განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
330100115791611
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115791611

საქმე #---------

გამოძიების #0--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ------------- ც-–---

 

დაცვის მხარე:

განსასჯელი - გ------- გ---- ძე ხ---–--ე, - პირადი ნომერი #3----------, დაბადებული 1--- წლის 1----------რს, რეგისტრირებული: ქ.რ--------- მ-----------ს გამზირი #-, ბინა #-1--ში, ძებნილი.

 

ადვოკატი - ლ--–- ა--–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი (კანონიერი ქურდობა - 2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. წარსულში ნასამართლევი გ------- ხ---–--ე, მეტსახელად „ხ---–--“, 1--- წელს ე.წ. კანონიერი ქურდის თ----- გ------–--ისაგან აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, რის შემდეგაც იგი სისტემატურად ღებულობდა მონაწილეობას ქურდულ შეკრებებსა და გარჩევებში, რომლებიც იმართებოდა საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონებში გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. მის დანაშაულებრივ დავალებებს ემორჩილებოდა ქურდული და კრიმინალური სამყაროს პირთა წრე. 2004 წლის 14 იანვარს გ------- ხ---–--ე გაემგზავრა უკრაინაში, სადაც იგი აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და საქართველოში კვლავ ახორციელებდა ქურდული სამყაროს წესებით საქმეების გარჩევასა და ე.წ. - ქურდულ საერთოში ფულადი თანხების შეტანის კონტროლს.

 

1.2. იყო რა ე.წ. კანონიერი ქურდი, რ----- რ-------ესთან, ვ----– ბ-------თან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით განიზრახა მიეღო დიდი ოდენობით ქონებრივი სარგებელი, საქართველოში მაცხოვრებელი რომელიმე მოქალაქისაგან თანხის გამოძალვის გზით, ე.წ. ქურდულ საერთოში შეტანის მოტივით.

 

1.3. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნაცნობის რ----- რ-------ის, ვ----– ბ-------ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდა თბილისში, წ-------–-- #9-ში მდებარე „ი-–-------------------–-----------------–--------------–-----------------ის“ რექტორს გ----------–-–ვილს, თანამზრახველებთან ერთად დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, კერძოდ მისი დავალებით, რ----- რ-------ე და გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი 2009 წლის 11 ოქტომბრიდან 2009 წლის დეკემბრის ბოლომდე, მობილური ტელეფონის საშუალებით სისტემატურად უკავშირდებოდნენ გ----------–-–ვილს, რა დროსაც ამ უკანასკნელს მისი ფიზიკური განადგურების მუქარით, მოსთხოვეს თავდაპირველად 200 000 ევროს გადახდა, რის შემდეგაც საბოლოოდ დაუთქვეს პირობა, რომ თავს დაანებებდნენ და შემდგომში მოუგვარებდნენ ყველა პრობლემას 50 000 ევროს გადახდის შემთხვევაში, აღნიშნულის დასადასტურებლად და მეტი დამაჯერებლობისათვის გ----------–-–ვილს უთხრეს, რომ ამ საკითხზე დალაპარაკებოდა რ----- რ-------ეს და მის ნაცნობ ავტორიტეტს.

 

1.4. მოქმედებდა რა ჯგუფის წევრებთან ერთიანი განზრახვით, „ ი-–-------------------–-----------------–--------------–-----------------ის“ რექტორს გ----------–-–ვილს, 2009 წლის 30 დეკემბერს უკრაინიდან თბილისში, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გ------- ხ---–--ე და ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვა „ქურდულ საერთოში“ ხსენებული ინსტიტუტის შემოსავლიდან მისი ნაცნობების მიერ მოთხოვნილი თანხის შეტანა, ამასთან გამოთქვა უკმაყოფილება, რომ როგორც „კანონიერ ქურდს“, ამ საკითხზე მეტად ნუღარ შეაწუხებდა და გადასახდელი თანხა მიეცა მისი სახელით მისული პირებისათვის.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

GAGAGGA

კანონიერი ქურდობა

 

