განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100118002607411
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ ა---------–---–ის

ბრალდებულ _ ა------- ნ-----------–---ის

ადვოკატ _ ლ---- ზ------ის

თარჯიმან - ხ------- ს------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ა------- ო---------- ნ-----------–---ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ------–--–-----–-–---------------------------, ბ--------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------- ნ-----------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ა------- ნ-----------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 ივლისს, დილის საათებში, ქ-------–--–-----–-–-------–---------------------ში მდებარე ბ--------ში ა------- ნ-----------–---მა მეუღლის - ლ---- ჯ----------ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, მუშტები ჩაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში, ფეხებისა და ხელების არეში. ა------- ნ-----------–---ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ---- ჯ----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ასევე, 2015 წლიდან 2018 წლის 22 ივლისამდე ა------- ნ-----------–---ი ლ---- ჯ----------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ლ---- ჯ----------ს ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.

 

ე.ი. ა------- ნ-----------–---მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ა------- ნ-----------–---ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ა------- ნ-----------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას არ ჰქონია ისეთი დაუნდობელი ხასიათი, რაც აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, სასამართლოს ა------- ნ-----------–---ის მიმართ საჭიროდ არ მიაჩნია საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ა------- ნ-----------–---ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას (რაც დადასტურებულია უშუალოდ დაზარალებულისა და ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით), არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დედა, რომლებიც არიან ბრალდებულის კმაყოფაზე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, რადგან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება მიზანშეუწონელი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული დასაქმებულია, აქვს საკუთარი შემოსავალი, რომელიც მისი ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, ხოლო ამ პირობებში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუთავსებელი იქნება ბრალდებულის ძირითად ანაზღაურებად საქმიანობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა------- ნ-----------–---ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------- ნ-----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ ა------- ნ-----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 23 ივლისიდან - 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. მსჯავრდებულ ა------- ნ-----------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა------- ნ-----------–---ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი