განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
330100118002450135
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

(საქმის #1/2----18)

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---ზ მ-------,დაცვის მხარე:

ადვოკატები - თ----- მ----–---, ამ----ი ჭ--–---–ი,ბრალდებული - ლ---- გ----–---–ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 19---–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----------------------------------–-----------------------------ში (ამჟამად პატიმარი),კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე: ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო: 2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისში, კო--------------ის მიმდებარედ, ვ-------------–------–--–----, პირადი ამბიციების დაკმაყოფილების მოტივით ლ---- გ----–---–მა განზრახ დანის დარტყმით, ი-----–ი ბ-----ეს მიაყენა მარცხენა მხარის ზედა მესამედში, მარცხენა მხარის ვენის გადაჭრით და მხარის კუნთის დაზიანებით სიცოცხლისთვის სახიფათო განზრახი მძიმე დაზიანება, ხოლო ზ------ კ--------ეს, სიცოცხლისათვის სახიფათო განზრახ მძიმე დაზიანება - მარჯვენა გულმკერდის შემავალი ჭრილობა, ნეკნთაშუა სისხლძარღვებისა და ფილტვის დაზიანებით.

 

ი-----–ი ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 იანვარს, მეგობრებთან, ზ------ კ--------ესთან, თ-------- კ--------ესთან და დ-------- ფ--–------–---–თან ერთად იმყოფებოდა ბარ „ა-–--–-“ საიდანაც გამოვიდნენ დაახლოებით ღამის სამ საათზე.

 

ვ---------------------------ერიტორიაზე სიგარეტის სათხოვნელად მივიდა იქვე მყოფ პირებთან რომლებიც მანქანასთან იდგნენ. სამი ღერი მანქანიდან გადმოუსვლელად მიაწოდა ახალგაზრდა გოგომ. ი-----–ი ბ-----ემ უთხრა, რომ ერთიც საკმარისი იქნებოდა, რაზეც იმავე გოგომ უპასუხა „აიღე, აიღეო“ და მიცემული სიგარეტი გამოართვა. როცა მადლობა გადაუხადა და აპირებდა მეგობრების მიმართულებით წასვლას, მისთვის მოულოდნელად უცნობმა პირმა „კაპიშონში“ მოჰკიდა ხელი და აგრესიულად მიმართა გაიმეორე რა უთხრიო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იყო ლ---- გ----–---–ი. ჩოჩქოლის დროს ახსოვს, რომ დ-------- ფ--–------–---–ი ეგდო ძირს მისთვის უცნობ პირთან ერთად, თავად ერთ-ერთს წელზე ექაჩებოდა და აშველებდათ შუახნის მამაკაცი. შეხლა-შემოხლის შემდეგ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა გარიდებოდა ბრალდებულს და ისინი წავიდნენ კ--------- ქუჩის მიმართულებით.ზ------თან, თ--------სთან და დ--------სათან ერთად იმყოფებოდნენ დაახლოებით ვ-----------ის ჩასასვლელთან, როცა დაინახა წელსზევით შიშველი ბრალდებული, რომელიც მათკენ მირბოდა და ხელში ეჭირა თეთრტარიანი დანა. ი-----–ი ბ-----ემ ლ---- გ----–---–ის მიერ ორჯერ მოქნეული დანა აიცილა, ხოლო მესამეჯერ მოქნეული დანა ჩაარტყა მას მხარის მარცხენა ნაწილში. შემდეგ იმავე დანით ბრალდებული მიუტრიალდა ზ------ კ--------ეს და მის მეგობარსაც მიაყენა ჭრილობა ზურგის არეში. ლ---- გ----–---–მა თანნაქონი დანა დააგდო მას შემდეგ, რაც ადგილზე მისულმა პოლციის თანამშრომლებმა ტაბელური იარაღის დემონსტრირებით მოსთხოვეს მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დამორჩილება.

 

ზ------ კ--------ის ჩვენებით, მეგობრებთან ი-----–ი ბ-----ესთან, დ-------- კ--------ესთან ერთად იმყოფებოდა ვერაზე ღამის ბარში. როგორც მისთვის არის ცნობილი, ი-----–ი ბ-----ემ იქვე, მანქანასთან მყოფ ახალგაზრდებს თხოვა სიგარეტი. სიტუაცია უცებ დაიძაბა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თავგადაპარსული, წვერიანი ახალგაზრდა მამაკაცი ი-----–ი ბ-----ეს აგრესიულად მიმართავდა თუ ვინ და რატომ თხოვა მის ცოლს სიგარეტი. ჩხუბის დროს დ-------- ფ--–------–---–ი წაიქცა. როცა წამოაყენეს გაერიდნენ დასახელებულ ტერიტორიას და გზა კ--------- ქუჩის მიმართულებით გააგრძელეს. ვ--------------- მან დაინახა წელს ზევით შიშველი ლ---- გ----–---–ი, რომელიც მათკენ თეთრტარიანი დანით მირბოდა. ბრალდებულმა ჯერ ი-----–ი ბ-----ეს დაარტყა დანა და შემდეგ მას.

 

თ-------- კ--------ის ჩვენებით, 2018 წლის 27 იანვარს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ღამის ბარში. როცა დასახელებული ადგილიდან წამოვიდნენ, ი-----–ი ბ-----ემ ვ---------------------------ერიტორიაზე მყოფ პირებს რომლებიც იდგნენ ავტომანქანასთან მიმართა სიგარეტის თხოვნით. მის მეგობარს სამი ღერი მიაწოდა იქ მყოფთაგან ერთ-ერთმა გოგომ. ლ---- გ----–---–ი ყვირილითა და აგრესიით წამოვიდა მათკენ „ჩემს საცოლეს სიგარეტი რატომ თხოვეთო“, რაზეც ატყდა ჩოჩქოლი. მეგობრებმა გადაწყვიტეს გასცლოდნენ იქაურობას და როცა მიუახლოვდნენ ვ-----------ის ტერიტორიას მან დაინახა წელსზევით შიშველი ბრალდებული რომელიც მოსდევდათ თეთრტარიანი დანით ხელში. გ----–---–მა ი-----–ი ბ-----ეს რამდენჯერმე მოუქნია დანა და შემდეგ მის ძმას ჩაარტყა იგივე დანა ზურგის მიდამოში. ბრალდებულმა თანნაქონი დანა დააგდო მას შემდეგ, რაც ადგილზე მისულმა პოლციის თანამშრომლებმა ტაბელური იარაღის დემონსტრირებით მოსთხოვეს მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დამორჩილება.

 

დ-------- ფ--–------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 27 იანვარს იყო ბარში ზ------ და თ-------- კ--------ეებთან და ი-----–ი ბ-----ესთან ერთად. იქნებოდა დაახლოებით ღამის სამი როცა ბიჭებს შორის დაპირისპირება მოხდა სიგარეტის გამო ვ-----------ს ჩასასვლელთან. არაფერი არ ახსოვს გარდა იმისა, რომ ჩხუბის დროს რაღაც მომენტში ძირს იყო დავარდნილი და დაჭრის შემდეგ მის მეგობარ ი-----–ი ბ-----ეს ახლდა საავადმყოფოში.

 

ი------ს ჩვენებით, 2018 წლის 27 იანვარს ლ---- გ----–---–თან ერთად იყო ბარში, სადაც დახვდათ ლ---- მ--------ე და მეგობრები. დაახლოებით ღამის ორი საათზე გააჩერეს ტაქსი და საჭმელად აპირებდნენ წასვლას, როცა ლ----მ დაინახა მისი ნაცნობები და მძღოლს უთხრა მანქანა გაეჩერებინა. ბრალდებულის გადასვლიდან მცირე დროში მანქანასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი და სთხოვა სიგარეტი, იმის გათვალისწინებით, რომ უცნობს კიდევ სხვა მეგობრები ახლდა მან სამი ღერი გაუწოდა. წასვლისას ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანის კარები ხმაურით დახურა. როცა ფანჯარა ჩაწია გაიგო ლ----ს ხმა „რა თქვი გაიმეორეო“ და ამას მოყვა ბიჭებს შორის შეხლა-შემოხლა. ის ლ----სთან ერთად შეეცადა მონაწილეობა მიეღო ბიჭების გაშველებაში სადაც თავადც მიიღო ტრამვა და როცა თვალი გაახილა დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ლ---- გ----–---–ი ადგილზე ჰყავდათ დაკავებული.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- მ--------ემ.

 

თ------ გ----–---–მა განმარტა, რომ ლ---- გ----–---–ი არის მისი ძმა. 2018 წლის 27 იანვარს უცნობმა ქალმა დაურეკა, რომ მისი ძმა იყო დაკავებული და იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით ლ---- არის მშვიდი, გაწონასწორებული ადამინი და სერიოზული საბაბის გარეშე ადვილად არ გამოდის მდგომარეობიდან.

 

რ----- მ-------–---–ის და თ---------- ბ----–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია: 2018 წლის 27 იანვარს, დაახლეობით 03:00 პატრულირების მიზნით მოძრაობდნენ მ--–---–---–ის გამზირიდან კ--------- ქუჩის მიმართულებით. როცა ჩაუხვიეს ფ--–---------სთან, მარცხენა მხარეს ვ---------------------------ერიტორიაზე დაინახეს ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ. შეკრებილებს გამოეყო ორი მამაკაცი, რომელთაც მოძრაობა დაიწყეს კ--------- ქუჩაზე ვ-----------ის ქვედა მიმართულებით. იმავდროულად მათი თვალთახედვის არეში მოხვდა მესამე მამაკაცი, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა იყო ლ---- გ----–---–ი და ჩქარი ნაბიჯებით დანით ხელში დაედევნა ვ-----------ის მიმართულებით მოძრავ პირებს. მანქანა, სწრაფად გააჩერეს და გზაზე გადასვლისას მათ გარკვევით დაინახეს ბრალდებული რომელმაც მოიქნია თანნაქონი დანა და ჯერ ერთს ჩაარტყა ზურგის არეში, ხოლო შემდეგ მეორეს მხარის არეში. პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, ი-----–ი გ----–---–ს ტაბელური იარაღის დემონსტრირებით მოუწოდეს დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას და დაეგდო ძირს დანა.

 

მოწმეთა ჩვენებებით ბრალდებულს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ადგილზე დააგდო თანნაქონი დანა. რომ არ წაშლილიყო მტკიცებულებათა კვალი შემოფარგლეს შემთხვევის ადგილი და მომხდარის თაობაზე აცნობეს შესაბამის განყოფილებას. ადგილზე გამოცხადებული საგამოძიებო ჯგუფის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა დანა, რომელიც ლ---- გ----–---–მა დააგდო. რ----- მ-------–---–ისა და თ---------- ბ----–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ იმავე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა მეორე დანაც, თუ ვისია, არ იციან რადგან ბრალებულის გარდა მათ ცივი იარაღი სხვის ხელში იქ არ უნახავთ.

 

ნ-----------–--ის და ი-–-------–---–---–ის ჩვენებებით, 2018 წლის 27 იანვარს ძვ--–-------–-----------------–---------------------–---–- ი-----–ი ბ-----ის და ზ------ კ--------ის დაჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც იძიებდა გ------ი ქ------–---–ი გამოკითხეს მოწმეები და ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

 

მოწმის სახით დაკითხილმა გამომძიებელმა გ------ი ქ------–---–მა, ასევე დაადასტურა მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა ავთენტურობა.

 

2018 წლის 27 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, კო--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე; კორპუსის მიმდებარედ, ქუჩის განათებასთან ახლოს, ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გდია ორი დანა, რომელთაგან ერთი დანა არის თეთრი ფერის სახელურით, სახელოზე უცხოურენოვანი წარწერით და ნახატებით, ერთი ლესილი პირით, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ფერის მცირე ზომის ლაქები (ობიექტი #1), - მეორე დანა არის შავი ფერის, ფიქსატორიანი, გაუხსნელ მდგომარეობაში. დათვალიერების მიზნით გაიხსნა მისი პირი და აღმოჩნდა ორი ლესილი, მასზე რაიმე სახის კვალი ვიზუალური დათვალიერებით არ აღმოჩნდა (ობიექტი #2). აღნიშნული დანების სიახლოვეს საავტომობილო გზაზე შემჩნეულ იქნა ორი მოწითალო ფერის ლაქა (ობიექტი #3 და ობიექტი #4).

 

საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მამუკა აბულაძემ და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შემოფარგლული შემთხვევის ადგილი დაათვალიერა ექსპერტებთან ერთად, რომლებიც, როგორც ახსოვს თვითონ მოიწვია, რა დროსაც ამოიღეს ორი დანა.

 

ექსპერტმა ლ-----ა ლ----ამ დაადასტურა ექსპერტ ი---- ქ-----ესთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის ფაქტი და განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ დილის 06:50 სათზე. ტერიტორია შემოსაზღვრული იყო ლენტით. ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს 2 დანა, რომელთაგან ერთი იყო მოთეთრო ფერის, მოწითალო ფერის ლაქებით, მეორე დანა იყო შავტარიანი დაკეცილ მდგომარეობაში. მათ მიერ ასევე მოხდა ორი ცალი მოწითალო ფერის ანაწმენდის ამოღება. ამოღებული ნივთები დალუქეს, მათ შორის ბიოლოგიური ობიექტი ჩაიდო ბიოლოგიურ ყუთში.

 

ზ------ ს-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის საპატრულო პოლიცის თანამშრომელი და ის ი----- შ--–---–---–თან ერთად ვ----- პოლიციის განყოფილებაში მიიწვიეს ალკოტესტის ჩასატარებლად. ლ---- გ----–---–ს ალკოტესტით დაუდგინდა 1.636 პრომილე, რაც ნიშნავს სიმთვრალეს.

 

ლ---- ე------ის ჩვენებით, ი-----–ი ბ-----ის და ზ------ კ--------ის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პერიოდში მიიღო ინფორმაცია, რომ შემთხვევის დღეს ლ---- გ----–---–თან ერთად იმყოფებოდა ია იაძე.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ი-----–ი ბ-----ემ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ლ---- გ----–---–ი (ფოტო #3). მისი გადმოცემით, 2018 წლის 27 იანვარს, ღამის 03:00 საათზე, ქ.თბილისში, კო--------------ის მიმდებარედ მეგობრებთან ზ------ კ--------ესთან, თ-------- კ--------ესთან და დ-------- ფ--–------–---–თან ერთად იმყოფებოდა. ვინაიდან არ ჰქონდათ სიგარეტი, იგი მივიდა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფ ახალგაზრდებთან, რომელთა შორის იყვნენ გოგონები და ბიჭები, სთხოვა სიგარეტი. მათგან ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც იმ მომენტში იჯდა მანქანაში მიაწოდა სამი ღერი სიგარეტი, რაზეც გადაუხადა მადლობა და შეტრიალდა მეგობრებისკენ. აპირებდა მათთან მისვლას, როდესაც მოულოდნელად წინ გადაუდგა ახალგაზრდა მამაკაცი წვერით, მელოტი დამიმართა აგრესიული სიტყვებით თუ რატომ სთხოვა სიგარეტი მის ცოლს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოქაჩა მაისურზე. მან და უცნობის მეგობრებმა სცადეს სიტუაციის განმუხტვა, ამაში ჩაერთო მათთვის უცნობი შუახნის მამაკაცი, რის შემდგომ წავიდნენ კ--------- ქუჩის ქვედა მიმართულებით, რადგან არ სურდათ კონფლიქტის გაგრძელება და გაღრმავება. იმყოფებოდნენ კ--------- #---–- განთავსებული შენობის სიახლოვეს გაიგო ყვირილი ზურგის მხრიდან, მიიხედა და დაინახა უცნობი წვერიანი და მელოტი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ჩხუბი დაიწყო თავდაპირველად, ის მირბოდა მისკენ წელსზევით გახდილი და მარჯვენა ხელში ეჭირა დიდი ზომის თეთრტარიანი დანა. თავდაპირველად ის მიუახლოვდა მას, რა დროსაც ორჯერ მოუქნია დანა, მაგრამ აიცილა, ხოლო მესამედ მოქნეული დანა მოხვდა მარცხენა მხარში და იგრძნო ფიზიკური ტკივილი. მისი დაჭრის შემდგომ უცნობმა აუარა გვერდი და გაემართა ზ-----სკენ, რომელმაც სცადა ხელის დაჭერა დანის დარტყმის ასარიდებლად, რაც ვერ მოახერხა და უცნობმა ზ------ კ--------ე დაჭრა ზურგის არეში. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და იარაღის დემონსტრირების გზით დააგდებინეს დანა და დააკავეს. სასაწრაფი დახმარების ბრიგადებით დაჭრილები გადაიყვანეს სხვადასხვა საავადმყოფოებში. ი-----–ი ბ-----ის განმარტებით, უცნობი პიროვნება, რომელმაც დაჭრა ის და ზ-----, იყო დაახლოებით 25 წლის, 175 ს,მ სიმაღლის, თავზე მელოტი, სახეზე დიდი შავი ფერის წვერით, სწორი, ოდნავ განიერი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, მუქი ფერის თვალებით, საშუალო აღნაგობის და თეთრი ფერის პირისახით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ზ------ კ--------ემ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ლ---- გ----–---–ი (ფოტო #2). მისი გადმოცემით, 2018 წლის 27 იანვარს, ღამის 03:00 საათზე, ქ.თბილისში, კო--------------ის მიმდებარედ, ძმასთან, თ-------- კ--------ესთან, მეგობრებთან ი-----–ი ბ-----ესთან და დ-------- ფ--–------–---–თან ერთად იმყოფებოდა, სადაც ი-----–ი ბ-----ემ იქვე მყოფ ახალგაზრდებს რომელთა შორის იყვნენ გოგონები და ბიჭები თხოვა სიგარეტი. მათგან ერთ-ერთმა გოგონამ მიაწოდა სიგარეტი, ი-----–იმ გადაუხადა მადლობა. ამაზე უცნობმა მელოტმა, წვერიანმა მამაკაცმა გამოხატა აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი-----–ის. სცადეს სიტუაციის განმუხტვა, ამაში ჩაერთო იქვე მყოფი მათთვის უცნობი შუახნის მამაკაცი, რის შემდეგ წავიდნენ კ--------- #---–- განთავსებული შენობისკენ, რა დროსაც გაიგო ყვირილი ზურგის მხრიდან, მიიხედა და დაინახა უცნობი წვერიანი და მელოტი ახალგაზრდა მამაკაცი, წელსზევით გახდილი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა დიდი ზომის თეთრტარიანი დანა. პირველად ის მიუახლოვდა ი-----–ი ბ-----ეს, რომელსაც ორჯერ მოუქნია დანა, მაგრამ ი-----–იმ აიცდინა, ხოლო მესამედ მოქნეული დანა ი-----–ის მოხვდა მარცხენა მხარში. ი-----–ის დაჭრის შემდეგ უცნობი მისკენ წავიდა, ზ------ კ--------ემ სცადა ხელის დაჭერა დანის დარტყმის ასარიდებლად რაც ვერ მოახერხა და უცნობმა ის დაჭრა ზურგის არეში. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და იარაღის დემონსტრირების გზით დააგდებინეს დანა და დააკავეს, ხოლო სასაწრაფო დახმარების ბრიგადით დაჭრილები გადაიყვანეს სხვადასხვა საავადმყოფოებში. ზ------ კ--------ის განმარტებით, უცნობი პიროვნება, რომელმაც დაჭრა ის და ი-----–ი ბ-----ე, იყო დაახლოებით 25 წლის, 175 სმ სიმაღლის, თავზე მელოტი, სახეზე დიდი შავი ფერის წვერით, სწორი, ოდნავ განიერი ცხვირით, საშაულო ზომის ტუჩებით, მუქი ფერის თვალებით, საშუალო აღნაგობის და თეთრი ფერის პირისახით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, თ-------- კ--------ემ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ლ---- გ----–---–ი (ფოტო #4). ამასთან განმარტა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, ღამის 03:00 საათზე თბილისში, კო--------------ის მიმდებარედ იმყოფებოდა ი-----–ი ბ-----ესთან, დ-------- ფ--–------–---–თან და ზ------ კ--------ესთან ერთად. ვინაიდან არ ჰქონდათ სიგარეტი, ი-----–ი მივიდა ზემოაღნიშნულ ტერიტირიაზე მყოფ ახალგაზრდებთან, რომელთა შორის იყვნენ გოგონები და ბიჭები. ის ესაუბრებოდა დ--------ს და არ გაუგია ი-----–ის და უცნობების ნათქვამი. მისი ყურადღება მიიპყრო მოულოდნელმა ყვირილმა, გაიხედა და დაინახა ვ-----------ს შესასავლელიდან სირბილით მათკენ მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი წვერით და მელოტი, რომელიც მიმართავდა მათ ,,ბიჭო ჩემ ცოლს სიგარეტი რატომ თხოვეო“. ამასობაში ლ---- გ----–---–ი მიუახლოვდა მათ და აშკარად ეტყობოდა, რომ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. მისვლისას ი-----–ი ბ-----ეს დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე მოიქნია ხელი. ბაღის შესავლელში მდგომი ბიჭები ეუბნებოდნენ, რომ არ აყოლოდნენ და წასულიყვნენ. სიტუაციის განმუხტვა სცადა მათთვის უცნობმა შუახნის მამაკაცმა, რის შემდეგ წავიდნენ კ--------- ქუჩის ქვედა მიმართულებით, რადგან არ სურდათ კონფლიქტის გაგრძელება და გაღრმავება. იმყოფებოდნენ კ--------- #---–- განთავსებული შენობის სიახლოვეს, რა დროსაც გაიგო ყვირილი ზურგის მხრიდან, მიიხედა და დაინახა უცნობი წვერიანი და მელოტი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ჩხუბი დაიწყო. ის მირბოდა ი-----–ი ბ-----ისკენ წელსზევით შიშველი, ი-----–ი იმ დროს იმყოფებოდა განათებულ ბილბორდთან, უცნობს მარჯვენა ხელში ეჭირა დიდი ზომის თეთრტარიანი დანა. თავდაპირველად ის მიუახლოვდა ი-----–ის, ორჯერ მოუქნია დანა, მაგრამ აცილა, ხოლო მესამედ მოქნეული დანა მოხვდა მარცხენა მხარში. ი-----–ის დაჭრის შემდგომ უცნობმა აუარა გვერდი და გაემართა მისი ძმისკენ, რომელმაც სცადა უცნობისთვის ხელის დაჭერა დანის დარტყმის ასარიდებლად, რაც ვერ მოახერხა და უცნობმა ზ------ კ--------ე დაჭრა ზურგის არეში. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და იარაღის დემონსტირების გზით დააგდებინეს დანა და დააკავეს, ხოლო სასაწრაფო დახმარების ბრიგადით დაჭრილები გადაიყვანეს სხვადასხვა საავადმყოფოებში. ი-----–ი ბ-----ის განმარტებით, უცნობი პიროვნება, რომელმაც დაჭრა ის და ზ-----, იყო დაახლოებით 25 წლის, 175 სმ სიმაღლის, თავზე მელოტი, სახეზე დიდი შავი ფერის წვერით, სწორი, ოდნავ განიერი ცხვირით, საშაულო ზომის ტუჩებით, მუქი ფერის თვალებით, საშუალო აღნაგობის და თეთრი ფერის პირისახით.

 

მოწმე ზ------ რ-------ის ჩვენებით, პაციენტი ი-----–ი ბ-----ე შევიდა 2018 წლის 27 იანვარს, ღამის 4-ის ნახევარზე. პირს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის ზემო მესამედში ნაკვეთი ჭრილობა, მცირედ სისხლმდენი, ედო გამწოვი ნახვევი, რაც როგორც წესი ასეთი პირველადი ჩარევით ჩერდება ხოლმე, თუმცა იყო შინაგანი სისხლდენა, ვინაიდან მხარიც შესიებული ჰქონდა; მაშინვე გაჩნდა ეჭვი, მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანების არსებობასთან დაკავშირებით. ამის გამო გაყვანილი იქნა სასიცოცხლო ჩვენების საოპერაციოში, ჩაუტარდა კვლევა, ჭრილობის რევიზია და დადასტურდა, რომ ი-----–ი ბ-----ეს ჰქონდა მარცხენა მხრის ვენის არასრული კვეთა, ანუ გადაკვეთილი იყო ვენა, თუმცა არასრულად; მოხდა დაზიანებული ქსოვილების აღდგენა ოპერაციით. ჭრილობის მიმართულებას რაც შეეხება, დაზიანებიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ იყო ზემოდან ქვემოთ, გარედან შიგნიდან მიმართულებით.

 

2018 წლის 6 თებერვლის ამოღების ოქმით, ა-–----–----–---–ის სახელობის კლინიკის სპეციალისტ ნ---- ქ--------ისაგან ამოღებული იქნა ი-----–ი ბ-----ის ავადმყოფობის ისტორია.

 

ნ---- ქ--------ის ჩვენებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა-–----–----–---–ის სახელობის კლინიკიდან ამოიღო მოქალაქე ი-----–ი ბ-----ის სამედიცინო ისტორია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს ა-–---–----–---–-ს სახელობის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #653/18-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ი-----–ი ბ-----ე კლინიკაში მოთავსებული იქნა 27.01.18 წ. 03:27 სთ-ზე და გაეწერა 29.01.18წ-ს, 10:00 სათ-ზე. მასვე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მხარის ლატერალურ ზედაპირზე, ზედა მესამედში, მარცხენა მხარის ვენის დაზიანებით და ნაკვეთი მარცხენა ყურის ნიჟარის მწვერვალზე. ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მხარის მიდამოში არსებული ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ყურზე არსებული ჭრილობა - მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ და განმარტა, რომ ი-----–ი ბ-----ის მიმართ განვითარებულია ნაკვეთი ჭრლობა მარცხენა მხრის ლატერალურ ზედაპირზე ზედა მესამედში, მარცხენა მხრის ვენის დაზიანებით. ვინაიდან ვენა ღრმად მდებარეობს, აზიანებს კუნთებს, კანს, კანქვეშა ქსოვილს. ამასთან, მხრის ვენა მიეკუთვნება მსხვილი კალიბრის სისლძარღვებს და მისი დაზიანება მიეკუთვნა დაზიანებათა მძიმე ხარისხს. დაზიანება შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; ხოლო ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ყურის ნიჟარის მწვერვალზე არის მსუბუქი ხარისხის. ორივე მიყენებულია მჭრელი თვისების მქონე საგნით. მჭრელი თვისება ნიშნავს, რომ საგანს უნდა ჰქონდეს მჭრელი კიდე, ხოლო მჩხვლეტავ-მჭრელ საგანს აქვს როგორც მჭრელი, ისე მჩხვლეტავი კიდე.

 

გ-------– დ----ის ჩვენებით, ზ------ კ--------ე კლინიკაში შეიყვანეს ჰემორაგიული შოკით, რაც გამოწვეული იყო გულმკერდის შემავალი ნაკვეთი ჭრილობით, აღენიშნებოდა ნეკნთაშუა სისხლძარღვების და ფილტვის დაზიანება, რის გამოც გაეწია ქირურგიული დახმარება.

 

2018 წლის 19 თებერვლის ამოღების ოქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნ.ყ---–--ის ს----–----------------------------–------ კანცელარიის თანამშრომელ ნ---- ჯ-------–---–იდგან ამოღებული იქნა ზ------ კ--------ის ავადმყოფობის ისტორია, რაც თავის მხრივ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ჯ-------–---–მა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს ნ.ყ---–--ის სა---–------–--------–----------------------------–-----------–----------–- პაციენტის სამედიცინო ბარათი #9---ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ზ------ კ--------ე კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 27.01.18 წ-31.01.18 წ-მდე).

 

სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით ზ------ კ--------ეს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, მე-4-5 ნეკნთაშუა სივრცეში, ხერხემლის გვერდით (პარავერტებრალურ) ხაზზე, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, ნეკნთაშუა სისხლძაღვების, მე-5 ნეკნის, მარჯვენა ფილტვის დაზიანებით და მარჯვენამხრივი ჰემოპნევმონევმოთორაქსის განვითარებით.

 

დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის თარიღს.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ--–----ამ და განმარტა, რომ იმის გამო, რომ ზ------ კ--------ის ჭრილობა იყო შემავალი, აზიანებდა მარჯვენა ფილტვს, განვითრებული იყო ჰემატომა, ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ და მძიმე ხარისხის დაზიანებას.

 

მოწმე დ----- ბ-----ის ჩვენებით, 2018 წლის 27 იანვარს დაურეკა დ----- (დ--------) ფ--–------–---–მა და უთხრა, რომ მისი ძმა ი-----–ი იყო დაჭრილი და მიჰყავდათ კლინიკაში. კლინიკაში მისულმა გაიგო, რომ ძმას ოპერაციას უკეთებდნენ. საავადმყოფოდან წამოიღო ძმის ტანსაცმელი, რაც მომდევნო დღეს გადასცა გამომძიებელს იმავე მდგომარეობაში.

 

2018 წლის 27 იანვრის ამოღების ოქმით თანახმად, დ----- ბ-----ისაგან ამოღებული იქნა მის მიერ ნაბაყოფლობით წარმოდგენილი სტაფილოსფერი კაპიუშონიანი ჟაკეტი, მარცხენა მხარეს თეთრი ფერის ემბლემით, მუცლის არესთან ჯიბეებით, მარცხენა მკლავზე აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები და გაჭრილი ადგილი; ასევე, კაპიუშონიანი მუქი ფერის ქურთუკი, რომელსაც მარცხენა მკლავზე ეტყობა გაჭრილი ადგილი.

 

დ------ კ-----–---–ის ჩვენებით, დილას სამსახურში მისულს პაციენტი დახვდა მიღებული; ჩააბარეს მისი სისხლიანი ტანსაცმელი, რაც აღრიცხა ექთანთან ერთად, მოათავსა შავ სპეციალურ პოლიეთილენის პარკში, მოუკრა თავი, ანუ დალუქა და შეინახა. რამდენიმე საათში მივიდა გამომძიებელი, რომელსაც მის მიერ წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე გაატანა ტანსაცმელი.

 

ამოღების 2018 წლის 31 იანვრის ოქმით, ა.ალ----–---–-ს სახელობის კლინიკის მიმღები განყოფილების ექთნის თანამშემწე დ------ კ-----–---–ისგან ამოღებული იქნა ი-----–ი ბ-----ის ლურჯი ფერის შარვალი მუქი ფერის ლაქებით, სპორტული ფეხსაცმელი (ბოტასები), რომელსაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები, ლურჯი ფერის ყვითელი ზოლებით გაწყობილი ტრუსი და ნაცრისფერი წინდები.

 

ამოღების 2018 წლის 1 თებერვლის ოქმით, ნ---- ყ---–--ის ს----–----------------------------–------ მიმღები განყოფილების მედდა ჟ------------გან ამოღებული იქნა ზ------ კ--------ის ტანსაცმელი: შავი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, რომელსაც ზურგის მხარეს აღენიშნება გამჭოლი დაზიანება, ქურთუკს დაზიანება აქვს მარცხენა მხარეს წელის არეში, ასევე გამჭოლი, მწვანე ფერის მაისური მოწითალო ფერის ლაქებით და ზურგზე გამჭოლი დაზიანებით, შავი ფერის სპორტული შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი წყვილი ფეხსაცმელი და ერთი წყვილი ნაცრისფერი წინდა.

 

ჟ------------ ჩვენებით, გამომძიებლის თანდასწრებით აღწერა ზურგში დაჭრილი პაციენტის ტანსაცმელი, მოაწერა ხელი ოქმს და გაატანა გამომძიებელს.

 

2018 წლის 1 თებერვლის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით აკად.ნ.ყ---–--ის ს----–----------------------------–------ მიმღებ განყოფილებაში ი-----–ი ბ-----ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

2018 წლის 5 თებერვლის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით აკად.ნ.ყ---–--ის ს----–----------------------------–------ მიმღებ განყოფილებაში ზ------ კ--------ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

ზ----- გ-----ის ჩვენებით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან აიღო სისხლის ნიმუში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

 

გ-------------ს ჩვენებით, გამომძიებელ ქ------–---–თან ერთად, პენიტენციური დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისგან აიღო ნიმუში.

 

2018 წლის 6 პენიტენციური დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში ექსპერტ გ-------------ს მონაწილებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულ ლ---- გ----–---–ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, პაკატებში წარწერით: „F--------...1 (ერთი) ც. დოლბანდზე ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ნაწვიმარი ასფალტის ზედაპირიდან...” და „F--------...მოწ. ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე, ამოღებული იქნა ნაწვიმარიდან...” მოთავსებულ დოლბანდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) შეიცავს ადამიანის სისხლს, ობ. N1,2-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;პაკეტში წარწერით: ,,...1 (ერთი) ცალი მოთეთრო ფერის სახელურით მასზე ნახატებით, დანის პირზე აღენიშნება მცირე ზომის მოწ..ფერის ლაქები...“მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ.#3) შეიცავს სისხლს. ობ.#3-ს გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი-----–ი ბ-----ეს (ობ. N32; პაკეტი, წარწერით: „...ი-----–ი ბ-----ის სისხლი...”), ხოლო მინორული წილი - ზ------ კ--------ეს (ობ. N33; პაკეტი, წარწერით: „...ზ------ კ--------ის სისხლი...”), ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

პაკეტში წარწერით: „...გ----–---–ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ მოკლესახელოებიან და გრძელსახელოებიან მაისურებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8-10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ერთი და იგივე სქესის პირს და განსხვავდება შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილებისაგან. ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯინსის შარვალზე და მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო და ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. N6,7,11) სისხლს არ წარმოადგენს. პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ც. ფიქსატორიანი, გასაშლელი დანა მოშავო ფერის სახელურით დაკეცილ მდგომარეობაში.” მოთავსებულ დანაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N5) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N5-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ობ. N8-10-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: „...ზ------ კ--------ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.#12,13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ობ.N8-10-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე ქურთუკიდან ამოღებულ თმის ღერებზე (ობ. N14,15) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა. ამავე პაკეტში მოთავსებულ სპორტულ შარვალზე (ობ. N16,17), გრძელსახელოებიან მაისურზე (ობ. N18,19) და ორივე ფეხსაცმელზე (ობ. N20,21) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N16-19-ის გენეტიკური პროფილი ზ------ კ--------ის (ობ. N33) გენეტიკური პროფილის იდენტურია, ობ.N21-ის გენეტიკური პროფილი ობ. N8-10,12,13-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.N20-ში გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით: „...ი. ბ-----ის ტანსაცმელი.” მოთავსებულ შარვალზე (ობ. 22,23), საცვალზე (ობ. N24) და ორივე ფეხსაცმელზე (ობ. N25,26) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–ი ბ-----ეს (ობ. N32). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდაზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით: „...ი-----–ი ბ-----ის ჟაკეტი და ქურთუკი...” მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. N27,28) და კაპიუშონიან ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N27,28-ის გენეტიკური პროფილი ობ.#8-10,12,13,21 გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო ობ. N29,30-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–ი ბ-----ეს (ობ.#32).

 

გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ----------------

 

2018 წლის 27 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ძვ--–-------–-----------------–--------------------–-ბის ადმინისტრაციულ შენობაში ბრალდებულ ლ---- გ----–---–ისგან ამოღებულ იქნა შემთხვევის დროს ტანთმოსილი ტანსაცმელი. კერძოდ, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის ტყავის ნაჭერზე წარწერით, ლურჯი ფერის მაისური მუქი ფერის ლაქებით, შავი ფერის სვიტერი მუქი ფერის ლაქებით და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #00------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ---- გ----–---–ის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მკვეთრი ნარინჯისფერი და შეღებილი პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება. ექსპერტიზაზე წარდგენილი ი-----–ი ბ-----ის სპორტული ზედა ჩასაცმელის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მორუხო-ხაკისფერი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი არის მაისურის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.

 

ლ---- გ----–---–ის მოშავო ფერის სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის შალის და მომწვანო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარეობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილი ზ------ კ--------ის ქურთუკის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან. ასევე აღინიშნება მორუხო-ხაკისფერი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ------ კ--------ის მაისურის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან. ასევე აღინიშნება მკვეთრი ნარინჯისფერი არათანაბრად შეღებილი პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ი-----–ი ბ-----ის სპორტული ზედა ჩასაცმელის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ი-----–ი ბ-----ის შარვლის სპორტული ზედა ჩასაცმელის და ქურთუკის ზედაპირებზე აღინიშნება მომწვანო-შავი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილი ლ---- გ----–---–ის სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.

 

ზ------ კ--------ის ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება მომწვანო-შავი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გაჩნია საერთო გვარეობრივი კუთვნილება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლ---- გ----–---–ის სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.

 

ზ------ კ--------ის ქურთუკის, შარვლის და მაისურის ზედაპირებზე, ასევე, ი-----–ი ბ-----ის შარვლის, სპორტული ზედა ჩასაცმელის და ქურთუკის ზედაპირებზე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარეობრივი კუთვნილება. ექსპერტიზაზე წარდგენილი ლ---- გ----–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---–- ა--–-----–მა და განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მისი დასკვნა არის კატეგორიული.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------8 დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ის ტანსაცმლიდან (ქურთუკი, სპორტული სტილის მაისური, შარვალი, ქვედა საცვალი - ტრუსი, ორი ცალი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი – „ბოტასი“), მხოლოდ ქურთუკზე და მაისურზე მარცხენა სახელოს წინა ზედაპირზე, მხრის მიდამოში არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები ემსგავსება წარმოდგენილი დანებიდან ცალმხრივლესილი პირის მქონე დანის (FCD 8-----) პირის კონსტრუქციულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს ხსენებული დანით დაზიანების განვითარების შესაძლებლობას. საკითხის კატეგორიული გადაწყვეტა შეუძლებელია, დაზიანებაში დამაზიანებელი ობიექტის ინდივიდუალურ (კერძო) ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო. ქურთუკზე და მაისურზე არსებული დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება ი-----–ი ბ-----ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- (30.03.2018წ.) დასკვნის ქსეროასლში მითითებულ სხეულზე არსებულ ჭრილობებს, გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას როგორც დინამიკით - ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით, ასევე ადგილმდებარეობით (...ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ყურის ნიჟარის მწვერვალზე...) ზ------ კ--------ის ტანსაცმლიდან (ქურთუკი, მაისური, სპორტული შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი - ე.წ. „კედები“), საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, მხოლოდ ქურთუკზე და მაისურზე უკანა ზედაპირზე, ბეჭების ქვედა არეში არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი ცალმხრივალესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის კონსტრუქცია და მორფოლოგიური ნიშან-თვისებები ემსგავსება წარმოდგენილი დანებიდან ცალმხრივლესილი პირის მქონე დანის (FCD 8-----) პირის კონსტრუქციულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს დაზიანების განვითარების შესაძლებლობას ხსენებული დანით (FCD 8-----). საკითხის კატეგორიული გადაწყვეტა შეუძლებელია, დაზიანებაში დამაზიანებელი ობიექტის, ინდივიდუალურ (კერძო) ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- (26.04.2018წ.) დასკვნის მონაცემებით, ზ------ კ--------ის სხეულზე არსებული ჭრილობა ლოკალიზაციის არით შეესაბამება მის ტანსაცმელზე (ქურთუკი, მაისური) არსებულ დაზიანებას.

 

ი-----–ი ბ-----ის და ზ------ კ--------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ხასიათით, პირაპირების კონფიგურაციით, ბოჭკოების განალაგების თავისებურებით და მორფოლოგიური მახასიათებლებით ურთიერთმსგავსია, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას, როგორც ერთიდაიგივე საგნით, ასევე მსგავსი კონსტრუქციის და თვისებების მქონე საგნითაც. კატეგორიულად პასუხის გაცემა შეუძლებელია დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო ნიშანთა კომპექსის არ არსებობის გამო.

 

,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული“ გამოსაკვლევი დანა (FCD 8-----) დამზადებულია ქარხნული წესით, სამონადირეო დანიშნულების დანების ტიპზე და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე, ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

,,შემთვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული“ ქარხნული წესით დამზადებული დანა (FCD 8-----) წარმოადგენს ფიქსატორიან გასაშლელ დანას და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ, ორმხრივლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა თ----- შ--–-----–---–მა და განმარტა, რომ შეისწავლა გამოსაკვლევი დანის პირის კონსტრუქციული მონაცემები, მორფოლოგიური თვისებები, ასევე ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების მორფოლოგიური თვისებები და ფორმა რამაც მისცა დასკვნის საფუძველი, რომ დაზიანებები განვითარებულია საკვლევად წარდგენილი საგნით. ტანსაცმელზე არსებული დაზიანების მიკროსკოპული კვლევით დადგინდა, რომ დაზიანებათა ერთ-ერთი დაბოლოება არის სწორად, ხოლო მეორე დაბოლოებაზე შეინიშნება პატარა გაფართოება, ბოჭკოების დაძენძილობა რაც ნიშნავს, რომ დამაზიანებელი ობიექტის ერთი მხარე იყო ბასრი პირის მქონე, ხოლო მეორე მხარეს არ ჰქონდა ბასრი პირი. შესაბამისად, დადგინდა, რომ ცალმხრივლესილი პირის მქონე დანით იყო მიყენებული. გამოსაკვლევად წარმოდგენილ მეორე დანას არ შეეძლო დაზიანებების მიყენება, ვინაიდან როდესაც დამაზიანებელი ობიექტი არის ორმხრივილესილი პირის მქონე, ტანსაცმელზე არსებული დაზიანების დაბოლოებები ურთიერთმსგავსია, მათ შორის განსხვავება არ არის.

 

ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

ჯანმრთელობის დაზიანებად ითვლება ადამიანის სხეულის ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა, ან/და პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება შედეგიან დანაშაულს მიეკუთვნება და მის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ამავე ნორმაში მითითებული შედეგის დადგომა ან კონკრეტული საფრთხის შექმნა.

 

ი-----–ი ბ-----ემ, ზ------ კ--------ემ და თ-------- კ--------ემ ერთნაირად აღწერეს 2018 წლის 27 იანვარს გვიან ღამით ვ----- ბაღთან განვითარებული მოვლენები, რომ ი-----–ი ბ-----ემ სიგარეტი თხოვა იმავე ტერიტორიაზე მყოფ უცნობ ახალგაზრდებს და არა კონკრეტულად რომელიმე მათგანს, რის შემდეგ დაზარალებულს სამი ღერი სიგარეტი მიაწოდა მანქანაში მჯდომმა გოგომ.

 

ზემოაღნიშნულზე ლ---- გ----–---–ი აგრესიით წავიდა ი-----–ი ბ-----ის მიმართულებით და უთხრა, „ბიჭო რას თხოვ სიგარეტს ჩემ შეყვარებულსო“. თვითმხილველებმა პირველი დაკითხვისთანავე აღწერეს ლ---- გ----–---–ი როგორც თმებგადაპარსული და წვერიანი ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ი-----–ი ბ-----ეს ხელის კვრით აიძულებდა გაემეორებინა თუ რა უთხრა მის შეყვარებულს და შეხლა - შემოხლის მიუხედავად, რომ არ გამწვავებულიყო ვითარება მათ მოახერხეს გასცლოდნენ ბრალდებულს.

 

ამავე ჩვენებებით ირკვევა, რომ ი-----–ი ბ-----ე ცდილობდა ლ---- გ----–---–ისათვის აეხსნა, რომ დაზარალებულს ბრალდებულის მეგობარი გოგონასათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ბოდიშიც მოიხადეს და გაერიდნენ ლ---- გ----–---–ს.

 

სასამართლოს ზემოთმოყვანილ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, რადგან ის თავსებადია თავად ბრალდებულ ლ---- გ----–---–ის თანმხლებ პირთა ჩვენებებით დადგენილ ფაქტებთან, იმ მცირე განსხვავებით რაც ია იაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ სიგარეტის გადაცემის შემდეგ ი-----–ი ბ-----ემ მანქანის კარები „მიიჯახუნა“.

 

პატრულირებისას ადგილზე შემთხვევით მოხვედრილმა ინსპექტორებმა რ----- მ-------–---–მა და თ---------- ბ----–-–---–მა განმარტეს, რომ ვ----- ბაღთან მათი ყურადღება მიიპყრო იმავე ტერიტორიაზე შეკრებილ ახალგაზრდა პირთა ჩოჩქოლმა რომელთაც გამოეყო რამდენიმე მამაკაცი და როცა ისინი დაეშვნენ კ--------- ქუჩაზე, მათ დაედევნათ წელს ზემოთ შიშველი ლ---- გ----–---–ი, რომელმაც თანნაქონი დანით ჯერ ი-----–ი ბ-----ეს დაარტყა დანა ხოლო შემდეგ, ზ------ კ--------ეს.

 

დასახელებულ პირთა ჩვენებები სრულად თავსებადია ი-----–ი ბ-----ის, ზ------ კ--------ისა და თ-------- კ--------ის ჩვენებებით დადგენილ ფაქტებთან, ასევე გამოკვლეულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან.

 

ზ------ კ--------ემ დეტალურად გაიხსენა, რომ დაინახა წელს ზემოთ შიშველი ლ---- გ----–---–ი როგორ მისდევდათ თეთრტარიანი დანით ხელში, რომელმაც ჯერ ყველაზე ბოლოს მიმავალ ი-----–ი ბ-----ეს რამოდენიმეჯერ მოუქნია დანა და ჩაარტყა ზურგის არეში, ხოლო შემდეგ მასაც იგივე დანა დაარყა. ზ------ კ--------ის დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება ი-----–ი ბ-----ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას..

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ---- გ----–---–ის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას ადგილი ჰქონდა ლამპიონებით განათებულ ადგილაზე. ამასთან, ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სწორედ, კო--------------თან არსებულ ბანერთან იქნა აღმოჩენილი დანა, რომელიც პატრულ-ინსპექტორების მოწოდების შემდეგ დააგდო ლ---- გ----–---–მა.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის პრეროგატივაა განსაზღვროს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. საქმეზე გამოკვლეული დასკვნებით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ-----ისა და ზ------ კ--------ის მიმართ მიყენებული ჭრილობები წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათო განზრახ მძიმე დაზიანებებს.

 

ექსპერტებმა ნ----- ჯ------ემ და ს-------- ბ--–----ამ დაადასტურეს რა მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, აღწერეს დანით მიყენებული ჭრილობების სახე, ლოკალიცაზია და სიღრმე, რაც საბოლოოდ შეფასებული იქნა როგორც სიცოცხლისათვის საშიში და მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელმა თ----- შ--–-----–---–მა განმარტა, რომ დაზიანებები როგორც ტანსაცმელზე, ისე სამედიცინო დასკვნაში ასახულ გამოსაკვლევ პირთა სხეულზე განვითარებულია ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნით, ვინაიდან ორმხრივლესილი დანით გამოწვეული ტანსაცმლის დაძენძილობა სხვაგვარია. დასახელებული გარემოება გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე ამოღებული ორმრხივლესილი შავტარიანი დანით ჭრილობების მიყენებას და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ი-----–ი ბ-----ესა და ზ------ კ--------ეს ჭრილობები მიაყენა ბრალდებულმა ლ---- გ----–---–მა. ზემოაღნიშნული თავსებადია არა მარტო თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებთან, რომ ბრალდებულს ხელში ეჭირა დანა თეთრი ფერის ტარით, ასევე ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნთან, რომლის თანახმად, იმავე დანაზე აღმოჩნდა ი-----–ი ბ-----ისა და ზ------ კ--------ის გენეტიკური პროფილები.

 

ხულიგნური ქვენაგრძნობა ხშირ შემთხვევაში ეფუძნება დამნაშავის არასწორ აღქმას და მისი ქცევა განპირობებულია სწარფვით დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გარშემომყოფთ და მოახდინოს ზნეობრივი ნორმების მიმართ უპატივცემულობის დემონსტრირება.

 

მოწმეებმა ზ------ კ--------ემ და თ-------- კ--------ემ განაცხადეს, რომ ი-----–ი ბ-----ის ნათქვამში ან ნამოქმედარში უწმაწური სიტყვა, ან უხეში მოქცევა არ შეუნიშნავთ და არც გაუგონიათ. ასევე დასძინეს, რომ როცა დაზარალებულს სამი ღერი სიგარეტი მიაწოდეს, მან გოგონას უთხრა, რომ ერთიც საკმარისი იყო. დასახელებული გარემოება რომელიც არც თავად ბრალდებულის მეგობრებმა უარყვეს, ცალსახად მოწმობს, რომ ლ---- გ----–---–მა სრულიად უმნიშვნელო საბაბით დაიწყო ჩხუბი ი-----–ი ბ-----ესთან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 29 სექტემბრის 2016 წლის №227აპ-16 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ როდესაც ერთი შეხედვით, თითქოს საქმე გვაქვს შურისძიებასთან, სინამდვილეში სახეზეა უმნიშვნელო საბაბით განპირობებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მოტივი, დასახელებული გარემოება სამართლებრივად უნდა შეფასდეს როგორც ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი ქმედება. მსგავს შემთხვევებში დაზარალებულისადმი სამაგიეროს მიზღვევის სწრაფვა არ ეფუძნება რაიმე ანგარიშგასაწევ არსებით საფუძველს (მაგალითად, დაზარალებულის მხრიდან შეურაცხყოფას, ანდა დამნაშავის ან მისი ახლობლის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ძალადობასა თუ სხვა უკანონო ქმედებას და ა.შ.) რის გამოც ქმედება უნდა შეფასდეს როგორც ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილად.

 

სასმართლო თვლის რომ, დანაშაულის ობიექტური მხარის ნიშნების გათვალისწინებით გამოძიების ეტაპზე სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ ქმედებას და არ არსებობს ლ---- გ----–---–ის მიმართ მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები.

 

ამდენად, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ---- გ----–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი პირის მიმართ, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას მსჯავრი უნდა დაედოს.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ ინდივიდუალურად განსაზღვრული სასჯელი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნებს: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, კუმულაციურად, ერთობლიობაში უნდა უზრუნველყოფდეს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ლ---- გ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმეზე დართული მტკიცებულებებით არ არის დადგენილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლ---- გ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

ლ---- გ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 იანვრიდან.

 

გაუქმდეს ლ---- გ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ლ---- გ----–---–ის, ი-----–ი ბ-----ისა და ზ------ კ--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს, ერთი ცალი ლაზერული დისკი ფოტოსურათებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლები, ი-----–ი ბ-----ისა და ზ------ კ--------ის სტაციონარული პაციენტის ბარათები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო მოთეთრო ფერისა და მოშავო ფერის ორი ცალი დანა, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/