გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6926-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.11.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მ------ი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–---------------ბ“-ის წარმომადგენელი №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ი-----–--------–--ლი
წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი
მოპასუხე - №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია
თავმჯდომარე - თ-----------–----–---–-
წარმომადგენელი - თ-----------------–-
მოპასუხე - №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის №13 საუბნო საარჩევნო კომისია
მესამე პირები: საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები: მ-----– ა-----ე, დ--------------, ვ--------------ია, გ-------–---–--ე, შ--–---------–-–---–ი, ზ----- მ------–---–ი, გ------ი ლ--–---–---–ი, ა-------------ი, კ----------ა, ო-----------------, ი-----–----------ე, დ--------------–---–ი, ზ-----------------ე, მ-----– ს--–---–---–ი, ზ--------–---–ი, თ-------–-----------–ი, გ--–-----–-–---–ი, ზ------ ჯ--------ე, ლ-----------ე, ს--–---ე ზ------იშვილი, ბ--------- თ-----–---–ი, გ------ი ა--------ე, კ--------------ძე, ვ-–-------- ნ------–---–ი, თ---------- შ-–--–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულება საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–---------------ბ“-ის წარმომადგენლის - ი-----–--------–--ლის (რეგ. №---, 30.10.2018წ.) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მიიჩნიეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე - №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3.2. მესამე პირების პოზიცია:
3.2. მესამე პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №01/08/02 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №01/08/02 განკარგულება.
4.1.2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული №----- წარმომადგენლის მოწმობის თანახმად, ი-----–--------–--ლი წარმოადგენს 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში „ე-----------–------–---------------ბის“ წარმომადგენელს №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წარმომადგენლის მოწმობა №-----.
4.1.3. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში პრეზიდენტობის კანდიდატების - ზ-----------------ის, მ-----– ს--–---–---–ის, ზ--------–---–ის, თ-------–-----------–ის, გ--–-----–-–---–ის, ზ------ ჯ---------ს, ლ-----------ის, ს--–---ე ზ------იშვილის, ბ--------- თ-----–---–ის და გ------ი ა--------ის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის გრაფაში მონაცემები გადასწორებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
4.1.4. 2018 წლის 29 ოქტომბერს, 01:00 საათზე, №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგა „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის შესახებ“ შესწორების ოქმი, რომლის თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების (საუბნო საპრეზიდენტო) შემაჯამებელ ოქმში შეტანილია შემდეგი შესწორებები გრაფაში: №31 - ნაცვლად რიცხვისა 0 უნდა ეწეროს რიცხვი 4; №36 - ნაცვლად რიცხვისა „გადასწ.“ უნდა ეწეროს რიცხვი 67; №48 - ნაცვლად რიცხვისა „გადასწ.“ უნდა ეწეროს რიცხვი 342; №49 - ნაცვლად რიცხვისა „გადასწ.“ უნდა ეწეროს რიცხვი 1; №51 - ნაცვლად რიცხვისა „გადასწ.“ უნდა ეწეროს რიცხვი 12.
ამავე შესწორების ოქმის თანახმად, „მიცემულ ხმათა რაოდენობა“ პრეზიდენტობის კანდიდატის: თ-------–-----------–ი გასწვრივ - ნაცვლად რიცხვისა 0 უნდა ეწეროს რიცხვი 4; ზ------ ჯ--------ე გასწვრივ - ნაცვლად რიცხვისა „გადასწ.“ უნდა ეწეროს რიცხვი 67; ს--–---ე ზ------იშვილი - გასწვრივ - ნაცვლად რიცხვისა „გადასწ.“ 342; ბ--------- თ-----–---–ი გასწვრივ - ნაცვლად რიცხვისა „გადასწ.“ უნდა ეწეროს რიცხვი 1; გ------ი ა--------ე გასწვრივ - ნაცვლად რიცხვისა „გადასწ.“ უნდა ეწეროს რიცხვი 12.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 29 ოქტომბრის შესწორების ოქმი.
4.1.5. 2018 წლის 29 ოქტომბერს, 04:00 საათზე, №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგა „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის შესახებ“ შესწორების ოქმი, რომლითაც კომისიის ყველა წევრმა დაადასტურა №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმში არსებულ კანდიდატთა მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა, კერძოდ, ზ-----------------ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 0; მ-----– ს--–---–---–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 2; ზ--------–---–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 0; თ-------–-----------–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 4; გ--–-----–-–---–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 0; ზ------ ჯ---------ს მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 67; ლ-----------ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 3; ს--–---ე ზ------იშვილის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 342; ბ--------- თ-----–---–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 1; გ------ი ა--------ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 12.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 29 ოქტომბრის შესწორების ოქმი.
4.1.6. 2018 წლის 30 ოქტომბერს საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–---------------ბ“-ს წარმომადგენელმა №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ი-----–--------–--ლმა №--- საჩივრით მიმართა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიას და №13 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივარში აღინიშნა, რომ №13 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია 27,28,30,31,35,36,40,48,49,51 რიგითი ნომრები. აქედან შესწორების ოქმში შეტანილია ხუთი რიგითი ნომერი - 31,36,48,49,51.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–---------------ბა“ წარმომადგენლის №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ი-----–--------–--ლის 2018 წლის 30 ოქტომბრის №--- საჩივარი.
4.1.7. №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის მ------მა - ი-------–--ემ 2018 წლის 29 ოქტომბრის №--- წერილობით ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, შედგენისას დაუშვა შეცდომა კანდიდატების ხმის მიცემასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 29 ოქტომბრის №--- წერილობითი ახსნა-განმარტება.
4.1.8. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ (საუბნო საპრეზიდენტო) ოქმში შესატანი მონაცემების“ თანახმად: ზ-----------------ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 0; მ-----– ს--–---–---–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 2; ზ--------–---–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 0; თ-------–-----------–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 4; გ--–-----–-–---–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 0; ზ------ ჯ---------ს მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 67; ლ-----------ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 3; ს--–---ე ზ------იშვილის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 342; ბ--------- თ-----–---–ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 1; გ------ი ა--------ის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა არის - 12.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის (გვ. 6) „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებლ (საუბნო საპრეზიდენტო) ოქმში შესატანი მონაცემები“ .
4.1.9. №02 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №17 სხდომის ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადებულმა №13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა - ზ--------------მ სხდომაზე დაადასტურა თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის სისწორე, რაც დაფიქსირებული იყო შემაჯამებელ ოქმში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №02 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №17 სხდომის ოქმი.
4.1.10 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულებით საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–---------------ბ“-ს წარმომადგენლის - ი-----–--------–--ლის (რეგ. №---, 30.10.2018წ.) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე განკარგულებით N13 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ,,გაფრთხილება''.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულება.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–---------------ბ“-ის წარმომადგენლის №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ი-----–--------–--ლის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარის და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ“ მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, N2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულება და №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის საკითხი.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
ამავე ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.
7.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში პრეზიდენტობის კანდიდატების - ზ-----------------ის, მ-----– ს--–---–---–ის, ზ--------–---–ის, თ-------–-----------–ის, გ--–-----–-–---–ის, ზ------ ჯ---------ს, ლ-----------ის, ს--–---ე ზ------იშვილის, ბ--------- თ-----–---–ის და გ------ი ა--------ის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის გრაფაში მონაცემები გადასწორებულია.
2018 წლის 29 ოქტომბერს, 01:00 საათზე, №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგა „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის შესახებ“ შესწორების ოქმი. ასევე, დადასტურებულია, რომ იმავე დღეს 04:00 საათზე, ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ N2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში, შედგა „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის შესახებ“ შესწორების ოქმი, რომლითაც კომისიის წევრებმა დაადასტურეს №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმში არსებულ კანდიდატთა მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ იმპერატიულადაა დადგენილი შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორებისას შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. თუმცა, ამავე დროს, კანონმდებელი ხსენებული შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საკითხის განხილვის უფლებამოსილებას ზემდგომ საარჩევნო კომისიას ანიჭებს, რომელმაც აღნიშნული საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს.
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების საკითხს წარმოადგენს არსებობდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე. ამავე საკანონმდებლო აქტის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას. ამავე ორგანული კანონის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კი თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო სარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შესწორების ოქმი შედგენილია კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს - 2018 წლის 29 ოქტომბერს 04:00 საათზე. აღნიშნულ ოქმში ასახული მონაცემების სისწორე დადასტურებულია №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის თერთმეტივე წევრის ხელმოწერით, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების მიმართ შენიშვნა/განსხვავებული აზრი კომისიის წევრებს არ დაუფიქსირებიათ. ასევე დადგენილია, რომ №02 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 01 ნოემბერს გამართულ სხდომაზე №13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა - ზ--------------მ დაადასტურა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის სისწორე. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა აღნიშნული მონაცემების იდენტურობა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის (გვ.6) „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ (საუბნო საპრეზიდენტო) ოქმში შესატან მონაცემებთან“ (იხ. სასამართლო გადაწყვტილების 4.1.5. 4.1.8 პუნქტები).
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ადასტურებენ 2018 წლის 29 ოქტომბრის შესწორების ოქმში (04:00სთ) მითითებული მონაცემების სისწორეს და ამავე გარემოებაზე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მონაცემები, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმს თანდართული 2018 წლის 29 ოქტომბრის შესწორების ოქმში (04:00სთ) მითითებული მონაცემები ზუსტად ასახავს პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ მიღებულ ხმათა რეალურ რაოდენობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა - ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37.2. მუხლით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე, 78-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–---------------ბ“-ის წარმომადგენლის №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ი-----–--------–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეს - საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–---------------ბ“-ის წარმომადგენელს №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ი-----–--------–--ლს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე: ნანა დარასელია