2.1. მოწმე დ----- ლ---------ას ჩვენების მიხედვით, 2009 წლის მდგომარეობით მუშაობდა უფროს ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. დაკავებულ პოზიციაზე მუშაობის დროს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ განსასჯელი გ------- ხ---–--ე იყო კანონიერი ქურდი. კანონიერ ქურდად იგი „მოინათლა“ 1989 წელს კანონიერი ქურდის თ----- გ------–--ის, მეტსახელად „ჩ------ას“ მიერ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის თანახმად გ------- ხ---–--ე, როგორც კანონიერი ქურდი უკანონოდ იღებდა წილებს ქალაქ რ-------–- მდებარე მაღაზიიდან „ვ-----ი“, ასევე ერთ-ერთი არყის საწარმოდან და ასევე აკონტროლებდა რ-------ი-თბილისის სამარშუტო ტაქსების ხაზს. მოწმის ჩვენებით, გ------- ხ---–--ე მონაწილეობას იღებდა „ქურდულ შეკრებებში“. ერთ-ერთი ასეთი შეკრება 2002-2003 წლებში ჩატარდა წ--–------აში და ამ შეკრებაში მონაწილეობდა გ------- ხ---–--ე.

 

2.2. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გ------- ხ---–--ემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით გადაკვეთა 2004 წლის 14 იანვარს, უკრაინის ქალაქ დონეცკის მიმართულებით.

 

2.3. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2006 წლის 14 თებერვლის წერილზე თანდართულ მასალაში მითითებულია კანონიერი ქურდების ჩამონათვალი და მათ შორის არის მოხსენიებული გ------- გ---- ძე ხ---–--ე, ზედმეტსახელად „ხ---–--“, როგორც კანონიერი ქურდი. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რეკეტი, მფარველობა, გამოძალვა და ფულის „გათეთრება“. ასევე გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ქ.რ-------–- არსებული არყის საწარმო „ვ----“ ეკუთვნის გ.ხ---–--ეს და ლ.შ--–---–---–ს. ამავდროულად ის წილს ღებულობს მაღაზია „ვ-----იდან“, გაზის გასამართი სადგურიდან, არმატურის საამქროდან, ე.წ. სტამბულის ბაზრიდან, ფირმა „კ------ის“ კუთვნილი ძეხვის საწარმოდან, რესტორნებიდან, თბილისი-რ-------ის სამარშუტო ტაქსების ხაზებიდან.

 

2.4. პოლიციელის დ----- ლ---------ას ჩვენებაში გაჟღერებული ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ------- ხ---–--ე არის ე.წ. კანონიერი ქურდი, უტყუარად არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომელიც არ იძლევა ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის მიღების საფუძველი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მოწმე ფლობს მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციას, ისიც ძალიან ზოგადს.

 

2.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის დ----- ლ---------ას ჩვენების იმ ნაწილზეც, სადაც იგი საუბრობს, რომ გ------- ხ---–--ე, როგორც ე.წ. კანონიერი ქურდი, უკანონოდ იღებდა წილებს ქალაქ რ-------–- მდებარე მაღაზიიდან „ვ-----ი“, არყის საწარმოდან და ასევე აკონტროლებდა რ-------ი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების ხაზს. მოწმის ჩვენებით, გ------- ხ---–--ე ასევე მონაწილეობას იღებდა „ქურდულ შეკრებებში“. ერთ-ერთი ასეთი შეკრება 2002-2003 წლებში ჩატარდა წ--–------აში და ამ შეკრებაში მონაწილეობდა გ------- ხ---–--ე. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გამოძიებას არ გადაუმოწმებია მოწმე დ----- ლ---------ას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, კერძოდ, არ დაკითხულან ქალაქ რ-------–- მდებარე მაღაზია „ვ-----ის“, არყის საწარმოს, რ-------ი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების ხაზის ხელმძღვანელობა იმის გამოსავლენად და გასარკვევად, გ------- ხ---–--ე ამ კომპანიებში ახორციელებდა თუ არა კანონიერი ქურდობისთვის დამახასიათებელ რეკეტულ და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობას. ასევე არ ჩატარებულა გამოძიება იმის გამოსავლენად, 2002-2003 წლებში წ--–------აში ჰქონდა თუ არა ადგილი ,,ქურდულ შეკრებას“ და ამ შეკრებაში ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა გ------- ხ---–--ე.

