განაჩენი

სისხლის სამართლის 02.02.2018
საქმის ნომერი
140100117002710600
თარიღი
02.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002710600

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/333-17 02 თებერვალი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ

ნატო თათრიშვილის მდივნობით

 

პროკურორ - ზ------ წ--------–ის,ადვოკატების - ა------ გ-----–---–ის, ტ---- რ------ის,ბრალდებულ - გ-------– ჩ----–---–ის

 

მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის (გამოძიების №082150517001) საქმე გ-------– ა-------- ჩ----–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2- ივლისს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: გორის რაიონის სოფელ ნ------------–-, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

 

აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ გ-------– ჩ----–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ნ------------–-, გ-------– ჩ----–---–ს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა თ---------- ბ-----–---–თან და ა-–---------- ბ-----–---–თან, რა დროსაც თ---------- ბ-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------– ჩ----–---–ს. თ---------- ბ-----–---–ის და ა-–---------- ბ-----–---–ის ქმედებით განაწყენებულმა გ-------– ჩ----–---–მა თანნაქონი დანა, შურისძიების მოტივით, მოიქნია ერთმანეთის გვერდით მდგომი თ---------- ბ-----–---–ის და ა-–---------- ბ-----–---–ის მისამართით, რომელიც განზრახ სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, დაარტყა ა-–---------- ბ-----–---–ს გულმკერდის არეში. ა-–---------- ბ-----–---–ი გ-------– ჩ----–---–ის მიერ განზრახ მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ-------– ჩ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 14 მაისს, საღამოს დაურეკა ს------ ტ------–---–მა და უთხრა, რომ მის ახლობლებს უნდოდათ ნახვა და ე.წ ,,ბირჟაზე’’ მისულიყო. ადგილზე მისვლისას ს------ ტ------–---–მა მიუთითა პიროვნებებზე, რომელთაგან ერთ-ერთმა უთხრა, რომ იყო ბ-----–---–ის ძმა, დამჯდარიყო მანქანაში, რათა სოფლიდან გასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც გ-------– ჩ----–---–მა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ადგილზე ესაუბრათ. იგი, თ---------- ბ-----–---–ი და ა-–---------- ბ-----–---–ი გავიდნენ მაღაზიის უკან, სადაც შეკამათდნენ, ბ-----–---–ების დასთან მიმოწერის გამო. მან თ---------- ბ-----–---–ს განუმარტა, რომ მისი დისთვის ზედმეტი არაფერი არ მიუწერია. თ---------- ბ-----–---–ი აგრესიულობით გამოირჩეოდა, ყელში წვდა მას, რა დროსაც ხმაურზე მივიდნენ ს------ ტ------–---–ი და ბ-----–---–ების თანხმლები პირებიც. გ-------– ჩ----–---–მა უთხრა, თ---------- ბ-----–---–ს რომ ტელეფონს მოიტანდა და აჩვენებდა, თუ რა ჰქონდა მიწერილი მისი დისთვის. იგი წავიდა და დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ შემოესმა სირბილის ხმა. მასთან მივარდა თ---------- ბ-----–---–ი, ყელში წაუჭირა ხელი და ახრჩობდა. დანარჩენები კი ცემდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ, რა დროსაც მას გაახსენდა, რომ ჯიბეში ჰქონდა დანა, რომელიც ამოიღო, ერთხელ მოიქნია და ყველანი დასცილდნენ. მას არ ჰქონია განზრახვა, რომ ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მან მხოლოდ მოგერიების მიზნით მოიქნია დანა და ვერ იგრძნო თუ ვინმეს მოხვდა. დანა კვლავ ჯიბეში ჩაიდო. შემთხვევის ადგილზე მან გაიგონა ხმა, რომ ვიღაც დაჭრილი იყო. მან სახლში მისვლისას გამოიცვალა ტანსაცმელი და წავიდა ბიძაშვილთან, სადაც დააკავეს, ამოუღეს დანა და უთხრეს, რომ მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ------- უ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებულ თ---------- ბ-----–---–ს იცნობს. 2017 წლის მაისის თვეში, სამხედრო სამსახურისას, მივლინებით იმყოფებოდა ვაზიანში, სადაც შეხვდა თ---------- ბ-----–---–ს, რომელმაც მას ჰკითხა იცნობდა თუ არა გ-------– ჩ----–---–ს, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი თანასოფლელი იყო. თ---------- ბ-----–---–ისაგან გაიგო, რომ გ-------– ჩ----–---–მა მის დას რაღაც მიწერა, რაზეც მან უპასუხა, რომ თუ მისი დისთვის ცუდი არაფერი ჰქონდა მიწერილი, თვითონ ნახავდა და დაელაპარაკებოდა გ-------– ჩ----–---–ს. დათხოვნაში ყოფნისას მას დაურეკა თ.ბ-----–---–მა და უთხრა, რომ მის სოფელში იმყოფებოდა და სურდა გ-------– ჩ----–---–ის ნახვა, დაელაპარაკებოდა და წავიდოდა. მას ტელეფონი არ ჰქონდა და იქვე ავტომანქანით მიმავალ ს------ ტ------–---–ს უთხრა, რომ დაკავშირებოდა გ-------– ჩ----–---–ს. გ-------– ჩ----–---–ი მალე მივიდა და თავად, თ---------- ბ-----–---–ი, ა-–---------- ბ-----–---–ი, გ-------– ჩ----–---–ი გავიდნენ მაღაზიის უკან. თ---------- ბ-----–---–მა გ-------– ჩ----–---–ს ჰკითხა, თუ რატომ მიწერა მის დას შეტყობინება, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი იყო, რომ მეტჯერ აღარ უნდა მიეწერა. გ-------–მა უპასუხა, რომ მეორედ აღარ მიუწერია და გაერკვიათ თუ რა დროს მიწერა. თ---------- ბ-----–---–მა გ-------– ჩ----–---–ს ყელში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ისინი გააშველეს. ისინი წავიდნენ, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ენახათ. თავად კი ჩამორჩა, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო და ის გასაშველებლად გაიქცა, მაგრამ მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ გაშველება ვერ მოასწრო. გაიგონა დაყვირების ხმა, რომ ვიღაც დაჭრილი იყო. ღამე იყო და მან ვერ დაინახა თუ ვინ ვის ურტყამდა. ასევე მას არ დაუნახავს რამდენი ადამიანი აყენებდა გ-------– ჩ----–---–ს ფიზიკურ შეურაცხყოფას და ვინ დაჭრა გარდაცვლილი. იქ არსებული ვითარება, ბრალდებულის სიცოხლეს და ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------– ჩ----–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------ ქ-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ა-–---------- ბ-----–---–ი იყო მისი შვილი. 2017 წლის 14 მაისს, ის, მისი მეუღლე - ი------------–---–-- შვილები: თ----- ბ-----–---–ი და ა-–---------- ბ-----–---–ი მთელი დღის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ ნაკვეთში. თ----- ბ-----–---–ი თბილისში მიდიოდა. ის და თ-----ი შედარებით ადრე წამოვიდნენ სახლში, ხოლო ა-–---------- ბ-----–---–ი კი დარჩა, რადგან გვიანობამდე უნდა ემუშავა. ა-–---------- ბ-----–---–ი გვიან დაბრუნდა სახლში. ასევე გვიან დაბრუნდა სახლში თ---------- ბ-----–---–ი, მეგობარ თ-------- ნ---------სთან ერთად. მათ სოკო ჰქონდათ მიტანილი, მინდორში უნდა შეეწვათ და სამივენი ერთად წავიდნენ. მომხდარის შესახებ დილით შეიტყო. მოგვიანებით გაიგო, რომ გ-------– ჩ----–---–ს მიუწერია თ----- ბ-----–---–ისთვის სოციალურ ქსელში შეტყობინება, რის გამოც მოხდა კონფლიქტი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს------ ტ------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ გ-------– ჩ----–---–ი არის მისი თანასოფლელი და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. შემთხვევის დღეს მან გაიარა ავტომანქანით ,,ბირჟაზე’’, სადაც გ-------– ჩ----–---–ის ნომერი სთხოვეს მ-----– ქ---------–---–მა და ზ-------მ, რომლის გვარიც არ ახსოვს. მათი თხოვნით დარეკა გ-------– ჩ----–---–თან და უთხრა, რომ ნიგოზელი ბიჭები იყვნენ მოსულები მის სანახავად და ამოსულიყო ,,ბირჟაზე’’. დაახლოებით 15 წუთში გ-------–ი მივიდა. მალევე შემოესმა ხმამაღალი საუბარი. მივიდა ადგილზე და ვინაიდან ბნელოდა ფანარი ჰქონდა ანთებული, რაზეც მის მიმართ გამოიჩინეს აგრესია, კერძოდ უთხრეს, რომ ჩაექრო ფანარი. აგრესიულები იყვნენ ასევე გ-------– ჩ----–---–ის მიმართაც. თ---------- ბ-----–---–მა გ-------– ჩ----–---–ს ყელში მოუჭირა ხელი, მან გააშვებინა ხელი და გ-------–ს უთხრა, რომ წასულიყო, ტელეფონი მოეტანა და გაერკვიათ. გ-------– ჩ----–---–ი წავიდა, მის სანახავად ჩამოსული პიროვნებებიც გაყვნენ მას და გზაში დაუწყეს ცემა. შემდეგ დაიძახეს, რომ დაჭრილი იყო ერთ-ერთი, ჩასვეს მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----– ქ---------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გ-------– ჩ----–---–ი არის მისი თანასოფლელი და მეგობრობს მასთან. 