გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6928-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ნოემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი – სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–--
წარმომადგელები: შ---------–---–----------------–---–-
მოპასუხე - №- დ-------- საოლქო საარჩევნო კომისია, თავმჯდომარე ლ--------–-–---–-
წარმომადგენელი გ-------------–--
მესამე პირი: N0- საუბნო საარჩევნო კომისია, თავმჯდომარე ვ-–--------–-–---–-
მესამე პირი: ე-–-------------
მესამე პირები: ი-----------–---------–------------–----–---------------------------–---------–---–---------–-------------------------------------------------------–---–-----–--–---------–-–---–------------------–---–-------------–--–---–---–-------------------------------------------------------------–-----------------------------–---–-------------------------------–----–---–---–-------------–---–------------–-----------–------–-----–-–---–--------------------------–-----------------–--------------–---–---------------------–---–---------------------------------------------–----------------–---–----------------–-–--–---–--
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ოქმების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი №0-----------ს საოლქო საარჩევნო კომისიის 2--- წლის 1----------- განკარგულება №3------ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–--- 2--- წლის 3--------------- საჩივარი №3-------30.1-, №0-.0- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის, ასევე, №0-.0- უბნის ნამდვილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის და №0-.0- კომისიის წევრების: ი-----------–---------–-------------------–------------–-----–----------------------------–--------–---–-- მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ნაწილში (იხ.სხდომის ოქმი 04-1-.2---წ.).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი №0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი №0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
1.4- დაევალოს მოპასუხეს - №0-----------ს საოლქო საარჩევნო კომისიას მიიღოს ახალი განკარგულება, რომლითაც მოხდება ნამდვილი ბიულეტინების ხელახალი გადათვლა და დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა შესწორების ოქმის შედგენის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო კომისიის იმ წევრებს, რომლებიც კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს არ გამოცხადდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში საკითხის განხილვაზე (გამოუცხადებელი კომისიის წევრები: ი-----------–----- ე-–-------------, ო-–------------–-- ლ---------------------------–---------–---–-).
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია
№- დ-------- საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომისიამ სხდომაზე იმსჯელა ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–--- მიერ კომისიაში შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით და №3------ განკარგულებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოპასუხის განმარტებით, სადავო აქტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირთა პოზიცია:
მესამე პირები: №0- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვ-–--------–-–---–- და ე-–------------- არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სარჩელს. №0- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვ-–--------–-–---–-- განმარტა, რომ იგი უშუალოდ დაუკავშირდა ყველა წევრს, თუმცა ერთი წევრი, პროფესიით ე----, იმყოფებოდა სამსახურში, ო-----–------ ხოლო დანარჩენ წევრებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ისინი ტელეფონს არ პასუხობდნენ. მისივე განმარტებით, ვისთანაც შეძლო თავად გამოცხადდა სახლში და ისე აცნობა, ხოლო დანარჩენების მისამართი არ იცოდა.
ე-–-------------მ განმარტა, რომ დაძაბული და ხანგრძლივი დღის შემდეგ, სახლში მისულს გათიშული ჰქონდა ტელეფონი და ეძინა, ხოლო მეორე დღეს გაეღვიძა ორ საათსა და ოც წუთზე და ვინაიდან ტელეფონზე ბევრი ზარი ფიქსირდებოდა, მისთვის უცნობი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განხორციელებული ზარის შესახებ.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ 2--- წლის 3--------------- №- დ-------- საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–--- წარმომადგენლებმა: მ----------–---–-- და შ---------–---–---- (რეგ. №3---------0.1-). მათ:
1. აღნიშნეს, რომ №0-.0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგენილი იყო ხარვეზებით, კერძოდ, ოქმს არ ჰქონდა საუბნო კომისიის ბეჭედი და ასევე არ იყო შევსებული კომისიის ბეჭდის ნომრის გრაფა. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით კენჭისყრის მომდევნო დღეს საოლქო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ იქნა შესწორების ოქმი, რომლის მიხედვით ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა დაზუსტდა და სწორედ ამ ოქმზე აღინიშნა საუბნო კომისიის ბეჭედი. შესწორების ოქმის შედგენას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ 7 წევრი, მაშინ როდესაც კენჭისყრის დღეს უბანზე გამოცხადებული იყო 12 წევრი.
2. განმცხადებლებმა მოითხოვეს №0-.0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, ნამდვილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ ოქმში დაშვებული ხარვეზების გამო, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება შესწორების ოქმის შედგენის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო კომისიის მიერ იმ წევრების მიმართ, რომლებიც კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს არ გამოცხადდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში საკითხის განხილვაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- №- დ-------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2--- წლის 01----------- №3------ განკარგულება (ს.ფ.20)
3.2. 2--- წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში №- დ-------- საარჩევნო ოლქის №- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №---- შევსებული იქნა 2--- წლის 2--------------- 0---- საათზე, კომისიის ბეჭდის ნომრის გრაფა არ იქნა შევსებული, ასევე არ განხორციელებულა კომისიის ბეჭდით მისი დამოწმება, მითითებული შემაჯამებელი ოქმითა და №- დ-------- საარჩევნო ოლქის №- საუბნო საარჩევნო კომისიის 2--- წლის 2---------------, 1---- სთ-ზე შევსებული შესწორების ოქმით დგინდება, რომ შესწორების ოქმს ხელს აწერს კომისიის 7 წევრი. ხელმომწერი პირები არიან სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
წარმოდგენილი შესწორების ოქმის თანახმად, თ-----------–-–--–---–-- გასწვრივ ნაცვლად რიცხვისა-- უნდა ეწეროს რიცხვი 8- შესწორების მოცემულ ოქმზე აღინიშნა საუბნო კომისიის ბეჭედი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- №0-----------ს საარჩევნო ოლქის №0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ.16)
- №0-----------ს საარჩევნო ოლქის №0- საუბნო საარჩევნო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის შესახებ 2--- წლის 2--------------- შესწორების ოქმი (ს.ფ. 17)
3.3. დადგენილია, რომ №- დ-------- საარჩევნო ოლქის №- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმს თან ახლავს ამავე კომისიის მდივნის - თ.სულაქველიძის 2--- წლის 2--------------- ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, მას 0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას გამორჩა კომისიის ბეჭდის ნომრის აღნიშვნა და კომისიის ბეჭდის დარტყმა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- №0-----------ს საარჩევნო ოლქის №0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ.16)
- თ.სულაქველიძის 2--- წლის 2--------------- ახსნა-განმარტება (ს.ფ.18)
3.4- დადგენილია, რომ №- დ-------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2--- წლის 01----------- №3------ განკარგულებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–--- წარმომადგენლების: მ----------–---–-- და შ---------–---–---- (რეგ. №3---------0.1-) საჩივრები, კერძოდ, N---- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვ-–--------–-–---–-ს და მდივნის თ----------–-----–---- მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა -,,შენიშვნა’’; არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–--- წარმომადგენლების: მ----------–---–-- და შ---------–---–---- (რეგ. №3---------0.1-) საჩივრები N0-.0- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის ბათილად ცნობის, ასევე N0-.0- უბნის ნამდვილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის და N0-.0- კომისიის წევრების ი-----------–------ ე-–--------------- ო-–------------–--- ლ------------------ და ჯ------–---------–---–-- მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ნაწილში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- №- დ-------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2--- წლის 01----------- №3------ განკარგულება (ს.ფ.20)
სამოტივაციო ნაწილი:
4- შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–--- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის’’ კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 78-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული აქტები - №0-.0- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და შესწორების ოქმი, ასევე, №- დ-------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2--- წლის 1----------- №3------ განკარგულება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს აქტების გამოცემის მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
მითითებული კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.
7.3. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 23-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად. კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები, ხოლო 25-ე მუხლის მე-14 პუნქტი ადგენს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლი ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას და მითითებული მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით საოლქო საარჩევნო კომისიას ავალდებულებს განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები); თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან ადგილობრივ საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საოლქო სააარჩევნო კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და, მათი სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე. ამავე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერების (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტინების დათვლის სიზუსტე და სხვა) შემოწმების შემთხვევაში ვალდებულია მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, გულისხმობს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეცვლას შემოწმების შედეგების შესაბამისად ან საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შემოწმების შედეგად გამოვლინდება დარღვევა.
7.4- სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის არსს, კერძოდ, დასახელებული საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი; ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე; გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული, მაჟორიტარული); დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს); ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები; ვ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ზ) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე; ი) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით); კ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; მ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა; ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო; ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლზე, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ1’’ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას.
სასამართლო განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2--- წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში №- დ-------- საარჩევნო ოლქის №- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №---- შევსებული იქნა 2--- წლის 2--------------- 0---- საათზე, კომისიის ბეჭდის ნომრის გრაფა არ იქნა შევსებული, ასევე არ განხორციელებულა კომისიის ბეჭდით მისი დამოწმება. ამასთან, საარჩევნო უბანზე შედგა შესწორების ოქმი, რომელსაც კომისიის თორმეტივე წევრი აწერს ხელს. ასევე, დადგენილია, რომ იგივე ფაქტის დასადასტურებლად 2--- წლის 2---------------, 1---- სთ-ზე შედგა შესწორების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის დამსწრე 7 წევრი. მითითებული შესწორების ოქმის თანახმად, თ-----------–-–--–---–-- გასწვრივ ნაცვლად რიცხვისა-- უნდა ეწეროს რიცხვი 8- შესწორების მოცემულ ოქმზე აღინიშნა საუბნო კომისიის ბეჭედი.
სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელე მხარის აპელირებას მეორე შესწორების ოქმზე 7 წევრის მიერ დაფიქსირებული ხელმოწერით ამ ოქმის უკანონობის თაობაზე და განმარტავს, რომ შესწორების ოქმი შესაძლებელია შეივსოს შემაჯამებელი ოქმის შევსებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ შემაჯამებელი ოქმი შეივსო 2--- წლის 2---------------, 0---- საათზე, ხოლო მეორე შესწორების ოქმი 2--- წლის 2---------------, 1---- სთ-ზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა განსხვავებულ რეგულაციას არ ადგენს შესწორების ოქმის შედგენაზე დამსწრე წევრთა სხვა შემადგენლობის აუცილებლობის შესახებ, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კოლეგიური ორგანოს მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების კანონით დადგენილ წესს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შესწორების ოქმი ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ №0- საუბნო საარჩევნო კომისიაში გაკეთებულ შესწორების ოქმზე, რომელსაც ხელს აწერდა კომისიის თორმეტივე წევრი, სადაც ცალსახად იკვეთება ის გარემოება, რომ კომისიის ყველა წევრი ეთანხმებოდა იმ ტექნიკურ შეცდომას, რომლის მიხედვით ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაში იყო ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, თ-----------–-–--–---–-- გასწვრივ ნაცვლად რიცხვისა „-- უნდა ეწეროს რიცხვი „--- სასამართლო ასევე გაეცნო საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დედანს და შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ შესწორების ოქმის მიღება ემსახურებოდა შემაჯამებელ ოქმში განხორციელებული ჩანაწერის შესაძლო ბუნდოვანებისა და ორაზროვნების გამორიცხვის მიზანს. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით სხვა არსებითი დარღვევა არ გამოიკვეთა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ შემაჯამებელ ოქმში მართალია არ არის დაფიქსირებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და მისი ნომერი, მაგრამ მითითებული ხარვეზი შედეგზე შესაძლოა გავლენას არ ახდენდეს. თუმცა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, მისი ძირითადი ინტერესი მდგომარეობს სასამართლოს მიერ მისი მოსაზრებით მიღებული დარღვევების მიმართ სამომავლო პრაქტიკაში.
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი დავის განხილვა-გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ განვითარებული სამართლებრივი დასკვნები გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, მათი შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, რის გამოც სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილ დარღვევებთან დაკავშირებით სამომავლოდ მნიშვნელოვანია სასამართლოს მიდგომა და პრაქტიკის ჩამოყალიბება.
სასამართლო სწორედ ამ განმარტების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სხვა მოთხოვნებთან ერთად №0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმისა და №0- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - №0-----------ს საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ახალი განკარგულების მიღების დავალება, რომლითაც მოხდება ნამდვილი ბიულეტინების ხელახალი გადათვლა. ამდენად, საქმის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილი საქმეში წარმოდგენილი დარღვევები ჩაითვლება თუ არა ისეთ არსებით დარღვევად, რომელიც განაპირობებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების აუცილებლობას.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის 28-ე პუნქტის შესაბამისად, საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველი ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლო ზემოხსენებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დადგინდა ისეთი სახის დარღვევა, რომელიც არსებით ზეგავლენას იქონიებდა საბოლოო შედეგებზე. შესაბამისად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს №- დ-------- ოლქის №0-.0- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი შესწორების ოქმის ბათილად ცნობის, შესაბამისად, №0-.0- უბნის ნამდვილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს კომისიის წევრების: ი-----------–---------–-------------------–------------–-----–--------------------------------–---------–---–-- მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ შესწორების ოქმის შედგენის სხდომაზე, რომელიც გაიმართა კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში საკითხის განხილვაზე არ გამოცხადდნენ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი; ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა; თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
ხსენებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მან ჩაიდინოს დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდეს სამსახურში ან/და არასაპატიო მიზეზით გააცდინოს საარჩევნო კომისიის სხდომა ზედიზედ 3-ჯერ. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე თავად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაადასტურა კომისიის ყველა წევრისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომის გამართვის დროსთან დაკავშირებით შეუტყობინებლობის ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძველს არის მოკლებული გამოუცხადებელი წევრების მიერ რაიმე გადაცდომის ჩადენის თაობაზე აპელირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და აღნიშნული სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საუბნო საარჩევნო კომისიის კონკრეტული წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
7.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო აქტების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, იგი არ ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის, შესაბამისად ახალი აქტის გამოცემის არც ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8- საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ცი ო ნ ა წ ი ლი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–--- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე: მერი გულუაშვილი