 

2.6. სასამართლომ ასევე შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან წარმოდგენილ ინფორმაცია, სადაც გ------- ხ---–--ე მითითებულია როგორც კანონიერი ქურდი და ასახულია ყველა ის საწარმო, რომელშიც ეს უკანასკნელი ფლობს წილებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი მოწმე, ან/და წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წერილში მოყვანილ ფაქტებსა და მონაცემებს. წერილში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურება ასევე აუცილებელი იყო წერილის შინაარსიდან გამომდინარე, რადგან წერილშივე მითითებულია, რომ მასში ასახული ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი. ამ ფაქტობრივი გარემოებების გადასამოწმებლად, შესაძლებელი იყო კონკრეტულ საწარმოთა ხელმძღვანელების ან და მათთან დაკავშირებული პირების დაკითხვა, რათა დანამდვილებით დადგენილიყო, მართლაც ფლობს თუ არა უკანონოდ წილებს გ------- ხ---–--ე ჩამოთვლილ ან სხვა საწარმოებში. საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება ე.წ. კანონიერი ქურდობის მატერიალური ფაქტის დასადგენად, ასევე გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით არ არის დადგენილი გ------- ხ---–--ე ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას, აქტიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან, აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა თუ სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით. სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს დანაშაულის - კანონიერი ქურდობის სტრუქტურულ შემადგენლობაზე.

 

2.7.კანონიერი ქურდობის განმარტება მოცემულია ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონში. აღნიშნული კანონის მიხედვით, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამავე კანონის თანახმად, ქურდული სამყარო არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ქურდული გარჩევა არის ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება. ქურდული სამყაროს ორგანიზება ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას, კერძოდ, წევრების გამოძებნას და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მის გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებისთვის, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ამ წესებს, ასევე, სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ა.შ. ქურდული სამყარო ორგანიზებულად ჩაითვლება მისი შექმნის, სათანადო მიზნისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მომენტიდან.

 

2.8.სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს. ამ დანაშაულისათვის აუცილებელია, დადასტურდეს, რომ კანონიერი ქურდი მოქმედებდა სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია არ არის საკმარისი სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირის მსჯავრდებისათვის.

 

გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გ------- კ------–-–-ილი, რომელმაც დაადასტურა, რომ არის დაზარალებული გამოძალვის ფაქტზე. გამოძალვის ბრალდებით მსჯავრი დაედოთ რ----- რ-------ეს და ვ----– ბ-------ს. დაზარალებულის ჩვენებით, გამოძალვის პროცესში, 2009 წელს, მის ტელეფონზე ორჯერ განხორციელდა სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან. ერთ შემთხვევაში მას დაურეკა უცნობმა მამაკაცმა და უთხრა, რომ გ-------–--ის დავალებით უკავშირდებოდა და ითხოვდა თანხებს, ხოლო მეორეჯერ მას ესაუბრა მამაკაცი, რომელიც წარუდგა, როგორც გ-------–--ე და მანაც მოსთხოვა თანხის გადაცემა. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი არ იცნობს არც გ------- ხ---–--ეს და არც პირს ზედმეტსახელით „ხ---–--“. მისი ჩვენებით, გამომძალველებს ვ----– ბ-------ს და რ----- რ-------ეს არასდროს უხსენებიათ გ------- ხ---–--ე, შესაბამისად, ვერ ადასტურებს რომ პირი, რომელიც მას გ-------–--ის სახელით დაუკავშირდა, ნამდვილად განსასჯელის დავალებით რეკავდა თუ არა, ასევე ვერ ადასტურებს, რომ პირი, რომელიც სატელეფონო კომუნიკაციის დროს წარუდგა როგორც გ-------–--ე, იყო თუ არა ნამდვილად განსასჯელი გ------- ხ---–--ე.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები ქ------------–---–---–---------------–-–---–---–---------------------------------–---–----, რომლებიც არიან იმ უნივერსიტეტის თანამშრომლები რომლის რექტორიც არის გ----------–-–ვილი. მათ დაადასტურეს გ----------–-–ვილის მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცაღა ისინი არ იცნობენ გ------- ხ---–--ეს, არასდროს სმენიათ მის შესახებ და არც რაიმე ინფორმაციას ფლობენ გ------- ხ---–--ის მონაწილეობაზე გ----------–-–ვილის მიმართ განხორციელებულ გამოძალვაში.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერის კრებსითი ამონაწერი. ამონაწერში მითითებულია, რომ 2009 წლის 29 დეკემბერს 22:51 საათიდან 22:55 საათამდე დროის ინტერვალში დაზარალებულ გ----------–-–ვილს მობილური ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა მამაკაცი სახელად თ-------- და განუცხადა, რომ რეკავდა უკრაინიდან გ-------–--ის დავალებით, აღნიშნული პირი მოითხოვდა გ----------–-–ვილისგან თანხის გადახდას. მომდევნო დღეს, 2009 წლის 30 დეკემბერს 18:21 საათიდან 18:24 საათამდე ინტერვალში, ფარული ჩანაწერის მიხედვით დაზარალებულ გ----------–-–ვილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა სხვა მამაკაცი, რომელიც წარუდგა, როგორც რ-------ელი „ქურდი“ გ-------–--ე და გ----------–-–ვილს მოსთხოვა ფულის გადახდა, რომელიც სჭირდებოდა ,,ქურდულს“ და ,,ქურდებს“. ორივე სატელეფონო ზარი განხორციელებული იყო უცხო ქვეყნიდან, ერთი და იგივე ნომრიდან 3---------------.