2017 წლის 14 მაისს მას სოფელში შეხვდნენ თ---------- ბ-----–---–ი და მისი ოთხი თანმხლები პირი. მან თ.ბ-----–---–ის კითხვაზე უპასუხა, რომ იცნობდა გ-------– ჩ----–---–ს. თ.ბ-----–---–მა მას ჰკითხა იცოდა თუ არა გ.ჩ----–---–ის ტელფონის ნომერი და შეძლებდა თუ არა მისი სახლის ჩვენებას, რაზეც უპასუხა, რომ ტელეფონის ნომერი არ იცოდა, ასევე არ ეცალა და ვერ გაჰყვებოდა. ამის შემდეგ თ.ბ-----–---–მა მას სთხოვა ზ------- უ-----–---–ის ნომერი, მათ დაურეკეს ზ-------ს, რომელიც მალევე მოვიდა, მაგრამ არც მან იცოდა გ-------– ჩ----–---–ის ტელეფონის ნომერი. მათთან ავტომანქანით გაჩერდა თანასოფლელი ს------ ტ------–---–ი, რომელსაც ზ------- უ-----–---–მა სთხოვა გ.ჩ----–---–ის ტელეფონის ნომერი. ს------მ დაურეკა გ-------– ჩ----–---–ს და უთხრა, რომ ბიჭები იყვნენ მის სანახავად მოსულები. მათთან მისულ გ-------– ჩ----–---–ს თ---------- ბ-----–---–მა უთრა, რომ მანქანაში დამჯდარიყო, სოფლიდან გასულიყვნენ და იქ ესაუბრათ, რაზეც გ-------–მა უთხრა, რომ სოფლიდან რატომ უნდა გასულიყვნენ, ბიჭებიც იქ იყვნენ და ესაუბრათ. თ----------მა ჰკითხა გ-------–ს მისი მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად რატომ წერდა შეტყობინენებს მის დას, რაზეც შელაპარაკდნენ და თ---------- ბ-----–---–მა ყელში წაუჭირა ხელი გ-------– ჩ----–---–ს, რომლებიც გააშველეს. ს------ ტ------–---–მა გ-------–ს უთხრა, რომ წასულიყო და ტელეფონი მოეტანა, რათა ენახათ რა ჰქონდა მიწერილი. გ-------– ჩ----–---–ი დათანხმდა და წავიდა. ალბათ 3-4 მეტრის გავლის შემდეგ თ---------- ბ-----–---–მა და ა-–---------- ბ-----–---–მა დაუწყეს ცემა გ-------– ჩ----–---–ს. იგი შეეცადა მათ გაშველებას. თ---------- ბ-----–---–ს იგი და კიდევ ერთი თ----------ის მეგობარი იჭერდა, ხოლო ა-–---------- ბ-----–---–ი კი გ-------–ს ცემდა, რომლებსაც ს------ ტ------–---–ი აშველებდა. ა-–---------- ბ-----–---–მა ჯერ დაიძახა, თუ რას ეძებდა ჯიბეში, რის შემდეგაც დაიძახა, რომ დანა დაარტყა. მან ა-–---------- ბ-----–---–ს მიხედა. ს------ ტ------–---–ი მანქანის მოსაყვანად გავიდა, თ---------- ბ-----–---–ი კი გ-------– ჩ----–---–ის ცემას აგრძელებდა. გ-------–ი წაიქცა და წაქცეულს ცემდა. შესაძლოა გ--–- ჩ----–---–ს სხვებიც სცემდნენ. მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ა-–---------- ბ-----–---–ი მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------- ნ--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 მაისს, საღამოს შეხვდა თ---------- ბ-----–---–ს. გადაწყვიტეს რომ ექეიფათ, თან ოჯახისთვის პროდუქტები იყიდეს და თბილისიდან ა-----– ზ----–---–თან, გ---- ჩ----–---–თან ერთად წამოვიდნენ სოფელში. მივიდნენ თ.ბ-----–---–ის სახლში ა-–---------- ბ-----–---–ის წამოსაყვანად. შემდეგ მანქანით გამოიარეს ა-----– ზ----–---–ის და გ---- ჩ----–---–ის წასაყვანად, რომლებიც მაგისტრალზე ელოდებოდნენ. თ.ბ-----–---–მა თქვა, რომ გ--–- ჩ----–---–ი ენახათ, რომელიც მის დას წერდა და მერე ექეიფათ. მივიდნენ სოფელ ნ------------–-. თ---------- ბ-----–---–ს შეხვდა ნაცნობი, რომელსაც გ.ჩ----–---–ის ნომერი სთხოვა. მას არ ქონდა გ--–-ს ნომერი. შემდეგ მიკროავტობუსით გამოიარა პიროვნებამ, რომელმაც დაურეკა გ.ჩ----–---–ს და უთრა, რომ მისი ახლობლები იყვნენ მის სანახავად მისულები. გ--–- ჩ----–---–ი მალევე მოვიდა. გვერდზე გავიდნენ სასაუბროდ გ.ჩ----–---–ი, ა.ბ-----–---–ი და თ. ბ-----–---–ი. რამოდენიმე წუთში ხმამაღალი საუბარი შემოესმათ და ყველანი მივიდნენ. მიკროავტობუსის მძღოლმა გ.ჩ----–---–ს უთხრა, რომ ტელეფონი მოეტანა და გაერკვიათ თუ რა ჰქონდა ბ-----–---–ების დისთვის მიწერილი. გ-------– ჩ----–---–ი წავიდა, შემოტრიალდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის გამოც თ---------- ბ-----–---–ი და ა-–---------- ბ-----–---–ი გაიქცნენ მისი მიმართულებით. თ---------- ბ-----–---–მა გ-------– ჩ----–---–ს დაარტყა ხელი, რა დროსაც გ.ჩ----–---–მა დანა ამოიღო და მოიქნია, რომელიც მოხვდა ა-–---------- ბ-----–---–ს. ა-–---------- ბ-----–---–მა დაიძახა, რომ დანა დაარტყა. თ---------- ბ-----–---–ი გ-------– ჩ----–---–ს გაეკიდა საცემად, ხოლო ა-----– ზ----–---–ი და გ---- ჩ----–---–ი გასაშველებლად მივიდნენ. ა-–---------- ბ-----–---–მა მაისური აიწია, მან დაინახა, რომ გულმკერდის არეში იყო დაჭრილი და ბევრი სისხლი მოსდიოდა. მალევე თ----------იც მივიდა მათთან და დაიძახა, რომ მიკროავტობუსი მოეყვანათ, რომლითაც ა-–---------- ბ-----–---–ი საავადმყოფოში წაიყვანეს. მას გ-------– ჩ----–---–ისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----– ზ----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 მაისს, იგი თბილიშში შეხვდა თ-------- ნ---------ს, გ---- ჩ----–---–ს და თ---------- ბ-----–---–ს და წამოვიდნენ სოფელში საქიფოდ. თ---------- ბ-----–---–ი სახლში მივიდა, მანქანა წამოიყვანა.მათთან ერთად წამოვიდა ა-–---------- ბ-----–---–იც. მისთვის ცნობილია, რომ გ-------– ჩ----–---–ი თ-------- ბ-----–---–ს სოციალური ქსელში წერდა და აწუხებდა, რის გამოც იგი, თ.ბ-----–---–ი, ა.ბ-----–---–ი, თ.ნ--------- და გ.ჩ----–---–ი წავიდნენ გ-------– ჩ----–---–ის სანახავად სოფელ ნ------------–-. სოფელში მისვლისას მათ შეხვდა ქ---------–---–ი, რომელსაც უთხრეს, რომ გ.ჩ----–---–ის ნახვა სურდათ და გაირკვა, რომ მან ნომერი არ იცოდა. შემდეგ გამოიარა ტ------–---–მა მანქანით, რომელმაც დაურეკა ჩ----–---–ს და დაახლოებით 15 წუთში გ-------–ი მივიდა. ა-–---------- ბ-----–---–ი, თ---------- ბ-----–---–ი და გ-------– ჩ----–---–ი ცალკე გავიდნენ სასაუბროდ. ხმამაღალ საუბარზე იგი და იქ მყოფებიც მათთან. ბ-----–---–ები ამბობდნენ, რომ მის დას აწუხებდა. გ-------–ი ამბობდა, რომ არ მიუწერია, რაზეც ტ------–---–მა უთხრა, რომ წასულიყო, ტელეფონო მოეტანა და მინაწერს ნახავდნენ. გ.ჩ----–---–ი წავიდა, გაირა 15-20 ნაბიჯი, შემოტრიალდა და შეიგინა მათი მიმართულებით. ა-–---------- და თ---------- ბ-----–---–ები მივიდნენ გ-------– ჩ----–---–თან, რა დროსაც თ.ბ-----–---–მა ხელი დაარტყა მას სახეში. გ-------– ჩ----–---–მა ჯიბიდან ამოიღო დანა და მოიქნია, რომელიც მოხვდა ა-–---------- ბ-----–---–ს. ა-–---------- ბ-----–---–ი და თ---------- ბ-----–---–ი გვერდიგვერდ იდგნენ. თ---------- ბ-----–---–ი გამოეკიდა ჩ----–---–ს, რომელსაც ასევე უქნევდა დანას გ-------– ჩ----–---–ი. თ----------მა ერთი ხელით დაუჭირა დანა, მეორე ხელით კი სცემდა მას. მან და გ---- ჩ----–---–მა გააშველეს ისინი. ამ დროს მან დაინახა, რომ ა-–---------- ბ-----–---–ი წაიქცა და ნახეს, რომ იგი დაჭრილი იყო. მას გ-------– ჩ----–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---- ჩ----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 მაისს საღამოს, იგი, თ-------- ნ---------, ა-----– ზ----–---–ი და თ---------- ბ-----–---–ი წამოვიდნენ სოფელში საქეიფოდ. საქეიფოდ წასვლამდე ა-–---------- და თ---------- ბ-----–---–ებმა გადაწყვიტეს ენახათ გ-------– ჩ----–---–ი, რომელიც მათ დას წერდა შეტყობინებებს და უნდოდათ გაერკვიათ რა ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი წავიდნენ სოფელ ნ------------–-, სადაც შეხვდათ მ----– ქ---------–---–ი, რომელმაც არ იცოდა გ-------– ჩ----–---–ის ტელეფონის ნომერი. ამ საუბრისას მათთან ავტომანქანით გაჩერდა ს------ ტ------–---–ი, რომელსაც ქ---------–---–მა ჰკითხა, ხომ არ იცოდა გ-------– ჩ----–---–ის ნომერი. ს------ ტ------–---–მა დაურეკა გ-------– ჩ----–---–ს, რომელიც მალევე მივიდა. თ---------- ბ-----–---–ი, ა-–---------- ბ-----–---–ი და გ-------– ჩ----–---–ი ცალკე გავიდნენ სასაუბროდ, სხვები კი მოშორებით იდგნენ და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გაგონებაზე მივიდნენ მათთან. ს------ ტ------–---–მა უთხრა გ-------– ჩ----–---–ს, რომ ტელეფონი მოეტანა, ენახათ მინაწერი და გაერკვიათ ყველაფერი. გ-------– ჩ----–---–ი წავიდა, 15 მეტრი გაიარა, შემოტრიალდა და რაღაც დაიძახა. თ---------- ბ-----–---–ი და ა-–---------- ბ-----–---–ი მისკენ გაიქცნენ. თ---------- ბ-----–---–მა ბრალდებულს ხელი დაარტყა, შემდეგ გ-------– ჩ----–---–მა დანა მოიქნია, რომელიც მოხვდა ა-–---------- ბ-----–---–ს და დაიძახა, რომ დანა დაარტყეს. თ----------ი გაეკიდა გ-------– ჩ----–---–ს, წააქცია იგი და ცემდა. მან გააშველა ისინი და თ----------ს უთხრა, რომ ძმისთვის მიეხედათ. მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------- ბ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ა-–---------- ბ-----–---–ი იყო მისი ძმა. 2017 წლის 14 მაისს იმყოფებოდა თბილისში, საიდანაც თ-------- ნ---------სთან, ა-----– ზ----–---–თან და გ---- ჩ----–---–თან ერთად წამოვიდა სოფელში, რადგან საღამოს უნდა ექეიფად. საქეიფოდ წასვლამდე გადაწყვიტეს, რომ ენახათ გ-------– ჩ----–---–ი, რომელმაც წინა დღეებში მის დას სოციალურ ქსელში მიწერა შეტყობინება. ისინი მივიდნენ სოფელ ნ------------–-, ე.წ. ,,ბირჟაზე’’, სადაც ნახეს მ.ქ---------–---–ი, რომელსაც სთხოვა, რომ გ-------– ჩ----–---–ისთვის დაერეკა. აღმოჩნდა, რომ მ.ქ---------–---–ს არ ჰქონდა ტელეფონის ნომერი. მან დაურეკა ზ------- უ-----–---–ს და სთხოვა, რომ ე.წ. ,,ბირჟაზე’’ ასულიყო, რომელსაც მისვლისას უთხრა, რომ სურდა გ.ჩ----–---–ის ნახვა, დაელაპარაკებოდა მას და წავიდოდა. ამ დროს მათთან გაჩერდა მანქანა, რომლის მძღოლსაც ზ-------მ უთხრა, რომ თუ ჰქონდა გ-------– ჩ----–---–ის ტელეფონის ნომერი დაერეკა მისთვის, რათა მოსულიყო ე.წ. ,,ბირჟაზე“. გ-------– ჩ----–---–ი მალევე მივიდა. მან ჩ----–---–ს უთხრა, რომ მაღაზიის უკან გასულიყვნენ და იქ ესაუბრათ. გ-------– ჩ----–---–მა მას შესთავაზა სოფლის ბოლოს გასვლა და იქ საუბარი, რაზეც თ.ბ-----–---–მა უარი განუცხადა და იგი, მისი ძმა ა-–---------- ბ-----–---–ი და გ-------– ჩ----–---–ი გავიდნენ მაღაზიის უკან სასაუბროდ. მან ჰკითხა გ-------– ჩ----–---–ს თუ რატომ მიწერა შეტყობინება მის დას მას შემდეგ, რაც მისგან მიიღო გაფრთხილება, რომ აღარ მიეწერა შეტყობინებები. საუბრისას მათთან მივიდნენ ა-----– ზ----–---–ი, გ---- ჩ----–---–ი, მ-----– ქ---------–---–ი და ავტომანქანის მძღოლი. ავტომანქანის მძღოლმა იკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც თ----------მა უთხრა, რომ მის დას წერდა გ-------– ჩ----–---–ი. ავტომანქანის მძღოლმა გ-------– ჩ----–---–ს უთხრა, რომ წასულიყო და ტელეფონი მოეტანა, რათა მინაწერი ენახათ. გ-------– ჩ----–---–ი სახლში წავიდა ტელეფონის მოსატანად, 10 მეტრის გავლის შემდეგ, გ.ჩ----–---–მა შეაგინა მას. იგი წავიდა გ-------– ჩ----–---–ის მიმართულებით და დაინახა, რომ მას დანა ეჭირა ხელში, რის გამოც მიახლოების თანავე დაარტყა გ-------– ჩ----–---–ს, ხოლო ძმას უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან დანა ჰქონდა გ-------– ჩ----–---–ს და ხელის მოძრაობით შეეცადა შეეჩერებინა ჩ----–---–ისაკენ მიმავალი ძმა, რა დროსაც გ-------– ჩ----–---–მა მოიქნია დანა და დაარტყა ა-–---------- ბ-----–---–ს. მან გააგრძელა გ-------– ჩ----–---–თან ჩხუბი, წააქცია იგი და ზემოდან დააჯდა, რა დროსაც გ-------– ჩ----–---–მა მასაც მოუქნია დანა. მან ხელი დაუჭირა გ-------– ჩ----–---–ს და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც გააშველეს. მან ხმა გაიგო, რომ სისხლისგან იცლებაო, მივიდა ძმასთან, რომელიც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში.

2017 წლის 15 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ შ--------- კ-------- მიერ ი--- ე-–-----ესგან ამოღებული იქნა ა-–---------- ბ-----–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

2017 წლის 15 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ შ--------- კ-------- მიერ ი--- ე-–-----ესგან ამოღებული იქნა ა-–---------- ბ-----–---–ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო №---- ბარათი და დოკუმენტაცია.

2017 წლის 15 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ნ------------–-. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, კენჭი სისხლისმაგვარი ლაქებით და დუტის ჟილეტი სისხლისმაგვარი ლაქებით.

2017 წლის 15 მაისის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ-------– ჩ----–---–ი დაკავებული იქნა 2017 წლის 15 მაისს 12:42 საათზე, ხოლო გ-------– ჩ----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დასაკეცი დანა - დაკეცილ მდგომარეობაში და ,,CAT’’-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

2017 წლის 15 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-5 განყოფილების გამომძიებელ ბ--- ბ--------ის მიერ გ-------– ჩ----–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა შ--–--- ჩ----–---–ის მიერ წარმოდგენილი გ-------– ჩ----–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

2017 წლის 16 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ: ბრალდებული - გ-------– ჩ----–---–ი, გამომძიებელი - ზ------ ო-----------ე, ადვოკატი - ზ---- შ-----, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ზ------ ს-----–--ე, თ------ ხ----–-–---–ი, ექსპერტი- ი-–------------. საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ყველა მონაწილეს განემარტა ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი და წესი, რის შემდეგაც გამომძიებლის ზ------ ო-----------ის მიერ ხმამაღლა იქნა წაკითხული გ-------– ჩ----–---–ის მიერ მიცემული ჩვენება, რასაც გ-------– ჩ----–---–ი დაეთანხმა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადასტურდა, რომ ა-–---------- ბ-----–---–ის სიკვდილის მიზეზია გულის მარცხენა პარკუჭში შემავალი ჭრილობის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. გვამის გამოკვლევის მონაცემებით, გარდაცვალების დრო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო საბუთებში მითითებულ გარდაცვალების დროს 15/05-17 წ. 00:50 საათს. ა-–---------- ბ-----–---–ის გვამს აღენიშნება ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში მკერდის ძვლის გვერდითა ხაზზე მე-5, მე-6 ნეკნების დონეზე, შემავალი გულის მარცხენა პარკუჭში. მარჯვენა ხელის მე-2 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-3 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ქვედა მესამედში, უკანა ზედაპირზე ორი ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-5 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში ორი ნაჭდევი. გულმკერდის მიდამოში არსებული გულის პარკუჭში შემავალი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც აქვს ლესილი პირი და ყუა, ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ჭრილობა სამკუთხედის ფორმისაა, მარჯვენა და ზედა კუთხეები მახვილია, მარცხენა კუთხე ბლაგვი. ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, ქვევიდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ. მარჯვენა ხელის თითებზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და შეიცავენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. ყველა დაზიანება, როგორც ჭრილობა, ასევე ნაჭდევები სიცოცხლისდროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან გარდაცვალების თარიღს. გულმკერდის მიდამოში არსებული გულის პარკუჭში შემავალი ჭრილობა უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ნაჭდევები არ არიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.

ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ-------– ჩ----–---–ი ფსიქიკურად დავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-------– ჩ----–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-------– ჩ----–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-------– ჩ----–---–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ-------– ჩ----–---–ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-------– ჩ----–---–ი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ-------– ჩ----–---–ის განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს.

ექსპერტიზის დასკვნის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ-------– ჩ----–---–ს 2017 წლის 15 მაისს 18:45 საათზე, აღენიშნებოდა: ცხვირზე ნაჭდევი, მარცხენა ყვრიმალზე ნაჭდევი, ზედა ტუჩზე ცენტრალურად ნაჭდევი, მარჯვენა მე-2 თითის ძირითადი ფალანგის ნების ძვალთან შესახსრების უკანა ზედაპირზე უკანა ზედაპირზე ნაჭდევი, მარცხენა ხელის მე-4 თითის ნების ძვალთან შესახსრების უკანა ზედაპირზე ნაჭდევი, მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე სისხლნაჟღენთი. 2017 წლის 15 მაისს გ-------– ჩ----–---–ი მოთავსებული იქნა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაუდგინადა დიაგნოზი: ღრმა ნაჭდევი ცხვირისა და მარცხენა ყვრიმალის არეში, ნაკაწრები ცხვირის არეში. 2017 წლის 17 მაისს გ-------– ჩ----–---–ი მოთავსებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში. ექიმის ჩანაწერით ცხვირზე, მარცხენა თვალბუდის ქვედა კიდესთან აღენიშნება ფუფხით დაფარული ექსკორაციები. გ-------– ჩ----–---–ის სხეულზე არსებული ყველა დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ 2017 წლის 14 მაისის თარიღს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა და ინსპექტორ-გამომძიებლებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ გ-------– ჩ----–---–ის პოზიციას მისი სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლობით, კერძოდ: ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადასტურდა, რომ ა-–---------- ბ-----–---–ის სიკვდილის მიზეზია გულის მარცხენა პარკუჭში შემავალი ჭრილობის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. გვამის გამოკვლევის მონაცემებით, გარდაცვალების დრო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო საბუთებში მითითებულ გარდაცვალების დროს 15/05-17 წ. 00:50 საათს. ა-–---------- ბ-----–---–ის გვამს აღენიშნება ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში მკერდის ძვლის გვერდითა ხაზზე მე-5, მე-6 ნეკნების დონეზე, შემავალი გულის მარცხენა პარკუჭში. მარჯვენა ხელის მე-2 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-3 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ქვედა მესამედში, უკანა ზედაპირზე ორი ნაჭდევი. მარჯვენა ხელის მე-5 თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში ორი ნაჭდევი. გულმკერდის მიდამოში არსებული გულის პარკუჭში შემავალი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც აქვს ლესილი პირი და ყუა, ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ჭრილობა სამკუთხედის ფორმისაა, მარჯვენა და ზედა კუთხეები მახვილია, მარცხენა კუთხე ბლაგვი. ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, ქვევიდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ. მარჯვენა ხელის თითებზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და შეიცავენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. ყველა დაზიანება, როგორც ჭრილობა, ასევე ნაჭდევები სიცოცხლისდროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან გარდაცვალების თარიღს. გულმკერდის მიდამოში არსებული გულის პარკუჭში შემავალი ჭრილობა უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. სასამართლო სხდომაზე კი უტყუარად დადასტურდა, რომ გარდაცვლილს ჭრილობა მიაყენა გ-------– ჩ----–---–მა.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ თითქოს მასთან მივარდა თ---------- ბ-----–---–ი, ყელში წაუჭირა ხელი და ახრჩობდა. დანარჩენები კი ცემდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ, რა დროსაც მას გაახსენდა, რომ ჯიბეში ჰქონდა დანა, რომელიც ამოიღო, ერთხელ მოიქნია და ყველანი დასცილდნენ. მან თავდამსხმელთა მოგერიების მიზნით მოიქნია დანა და არ ჰქონდა ა-–---------- ბ-----–---–ის მოკვლის განზრახვა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ---------- ბ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ გ-------– ჩ----–---–ს მასთან მიახლოებამდე ეჭირა ხელში დანა და მოუქნია მას, რის გამოც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მისი მცდელობისას, რომ ა-–---------- ბ-----–---–ი არ მიახლოებოდა გ-------– ჩ----–---–ს, ამ უკანასკნელმა უკვე მეორედ მოიქნია დანა და გამიზნული მოქმედებით დაარტყა მის ძმას. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------– ჩ----–---–ის მხრიდან ა-–---------- ბ-----–---–ისათვის დანის დარტყმა არ იყო გამოწვეული აუცილებელი მოგერიებით, ვინაიდან მოწმეთა, კერძოდ: თ---------- ბ-----–---–ის, თ-------- ნ--------ის, ა-----– ზ----–---–ის და გ---- ჩ----–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ დანის დარტყმის მომენტისათვის გ-------– ჩ----–---–ის სიახლოვეს იმყოფებოდნენ მხოლოდ თ---------- და ა-–---------- ბ-----–---–ები და სწორედ თ---------- ბ-----–---–ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფით განაწყენებულმა გ-------– ჩ----–---–მა, მისი მიმართულებით მომდინარე, სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის აღკვეთის მიზნით, განზრახ მიაყენა დაზიანება მისკენ წასულ ა-–---------- ბ-----–---–ს.

სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიების დროს ხელმყოფი უპირისპირდება მოქალაქეს, რომელიც კანონისმიერ სიკეთეს იცავს. ე.ი. ხელმყოფი თავისი მოქმედებით მოქალაქეს თავად აყენებს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ხელმყოფი უუფლებოა. აუცილებელი მოგერიების დროს ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების უფლება იმდენად არსებობს, რამდენადაც იგი აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად. კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თ---------- ბ-----–---–მა გ-------– ჩ----–---–ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა მუშტით, ხოლო გ-------– ჩ----–---–ისათვის კი ცნობილი იყო, რომ თავდამსხმელს არ ჰქონდა ცივი იარაღი, რის გამოც მისი მხრიდან დანის ამოღება და გამოყენება ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად, ვინაიდან აუცილებელი მოგერიებისას აუცილებელია, რომ დაცვის ხასიათი და ინტენსივობა თანაზომიერი უნდა იყოს თავდასხმის ხასიათისა და ინტენსივობისა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------– ჩ----–---–ის მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში დანის გამოყენება არ იყო აუცილებელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად, ასევე არ იყო თანაზომიერი თავდასხმის ხასიათის და ინტენსივობისა, ვინაიდან გ-------– ჩ----–---–ისათვის ჩხუბის დაწყების მომენტისათვის ცნობილი იყო, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ მისი თანასოფლელები, რომლებიც შეეცდებოდნენ მის დახმარებას და დაცვას უცხო პირთა თავდასხმისაგან.

სასამართლო არ იზიარებს მოწმეების: მ-----– ქ---------–---–ის, ს------ ტ------–---–ის და ზ------- უ-----–---–ის ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ თ---------- და ა-–---------- ბ-----–---–ის თანმხლები პირებიც, ვინაიდან თავად აღნიშნულმა პირებმა უარყვეს ვინმესათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და აღნიშნეს, რომ ისინი აშველებდნენ მოჩხუბარ გ-------– ჩ----–---–სა და თ---------- ბ-----–---–ს. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასახელებული მოწმეები არიან ბრალდებულის თანასოფლელები და შესაძლოა მათი, მით უფრო არათანმიმდევრული (მოწმეების მხრიდან ვერ მოხდა დაკონკრეტება, ვინ ან რამდენი პირი აყენებდა ერთდროულად შეურაცხყოფას გ-------– ჩ----–---–ს და ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იგი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობაში), ჩვენებები მიმართული იყოს ბრალდებულისადმი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ.

საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------– ჩ----–---–ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------– ჩ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

გ------– ჩ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 მაისიდან.

გ-------– ჩ----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სიხლისმაგვარი ლაქები, კენჭი სისხლის მაგვარი ლაქით, ხელის ფრჩხილების ნიმუშები, დანა, ანაწმენდები, ნერწვის ნიმუშები, თმის ნიმუში, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუშები- განადგურდეს.

ბრალდებულ გ-------– ჩ----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული CAT ფირმის მობილური ტელეფონი, გ-------– ჩ----–---–ისგან ამოღებული წითელი ფერის ჟილეტი, გ-------– ჩ----–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თ---------- ბ-----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, ა-----– ზ----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, გ---- ჩ----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, თ-------- ნ--------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, ს------ ტ------–---–ისგან ამოღებული ფორდის მარკის ავტომანქანა, ა-–---------- ბ-----–---–ის ტანსაცმელი, ა-–---------- ბ-----–---–ის მობილური ტელეფონი- დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

ა-–---------- ბ-----–---–ის ავადმყოფობის დოკუმენტაცია, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე