გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.11.2018
საქმის ნომერი
010310918002699089
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/551-2018) 010310918002699089

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

 

02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი - ინეზა ტარიელაძე

 

მსხვერპლი – ლ--–- ჯ-------ძე

მოძალადე - მ------ ო--------ო

მოთხოვნის არსი - დამცავი ორდერის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

2018 წლის 30 ოქტომბერს ლ--–- ჯ-------ძემ განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მ------ ო--------ოს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

 

თავის მოთხოვნას განმცხადებელი ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ 2018 წლის 19 სექტემბრს ბათუმის საქალაქო სამმართველოში შეიტანა განცხადება მოქალაქე მ------ ო-------ოს მიმართ, რაზედაც დაიწყო გამოძიება, ასევე შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი 2018 წლის 21 ოქტომბრამდე. ვინაიდან შემაკავებელი ორდერის ვადა გასულია და აქვს საფუძვლიანი ეჭვი, კვლავ განხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მ------ ო--------ოს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას ექვსი თვის ვადით.

 

2018 წლის 02 ნოემბერის დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ლ--–- ჯ-------ძე რომელმაც მხარი დაუჭირა განცხადებას და განმარტა, რომ მ------ ო--------ო არის მისი ნაცნობი, რომელიც მას ემუქრება მოკვლით, მის მიმართ ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას, გაუვრცელა მისი პირადი ფოტოები, რომელიც მ------ ო--------ომ მოიპოვა მის სოციალურ ქსელში შეღწევის შედეგად, აქვს შიში რომ მ------ ო--------ო მიაკითხავს ლ--–- ჯ-------ძის შვილს სკოლაში და რამეს დაუშავებს, მ------ ო--------ომ ლ--–- ჯ-------ძის მეუღლეს გაუგზავნა ლ--–- ჯ-------ძის ფოტოები, რის გამოც ამჟამად დაშორებულია მეუღლეს, ითხოვს დამცავი ორდერის გამოცემა (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მ------ ო--------ო, რომელიც განცხადებაში მითითებულ გარემოებებს ნაწილობრივ დაეთანხმა, აღნიშნა, რომ მას ლ--–- ჯ-------ძესთან ჰქონდა ახლო ურთიერთობები, ის მასთან სახლშიც კი დაიოდა, აძლევდა ფულს და უწევდა დახმარებას, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ლ--–- ჯ-------ძეს უნახა ტელეფონში სხვა პირთან მიმოწერა, გაბრაზებულზე ლ--–- ჯ-------ძეს დაემუქრა მოკვლით, მას შემდგომ მასთან ურთიერთობები აღარ აქვს, ასევე დაადასტურა ლ--–- ჯ-------ძის წელსზემოთ შიშველი ფოტოების გაგზავნის ფაქტი სხვადასხვა პირებთან. (იხ. სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ლ--–- ჯ-------ძის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს მ------ ო--------ოს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ გაგრძელდა მუქარა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მ------ ო--------ოს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას ექვსი თვის ვადით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალტა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს“.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქალტა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი. ამდენად, დამცავი ორდერი გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმე ფორმის განხორციელება განმცხადებლის მიმართ.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-1- მუხლით თანახმად, კი დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს მომართა ლ--–- ჯ-------ძემ (რომელიც ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს მსხვერპლს).

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 31 მუხლის შესაბამისად - ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-5 მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალავას, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ხოლო ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, სხვა საკითხებს, რომელიც აუცილებელი მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის. მხარეთა განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედება, რომელიც ხორციელდება მ------ ო--------ოს მხრიდან ლ--–- ჯ-------ძის მიმართ, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ქალტა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე მ------ ო--------ოს მხრიდან მსხვერპლის - ლ--–- ჯ-------ძის მიმართ, რაც წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 21-3-ე, 21-5-ე მუხლებით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-31, მე-4, მე-10, მე-12 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ--–- ჯ-------ძის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. დამცავი ორდერი დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

 

ა) მოძალადე მ------ ო--------ოს ( პ/ნ 6---------- მისამართი: ქ. ბათუმი, შ--–------ ქ.N1- ბინა N5) აეკრძალოს იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი - ლ--–- ჯიჭარაძე (პირადი ნომერი №6---------- მისამართი: ქობულეთი, წ-------–-- ქ.N1-) ცხოვრობს და იმყოფება.

 

ბ) აეკრძალოს მ------ ო--------ოს მსხვერპლთან ლ--–- ჯ-------ძესთან სატელეფონო და სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით კომუნიკაცია;

 

გ) აეკრძალოს მ------ ო--------ოს მსხვერპლთან ლ--–- ჯ-------ძის მიმართ სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება ;

 

დ) აეკრძალოს მ------ ო--------ოს მსხვერპლის ლ--–- ჯ-------ძის შვილს ნ-----–---- მ---–--ეს სკოლაში.

 

ე) აეკრძალოს მ------ ო--------ოს იაღაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით;

 

4.განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;

 

5.განემარტოთ მოძალადეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს სამ თვემდე ვადით;

 

6.გადაწყვეტილება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაეგზავნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის პოლიციის სამმართველოს, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე : ირაკლი შავაძე