 

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2---აისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2-----ემბრის განაჩენებით, რ----- რ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობდა ქურდული სამყაროს წევრობას, ამავე განაჩენებით რ----- რ-------ეს და ვ----– ბ-------ს მსჯავრი დაედოთ გ----------–-–ვილის მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე. საყურადღებოა, რომ დასახელებული განაჩენების მიხედვით, უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დადასტურდა, რომ რ----- რ-------ე დაზარალებულს თანხას სძალავდა ქურდული სამყაროს მიზნებისთვის. განაჩენების მიხედვით, საბოლოო კვალიფიკაციიდან გამომდინარე, სამართლებრივად ცხადია, რომ არ დადასტურდა გამოძალვის მიზანი ე.წ. ქურდულ საერთოში თანხის შეტანა. გარდა აღნიშნულისა, მოწმემ დ----- ლ---------ამ, რომელიც 2009 წლის 17 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე ჩანერგილი იყო ოპერატიულ ღონისძიებაში გამომძალველების დადგენის მიზნით, ჩვენებაში ვერ დაადასტურა, გ------- ხ---–--ის ჩართულობა და მონაწილეობა გამოძალვაში.

 

2.13. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაზარალებულ და მოწმეთაგან არცერთი პირი არ ადასტურებს, რომ გ----------–-–ვილის გამოძალვაში მონაწილეობდა გ------- ხ---–--ე.

 

2.14.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი მიმართულ მოთხოვნაში გადასცეს მას ნივთი ან ფულადი თანხა. მოთხოვნა ასევე შესაძლოა გულისხმობდეს ქონების სხვა პირისათვის გადაცემას. მოთხოვნას თან უნდა ახლდეს მუქარა. გამოძალვა განეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას და იგი დასრულებულია დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების დროიდან. დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულ გ----------–-–ვილს მსჯავრდებულებმა რ----- რ-------ემ, ვ----– ბ-------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გამოსძალეს თანხა. თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი განსასჯელ გ------- ხ---–--ის კავშირი განსახილველ დანაშაულებრივ ფაქტთან. მხოლოდ ფარული მიყურადების - სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ორჯერ გ-------–--ის სახელის გაჟღერება არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ნამდვილად - 1--- წლის 1----------რს დაბადებული გ------- გ---- ძე ხ---–--ე დაუკავშირდა გ----------–-–ვილს, თუ ვინმემ მასთან შეთანხმების გარეშე გამოიყენა მისი სახელი და გვარი. ამასთან საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში მონაწილე კომუნიკაციის ერთი მხარე გ----------–-–ვილიც ვერ ადასტურებს, რომ მას უკრაინიდან ნამდვილად განსასჯელი - გ------- ხ---–--ე დაუკავშირდა. ფარული სატელეფონო ჩანაწერით დგინდება, რომ გ----------–-–ვილთან 2009 წლის 29 და 30 დეკემბერს ზარი განხორციელდა ტელეფონის ნომრიდან 3---------------, გამოძიების ხარვეზზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ არ იქნა ჩატარებული საკმარისი საგამოძიებო მოქმედებები, არ იქნა გამოყენებული უკრაინის რესპუბლიკასთან სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი შეთანხმებები სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ იმის დასადგენად, 3--------------- ნომერი ვის ეკუთვნოდა და ამ ნომრით სარგებლობდა თუ არა განსასჯელი გ------- ხ---–--ე. ასევე არ იქნა დადგენილი, 3--------------- ნომრიდან ზარები ხორციელდებოდა თუ არა რ----- რ-------ესთან და ვ----– ბ-------თან, დადებით შემთხვევაში ამ ზარებით გ------- ხ---–--ისგან იღებდნენ თუ არა მითითებებსა და დირექტივებს გ----------–-–ვილისაგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვაში.

 

2.15. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული გ------- ხ---–--ის მიერ კანონიერი ქურდობის და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ჩადენის ფაქტი. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად წარმოიშვა კითხვები, რაც ობიექტური დამკვირვებლისათვის დამაჯერებელი პასუხის გარეშე დარჩა, კერძოდ, ვერ იქნა დამტკიცებული მატერიალური ფაქტი, რომ განსასჯელი არის ე.წ. კანონიერი ქურდი, ასევე უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ იქნა დადგენილი საბრალდებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა იმის შესახებ, რომ განსასჯელი გ------- ხ---–--ე სისტემატურად ღებულობდა მონაწილეობას ქურდულ შეკრებებსა და გარჩევებში, რომლებიც იმართებოდა საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონებში გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. მის დანაშაულებრივ დავალებებს ემორჩილებოდა ქურდული და კრიმინალური სამყაროს პირთა წრე. 2004 წლის 14 იანვარის შემდეგ უკრაინაში, იგი აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და საქართველოში კვლავ ახორციელებდა ქურდული სამყაროს წესებით საქმეების გარჩევასა და ე.წ. - ქურდულ საერთოში ფულადი თანხების შეტანის კონტროლს. ასევე ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ------- ხ---–--ე უშუალოდ ან სხვების მეშვეობით მონაწილეობდა გ----------–-–ვილისაგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში (1998 წლის რედაქცია). აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს განსასჯელის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, განსასჯელს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დაგდენილი წესით უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. საქართველოს სსკ-ის 503-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

3.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ გ------- ხ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულების ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდება არ იქნა დადასტურებული უტყუარად.

 

3.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდა განსასჯელ გ------- ხ---–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

4. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

4.1. ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე, პროკურორის მიერ სისხლის სამართლის #--------- საქმიდან (მსჯავრდებულები ვ. ბ-------ი, რ. რ-------ე) გამოთხოვილ იქნა ელექტრონული დისკები, რომლებიც გამოკვლევის შემდეგ დაუბრუნდა პროკურორს იმავე საქმეზე დასართავად.

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2-----ემბრის განაჩენის მიხედვით, საქმეში ნივთმტკიცებად ცნობილი ელექტრონული დისკები შენახულ იქნა ვ----– ბ-------ისა და რ----- რ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე საქმის შენახვის ვადით. ამდენად, სასამართლო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ იმსჯელებს ამ დისკების მოცემულ საქმეზე დართვის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-498-ე, 504-ე, 507-ე, 510-511-512-ე, 514-ე, 523-524-ე მუხლებით (1998 წლის რედაქცია) და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ხ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 იანვრის ბრძანებით გ------- ხ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

3. გ------- ხ---–--ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი სსსკ-ის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა