განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2018
საქმის ნომერი
180100118002476726
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/129-18 18 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თ----- ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- მ-------–---–ი;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ--–--------–--–---–ი; ო-------------ი

 

ბრალდებული - რე---- ქრ------ს ძე შუ------ე, დაბადებული 1--- წლის 7 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, ს-–----–-- განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. მცხეთა, რ---------–-- ქ. N7-, ბინა N4-ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახური ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 1. 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.მცხეთაში, რ---------–-- ქუჩა N7-, ბ. N4 მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რე---- შუ------ემ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით: იმაზე გაბრაზებულმა, რომ მეუღლე - თ----- გ----ე, არ იმყოფებოდა სახლში, ამასთან დაუყოვნებლივ არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი განახორციელა ფიზიკური ძალადობა: მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაზე, შემდეგ ხელი მოუჭირა სახეზე და ცხვირზე, მარჯვენა ხელით კი დაუჭირა მარცხენა ხელი, იმავდროულად ხელით მოქაჩა და ამოგლიჯა თავიდან თმა, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი გ-------– შუ------ე.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2. 1. 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.მცხეთაში, რ---------–-- ქუჩა N7-, ბ. N4 მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რე---- შუ------ემ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით: იმაზე გაბრაზებულმა, რომ მეუღლე - თ----- გ----ე, არ იმყოფებოდა სახლში, ამასთან დაუყოვნებლივ არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი განახორციელა ფიზიკური ძალადობა: მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაზე, შემდეგ ხელი მოუჭირა სახეზე და ცხვირზე, მარჯვენა ხელით კი დაუჭირა მარცხენა ხელი, იმავდროულად ხელით მოქაჩა და ამოგლიჯა თავიდან თმა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. სასამართლო პროცესზე რე---- შუ------ემ თავი დამნაშვედ ცნო მეუღლის, თ----- გ----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, დაადასტურა ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ყველა ფაქტობრივი გარემოება, მხოლოდ არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი გ-------– შუ------ე.

3.2. მოწმე თ-----ი გ----ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ. მცხეთა, რ---------–-- ქ. N7--ში, დედასთან ნ--- მ-------ესთან, მეუღლესთან რე---- შუ------ესთან და შვილებთან გ-------–, ბ-------ე და მ-----მ შუ------ეებთან ერთად. 2018 წლის 21 აპრილს, თ----- გ----ე წაიყვანა თბილისში მისმა მეუღლემ რე---- შუ------ემ ტრეინინგზე, გზაში დაზარალებულს ტკიოდა თირკმელები, იქიდან დაბრუნებული თავს უფრო ცუდად გრძნობდა, ჰქონდა წნევა 180. სახლში მეუღლე დახვდა ნასვამ მდგომარეობაში, მას მთვრალ კაცზე ჰქონდა ალერგია, იგი მეუღლეს უკრძალავდა დალევას და სვამდა მხოლოდ დღესასწაულზე, რომ დაინახა ნასვამი და თან ჰქონდა წნევა, გავიდა მეზობელთან წნევის გასაზომად, ცოტა ხანში დაბრუნდა სახლში, რე---- შუ------ემ დაუწყო ხუმრობა, ეთამაშებოდა ხელის ბიძგებით, სახეზე და ცხვირზე კიდებდა ხელს, ხოლო თ----- გ----ეს არ ჰქონდა ნერვები და უთხრა, რომ იყო ცუდად და თავი დაენებებინა, რა დროსაც შეესხა პიტნის ჩაი, ხელის კვრის დროს, რე---- შუ------ეს ეგონა, რომ ძალით შეასხა, გაბრაზებული რე---- შუ------ე მას თმაში წვდა და მოქაჩა თმები, დაზარალებული ცდილობდა, რომ ხელი გაეშვებინა, შემდეგ გაზქურას დაეჯახა, რამაც გამოიწვია ხმაური, რა დროსაც შემოვიდა თ----- გ----ის დედა და ამ მდგომარეობაში რომ დაინახა, დაუძახა ბავშვს გ-------– შუ------ეს, რომელიც იმყოფებოდა გვერდზე ოთახში, ბავშვი რომ შევიდა ოთახში, რე---- შუ------ე იდგა გაზის გამათბობელთან, რა დროსაც ხელი კრა მამამისს, რათა მოეცილებინდა ფეჩიდან. თ----- გ----ემ უთხრა ბრალდებულ რე---- შუ------ეს, რომ მოშორებოდა, მისი დანახვა არ სურდა და ბრალდებულიც წავიდა. რე---- შუ------ის წასვლის შემდეგ დაზარალებულმა თმაზე ხელი რომ მოიკიდა, ნელ-ნელა ამოეცალა თმები, რაზეც ძალიან გაბრაზდა და იფიქრა, თუ როგორ ევლო სკოლაში. თმაში მოქაჩვის შედეგად, თ----- გ----ემ იგრძნო ტკივილი. შემდეგ მოვიდა პოლიცია და სასწრაფო, რადგან დაზარალებულის დედამ ითხოვა დახმარება. დაზარალებული თ-----ი გ----ე პატიობს მეუღლეს და ითხოვს შეღავათების გავრცელებას, ვინაიდან მისი მეუღლე არის მზრუნველი და ოჯახის მარჩენალი.

 

3.3. არასრულწლოვან გ-------– შუ------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის 13 წლის. კონფლიქტის დრო გ-------– შუ------ე იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე სახლში იყო ბებია ნ--- მ------ძე, მამა რე---- შუ------ე, ხოლო დედა თ----- გ----ე იყო მეზობელთან, როდესაც დედა მეზობლისგან დაბრუნდა, 6-7 წუთში შემოესმა ხმაური, იგი გავიდა და შევიდა იმ ოთახში, სადაც დედა და მამა იმყოფებოდნენ, ასევე ოთახში შედიოდა იმ დროს მისი ბებია. ოთახში შესვლის დროს მამა იდგა ანთებულ გაზქურასთან, ხოლო დედა იდგა რე---- შუ------ისგან 1,5 მ მოშორებით. რე---- შუ------ე იყო ნასვამი და ბარბაცებდა, გ-------– შუ------ემ იფიქრა, რომ რე---- შუ------ე არ დავარდნოდა გაზზე და ხელი მოხვია და გაიყვანა სადარბაზოში. მას არ დაუნახავს მამის ფიზიკური შეხება დედასთან თ----- გ----ესთან. გ-------– შუ------ე დაბრუნდა ისევ თავის ოთახში კომპიუტერის სათამაშოდ.

 

3.4. მოწმე ნ--- მ------ძის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მის შვილთან თ----- გ----ესთან, სიძესთან რე---- შუ------ესთან და შვილიშვილებთან ერთად ქ. მცხეთაში. 2018 წლის 21 აპრილს საღამოს საათებში, როდესაც მის შვილს თ----- გ----ეს ჰქონდა წნევა და გადავიდა მეზობელთან წნევის გასაზომად და წამლის დასალევად, იმ დროს სახლში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი სიძე რე---- შუ------ე და მოიკითხა მეუღლე. იმ დროს გოგოები (შვილიშვილები) იყვნენ სახლში, მისი სიძე მათ მოეფერა და გაეხუმრა. შემდეგ გოგოები გავიდნენ სახლიდან. 5 წუთის გასვლის შემდეგ, დაწვა რე---- შუ------ე და უთხრა ნ--- მ------ძეს, რომ დაეძახა თ----- გ----ისთვის, რომელსაც ცოტა შეაგვიანდა, რადგან პიტნის ჩაის უმზადებდა მეზობელი. თ----- გ----ე რომ დაბრუნდა სახლში, რამდენიმე წუთში მოწმე ნ--- მ------ძემ გაიგო ხმაური და რე---- შუ------ის ბობოქრობა, რომელიც წავიდა ფეჩისკენ, ამ მომენტში გ-------– შუ------ემ გადაასწრო დერეფანში, დაიჭირა მისი სიძე და გაიყვანა გარეთ, ნ--- მ------ძემ ფიზიკური შეხება ვერ დაინახა რე---- შუ------ის და თ----- გ----ეს შორის. მოწმის მიერ მოხდა სასწრაფოში დარეკვა, განაცხადა, რომ მისი შვილი იყო ცუდად, ჰქონდა მაღალი წნევა და ასევე მისი სიძე იყო ნასვამი. მოწმემ ასევე მეორეჯერაც დარე-- სასწრაფოში, რადგან იგვიანებდა, სასწრაფოს კი მოყვა პოლიციაც. ნ--- მ------ძის განმარტებით, მისი სიძე რე---- შუ------ე არის მეოჯახე, ოჯახის მოყვარული და მარჩენალი, სხვა დროს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

3.5. მოწმე ნ----ა ჭ-------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სოციალური მუშაკი, 2018 წლის 22 აპრილს იგი გამოცხადებული იყო მცხეთის რაიონულ სამმართველოში, სადაც განახორციელა საპროცესო წარმომადგენლობა არასრულწლოვან გ-------– შუ------ის გამოკითხვაში, რომელსაც აწარმოებდა გამომძიებელი ე-- თ---–--ე.

 

3.6. მოწმე ე-- თ---–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა შსს მცხეთის რაიონული სამმართველოში დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლად. 2018 წლის 21 აპრილს შევიდა შეტყობინება 112-ში ნ--- მ------ძისგან, რომელიც ითხოვდა დახმარებას, რადგან მის სახლში შვილსა და სიძეს შორის იყო კონფლიქტი. ე-- თ---–--ე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, საიდანაც წამოყვანილი იქნა თ----- გ----ე და გამოიკითხა პოლიციის შენობაში, რა დროსაც მან დაადასტურა მის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რასაც შეესწრო მისი არასრულწლობანი შვილი. აღნიშნულის გამო დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. მოწმე ე-- თ---–--ის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რასაც ესწრებოდა დაზარალებული თ----- გ----ე, მისი მითითებით გაზის გამათბობელთან ამოღებული იქნა თ----- გ----ის თმები, რომელიც დაილუქა ექსპერტების მიერ. 2018 წლის 22 აპრილს მოხდა რე---- შუ------ის დაკავება, რადგან მეორე დღეს ისევ ნასვამი მივიდა სახლთან, იყო აგრესიული და ითხოვდა შესვლას, მოწმე ე-- თ---–--ის ნომერზე შეტყობინების შესვლის შემდეგ, უბნის ინსპექტორ გამომძიებელთან გ--ა მ--------თან ერთად გამოცხადდა ადგილზე და გ--ა მ--------ის მიერ იქნა დაკავებული რე---- შუ------ე, რომელსაც გაეცნო მისი უფლებები, გადაეცა დაკავების ოქმი. გამოძიების მსვლელობის დროს გამოიკითხა ასევე არასრულწლოვანი გ-------– შუ------ე, ნ--- მ------ძე და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა თ----- გ----ის მიმართ დაზიანების დასადგენად. მოწმე ე-- თ---–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

3.7. მოწმე გ--ა მ--------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს მცხეთის რაიონული სამმართველოში უმცროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 22 აპრილს გამომძიებელ ე-- თ---–--ესთან ერთად გამოცხადდა ქ. მცხეთა, რ---------–-- ქ. N7-, ბინა N4-ში და მის მიერ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით რე---- შუ------ე. დაკავების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნა შს მცხეთის რაიონულ სამმართველოში.

 

3.8. მოწმე ვა-----გ ტ----–---–ის და ს----- ზ------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებად. 2018 წლის 22 აპრილს გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ესწრებოდა ასევე გამომძიებელი ე-- თ---–--ე, სადაც დახვდათ დაზარალებული თ----- გ----ე, მათ მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რაც იქნა დასურათებული, დაზარალებულის მიერ მითითებული იქნა თმის ნაგლეჯი, რაც ამოღებული და დალუქული იქნა მათ მიერ.

 

3.9. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 23.04.2018 წ. მოქ. თ-----ი გ----ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-2 თითის ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3.10. 2018 წლის 22 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ გამომძიებლის ე-- თ---–--ის, ექსპერტების ვა-----გ ტ----–---–ის და ს----- ზ------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ქ. მცხეთა, რ---------–-- ქ. N7-, ბინა N4-ში მდებარე თ----- გ----ის საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახი, თ----- გ----ის განმარტებით და მითითებით მისმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისაღებ ოთახში გამათბობელთან, საიდანაც ამოღებული იქნა თავიდან მოგლეჯილი თმები, რომელიც დაილუქა ექსპერტების მიერ.

 

3.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1.ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რე---- შუ------ემ 2018 წლის 21 აპრილს, საღამოს საათებში, მისი მეუღლის თ----- გ----ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი განახორციელა ფიზიკური ძალადობა: მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაზე, შემდეგ ხელი მოუჭირა სახეზე და ცხვირზე, მარჯვენა ხელით კი დაუჭირა მარცხენა ხელი, იმავდროულად ხელით მოქაჩა და მოაგლიჯა თმები, რა დროსაც თ----- გ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დასტურდება როგორც თავად ბრალდებულ რე---- შუ------ის მიერ ბრალის აღიარებით, რა დროსაც მან დაადასტურა ბრალად შერაცხული ყველა ფაქტობრივი გარემოება, მხოლოდ არ დაადასტურა ის გარემოება, რომ ამ ძალადობის ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი, ასევე დაზარალებულის ჩვენებით, რა დროსაც მან მთლიანად დაადასტურა მეუღლის მიერ ხელით მის ლოყაზე შეხების, სახეზე და ცხვირზე ხელის მოჭერის და თმების ამოგლეჯვის ფაქტი, მართალია მან ლოყაზე მეუღლის მიერ ხელით შეხება, სახეზე და ცხვირზე ხელის მოჭერა, ახსნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ თითქოს მისი მეუღლე ზოგჯერ ასე ეხუმრებოდა ხოლმე, ხოლო თავიდან თმების ამოგლეჯვის ფაქტი კი იმით, რომ თითქოს რე---- შუ------ე ვარდებოდა და თმაში ჩაავლო ხელი,- რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ მისი მეუღლე რე---- შუ------ე არ წარმოადგინოს აგრესიულ პიროვნებად, თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, მოწმემ თმების ამოგლეჯვის ფაქტი მთლიანდ დაადასტურა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, 2018 წლის 22 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით დეტექტივ გამომძიებლის ე-- თ---–--ის, ექსპერტების ვა-----გ ტ----–---–ის და ს----- ზ------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ქ. მცხეთა, რ---------–-- ქ. N7-, ბინა N4-ში მდებარე თ----- გ----ის საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახი, თ----- გ----ის განმარტებით და მითითებით მისმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისაღებ ოთახში გამათბობელთან, საიდანაც ამოღებული იქნა თავიდან მოგლეჯილი თმები, რომელიც დაილუქა ექსპერტების მიერ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე მთლინად დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით დაკითხულმა პირებმა, კერძოდ, გამომძიებელმა ე-- თ---–--ემ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, ვა-----გ ტ----–---–მა და ს----- ზ------ემ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით კი დადგენილია, რომ 23.04.2018 წ. მოქ. თ-----ი გ----ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-2 თითის ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ადგილი ჰქონდა არასრულწლოვან გ-------– შუ------ის თანდასწრებით. თავად არასრულწლოვნის გ-------– შუ------ის ჩვენებით, კონფლიქტის დღეს, სახლში ყოფნისას მას მხოლოდ ხმაური შემოესმა ოთახიდან, იგი გაეშურა იმ დერეფანში, სადაც მამა და დედა იმყოფებოდნენ და დაინახა, რომ რე---- შუ------ე იდგა გაზის გამათბობელთან, ხოლო დედა თ----- გ----ე იმყოფებოდა 1,5მ მოშორებით. გ-------– შუ------ემ ხელი მოკიდა მამას და გაიყვანა სადარბაზოში, რომ სიმთვრალისგან არ დაცემულიყო გაზის გამათბობელზე. ასევე არც თავად დაზარალებულის და არც მოწმე ნ--- მ------ძის ჩვენებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულ რე---- შუ------ის მიერ მეუღლის, თ----- გ----ის მიმართ ფიზიკური შეხების, ძალადობის ფაქტს შეესწრო არასრულწლოვანი შვილი გ-------– შუ------ე.

 

4.2. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, რე---- შუ------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4.3. ამდენად, სასამართლოს სრულიად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ რე---- შუ------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ბრალდებულ რე---- შუ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულს მის მიმართ აღარ გააჩნია პრეტენზია და შერიგებულია, იგი ხასიათდება დადებითად და ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო ბრალდებულ რე---- შუ------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის დამოკიდებულებას დაზარალებულის მიმართ, დღეის მდგომარეობით იგი შერიგებულია დაზარალებულთან, ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რე---- შუ------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რე---- შუ------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლ ნაწილზე.

2. რე---- შუ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

3. რე---- შუ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

4. რე---- შუ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.

5. რე---- შუ------ის ყოფაქცე----ე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: თმა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი