განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
330100116001653821
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი - ნინო მაისაია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----- შ----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

გ------- ხ--–--ე - დაბადებული 1--- წლის 7----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------; არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ო-----------, სოფელი ო-----------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ---------------------.

 

ადვოკატი - მ--–------ მ-----–---–ი

 

კვალიფიკაცია:

გ------- ხ--–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების დადგენილების მიხედვით, 2016 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილსში, ც--–ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ტყე-პარკში გ------- ხ--–--ემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ე-–----- მ--------ს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ღირებული 10 (ათი) ლარად და ფულადი თანხა 180 (ასოთხმოცი) ლარი. ძარცვის შედეგად ე-–----- მ--------ს მიადგა 190 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ბრალდებულ გ------- ხ--–--ის ბრალდება მასში, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილსში, ც--–ის ქუჩის მიმდებარედ არსებული ტყე-პარკში გ------- ხ--–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ე-–----- მ--------ს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ღირებული 10 (ათი) ლარად და ფულადი თანხა 180 (ასოთხმოცი) ლარი. ძარცვის შედეგად ე-–----- მ--------ს მიადგა 190 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ე-–----- მ--------მა განაცხადა, რომ დეიდამ - ლ---- მ--------ამ მისცა 200 ლარი მისი შვილისთვის გადასაცემად. 2016 წლის 4 ნოემბერს შეხვდა მეგობარს - ჯ---ს, რომელთან ერთად ცხოვრობდა თავშესაფარში. დაახლოებით ღამის 12 საათზე, სასტუმრო ,,კ---–----თან“ სვამდნენ სასმელს, რა დროსაც გაჩერდა მანქანა და მას უთხრეს, რომ ჯ---ს გამოსცილებოდა, რადგან ფულს წაართმევდა; შემდეგ მანქანიდან გადმოსულმა ორმა მისთვის უცნობმა პიროვნებამ მათ მოსთხოვეს მანქანაში ჩაჯდომა. ე-–----- მ--------მა იფიქრა, რომ რაღაც არ იყო რიგზე, რის გამოც ფული - 180 ლარი, რომელიც ქონდა ქურთუკის ჯიბეში ამოიღო და მარცხენა ფეხის წინდაში ჩაიდო. ისინი ჩასხდნენ მისთვის უცნობი პირის მანქანაში, რა დროსაც მძღოლის გვერდით მჯდომი პირი ელაპარაკებოდა ჯ---ს - რატომ შეაგინე ამასო, თან შეაგინა და ხელი დაარტყა. კ-----ს ს------–---ს ზემოთ ტყეში, ელექტრო ჰესთან, გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ის ორი პირი და მასაც დაარტყეს თითქოს შეგინების გამო. შემდეგ, მასთან მივიდა მეორე პიროვნება - მძღოლი, დაარტყა და ფული მოსთხოვა, ამ დროს ჯ--- უკვე აღარ ჩანდა. იგი მარტო დარჩა ორ პიროვნებასთან, რომლებმაც გაუჩხრიკეს ჯიბეები, ერთ-ერთმა მათგანმა - მძღოლმა, რომელსაც ქონდა კეხიანი ცხვირი და წვერი, პირდაპირ ჩაუყო მარცხენა წინდაში ხელი და ამოიღო თანხა, ფულის გარდა წაართვეს ახალი შეძენილი, ,,ნოკიას’’ ფირმის ძველი მობილური, რომელსაც არ ქონდა უკანა ხუფი და ე.წ. ,,სკოჩით“ ქონდა გადახვეული, ტელეფონში ნომერი არ ქონდა, იმეილ კოდი ეწერა ფურცელზე, რომელიც მეორე დღეს წარუდგინა გამომძიებელს. მისი ცემისა და ფულის ამოცლის შემდეგ 5 - 10 მეტრში მანქანა გაჩერდა, გადმოვიდა მძღოლის გვერდზე მჯდომი მაღალი პიროვნება, დაუძახა ჯ---ს, ჩაისვა მანქანაში და წავიდა. ჯ---ს მოსთხოვეს თუ არა თანხა მას არ გაუგია, მაგრამ დილით ჯ---ს ტელეფონიც ქონდა, ფულიც 30-35 ლარი და სიგარეტიც, მაშინ როცა იმ ღამით ჯ---ს ფული არ ქონდა და სიგარეტიც მ--------მა უყიდა. ე-–----- მ--------ის განმარტებით, იგი მანქანებში ვერ ერკვევა და არ იცის თუ რა მანქანით იყვნენ თავდამსხმელები, არც მანქანის ფერი იცის, მანქანა იყო გრძელი ფურგუნიანი; მანქანის მძღოლი იყო მასზე ოდნავ დაბალი, ძვალმსხვილი, წვერი ქონდა დიდი და ცხვირი, ისეთი როგორიც ბრალდებულს აქვს, თუმცა ბრალდებული უფრო სუსტია, მას პირველად ხედავს. მასთან ფულის წასართმევად გ------- ხ--–--ე არ ყოფილა.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ჯ--- ი-----–-–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე, შეხვდა ე-–----- მ--------ს ვ-----–-ს მოედანზე, სასტუმრო ,,კ---–----ის“ კუთხეში დალიეს თითო ბაკალი ლუდი, რის შემდეგაც შეიძინეს ერთი ბოთლი არაყი და საჭმელი, დაიწყეს დალევა, რა დროსაც დაინახა, რომ ე-–-----ს ეჭირა 100 ლარიანი და უთხრა შეენახა. მ--------მა უკანა ჯიბეში ჩაიდო ფული. იქვე მდგომი ,,ოპელის’’ მარკის მანქანიდან, რომლის ნომერი არ ახსოვს, 6 ან 7 ერია ნომერში, მათთვის უცნობმა პირმა დაუძახა - მისულიყვნენ და შეიგინა, შემდეგ ჩაისვეს მანქანაში ე-–-----ი და ჯ---; მძღოლის გვერდზე მჯდომმა მაღალმა, დაახლოებით 1.80 სმ სიმაღლის გამხდარმა პირმა უთხრა, თქვენ ვის აგინებდითო და დაარტყა ჯ--- ი-----–-–---–ს. ორივე აიყვანეს კ-----ს ს------–---ზე, ე-–----- მ--------ს თავ-პირში ურტყეს წიხლები. მ--------ს მარჯვენა წინდიდან ამოაცალეს ფული და წავიდნენ. ჯ--- ი-----–-–---–მა განმარტა, რომ ვინც მას ხელი დაარტყა მისი სახელი არ იცის და არც სახეზე ახსოვს, ე-–-----ი სცემა მძღოლმა, რომლის სახე დაინახა გზის განათების შუქზე, ხოლო მაღალმა პიროვნებამ მ--------ს ამოაცალა წინდიდან ფული. გ------- ხ--–--ეს მანამდე არ იცნობდა, იგი ამოიცანო სახით და ცხვირით, ოდნავ წვერი ჰქონდა მოშვებული, ეცვა შავი ტანსაცმელი, ნაცრისფერი დუტი, გ-------ს მისთვის არ დაურტყამს, მაღალმა პიროვნებამ მას დაუძახა სახელით, რომელიც საიდან იცოდა მისთვის უცნობია, ე-–-----ს ჰქონდა ფული 100 ლარი, უბრალო ,,ნოკიას’’ მობილური ტელეფონი, რომლიც შეიძინა ბაზრობაზე 4-5 დღის უკან და აქტიური იყო.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ---- მ--------ამ აჩვენა, რომ დაზარალებული ე-–----- მ--------ი არის მისი დისშვილი, რომელსაც ნოემბრის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, შვილის ნახვის მიზნით მისცა თანხა 200 ლარი, მეორე დღეს ე-–-----ი მივიდა მასთან და უთხრა რომ მოწმედ იბარებდნენ პოლიციაში. ე-–-----ი იყო ნაცემი და ყველაფერი სტკიოდა, სახე დალურჯებული ქონდა. ლ---- მ--------ამ ე-–-----ისგან შეიტყო, რომ ის და ჯ--- სვამდნენ, რა დროსაც მისთვის უცნობმა პირებმა მანქანით წაიყვანეს კ-----ს ს------–---ზე, სადაც სცემეს და ფული წაართვეს.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს დ--------------------ის სამმართველოს დ------------------------–---- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ნ-----–---- ა------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს, დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში 1---დან და ასევე საპატრულო პოლიციიდან ღამის საათებში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მის მიერ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რის საფუძველზეც მოწმის სახით გამოიკითხნენ ე-–----- მ--------ი და ჯ--- ი-----–-–---–ი. გამოძიების პროცესში დადგენილი და მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ხ---- რ-----–-–---–ი, ვინც სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაული ჩადენის დროს გადაადგილდებოდა ავტომანქანით. ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ვერ ამოიცნო აღნიშნული პიროვნება. დაზარალებული მიუთითებდა, რომ პიროვნებებმა მიიყვანეს კ-----ზე ავტომანქანით და გასტაცეს ტელეფონი, რომლის დოკუმენტები არ გააჩნდა, იმეიკოდის მსგავსი არაფერი წარმოუდგენია. ჯ--- ი-----–-–---–მა და ე-–----- მ--------მა დაკითხვაში განმარტა, რომ ქონდა დაზიანებები მიღებული, რაც დაკითხვის დროს ვიზუალურადაც აღენიშნებოდა, აღნიშნულან დაკავშირებით დაინიშნა ექსპერტიზები.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--------------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა დ--- გ---------ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხა ხ---- რ-----–-–---–ი და უ–---- კ----–--–---–ი. დაკითხვის შემდეგ უ–---- კ----–--–---–მა წარმოუდგინა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, მანქანის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც დაათვალიერა და დაურთო საქმეს. დ--- გ---------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ მოქმედებათა სისწორე.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე უ–---- კ----–--–---–მა განმარტა, რომ მის სახელზე ირიცხებოდა ა/ მ ,,ოპელ-ვექტრა’’, ე.წ. ,,ჰეჩბეკის’’ ტიპის სახ. ნომრით H--------, რომელიც 2016 წლის მაისის დასაწყისში 800 დოლარად მიყიდა ვინმე მ-–-ს, რომელთან შეთანხმებითაც, მინდობილობით მანქანა გაატანა ვინმე ხ----ს, რომლის გვარი არ ახსოვს.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ--------------------ის მ--------------–---ს თანამშრომელმა გ------- მ-------–--ემ განაცხადა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია განსახილველი დანაშაულის გ------- ხ--–--ის მიერ ჩადენის თაობაზე, რაც პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოწმე ნ-----–---- შ-----–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში გ--–-------- ჯ----სთან და ლ-–- გ---–---------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი. ბინა მდებარეობდა ო--------–-ში, მ--------------. ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულის მეუღლე, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. საძინებელ ოთახში ჩაშენებული კარადის ქვედა თაროზე ნახეს შავი ფერის ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი; ჩხრეკას ლ-–- გ---–---------ს, გ--–-------- ჯ----სა და მის გარდა სხვა პოლიციის თანამშრომელი არავინ ესწრებოდა.

 

3.9. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დ--------------------ის მ--------------–---ს თანამაშრომლებმა ლ-–- გ---–---------მ და გ--–-------- ჯ----მ.

 

3.10. 2016 წლის 5 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ,,--------------------ის’’ მეტროს მოპირდაპირე მხარეს ე-–------ მ--------მა მიუთითა თ-----------------–------------ში განთავსებული ლომბარდი ,,ე-–-----------ში“ ასასვლელ კიბეებზე, სადაც სვამდა ალკოჰოლურ სასმელს თავის მეგობარ ჯ--- ი-----–-–---–თან ერთად, ღამის ბარიდან გამოსვლის შემდეგ. ამის შემდეგ ე-–----- მ--------მა აჩვენა ის ადგილი, სადაც გაჩერდა ავტომანქანა, რომლიდანაც დაუძახეს მათ, რომ მისულიყვნენ ახლოს. მანქანაში ჩასხდომისას ხანმოკლე საუბრის შემდეგ ავტომანქანა დაიძრა კ-----ს მიმართულებით და ე-–----- მ--------მა აჩვენა ის ადგილი, სადაც ცემეს, წაართვეს ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და ცემის შედეგად წაიქცა. მის მიერ ნაჩვენებ ადგილას მიწაზე გდია გაზეთი და ტოტალიზატორ ,,კ--------–----ის“ თამაშების პროგრამა. ე-–----- მ--------ის განმარტებით, აღნიშნული გაზეთი და ტოტალიზატორის პროგრამა ეკუთვნის მას, რომელიც გაძარცვის

დროს ამოუვარდა შარვლის უკანა ჯიბიდან. ე-–----- მ--------ის ჩვენებით, ის მანქანა, რომლითაც ს--------ის მ---------ან ამოიყვანეს აღნიშნულ ტყეპარკში იყო მუქი ფერის, რომლის მარკა, მოდელი და სახ.ნომერი არ ახსოვს. ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ერთი ცალი გაზეთი და ტოტალიზატორ ,,კ--------–----ის“ თამაშების პროგრამა.

3.10.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ------ ს-----–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.

 

3.11. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას მოქ. ე-–----- მ--------ს სხეულზე არსებული დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

3.11.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თ---------- ქ----–--ემ.

 

3.12. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას მოქ. ჯ--- ი-----–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

3.12.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზ დაკითხულმა ექსპერტმა თ---------- ქ----–--ემ.

 

3.13. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა სანოტარო აქტი-მინდობილობა, რომელიც წარმოდგენილ იქნა მოწმე უ–---- კ----–--–---–ის მიერ, ნებაყოფლობით. აქტის რეგისტრაციის თარიღია ,,------2016წ.“ დაფიქსირებულია საკუთრების მიმნდობის პირადი მონაცემები კერძოდ: უ–---- კ----–--–---–ის დაბ. 1---------–. პირადი N----------- და მინდობილი პირის მონაცემები: ხ---- რ-----–-–---–ი დაბ. 2---------წ. პირადი N0----------, მეორე გვერდზე დაფიქსირებულია ასევე ა/მანქანის მონაცემები: ,,ოპელ ვექტრა“. დათვალიერება ჩატარდა მოწმე უ–---- კ----–--–---–ის თანამონაწილეობით, დათვალიერების შემდეგ მინდობილობა დაერთო საქმეს.

3.13.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ოქმის შემდგენმა პირმა დ--- გ---------ემ.

 

3.14. 2016 წლის 15 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ე-–----- მ--------მა ამოიცნო მარჯვნიდან პირველი-გ------- ხ--–--ე და აღნიშნა, რომ მას ამოსაცნობ ობიექტთან შეხება ჰქონდა 2016 წლის 5 ნოემბერს, რა დროსაც იგი ს--------ის მ------ის ტერიტორიიდან ავტომანქანით წამოიყვანეს კ-----ს ტერიტორიაზე არსებულ ტყე-პარკში, სადაც ცემეს და წაართვეს ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი, აქვე განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილ პირს ქონდა რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი და შედარებით მოგრძო თმა, რაც ამჟამად აქვს გაპარსული და თმა შეჭრილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ გაძნელებია პირის ამოცნობა. აღნიშნული პირი მან ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, თმებით, თვალებით, ცხვირით, სახის მოყვანილობით და ზოგადად, აღნაგობით და იერით. იგი დარწმუნებულია მის მიერ გაკეთებულ ამოცნობაში.

3.14.1. ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ოქმის შემდგენმა პირმა ი-----–- გ-----–---–მა.

 

3.15. 2016 წლის 15 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ჯ--- ი-----–-–---–მა ამოიცნო მარჯვნიდან მესამე - გ------- ხ--–--ე და აღნიშნა, რომ მას ამოსაცნობ ობიექტთან შეხება ჰქონდა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, რა დროსაც იგი ე-–----- მ--------თან ერთად ,,ვ-----–-ს“ ტერიტორიიდან ავტომანქანით წამოიყვანეს კ-----ს ტერიტორიაზე არსებულ ტყე-პარკში, სადაც ე-–----- მ--------ი ცემეს და გაძარცვეს, რის შედეგადაც მას გასტაცეს ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი აღნიშნულ გარემოებას შეესწრო თავადაც. ჯ--- ი-----–-–---–მა განაცხადა, რომ ამოიცნო მარჯვნიდან მესამე ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან, იგი დარწმუნებულია თავის ამოცნობაში ყოველგვარი ეჭვის გარეშე აცხადებს, რომ ზუსტად აღნიშნული პირი იყო, რომელმაც მიმდინარე წლის 05 ნოემბერს მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გაძარცვა ე-–----- მ--------ი კ-----ს ტყე-პარკში. ამოსაცნობი პირების წარდგენისას მაშინვე დაადო ხელი მარჯვნიდან მესამე პირს სიტყვებით ,,რა დამავიწყებს ამის სახეს და მოღრეცილ ცხვირს“, აღნიშნული პირი მან ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, თმებით, თვალებით, ცხვირით, სახის მოყვანილობით და ზოგადად, აღნაგობით და იერით. იგი დარწმუნებულია ამოცნობაში.

3.15.1. ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ოქმის შემდგენმა პირმა ი-----–- გ-----–---–მა.

 

3.16. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებულის მეუღლის ბ--–- გ--------–---–ის თანდასწრებით ბრალდებულ გ------- ხ--–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს, გ. ხ--–--ის და მისი მეუღლის ბ--–- გ--------–---–ის საძინებელ ოთახში არსებული ჩაშენებული კარადის ქვედა თაროს ზედაპირზე ნაპოვნი და ამოღებული იქნა შავი ფერის ,,ნოკიას“ ფირმის ,,6280“ მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 3--------------. ჩხრეკის შედეგად სხვა რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა. ,,ნოკიას“ ფირმის მობ.ტელეფონი შეიფუთა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში.N------- ლუქით, რომელზეც დაისვა თარიღი და მონაწილე პირების მიერ გაკეთდა ხელმოწერები.

3.16.1. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბ--–- გ--------–---–მა განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ო--------–-ში, მ------------------ში. 2016 წლის 14 ნოემბერს იმყოფებოდა დედასთან, რა დროსაც დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს სახლში მისვლა ბინის ჩხეკის მიზნით. ბინის ჩხრეკისას ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც ხელი ქონდა შეხვეული, ტელეფონი აღმოაჩინა მის საძინებელ ოთახში ძაფებისა და ნემსების ყუთში, უკანა მხარე ტელეფონს არ ქონდა, ბატარია უვარდებოდა, ძველი ლიფტიანი ,,ნოკიას’’ ფირმის ტელეფონი იყო, გადაუღეს სურათი და მოაწერინეს ხელი, ბავშვების სათამაშო ნივთი ეგონა. მის თვალწინ არაფერი დაულუქავთ, ტელეფონის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს. ჩვენება როდესაც წაიკითხა ეწერა, რომ ტელეფონი გ-------მ მიიტანა, აღნიშნულზე გამომძიებელმა უთხრა, რომ ამ ჯართზე არავინ შეედავებოდათ, იყო ფორმალობა და არ გაუშვებდნენ, სანამ ხელს არ მოაწერდა ოქმს. ბ--–- გ--------–---–ის განმარტებით, მის მეუღლეს იმ პერიოდში ყავდა შავი ფერის გოლფი. 15 ნოემბრამდე მანქანის საჭესთან არ ჯდებოდა, რადგან მართვის უფლება 6 თვით შეჩერებული ქონდა; ბ--–- გ--------–---–მა 3 ნოემბერს აიღო მართვის მოწმობა, რაც აღნიშნეს ოჯახში. 3 ნოემბერს გ------- სახლში იყო სახლიდან არ გასულა, 4 ნოემბერს დახლოებით 16 საათზე გ-------ს მამიდა - მ------- ა------–---- ესტუმრა, რომელიც იმ საღამოს დარჩა მათთან, გ-------ც არ გასულა სახლიდან, 5 ნოემბერს დილით მან, გ-------მ და ლ----მ, რომელიც იჯდა ავტომანქანის საჭესთან, გააცილეს მ------- ა------–----.

 

3.18. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ------- ა------–----მ განმარტა, რომ გ------- ხ--–--ე არის მისი ძმისშვილი. 2016 წლის 4 ნოემბერს საღამოს ოთხის ნახევრისთვის მივიდა გ-------სთან სტუმრად. სახლში დახვდა გ------- და მისი შვილები, რძალი ბ--–- გ--------–---–ი სამსახურში იყო. წინა დღეს გ-------ს ცოლმა და მისმა დამ აიღეს მართვის მოწმობა და იმ ღამეს აღნიშნეს. გ------- ხ--–--ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახიან ნაქირავებ ბინაში და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ადგილი, ბავშვების თხოვნით ღამე მათთან დარჩა. ფეხების ტკივილის გამო, ღამე ვერ დაიძინა, მთელი ღამის განმავლობაში გ------- არსად გასულა, ნასვამი იყო და იწვა. მეორე დღეს 5 ნოემბერს, ვინაიდან, გ-------ს არ ქონდა მართვის მოწმობა, დაახლოებით 10-11 საათისთვის ბ--–-ს ბიძაშვილი-ლ---- გ--------–---–ი დაჯდა საჭესთან, გ------- გვერდით ეჯდა და მანქანით წაიყვანეს ,,ი---ს’’ მეტროსთან.

 

3.19. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ---- გ--------–---–მა განმარტა, რომ გ------- ხ--–--ეს იცნობს ბავშვობიდან, ერთად გაიზარდნენ, მისი ბიძაშვილის - ბ--–- გ--------–---–ის ქმარია. 2016 წლის ნოემბერში დაუკავშირდა ბ--–- და უთხრა, რომ გ------- დაიჭირეს და პოლიცია იყო მისული. ლ---- გ--------–---–ი დაესწრო ჩხრეკას, მაგრამ არ დაუნახავს ტელეფონის ამოღების ფაქტი. გ------- ხ--–--ე არ ტაქსაობდა, მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული და არ ჯდებოდა ავტომანქანის საჭესთან.

 

3.20. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ---- გ--------–---–მა განმარტა, რომ გ------- ხ--–--ესთან იყო 4 ან 5 ნოემბერს, სვამდნენ ღამის სამი - ოთხის-ნახევრამდე, ღამე იქ დარჩა; დილით, მან და გ-------მ მ------- ა------–---- წაიყვანეს ს-------ში, საჭესთან თავად დაჯდა, რადგან გ-------ს მართვის მოწმობა ქონდა ჩამორთმეული და მანქანით ვერ დადიოდა. დაახლობით 10-15 დღის შემდეგ ლ---- გ--------–---–ი ძმასთან - ლ---- გ--------–---–თან და გ------- ხ--–--ის მეუღლესთან ერთად დაესწრო ბინის ჩხრეკას, რა დროსაც, გასაშლელი ტელეფონი ამოიღეს.

 

3.21. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა გ------- ხ--–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მეუღლესათან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, დ---------------- -ში, ქონდა ავტომანქანა ,,ფოლცვაგენი’’. 2016 წლის მაისში არაფხიზელ მდომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო ჩამოართვეს მართვის უფლება, ნოემბრის თვეში ჩამორთმეული ქონდა მართვის უფლება, ამიტომ ა/მანქანის საჭესთან არ ჯდებოდა. 3, 4 და 5 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში. 3 ნოემბერს მეუღლემ აიღო მართვის მოწმობა და ის აღნიშნეს, 4 ნოემბერს მამიდა - მ------- ა------–---- მივიდა სტუმრად, ასევე, მასთან ერთად იყვნენ ოჯახის წევრები და ლ---- გ--------–---–ი, რომლებიც დარჩნენ მათთან; 5 ნოემბერს დილით მან და ლ---- გ--------–---–მა მ------- ა------–---- გააცილეს, მანქანას ლ---- გ--------–---–ი მართავდა. გ------- ხ--–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულს არ იცნობს და პირველად სასამართლოში ნახა; ასევე, პირველად სასამართლოში ნახა ,,ნოკიას’’ ფირმის ტელეფონი, რომელსაც გამოძიება ედავება.

 

3.22. 2016 წლის 1-------- დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით #------------ დასტურდება, რომ მოქალაქე ხ--–--ე გ-------მ (პ/ნ 3---------)-ს 13/05/2016-ში სატრანსპორტო საშუალების მართვისას დაარღვია ა.ს.კ. 116-1-0 (სატრანხოპრტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისას თავის არიდება) მუხლი მოქ. ხ--–--ე გ------- (პ/ნ 3-----------) მცხოვრები გ------, ო-----------, ს. ო----------- მ---------- შეუჩერდა მართვის უფლება 13/05/2016-დან 6 თვის ვადით.

 

3.25. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გ------- ხ--–--ის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლები - მტკიცებულების მინიმალური ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

3.26. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა გ------- ხ--–--ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- ხ--–--ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის. კერძოდ:

3.26.1. დაზარალებულ ე-–----- მ--------ის და მოწმე ჯ--- ი-----–-–---–ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 4 ნოემბერს ღამით ორმა პირმა თავისი მანქანით ე-–----- მ--------ი და ჯ--- ი-----–-–---–ი აიყვანეს კ-----ს ს------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორივეს, ხოლო ე-–----- მ--------ს გასტაცეს თანხა 180 ლარი და ,,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი.

3.26.2. დაზარალებულმა ე-–----- მ--------მა სასამართლოში დაკითხვისას არ დაადასტურა გ------- ხ--–--ის მონაწილეობა მის ძარცვაში, პირიქით, გამორიცხა და განაცხადა, რომ მასზე თავდამსხმელი მანქანის მძღოლი იყო მასზე ოდნავ დაბალი, ძვალმსხვილი, წვერი ქონდა დიდი და ცხვირი, ისეთი როგორიც ბრალდებულს აქვს, თუმცა ბრალდებული უფრო სუსტია, მას პირველად ხედავს, მასთან ფულის წასართმევად გ------- ხ--–--ე არ ყოფილა. აღნიშნული ჩვენებიდან გამომდინარე, სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს 2016 წლის 15 ნოემბერს ე-–----- მ--------თან ჩატარებულ გ------- ხ--–--ის ამოცნობის ოქმს; ამასთანავე, ე-–----- მ--------თან და ჯ--- ი-----–-–---–თან ჩატარებულ ამოცნობის ორივე ოქმში მითითებულია შაბლონურად, რომ, აღნიშნული პირი მათ ამოიცნეს სიმაღლით, აღნაგობით, თმებით, თვალებით, ცხვირით, სახის მოყვანილობით და ზოგადად, აღნაგობით და იერით. მაშინ, როცა ე-–----- მ--------ის და ჯ--- ი-----–-–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებების თანახმად, თავდამსხმელების აღწერილობა იდენტურია და მათი განმარტებით, თავდასხმის მომენტში თავდამსხმელს ქონდა საშუალოზე დიდი შავი წვერი და არც თვალების ფერი დაუფიქსირებიათ, რაც მოწმობს, რომ ე-–----- მ--------ი და ჯ--- ი-----–-–---–ი გ------- ხ--–--ის ამოცნობას თვალებით და სახის მოყვანილობით ვერ მოახდენდნენ, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ამოცნობის ოქმების სისწორეს.

3.26.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა თუ რა მანქანით იყვნენ თავდამსხმელები და დანაშაული ჩადენილ იქნა თუ არა გ------- ხ--–--ის კუთვნილი ავტომანქანით;

2.26.4. ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდებდა, რომ გ------- ხ--–--ის ბინიდან ამოღებული მობილური ტელეფონი არის ე-–----- მ--------ის კუთვნილი ტელეფონი. აღნიშნულის დასადასტურებლად ე-–----- მ--------მა განაცხადა, რომ მან გამოძიებას წარუდგინა ფურცელი, სადაც ეწერა ტელეფონის იმეიკოდი, მაგრამ ამგვარი ფურცელი საქმეში არ დევს; ამასთან, გამომძიებელმა ნ-----–---- ა------ემ აჩვენა, რომ ამგვარი ფურცელი ე-–----- მ--------ს არ წარუდგენია; ბუნებრივია, ე-–----- მ--------მა ზეპირად არ იცოდა მისი ტელეფონის იმეიკოდი; არც ტელეფონის ამოღების შემდეგ მომხდარა მისი წარდგენა ე-–----- მ--------ისთვის. შესაბამისად, სასამართლოსთვის დაუდგენელია, გ------- ხ--–--ის ბინიდან ამოღებული ტელეფონი ნამდვილად ის ტელეფონია თუ არა, რომელიც მ--------ს გასტაცეს.

2.26.5. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ამხელს გ------- ხ--–--ეს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში არის მოწმე ჯ--- ი-----–-–---–ის ჩვენება და მისგან ნაწარმოები ამოცნობის ოქმი, რომლებსაც ე-–----- მ--------ის ჩვენებიდან გამომდინარე, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს. კერძოდ, ე-–----- მ--------მა სასამართლოზე განაცხადა, რომ თავდამსხმელები იცნობდნენ ჯ--- ი-----–-–---–ს; ავტომანქანაში მჯდომმა პირმა ჯ---ზე უთხრა ,,მაგას გამოსცილდი, ფულს წაგართმევსო’’; შემდეგ, როდესაც ფული მოსთხოვეს, ამ დროს ჯ--- აღარ ჩანდა და მ--------ი მარტო დარჩა ორ პიროვნებასთან; მისი ცემისა და ფულის ამოცლის შემდეგ 5 - 10 მეტრში იგივე მანქანა გაჩერდა, ჩაისვეს ჯ--- და წავიდნენ; ჯ---ს მოსთხოვეს თუ არა თანხა, მ--------ს არ გაუგია, მაგრამ დილით ჯ---ს ტელეფონიც ქონდა, ფულიც 30-35 ლარი და სიგარეტიც, მაშინ როცა იმ ღამით ჯ---ს ფული არ ქონდა და სიგარეტიც მ--------მა უყიდა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჯ--- ი-----–-–---–ი არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, რაც მის ჩვენებას არადამაჯერებელს ხდის. შესაბამისად, ჯ--- ი-----–-–---–ის ჩვენების უტყუარ მტკიცებულებად გაზიარების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

2.26.6. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - ბ--–- გ--------–---–ის, მ------- ა------–----ს, ლ---- გ--------–---–ის ჩვენებები ადასტურებენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, 4-5 ნოემბერს, გ------- ხ--–--ე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში; ბრალდებულმა გ------- ხ--–--ემ საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა სახლში; ადმინისტრაციული დაჯარიმების ოქმით დასტურდება, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების დროს გ------- ხ--–--ეს შეჩერებული ქონდა მართვის უფლება და, წესით, მანქანით არ უნდა ემოძრავა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის მოწმეები არიან გ------- ხ--–--ის ახლობლები და დაინტერესებული პირები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საეჭვო მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაცვის მხარის მტკიცებულებების სისწორეში.

2.26.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძარცვა, რომელიც აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც სხვისი ქონების დაუფლება ხდება აშკარად, თვალნათლივ. დაზარალებულ ე-–----- მ--------მა, რომელსაც აშკარად გასტაცეს კუთვნილი ნივთები და, ფაქტობრივად, უნდა დაენახა დამნაშავის სახე, გამორიცხა გ------- ხ--–--ის ბრალეულობა; გ------- ხ--–--ის ბრალდების მამხილებელი მტკიცებულება, გარდა ჯ--- ი-----–-–---–ის ჩვენებისა, რომელიც თანხვედრაში არ არის სხვა მტკიცებულებებთან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა; დაცვის მხარის მტკიცებულებების არადამაჯერებლად მიჩნევის საფუძველი საქმეში არ არსებობს. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ჯ--- ი-----–-–---–ის არადამაჯერებელი ჩვენება და მისგან ნაწარმოები ამოცნობის ოქმი არ არის საკმარისი გ------- ხ--–--ის ბრალდების დასადასტურებლად.

3.26.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს. (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia; „hasani gaerTianebuli samefos winaaRmdeg, punqti 48 (Hassan v The UK);

საკასაციო პალატამ საქმეში #62აპ-17 (14 ივლისი 2017 წელი) აღნიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას, ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა.

3.26.9. გამოკვლეულ მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- ხ--–--ის ბრალდებას მასში, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილსში, ც--–ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ტყე-პარკში გ------- ხ--–--ემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ე-–----- მ--------ს აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ღირებულებით 10 (ათი) ლარი და ფულადი თანხა 180 (ასოთხმოცი) ლარი. ძარცვის შედეგად ე-–----- მ--------ს მიადგა 190 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

3.26.10. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ გ------- ხ--–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

4.1. ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4.2. მობილური ტელეფონი (დალუქულ მდგომარეობაში), რომელიც ინახება დ-----------------------------------–--------–-–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ხ--–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. გ------- ხ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1----------ის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 6000 (ექვსი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2-----------ს განჩინებით, მ------- ხ--–--ის (დაბადებული: 1--------- წელს პ/ნ 3----------), ა------–--ის (დაბადებული:3--------- წელს, პ/ნ 3----------) და გ-------– ხ--–--ის (დაბადებული: 3--------- წელს პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ: ქ. ო-----------, სოფ.ო-----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, (ს/კ N------------) 6.000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

3. გ------- ხ--–--ეს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

4. ნივთმტკიცება:

 

4.1. ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

4.2. მობილური ტელეფონი (დალუქულ მდგომარეობაში), რომელიც ინახება დ-----------------------------------–--------–-–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/