გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.11.2018
საქმის ნომერი
180310018002704075
კატეგორია
დავის ტიპი
საარჩევნო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
03.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/395-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ნოემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი – ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - „კლუბი თავისუფალი ზონა“

წარმომადგენელი - რ-----------------–----

ადვოკატი - გი-------–-------–---–--

 

მოპასუხე - N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია;

თავმჯდომარე - მ-------–--------

 

მესამე პირები - მ-----–-------------------------------------------------------–---–-----–--–---------–-–---–------------------–---–-------------–--–---–---–-------------------------------------------------------------–-----------------------------–---–-------------------------------–----–---–---–-------------–---–------------–-----------–------–-----–-–---–--------------------------–-----------------–--------------–---–---------------------–---–---------------------------------------------–----------------–---–----------------–-–--–---–-;

 

მესამე პირები - N28 დუშეთის საოლქო კომისიის N4 საარჩევნო უბანი; თ----------------------------------–---–------------–----------------–---–------------------------------------–---–------------------------–-----------–-----------–-–---–--------------------–---–----------------------------------------–---–-------------–-–---–--------------–---–--------------------–----------------–---------------–---–--

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილა ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი N4 ჟინვალის საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი (იხ. 2018 წლის 02 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

1.2. დაევალოს N28 დუშეთის საოლქო კომისიას მიიღოს და განიხილოს ,,კლუბი თავისუფალი ზონა“-ს დამკვირვებლის რ----------------–---ს საჩივარი, რომელიც შეეხება N4 ჟინვალის საარჩევნო უბნის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმს (იხ. 2018 წლის 02 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

მოსარჩელის განმარტებით, დუშეთის საარჩევნო ოლქის ჟინვალის მე-4 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის მიმდინარეობისას დაახლოებით 19:00 სთ-ზე საუბნო კომისიის წევრებმა დაიწყეს კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის წინასწარი შევსება და ხელმოწერა, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას და დაფიქსირებული იქნა მათ მიერ ვიდეო გადაღებით. მოსარჩელე უთითებს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრით კანონით დადგენილ ვადაში მიმართა დუშეთის საოლქო კომისიას, რომელმაც უარი უთხრა საჩივრის მიღებაზე, რაც მოსარჩელის განმარტებით ასევე დაფიქსირებულია ვიდეო გადაღებით.

 

2.მხარეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.1. N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მ-------–-------- არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და მიუთითა, რომ კენჭისყრის დღეს კლუბი თავისუფალი ზონის დამკვირვებელს, რუსუდან მჭდელიძეს N28 დუშეთის საარჩევნო ოლქის N4 საუბნო საარჩევნო კომისიისათვის საჩივრით არ მიუმართავს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია:

 

2.2.1. მესამე პირები - მ-----–-------------------------------------------------------–---–-----–--–---------–-–---–------------------–---–-------------–--–---–---–-------------------------------------------------------------–-----------------------------–---–-------------------------------–----–---–---–-------------–---–------------–-----------–------–-----–-–---–--------------------------–-----------------–--------------–---–---------------------–---–---------------------------------------------–----------------–---–----------------–-–--–---–-, N28 დუშეთის საოლქო კომისიის N4 საარჩევნო უბანი, თ----------------------------------–---–------------–----------------–---–------------------------------------–---–------------------------–-----------–-----------–-–---–--------------------–---–----------------------------------------–---–-------------–-–---–--------------–---–--------------------–----------------–---------------–---–- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მხარეები გაფრთხილებული იყვნენ სასამართლო სხდომის შესახებ, ამასთან, არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებიათ სასამართლოსათვის. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარეების დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მესამე ნაწილისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილს საფუძველზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები;

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილია, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ,,კლუბი თავისუფალი ზონა"-ს დამკვირვებლის ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, რ-----------------–---- სახელზე გაცემული ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა N1233;

 

მტკიცებულება,რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა N1233;

 

3.1.3. ,კლუბი თავისუფალი ზონა"-ს დამკვირვებლი ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, რ-----------------–--ე სადამკვირვებლო ფუნქციას ახორციელებდა N28 დუშეთის საოლქო კომისიის N4 საარჩევნო უბანში;

 

მტკიცებულება,რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

(იხ. 2018 წლის 02 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

3.1.4. საქმეში, წარმოდგენილია, N28 დუშეთის საოლქო კომისიის N4 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელზეც ფიქსირდება, შემდეგი პირების ხელმოწერა - თავმჯდომარე - ნ------------–---–------------------------–---–---–-----------–-----------–-–---–--------------------–---–----------------------------------------–---–-------------–-–---–--------------–---–--------------------–----------------–---------------–---–--

 

მტკიცებულება,რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

N28 დუშეთის საოლქო კომისიის N4 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი;

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილია, 2018 წლის 29 ოქტომბერს, 05:55 საათზე რ-----------------–---- მიერ შედგენილი განცხადება/საჩივარი.

 

მტკიცებულება,რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

რ-----------------–---- განცხადება/საჩივარი;

 

3.1.6. 2018 წლის 02 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ნ-----–--------------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით თეთრმეტ საათზე რ----------------–------------თად მივიდა დუშეთის N28 საოლქო კომისიაში, რათა დაეფიქსირებინათ მათ მიერ დაწერილი საჩივრები, რაც იმ დღეს ჰქონდათ მოპოვებული. მოწმემ განმარტა, რომ რუსუდან მჭედლიძეს ჰქონდა იმ უბნის მასალა, სადაც ის ახორციელებდა დაკვირვებას. ნიკოლოზ ჭურაძემ განმარტებით, შემაჯამებელი ოქმი შედგა 28 ოქტომბერს, N28 საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ განუმარტეს, რომ უნდა მისულიყვნენ საჩივრის წარსადგენად მეორე დღეს, ანუ 29 ოქტომბერს ექვს საათამდე. მოწმის განმარტებით 30 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც დაახლოებით ექვს საათს აკლდა წუთები კვლავ მივიდნენ N28 დუშეთის საოლქო კომისიაში, საჩივრის წარსადგენად რაც მისი განმარტებით დასტურდება სატელეფონო საუბრით და მათი ჩასვლით საოლქო კომისიაში. მოწმემ განმარტა, რომ საჩივარი N4 შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით მომზადდა 29 ოქტომბერს 05:55 საათზე, მაგრამ ვინაიდან ჰქონდათ ბევრი საქმე, ხელი შეეშელათ საჩივარი N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარედგინათ უფრო ადრე.

 

მტკიცებულება,რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

იხ. 2018 წლის 02 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „კლუბი თავისუფალი ზონი“-ს წარმომადგენლის რ----------------–---ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამის დებულებებთან.

 

6.2. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ქ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; მ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება; ნ) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში; ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში; ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები; წ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას; ამავე კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად საქართველოში არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპებია: გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა: დ.ა) საქართველოში არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი ტარდება ფარული კენჭისყრით; დ.ბ) აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად 1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. 2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-4, მე-9, მე-11, 12-ე, 13-ე, 15-ე, მე-16-ე ნაწილების შესაბამისად; 4. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი. 9. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. 11. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 13. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება/საჩივარი, თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.15. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, აგრეთვე შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. 16. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს; ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ;გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს; ე) დამკვირვებლებს. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 19.1 მუხლის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან. ამავე კანონის 23.1 მუხლის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის ,,ა”, ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტების თნახმად - ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; ე) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე; ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ამავე კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება 1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. 2. საუბნო საარჩევნო კომისია:ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით; გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას; (26.07.2017. N1274) ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს;ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის; კ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში. ამავე კოდექსი 30-ე მუხლის შესაბამისად 1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად 1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. (26.07.2017. N1274) 3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად 1. დამკვირვებელს უფლება აქვს: ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; (21.07.2018. №3269) ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 62-ე მუხლის პირველი, მე-8 და მე-9, მე-10 ნაწილების თანახმად, 1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). 8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი. 9. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. 10. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

 

6.4. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად 1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. 2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა. ამავე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით დადგენილია, რომ 4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. 5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. 6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

 

6.5. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 72-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილისა თანახმად რომელიც ეხება კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესს დადგენილია შემდეგი; 1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. 2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება :ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო; ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი; დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო; ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია ეს არის საჩივრის წარდგენის პირველი ეტაპი. ამავე კოდექსის 73-ე მუხლი ეხება უკვე განცხადებების და საჩივრებს კენჭისყრისა და ხმის პროცედურების დარღვევის შესახებ კერძოდ; 1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. 2. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია ამ განცხადებას/საჩივარს გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 2 დღის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების ამ კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განმცხადებელმა/მომჩივანმა იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში შეიძლება უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით განცხდება/საჩივრის განხილვა, კერძოდ პირველი ნაწილის შესაბამისად ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად კი ამ კანონის 72-ე და 73-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზედაც შესაბამისი საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

 

6.6. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციას (საქართველოში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) და ამ კონვენციის ფარგლებში ევროპულის სასამართლოს პრაქტიკას.

 

კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რის შესახებაც ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ მე-6 მუხლში არაფორმალური პრინციპებიდან უმნიშვნელოვანესია ,,საშუალებათა თანასწორობის’’ (შეჯიბრობითობის) პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საქმის განხილვისას და არც ერთი მხარე არ უნდა სარგებლობდეს რაიმე არსებითი უპირატესობით თავის ოპონენტთან შედარებით (იხ. CASE OF NEUMEISTER V. AUSTRIA).

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,კლუბი თავისუფალი ზონი“-ს წარმომადგენელი რ-----------------–--ე, სადამკვირვებლო ფუნქციას ახორციელებდა N28 დუშეთის საარჩევნო ოლქის N4 ჟინვალის საარჩევნო უბანზე.

 

მოსარჩელე მოცემულ შემთხვევაში, სადაოდ ხდის №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N4 ჟინვალის საარჩევნო უბნის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის კანონიერებას და უთითებს, რომ N4 ჟინვალის საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყეს კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის წინასწარი შევსება და ხელმოწერა, რის განხორციელებაშიც მან შეუშალა ხელი კომისიის წევრებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით და ასევე მოწმის ჩვენებით ვერ იქნა დადასტურებული ფაქტები, რომელსაც მოსარჩელე უთითებს მის მიერ, წარმოდგენილ სარჩელში. კერძოდ, სასამართლოს მიერ ღია სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რითაც ვერ დასტურდება ის გარემეობები, რომელსაც უთითებს, მოსარჩელე მხარე. კერძოდ, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში არ არის ასახული და დაფიქსირებული N4 ჟინვალის საარჩევნო უბნის კომისიის წევრების მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენის დრო. მაშინ, როდესაც მოსარჩელე აპელირებს, რომ N4 ჟინვალის საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის წინასწარი შევსება განახორციელეს დაახლოებით 19:00 საათზე. სასამართლოს ასევე, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრით კანონით დადგენილ ვადაში მიმართა N28 დუშეთის საოლქო კომისიას, რომელმაც უარი უთხრა მოსარჩელეს საჩივრის მიღებაზე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ „კლუბი თავისუფალი ზონა“–ს წარმომადგენელს - რ-----------------–--ეს N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი №4 ჟინვალის საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებით არ წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე, დათვალიერებულ და გამოკვლეულ იქნა N28 დუშეთის საოლქო კომისიის მიერ წარმოდგენილი N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შემოსული კორესპოდენციის ჟურნალი, რითაც დგინდება, რომ მოსარჩელეს კონკრეტულად №4 ჟინვალის საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის კანონიერებასთან და №4 ჟინვალის საარჩევნო უბნის კომისიის წევრების მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საჩივრით არ მიუმართავს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 62-ე მუხლის პირველი, მე-8 და მე-9, მე-10 ნაწილების თანახმად, 1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). 8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი. 9. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. 10. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

 

სასამართლო სხდომაზე დათვალიერებულ და გამოკვლეულ იქნა მოპასუხე N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სადაც არ ფიქსირდება მოსარჩელე მხარის მიერ, №4 ჟინვალის საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის კანონიერებასთან და №4 ჟინვალის საარჩევნო უბნის კომისიის წევრების მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების მოთხოვნით, საჩივრის წარდგენის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე ასევე დათვალიერებულ და გამოკვლეულ იქნა N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული დოკუმენტაციის რეგისტრაციის წიგნი, სადაც ასევე არ ფიქსირდება მოსარჩელის მიერ, სადაო აქტთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენის ფაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ, სადაოდ მიჩნეული N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N4 ჟინვალის საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის კანონშეუსაბამობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესის გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან დააფიქსირონ და აღმოჩენის შემთხვევაში გაასაჩივრონ საარჩევნო პროცედურის დარღვევა, რაც გულისხმობს წარდგენილ განცხადება/საჩივარში სათანადო ფაქტობრივი გარემოებების მითითების აუცილებლობას. თუნდაც სარჩელის წარდგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო ამ უკანასკნელთა მითითების ვალდებულება სწორედ მოსარჩელეს ეკისრება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოსარჩელის მოსაზრებას, იმის თაობაზე რომ შემაჯამებელი ოქმის წინასწარი შევსება არ წარმოადგენს პროცედურულ დარღვევას, მათ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში არ უნდა ყოფილიყო საჩივარი წარდგენილი, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის“ 62-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელემ სარჩელში სათანადოდ უნდა წარმოაჩინოს მიერ მიერ სადავოდ მიჩნეული დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, რაც სარჩელის საფუძვლიანობასა და სადაოდ მიჩნეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას და მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის მიღებაზე უარის თქმას დაადასტურებდა.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ სადავო აქტის მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნაც, მოპასუხისათვის შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალდებულების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, მე-19, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე 78-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ,,კლუბი თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელის რ-----------------–---- დაზუსტებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე - ,,კლუბი თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელს რუსუდან მჭედლიძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 17).

 

მოსამართლე: კობა გოცირიძე