------აია, ნა--------ა
მესამე პირი ლე-–-------–---ია
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა - საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების კანონიერება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
მოსარჩელე ითხოვს #6--------------------–----------------------იის 30.10.2--- წ #2------ განკარგულების ბათილად ცნობას.
გასაჩივრებული განკარგულებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივარი, რომლითაც საჩივრის ავტორი ითხოვდა #1-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას.
მოსარჩელის მტკიცებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაარღვია საარჩევნო კანონმდებლობა, კერძოდ ვერ უზრუნველყო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცედურის დაცვა. კერძოდ, გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ არ დალუქა იგი, შესაბამისი ჩანაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში არ გაუკეთებია და საშუალება მისცა კენჭისყრის დასრულებამდე ხელმეორედ გაეტანათ იგი იმ ამომრჩევლებთან, რომლებიც ოჯახის წევრების განმარტებით არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ მისამართზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
მოპასუხის მტკიცებით სადავო განკარგულების გამოტანისას მას კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია. განმარტავს, რომ მოქმედი საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურის დაწყებას დილის 9:00 სთ-დან და სრულდება 19:00 საათზე, იგი უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა, გადასატანი ყუთის ჭრილი უნდა დაილუქოს კენჭისყრის დამთავრებისას. შესაბამისად, ეს პროცედურები დარღვეული არ არის და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არანაირი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს სასამართლოში წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.
სასამართლო სხდომაზე მესამე პირმა განმარტა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ დაურღვევია, მან სათანადო კონსულტაციების გავლის შემდეგ საშუალება მისცა არჩევნების დღეს 15:00 სთ-ზე გადასატანი ყუთის წამღებ კომისიის წევრებს შემოეტანათ გადასატანი საარჩევნო ყუთი კენჭისყრის შენობაში, სადაც უზრუნველყოფილი იყო მისი სათანადო დაცვა და მეთვალყურეობა, ვინაიდან აუცილებელი გახდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი 2 ამომრჩევლის საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით მათ მისამართზე მოგვიანებით გამოცხადება და კანონით დადგენილი პროცედურების შესრულება.
მისი მტკიცებით ამ ამომრჩევლებმა, რომლებიც არიან ხანდაზმული ადამიანები, საპატიო მიზეზით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხეს 15:00 სთ-მდე კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა და კომისიას მიუთითეს კონკრეტული დრო, როცა იქნებოდნენ საცხოვრებელ მისამართზე. ეს დრო არ სცილდებოდა კანონით დადგენილ იმპერატიულ ვადებს - გადასატანი ყუთით კენჭისყრის დასრულება 19:00 სთ-მდე, ყუთის უბანზე დაბრუნება 20:00 სთ-მდე და კომისია ვალდებულიც იყო უზრუნველეყო ამ პირების მიერ ხმის მიცემა დადგენილი პროცედურით - გადასატანი ყუთის საშუალებით.
საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ #6- ზ--------------–--ს #1-- უბანი მდებარეობს ზ---------------------------------ში, საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი (ოკუპირებული) ტერიტორიის სიახლოვეს ცენტრალურ გზაზე და იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საარჩევნო კომისიის უნიფორმით, გადასატანი ყუთით კომისიის წევრების ყოფნა შეიძლება საფრთხისშემცველი ყოფილიყო და ამასთან, კითხვის ნიშნებს დასვამდა თვით საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვასთან დაკავშირებით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ლე-–-------–---ია არის #6--------------------–----------------------იაში შემავალი #1-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
28.10.2--- წ. საუბნო საარჩევნო კომისიები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფდნენ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
-მხარეთა ახსნა-განმარტებები, სხდომის ოქმი
#6- ზ--------------------------–--ს #1-- საუბნო სა----------------------/2--- განკარგულება, 26.09.2---
#6- ზ--------------------------–--ს #1-- საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი #1, 26.09.2---
–№6--------------------–----------------------იის 30.10.2--- წ #2------ განკარგულება
4.2. #1-- საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო კომისიის წამღები წევრები - ნა-----------ა და ფატ------–-ა გამოვლინდა წილისყრით:.
გადასატანი საარჩევნო ყუთი უბნიდან გავიდა 28.10.2--- წ. 09.45 სთ-ზე, რაზეც გაკეთდა სათანადო აღნიშვნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
კენჭისყრის დასრულებამდე გაირკვა, რომ უბნის გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი 2 ამომრჩეველი საპატიო მიზეზით ვერ ახერხებდა ხმის მიცემას - გი---–-------ია ოჯახის წევრების განმარტებით სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევაზე იმყოფებოდა, ხოლო ცა------------ი მარტო იყო სახლში და ვერ ახერხებდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიებას. ამომრჩევლები ითხოვდნენ მათთან ვიზიტს მოგვიანებით.
ამ მიზეზით, ისე რომ გადასატანი ყუთით კენჭისყრა არ იყო დასრულებული შესაბამისი კომისიის წევრები 15:00 სთ-ზე ყუთთან ერთად დაბრუნდნენ კენჭისყრის შენობაში და აღნიშნული დააფიქსირეს ახსნა-განმარტებებში, რომელსაც ხელს აწერენ ყუთის წამღები კომისიის წევრები მა--------–----ა, ნა-----------ა და ,,ევ--------–-------------–ო" - მოძრაობა ავისუფლებისთვის წარმომადგენელი ბად------------ა. იგი წარმოადგენდა საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს.
აღნიშნული ახსნა-განმარტებები დაფიქსირდა უბნის შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვის ჟურნალში.
მოგვიანებით, როცა აღმოიფხვრა უბნის გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომჩევლების - გი---–-------იას და ცა------------ის მიერ ხმის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიის წევრები და წარმომადგენელი ხელახლა ყუთთან ერთად გავიდნენ შესაბამის მისამართებზე და მისცეს შესაბამის ამომრჩეველს საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლად განხორციელების საშუალება.
ყუთის მოძრაობისას და ყუთის კენჭისყრის შენობაში ყოფნისას მასზე კონტროლი არ დაუკარგავთ. იგი კენჭისყრის ოთახში თვალსაჩინო ადგილას - ძირითადი ყუთის გვერდით იდო და შესაძლებელი იყო მასზე მეთვალყურეობის განხორციელება იქ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამ კუთხით რაიმე საჩივარი უბანზე არ დაფიქსირებულა.
საჩივარი დაფიქსირდა კენჭისყრის შენობაში 15:00 გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის გარეშე დაბრუნებისა და შესაბამისი დროის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში დაუფიქსირებლობასთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბნო კომისიის თავმჯდომარესთან აფიქსირებდნენ, რომ გადასატანი ყუთის შენობაში დაბრუნებით 15:00 საათზე ამ ყუთით დასრულდა კენჭისყრის პროცესი, ყუთი უნდა დაელუქათ და მისი ხელმოერედ გატანა და დასახელებული ორი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა დაუშვებელი იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-მესამე პირის განმარტება, სხდომის ოქმი
-კომისიის წევრების ახსნა-განმარტებები
-#1-- უბნის ჟურნალი
-ფოტოსურათი
4.3. გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის დასრულების შემდეგ ყუთი დაილუქა და უბანზე დაბრუნდა 28.10.2--- წ 17.26 სთ-ზე. ამის შესახებ სათანადო ჩანაწერი გაკეთდა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
შესრულდა კანონით განსაზღვრული აუცილებელი პროცედურები.
ყუთის გახსნისა და ხმის დათვლის დროს გადასატანი ყუთის საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით რაიმე საჩივარი არ შესულა.
უბნის შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ არის დარღვეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-მესამე პირის განმარტება, სხდომის ოქმი
-საუბნო საარჩევნო კომისიის სემაჯამებელი ოქმი 32-- (#6- ზ--------------------------–--, #1-- საარჩევნო უბანი)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე, 27-ე, 28-ე, 30-ე, 66-ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-601 მუხლები, ცესკოს 27.08.2--- წ #45/2--- დადგენილება ,,საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ"
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით 2. საუბნო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზ--სტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით; გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას; ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი; ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს; ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის; კ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს; ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას; ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისათვის; თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე; ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს; კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 66-ე მუხლის 1-ლი-მე-7 პუნქტებით 1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა. 2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს. 3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს. 4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ. 5. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის. 6. ამომრჩეველი (გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისა) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას მიეკუთვნება, სადაც ის არის რეგისტრირებული. 7. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ისინი ცალკე შეინახება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან; იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.
იმავე მუხლის მე-10 ნაწილით გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.
სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო დავის სამართლებრივი რეგულაციისას, არჩევნების პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევები შეფასებული უნდა იქნას იმ თვალსაზრისით, ამომრჩევლებმა შეძლეს თუ არა საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესაბამისი ნების, თავისუფლად გამოხატვა და მათ მიერ გამოხატული ეს ნება სწორად (რეალურად) აისახა თუ არა, საარჩევნო კომისიის შესაბამის აქტებში (დოკუმენტებში).
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გახდეს საარჩევნო კომისიის წევრის/თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯ-როვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯ-რ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი. ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა. თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს.
სასამართლო განხილვამ დაადასტურა, რომ განსახილველ შემთხვევაში ლე-–-------–---იას დისციპლინური გადაცდომა - საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ ჩაუდენია.
სასამართლო იზიარებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომ ამ ნორმაში აღწერილი არცერთი გადაცდომა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლე-–-------–---იას არ ჩაუდენია.
ნორმის განმარტება, ნორმის შემფარდებელი ორგანოს კომპეტენციაა.
სასამართლო იზიარებს, მოპასუხე კომისიის პოზიციას, რომ გადასატანი ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში (არჩევნებში) მონაწილეობის უფლება ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის გარანტიაა, მოცემულ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უზრუნველყო სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის ხმის მიცემა კენჭისყრის დასრულებამდე კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს კანონონმდებლობით გარანტირებულ საგამონაკლისო შემთხვევასთან, როცა საარჩევნო სერვისის მიღება საქართველოს მოქალაქეს შეუძლია საუბნო კომისიის უფლებამოსილი წევრების მის ბინაზე გამოცხადებით გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. ამ სერვისის თვითნებური შეზღუდვა არც საუბნო კომისიის წევრს და მით უფრო დამკვირვებელ ორგანიზაციას არ შეუძლია.
კანონმდებელმა დაუშვა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა არჩევნების დღეს 09:00 სთ-დან - 19:00 საათამდე და ამ პერიოდში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველს უფლება აქვს თავისუფლად მისცეს ხმა.
სასამართლოს აზრით, ამ პერიოდის განმავლობაში როცა შესაბამის სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმის მიცემას საპატიო მიზეზის არსებობის პირობებში ითხოვს კონკრეტულ დროს კომისიის მისვლას მის ბინაზე, მისი მოთხოვნა შეძლებისდაგვარად კომისიის გრაფიკის და კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით უნდა დაკმაყოფილდეს, რაც მოხდა კიდეც სადავო შემთხვევაში.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამოკვეთილა გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში კომისიის თავმჯდომარის, წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების, არჩევნების შედეგების გაყალბების, მისი ფარულობის ან სხვა აკრძალვების დარღვევის მცდელობა და უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ამ პერიოდში თავისუფალ დროს, როცა შესაბამისი საარჩევნო უბანი გასასვლელ მისამართთან ახლოს მდებარეობს კომისიის წევრებს ეკრძალებათ კენჭისყრის შენობაში დაბრუნება, ყუთის კენჭისყრის ოთახში შეტანა და ისინი აუცილებლად ქუჩაში, ავტომანქანაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას უნდა იმყოფებოდნენ.
აუცილებლად ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა სტაბილურად ჩამოყალიბებული პრაქტიკა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამ საკითხის გადაწყვეტა ევალებოდა შემჭიდროებულ ვადებში (28.10.2--- წ. 09.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე). მნიშვნელოვანია საუბნო კომისიის განთავსების და გარკვეული საფრთხეების აღკვეთაც, რაზეც საუბნო კომისიის თავმჯდომარე მიუთითებდა სასამართლო სხდომაზე თავის ახსნა-განმარტებაში.
სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს ცესკოს 27.08.2--- წ #45/2--- დადგენილებაზე ,,საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ". აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცემს:
- დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს, რომელშიც მოთავსებულია საკონტროლო ფურცელი;
- გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
- სპეციალურ კონვერტებს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესაბამისად);
- ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდითდამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს;
- გადასატანი ყუთის ჭრილის ლუქს.
კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული ბიულეტენებისა და სპეციალურ კონვერტების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.
აღნიშნული დანაწესი ცხადყოფს, რომ გადასატანი ყუთის წამღებ კომისიის წევრს ყუთის გატანამდე გადაეცემა დასალუქი მასალა, ყუთი ილუქება გადასატანი ყუთით კენჭისყრის (ხმის მიცემის) დასრულებისთანავე და დალუქული ბრუნდება კენჭისყრის სენობასი, სწორედ დალუქული ყუთის შენობასი დაბრუნების დრო შეიტანება კენჭისყრის დრის ჩანაწერთა წიგნში, რაც მოცემულ შემთხვევაში შესრულებულია.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-4 ნაწილით საარჩევნო კომისიის განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი - #6- საოლქო საარჩევნო კომისიის #2------ განკარგულება არ ეწინააღმდეგება კანონს, მისი გამოცემისას არსებითად არ დარღვეულა მისი მომზადება- გამოცემის წესი და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
8. საპროცესო ხარჯ-ბი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯ-ტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 1-- ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 245-ე, 248-ე, 249-ე, 2---ე, 364-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ა(----------–---------------------------–--–--ს სახ. ბიუჯ-ტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟი 1-- ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ზ--გდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზ--გდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა